არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ ხდებოდა – გიორგი თაბაგარის განცხადება

წუხელ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

,,საქსეს ბარის გახსნა იყო გუშინ და ძალიან კარგი საღამო გვქონდა. ორწლიანი შესვენების შემდეგ, თავი ადამიანებად ვიგრძენით, სულ რამდენიმე საათით. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლოთ ბარში შესვლა და ამას მკაცრად აკონტროლებდნენ შესასვლელში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა, იმიტომ რომ ჩვენ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფი ვართ!

მოკლედ, ბარი დაიხურა 11-ზე და ორი წლის უნახავი ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს ვესაუბრებოდით ქუჩაში. დაახლოებით 23:10-ზე მოვიდნენ პოლიციელები და რამდენიმე წუთის განმავლობაში არკვევდნენ სიტუაციას. მეც ვესაუბრე და ყველაფერი მშვიდად იყო. არ უთქვამთ რომ დაიშალეთ და სახლებში წადით, ან რამე მსგავსი. არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ ხდებოდა.

ალბათ ჩვენი საუბრიდან 3-4 წუთის შემდეგ ვხედავ რომ პოლიციელები მიათრევენ ჩვენს მეგობარს და თანამშრომელს. უსახლკარო ადამიანს (!), რომელსაც სწორედ პოლიციის უმაქნისობის გამო, ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ექმნება ამ ქვეყანაში..

ათამდე პოლიციელი იყო ალბათ. გამოვესარჩლეთ, ვეკითხებოდით სათითაოდ თუ რატომ აკავებდნენ ამ ადამიანს. არც ერთმა პასუხი არ გაგვცა! უსამართლობა ხდებოდა და შევეწინააღმდეგეთ. ამ ძიძგილაობაში მეც გამათრიეს, ჯერ კინაღამ დამახრჩო პოლიციელმა, შემდეგ ჩამტენეს მანქანაში ბორკილებით. ჯამში, საათნახევარზე მეტი გავატარე ალბათ ამ მანქანაში. წყალიც ძლივს მომიტანეს ნახევარსაათიანი ხვეწნის შემდეგ. რისთვის, რატომ?! რა საჭირო იყო ეს ძალის დემონსტრირება და სრულიად უადგილო ძიძგილაობა? ამ დროს კრიმინალი ყვავის ქვეყანაში და რაზე ხარჯავენ დროს და რესურსს..

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ვიკითხოთ თუ სად იყვნენ ეს პოლიციელები 5 ივლისს ოფისს რომ გვირბევდნენ იმავე ქუჩაზე?! სად იყვნენ როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მათი დახმარება, მოსაკლავად რომ მოგვსდევდნენ?! ასე უკუღმა როგორ არის ყველაფერი მოწყობილი მართლა ვერ ვხვდები. 5 ივლისის გამტარებელი პოლიცია, ზურა მახარაძეს და მორგოშიას ამდენი მტკიცებულების მიუხედავად რომ არ აკავებს, სამაგიეროდ რაღაც აბსურდული მეთოდებით ჩვენ გვიპირისპირდება, აშკარად აცდენილია სამართლიანობის პრინციპებს!

ძალიან გულსატკენი იყო ამ ყველაფრის ყურება, რამდენჯერმე ვიტირე უსამართლობის შეგრძნების გამო. ცისფერი მთები გახდა ეს ქვეყანა და რთულია ამ ყველაფერს მშვიდად უყურო. არადა ძალიან გვინდა მშვიდად ცხოვრება. ბევრს ვითხოვთ?!

აქვე მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გამხნევებისთვის!”

წუხელ, ბარ ,,საქსესთან” პოლიციამ სამი პირი დააკავა, მათ შორის, გიორგი თაბაგარი. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით, სამივე მათგანი გაათავისუფლეს.

წინა

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

შემდეგი

ქვიარ ქალები 1970-იან წლებში – ბარბარა ჰამერის ფოტოები

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.