მარტი 2023

ქალთა ფონდი საქართველოში — 2023 წლის მარტის მიმოხილვა

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის.

წარმოგიდგენთქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის მარტის თვეში:

  • მარტის თვეში ფონდმა ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირების შესახებ. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალების, ქვიარ და ტრანს ადამიანების გაძლიერებას, შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას.
  • ასევე, ქალთა ფონდმა შექმნა ფემინისტი აქტივისტების მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ტრანსოფრმაციაზე იმუშავებს მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში.
  • მარტში ქალთა ფონდმა შეიმუშავა ფემინისტური ფესტივალის დღის წესრიგი და ორგანიზაცია გადავიდა აქტიურ სამზადისზე ივლისში რაჭაში 3-დღიანი ღონისძიების ჩასატარებლად.
  • ორგანიზაციამ ასევე მოამზადა კატოს ჯილდოს მფლობელების შესახებ ყოველთვიური სერიის მეორე ვიდეო ქეთევან ხიდაშელზე. ვიდეო მალე გამოქვეყნდება ორგანიზაციის Facebook გვერდზე.

თანასწორობის მოძრაობა — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

თანასწორობის მოძრაობა არის ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლგბტქი თემისა და ქალების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. თანასწორობის მოძრაობა იბრძვის საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე, მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

წარმოგიდგენთ თანასწორობის მოძრაობის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:

  • 2023 წლის თებერვლის თვეში თანასწორობის მოძრაობამ სოციალური, იურიდიული და ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება მიაწოდა ლგბტქ+ თემის 104 წარმომადგენელს.
  • ჯანდაცვისა და შიდსის პრევენციის პროგრამის ფარგლებში, თანასწორობის მოძრაობამ თებერვლის თვის განმავლობაში გასცა პრევენციული საშუალებები 533 ადამიანზე, ხოლო სგგი დაავადებებზე ტესტირება გაიკეთა 326 ბენეფიციარმა. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში Selftest.ge-ის მეშვეობით 294 ადამიანმა გამოიწერა პრევენციული ნაკრები და შიდსის თვით-ტესტი. ამასთანავე, PrEP პროგრამაში ჩაერთო 28 ახალი ბენეფიციარი და „ქიმიური სექსის პაკეტი“ მიიღო 24-მა ადამიანმა.
  • 2023 წლის 6 თებერვალს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) რიგით 84-ე სესია გახსნა. სესიის ფარგლებში, თანასწორობის მოძრაობამ „მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულ კოალიციასა“ და ასოციაცია თემიდასთან ერთად კომიტეტს „საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“ ანგარიში წარუდგინა.

თბილისი პრაიდი — 2023 წლის მარტის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის მარტის თვეში:

  • თებერვლის მიწურულს თბილისი პრაიდმა დაიწყო „ქვიარ ინფლუენსერების სკოლა 2023“. სესიები მარტშიც გაგრძელდა.
    • პირველი შაბათი საქართველოსა და მსოფლიოში ქვიარ აქტივიზმის ისტორიას დაეთმო. სესიას თბილისი პრაიდის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია უძღვებოდა. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და ლგბქტ უფლებებზე მონაწილეებს სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან შუბაშვილი ესაუბრა.
    • შემდეგ ორგანიზაციამ უმასპინძლა სესიას სიტყვის თავისუფლებაზე ლევან ბერძენიშვილთან ერთად. ჟურნალისტმა თამუნა ჩქარეულმა კი პროექტის მონაწილეებს ამბის თხრობის (storytelling) ვორქშოფი შესთავაზა. „ქვიარ ინფლუენსერების სკოლა 2023“ აპრილშიც გაგრძელდება.
  • მარტში თბილისი პრაიდის ოფისი ლგბტქ თემის შეკრების საყვარელი ადგილი იყო. ორგანიზაციამ უკვე ტრადიციად აქცია სამაგიდო თამაშების საღამოები, რომლებიც სტუმრებს განსაკუთრებულად მოსწონთ.
  • თბილისი პრაიდმა ასევე აქტიურად დაიწყო მზადება THE DRAG BALL-ისთვის, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართება.

რა არის BDSM? — მისი ტიპები, ტერმინები, დადებითი მხარეები და რჩევები

BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის:

  • ბონდაჟი (ინგლ. Bondage) — სექსის დროს პარტნიორის ფიზიკურად დაბმა, მაგალითად, ხელბორკილებით, თოკით ან რაიმე ფორმის ზონრით;
  • დისციპლინა (ინგლ. Discipline) — სექსუალური პრაქტიკა, რომლის დროსაც დომინანტი პარტნიორი ადგენს წესებს, რომლებსაც მორჩილი პარტნიორი უნდა დაემორჩილოს;
  • დომინაცია (ინგლ. Dominance) — სექსის დროს პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის ფლობა;
  • მორჩილება („სუბმისია“; ინგლ. Submission) — სექსის დროს ძალაუფლებისა და კონტროლის გაცემა და დომინანტი პარტნიორის სურვილზე დამორჩილება;
  • სადომაზოხიზმი (ინგლ. Sadomasochism) — სექსუალური კმაყოფილების განცდა ფიზიკური ტკივილის ან დამცირების მიყენებით (სადიზმი) ან მიღებით (მაზოხიზმი).

BDSM-ში, როგორც წესი, პარტნიორები ირგებენ სპეციფიკურ როლებს, რომლებიდანაც ერთ-ერთი დომინანტია, მეორე კი — მორჩილი. დომინანტ ადამიანს ხშირად აღწერენ ტერმინებით „დომინანტი“ (ინგლ. Dominant), „ბატონი/ქალბატონი“ (ინგლ. Master/Mistress) ან „აქტი“ (აქტიური, ტოპი; ინგლ. Top), მორჩილ ადამიანს კი — ტერმინებით „მორჩილი“ („საბმისივი“; ინგლ. Submissive), „მონა“ (ინგლ. Slave) ან „პასი“ (პასიური, ბოთომი; ინგლ. Bottom).

იხილეთ აგრეთვე ჩვენი სტატია რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“?

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დომინანტი-მორჩილი როლური თამაშისთვის ორივე (ან მეტი) პარტნიორის თანხმობაა საჭირო, რაც მას სექსუალური ძალადობისგან განასხვავებს. მეტიც, BDSM თემში ხშირად გამოიყენება ფრაზა „უსაფრთხო, გააზრებული და შეთანხმებული“ (ინგლ. Safe, Sane and Consensual, იგივე SSC), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერი ტიპის BDSM აქტივობა ჩამოთვლილთაგან სამივე უნდა იყოს.

მართალია, ის ხშირად ტაბუდ ან ნორმიდან „გადახრადაა“ წარმოჩენილი, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ BDSM საკმაოდ ხშირი სექსუალური ფანტაზია და პრაქტიკაა მრავალი ადამიანისა და წყვილისთვის.

BDSM-ის ფორმები

არსებობს სექსუალური „თამაშების“ რამდენიმე ფორმა, რომელიც შეიძლება BDSM-ის დროს განხორციელდეს. მათ შორისაა:

  • ასაკის თამაში (ე.წ. „ეიჯ-ფლეი“; ინგლ. Age play): თავის მოჩვენება, რომ ხართ სხვა ასაკის, უფრო ნაკლების ან მეტის;
  • სუნთქვის თამაში (ე.წ. „ბრეზ-ფლეი“; ინგლ. Breath play): სუნთქვის შეკავებაზე ორიენტირებული აქტივობები სექსუალური აქტის დროს;
  • ზღვრული თამაში (ე.წ. „ეჯ-ფლეი“; ინგლ. Edge play): ის BDSM აქტივობები, რომლებიც შედარებით უფრო სახიფათოდ მიიჩნევა. „ზღვრული თამაშის“ დროს ხდება „უსაფრთხო, გააზრებული და შეთანხმებული“ მოქმედებების „ზღვრამდე“ მიყვანა;
  • გენდერის თამაში (ე.წ. „ჯენდერ-ფლეი“; ინგლ. Gender play): თავის მოჩვენება, რომ ხართ სხვა გენდერის;
  • დარტყმის თამაში (ე.წ. „იმფექთ-ფლეი“; ინგლ. Impact play): სხეულზე დარტყმა ხელით ან რაიმე ხელსაწყოთი (მაგალითად, მათრახით ან როზგით);
  • ტკივილის თამაში (ე.წ. „ფეინ-ფლეი“; ინგლ. Pain play): როდესაც სექსუალური აქტივობა მოიცავს პარტნიორისთვის ან საკუთარი თავისთვის ტკივილის განზრახ მიყენებას (ცხადია, თანხმობის და სურვილის საფუძველზე). ამაში შეიძლება შედიოდეს გაშოლტვა, კბენა, ხელის დარტყმა და კაწვრა, ასევე სხვა მოქმედებები, რომლებიც მოიცავს მათრახს, როზგს და ბრტყელთავიან ჯოხს;
  • როლური თამაში (ე.წ. „როლ-ფლეი“; ინგლ. Role play): თავის მოჩვენება, რომ სხვა იდენტობა გაქვთ სექსუალური აქტივობის დროს;
  • დამცირება: მოიცავს პარტნიორის დამცირებას, შეურაცხყოფას, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ა.შ. მას ხშირად თან ახლავს BDSM-ის ფიზიკური ასპექტებიც, როგორიცაა ბონდაჟი ან ტკივილის თამაში;
  • შიბარი: ბონდაჟის არტისტული ფორმა, რომელიც იაპონიიდან მომდინარეობს და რომლის დროსაც დომინანტი თავის მორჩილს ფერადი ბაწრებით აბამს სპეციალური, ჩახლართული პატერნებით.

BDSM-ის მონაწილეები ასევე შეიძლება დაესწრონ ე.წ. „ფლეი-ფართის“ („თამაშის წვეულება“; ინგლ. Play party) — სოციალურ შეკრებას, რომელზეც დამსწრეები BDSM აქტივობებში მონაწილეობენ.

BDSM-ის ტერმინები

BDSM-ის უსაფრთხოების ზომებსა და სასარგებლო მხარეებზე მეტის გაგებამდე, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს რამდენიმე ხშირად გამოყენებული ტერმინის ცოდნა. ამ ტერმინებს შორისაა:

  • აქტისშემდგომი ზრუნვა (ე.წ. „აფთერქეარი“; ინგლ. Aftercare): პარტნიორისთვის მენტალური და ფიზიკური მხარდაჭერის შეთავაზება BDSM-ის შემდეგ;
  • დავარდნა (ე.წ. „დროფი“; ინგლ. Drop): მენტალურად და ფიზიკურად გამოფიტვის შეგრძნება BDSM-ის შემდეგ;
  • დილეგი (ე.წ. „დანჯენი“; ინგლ. Dungeon): სპეციალური ლოკაცია, სადაც იმართება BDSM;
  • ფეტიში: სექსუალური სიამოვნების მიღება სპეციფიკური სხეულის ნაწილისგან, ნივთისგან ან გამოცდილებისგან;
  • მსუბუქი ზღვარი: ის, რის გაკეთებასაც პარტნიორი ორჭოფობს, მაგრამ რაც შეიძლება სცადოს;
  • მკაცრი ზღვარი: ის, რასაც პარტნიორი არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს BDSM-ის დროს;
  • „ქინქი“ (ინგლ. Kink): ნებისმიერი სექსუალური პრაქტიკა, რომელიც არასტანდარტულია;
  • „მანჩი“ (ინგლ. Munch): წვეულება, ხშირად საჯარო, რომელზეც BDSM-ით დაინტერესებული ადამიანები იკრიბებიან;
  • პროტოკოლი: წესები, რომლებზეც თანხმდებიან პარტნიორები BDSM-ის დროს;
  • სცენა: ტერმინი, რომელიც BDSM-ის აქტის აღსაწერად გამოიყენება;
  • „სვიჩი“ (ინგლ. Switch): BDSM-ის დროს დომინანტისა და მორჩილის პოზიციების გაცვლა ან ადამიანი, რომელსაც ორივე როლის მორგება შეუძლია.

BDSM და უსაფრთხოების ზომები

ვინაიდან BDSM-ში შეიძლება ფიგურირებდეს ტკივილი და დამცირება ან როლური თამაშები, რომლებსაც დომინაცია და მორჩილება ახასიათებს, მას გარკვეული უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღება სჭირდება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ BDSM-ში მონაწილე არცერთი ადამიანის სექსუალური საზღვრები არ დაირღვეს.

თანხმობა

BDSM აქტივობებში მონაწილეობისას ყველა მონაწილის თანხმობა აუცილებელია, თანაც აუცილებელია, თანხმობა არ იყოს მხოლოდ „ნაგულისხმევი“ და ის პირდაპირ და უშუალოდ გასცეს ყველა მონაწილემ — თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი თანახმაა, ჩაერთოს ამ აქტივობებში, მაგრამ სინამდვილეში ის არ არის თანახმა, თქვენ პოტენციურად სექსუალური ძალადობის ჩამდენი გახდებით.

იმაში დასარწმუნებლად, რომ პარტნიორი BDSM-ის დაგეგმილ აქტივობებში ჩართვაზე თანახმაა, აქტამდე გაესაუბრეთ მას და განიხილეთ, რა მოგწონთ თითოეულს და რა განიჭებთ სექსუალურ სიამოვნებას, ასევე, გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი საზღვრები (ის, რაზე მეტის გაკეთებაც თქვენთვის მიუღებელია). ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ორივემ (ან მეტმა) დადებითი გამოცდილება მიიღოთ და თქვენს ინდივიდუალურ კომფორტის ზონებში დარჩეთ.

მოლაპარაკებები სექსამდე

BDSM-ის სცენაში მონაწილეობამდე გაესაუბრეთ პარტნიორს და დათქვით, რას გააკეთებთ და რას არ გააკეთებთ. გადაწყვიტეთ, ვინ იქნება დომინანტი და ვინ მორჩილი, ან თუ რომელიმე აპირებთ, რომ იყოთ ე.წ. „სვიჩი“ (სცენის განმავლობაში შეიცვლით როლს) და რა ტიპის „თამაშში“ ჩაერთვებით. ამის წინასწარ შეთანხმების წყალობით ორივეს გეცოდინებათ, რა მოლოდინი უნდა გქონდეთ ამ გამოცდილების დროს.

უსაფრთხო სიტყვები

უსაფრთხო სიტყვა არის წინასწარ განსაზღვრული სიტყვა, რომელიც BDSM-ში მონაწილე ადამიანს შეუძლია წარმოთქვას, თუკი ის, რაც აქტის დროს ხდება, მისთვის აღარაა კომფორტული ან/და მისაღები და სურს, რომ გაჩერდეთ.

წინასწარ დათქვით თქვენი უსაფრთხო სიტყვა და გაუზიარეთ პარტნიორს. თუკი რომელიმე თქვენთან ამ სიტყვას იტყვის BDSM-ის აქტის განმავლობაში, ნებისმიერი აქტივობა მყისიერად უნდა შეწყვიტოთ თქვენც და თქვენმა პარტნიორ(ებ)მაც.

„მწვანე-ყვითელი-წითელი“ სისტემა

BDSM-ში მონაწილე ზოგი წყვილი „მწვანე-ყვითელი-წითელი“ სისტემის გამოყენებას ამჯობინებს. შუქნიშნის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც „მწვანე“ ნიშნავს გაგრძელებას, „ყვითელი“ — შენელებას და „წითელი“ — გაჩერებას.

ამ ტიპის სისტემის გამოყენება საშუალებას გაძლევთ, BDSM-ის დროს კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს პარტნიორთან და უთხრათ მას, რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ის, რაც ახლა ხდება და გააგებინოთ, ზღვარს ხომ არ უახლოვდება ან ხომ არ უნდა გაჩერდეს.

BDSM-ის დადებითი მხარეები

ბოლო დროს განხორციელებულმა კვლევებმა, რომლებიც BDSM-სა და სხეულზე მის ეფექტებს შეისწავლიდა, საინტერესო შედეგები აჩვენა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ BDSM პრაქტიკებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტიც აქვს.

გაუმჯობესებული მენტალური ჯანმრთელობა

ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრები დააკვირდნენ იმ ადამიანების პიროვნულ მახასიათებლებს, ურთიერთობებში ქცევის ფორმებსა და ზოგად კეთილდღეობას, რომლებიც BDSM-ით იყვნენ დაკავებულები. გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, კვლევამ აჩვენა, რომ ამ სექსუალურ პრაქტიკებში ჩართული ადამიანები:

  • უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს თავიანთ ურთიერთობებში;
  • უფრო კეთილსინდისიერად ექცეოდნენ სხვებს;
  • იყვნენ უფრო ექსტრავერტები;
  • ნაკლებად მგრძნობიარეები იყვნენ სხვათა დამოკიდებულებების მიმართ;
  • მათ ჰქონდათ უკეთესი მენტალური კეთილდღეობა;
  • ჰქონდათ უფრო მეტი მიმღეობა სიახლეების გამოცდის მიმართ;
  • ნაკლებად აწუხებდათ შფოთვა.

შემცირებული სტრესი

კვლევამ აჩვენა, რომ BDSM-ში მონაწილე ადამიანები ამ აქტივობების დროს ცნობიერების სხვა დონეზე გადადიან, რომელიც ჰგავს იოგით დაკავებული ადამიანის მედიტაციურ მდგომარეობას ან მარათონში მონაწილის ეიფორიულ მდგომარეობას. ეს აქტივობები აუმჯობესებს ჯანმრთელობას, რადგან ამცირებს ჩვენ სხეულში ჰორმონ კორტიზოლის დონეს. BDSM-ში მონაწილეობას ზოგჯერ მსგავსი ეფექტი აქვს.

მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ დომინანტ როლში მყოფ პარტნიორებს BDSM-ის სესიის შემდეგ სხეულში კორტიზოლის დონე უმცირდებოდათ. კორტიზოლი „სტრესის ჰორმონის“ სახელითაა ცნობილი და ის ჯანმრთელობის არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მათ შორის, მაღალ წნევასთან, დათრგუნულ იმუნიტეტთან და ინსულინისადმი რეზისტენტობასთან.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ზოგი მონაწილე BDSM-ს „სპირიტუალურ გამოცდილებად“ მიიჩნევდა.

უკეთესი ურთიერთობები

მკვლევრებმა ასევე დაასკვნეს, რომ წარმატებულ სადომაზოხისტურ სცენებში მონაწილეობა ზრდის პარტნიორებს შორის დაკავშირებულობისა და ინტიმურობის განცდას. მართალია, ამის ზუსტი მიზეზები ცხადი არ არის, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ რომანტიკულ პარტნიორებთან ერთი და იმავე რუტინული აქტივობების ნაცვლად ახალი აქტივობებით დაკავება ზრდის ინტიმურობას.

ამას ადასტურებს კიდევ ერთი კვლევა, რომელიც შეისწავლიდა, როგორ რეაგირებს ტვინი ახალი რაღაცების კეთებისას. დაქორწინებული წყვილების ტვინის შესწავლამ აჩვენა, რომ ახალი აქტივობების ერთად კეთება ტვინის „დაჯილდოების სისტემას“ ააქტიურებს და სხეულში დიდი რაოდენობით გამოყოფს დოფამინს, ბედნიერების ჰორმონს, ასევე, სხვა ნივთიერებებს, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებს.

BDSM-ის პოტენციური საფრთხეები

მართალია, BDSM შეიძლება სახალისო იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ უსაფრთხოების ზომები. ნებისმიერი სპეციფიკური ჩაცმულობის, აღჭურვილობისა თუ სათამაშოების გამოყენებამდე კარგად გათვითცნობიერდით, როგორ უნდა გამოიყენოთ ის უსაფრთხოდ, სანამ უშუალოდ საქმეში გამოცდიდეთ. მაგალითად, ბონდაჟს და „ტკივილის თამაშს“ შეიძლება დაზიანება მოჰყვეს, თუკი ფრთხილად არ იმოქმედებთ და აღჭურვილობას სწორად არ გამოიყენებთ.

BDSM-ის აქტივობებით უსაფრთხოდ დაკავებაში ამ თემაზე მეტის კითხვა და საგანმანათლებლო ვიდეოების ყურება დაგეხმარებათ.

ასევე, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ BDSM ყველასთვის არ არის. ბევრ ადამიანს აქვს ფანტაზიები BDSM-თან დაკავშირებულ აქტივობებზე, თუმცა მათ არააუცილებლად მოსწონთ იგივე უშუალოდ პრაქტიკაში. ზოგს ურჩევნია BDSM-ს სცენები იკითხოს ან იხილოს, ისე რომ თვითონ არ გამოცადოს იგივე საკუთარ თავზე.

Brittany England

BDSM-ით ვარ დაინტერესებული — როგორ დავიწყო?

თუკი გსურთ, BDSM თქვენც სცადოთ, არსებობს BDSM-ის რამდენიმე მსუბუქი პრაქტიკა, რომელიც დამწყებთათვის შესაფერისია. მათ შორისაა:

  • თმის მოქაჩვა;
  • თვალების ახვევა;
  • მსუბუქი გაშოლტვა (ე.წ. „სფენქინგი“; ინგლ. Spanking);
  • დაბმა შარფით, ჰალსტუხით ან რამე მსგავსი ქსოვილით;
  • როლური თამაშები.

ეროტიკული თამაშების უფრო ინტენსიური ფორმებისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნები და სტატიები BDSM-ზე ან უყუროთ საგანმანათლებლო ვიდეოებს. ზოგი BDSM პრაქტიკა შეიძლება სახიფათო იყოს და დაზიანებაც მოჰყვეს, თუკი უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ მიიღებთ. და, როგორც უკვე ვახსენეთ, გახსოვდეთ, რომ BDSM აქტივობები ფრთხილად უნდა შეათანხმოთ წინასწარ, რათა მასში მონაწილე ყველა ადამიანს კარგად ესმოდეს, რა ელის.

დასაწყისისთვის უმჯობესია, უფრო მეტი გაიგოთ BDSM-ზე და გაარკვიოთ, რა გსურთ მისგან, ასევე, გაარკვიოთ, როგორ შეგიძლიათ ამ სურვილების გამოხატვა, იქნება ეს უკვე არსებულ პარტნიორთან თუ ახალ ადამიანთან. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ენდობოდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც BDSM აქტივობით კავდებით. თუკი რაიმეს გაკეთებამდე საკმარისად კომფორტულად არ გრძნობთ თავს, არ იჩქაროთ და არაფერი დააძალოთ საკუთარ თავს თუ პარტნიორს.

„გააკეთეთ ის, რაც გრძნობთ, რომ ბუნებრივია; არ შეგეშინდეთ ხმის ამოღების და დასვით შეკითხვები. ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია მოიპოვება, დაწყებული წიგნებით და დამთავრებული საგანმანათლებლო კლასებით. გამოცადეთ ახალი აქტივობები სანდო ადამიანთან, თუმცა ამ ნდობის მოპოვებას იმდენი დრო დაუთმეთ, რამდენიც საჭიროა“, — ამბობს Them.us-თან ინტერვიუში შარლოტ სარტრი (ინგლ. Charlotte Sartre), პორნოვარსკვლავი და Kink.com-ის რეჟისორი.

იმის გამორკვევა, თუ BDSM-ის რომელი ასპექტები მოგწონთ და რომლებს აარიდებდით თავს, საკვანძოა საიმისოდ, რომ თქვენი BDSM გამოცდილება სასიამოვნო გამოვიდეს და თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდეთ. საკუთარი სურვილების უკეთ გააზრების მნიშვნელოვანი ნაწილია იმაზე ფიქრიც, საერთოდ რატომ გსურთ BDSM-ით დაკავება. რამდენადაც ფართოა იმ სექსუალური აქტებისა და დინამიკების სპექტრი, რომელსაც BDSM მოიცავს, იმდენადვე მრავალფეროვანია ის მიზეზები, თუ რატომ სურთ ადამიანებს ამ აქტივობებით დაკავება. იმის გარკვევა, თუ რა გამოძრავებთ თქვენ და რატომ გსურთ BDSM-ის ცდა, დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რისი მიღება შეგიძლიათ მისგან.

„ბევრი ჩემი კლიენტი BDSM-ს იყენებს საიმისოდ, რომ ჰქონდეს ისეთი სექსი, რომელშიც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, მას შემდეგ, რაც მათ სექსუალური ტრავმა გამოიარეს. ამ გზით ისინი მომხდარზე მართვის სადავეების დაბრუნებას ახერხებენ“, — ამბობს გოდექს ჰარუ (ინგლ. Goddexx Haru), ცნობილი დომინატრიქსი და სექსუალური განათლების მენტორი, — „მე განსაკუთრებით მომწონს „გენდერის თამაში“ — სხვადასხვა გენდერული იარლიყისა და ექსპრესიის ირგვლივ თამაში სექსის დროს შეიძლება გასაოცრად ძლიერი გზა აღმოჩნდეს საკუთარი გენდერისა და სექსუალობის შესასწავლად. მე, როგორც ტრანს ადამიანს, მიმაჩნია, რომ გენდერთან დაკავშირებულ იმ გზებთან თამაში, რომლებითაც მე აღვიქვამ საკუთარ სხეულსა და თავს, შეგრძნების დონეზე შეიძლება იყოს იმის მიღწევის საშუალება, რომ დავიბრუნო კონტროლი და ავტონომია საკუთარ სხეულსა და იმ წარმოდგენებზე, რომლებითაც სამყარო ცდილობს ჩემზე იარლიყების მოკვრას“.

საბოლოოდ, BDSM შეიძლება დაგეხმაროთ, გადაეშვათ საკუთარი იდენტობის სხვა ნაწილში, ასევე, დაგეხმაროთ, რომ უფრო ჩართული იყოთ სექსში ან, უბრალოდ, კარგი დრო გაატაროთ. BDSM-ში ჩაერთეთ იმ დოზით, რა დოზითაც თავად გსურთ. ნელ-ნელა გაზარდეთ და შექმენით კომფორტი და ნდობა პარტნიორ(ებ)თან, ან, თუკი ვინმე უფრო გამოცდილთან გსურთ BDSM-ში ჩართვა, მიმართეთ პროფესიონალ „დომს“ (შემოკლებით „დომინანტს“; ინგლ. Dom/Domme) ან „საბს“ (შემოკლებით „მორჩილს“; ინგლ. Sub). ეს ძალიან ფართო კულტურაა, რომელიც იმის თავისუფლებას გაძლევთ, რომ მასში იმ ფორმით ჩაერთოთ, რა ფორმითაც გსურთ.

რჩევები BDSM-ით დაკავებისთვის

BDSM-ის სამყაროს საკუთარი სუბკულტურები და ტერმინოლოგია აქვს. დამწყებთათვის ის შეიძლება ცოტა შემაშინებელი ჩანდეს, მაგრამ არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც ახალი გამოცდილებების მიღებაში დაგეხმარებათ:

  • გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია საკვანძოა — ჯერ კიდევ დაწყებამდე აუცილებელია, ესაუბროთ პარტნიორს და გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი ინტერესები და საზღვრები. განსაკუთრებით, თუკი რაიმე ისეთით კავდებით, რაც BDSM-ის ნაწილია, ეს აუცილებლად უნდა გქონდეთ წინასწარ შეთანხმებული პარტნიორთან.
  • დაიწყეთ ნელა — BDSM-ის მსუბუქი პრაქტიკები კარგი დასაწყისია იმის უკეთ გასააზრებლად, რა მოგწონთ და რასთან გრძნობთ თავს კომფორტულად. მაგალითად, სექსუალური სცენების როლებით გათამაშება ან „ბინძური საუბარი“ (ე.წ. „დერთი-თოქი“; ინგლ. Dirty talk) საკუთარი ფანტაზიების გამორკვევაში დაგეხმარებათ.
  • გულდასმით მოაწყვეთ სცენა — BDSM-ის სცენის მოწყობისას ჩართეთ ამ პროცესში თქვენი ყველა შეგრძნება. შესაბამისი განათება, სურნელოვანი სანთლები, ნაზი მუსიკა და ეროტიკული ჩაცმულობა BDSM-ისთვის შესაფერისი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.
  • დათქვით უსაფრთხო სიტყვა და არ მოგერიდოთ მისი გამოყენება — BDSM სახალისო უნდა იყოს მასში მონაწილე თითოეული ადამიანისთვის. ამიტომაც, თუკი რაღაც არ მოგწონთ ან ზედმეტად არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ეს ხმამაღლა თქვათ და რამე სხვა სცადოთ.

BDSM და სტერეოტიპები

მეინსტრიმული კულტურა და მედია BDSM-ს ხშირად თავზეხელაღებულ, სახიფათო და არაჯანსაღ რამედ წარმოაჩენს. სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებში ფეტიშისტები ხშირად საეჭვო რეპუტაციის მქონე, არაეთიკურ კანონდამრღვევებად ან მოძალადეებად არიან  წარმოჩენილები. თუმცა, BDSM-ს ამგვარ სტერეოტიპებში არამხოლოდ მედია აქცევს:

2013 წელს მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის გამოსვლამდე, ფეტიშიზმსა და სადომაზოხიზმში მონაწილეობა მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალების მიერ მენტალურ აშლილობად მიიჩნეოდა. საბედნიეროდ, უფრო „ქინქი“ — უკომპლექსო და „არატრადიციული“ — სექსის მიმართ განწყობები ბოლო დროს შეიცვალა. თუმცა, BDSM-ით დაინტერესება კაცობრიობისთვის ახალი რამ არაა. ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდათ თავგადასავლებით და სიახლეებით აღსავსე სექსი.

მაგალითად, 2005 წლის დურექსის გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულების 20% ბონდაჟის რაიმე ფორმას იყენებდა სექსის დროს. ჯერ კიდევ 1956 წელს კინსის ინსტიტუტის კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანების 50%-ს მოსწონდა ეროტიკული კბენა. შესაძლოა, უფრო „ქინქი“ სექსი იმაზე უფრო ხშირად არ გვქონდეს, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა, თუმცა აშკარაა, რომ მასზე ახლა ბევრად მეტს ვსაუბრობთ ღიად.

BDSM და ლგბტქი თემი

მართალია, ყველა, ვინც BDSM-ში მონაწილეობს, არ არის ქვიარი და არც ყველა ქვიარ ადამიანს მოსწონს BDSM, მაგრამ ეს ორი თემი ისტორიულად ბევრ ასპექტში მნიშვნელოვნად თანაეკვეთება ერთმანეთს. მაგალითად, ტყავის სამოსი, რაც ბევრისთვის BDSM-ში შედის, ამ ჩაცმულობის მოყვარული თემები და მისთვის განკუთვნილი ბარები მნიშვნელოვან თავშესაფრად იქცა ლგბტქი ადამიანებისთვის 1940-იან წლებში და არამხოლოდ. ფეტიშისა და ლგბტქი თემის გადაჯაჭვული ბუნება დღემდე დავის საგანია, ასევე, დღემდე მიმდინარეობს განხილვა, რამდენად მიეკუთვნებიან ფეტიშისტები პრაიდს.

BDSM ავტომატურად „ქვიარი“ არ არის, თუმცა, ვინაიდან BDSM-ის დინამიკები სექსისადმი არანორმატიულ დამოკიდებულებად მიიჩნევა, მისი ფესვები ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობასთან ღრმადაა დაკავშირებული.

გოდექს ჰარუ მათ, ვისაც სურს, მეტი გაიგონ ქვიარ თემში BDSM-ის ისტორიაზე და სპეციფიკურად ქვიარობასა და BDSM-თან დაკავშირებულ პრობლემებზე, ურჩევს, წაიკითხონ გაი ბოლდუინის წიგნი „Ties that Bind“.

წყაროები: VerywellMindThem.us

ოთხი ქალი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თათია სამხარაძის შემდეგ, პროსამთვარობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ადანაშაულებს. ქალების განცხადებით, ხელისუფლების პროპაგანდისტი მათ სამსახურში გასაუბრებაზე იბარებდა, პროცესში სექსუალური ხასიათის კითხვებს უსვამდა და სექსუალურად ავიწროებდა, ხოლო მოგვიანებით სოციალურ ქსელში განუწყვეტლივ სწერდა მათ.

მაკო ჯაბუა

ქალებმა საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ გუშინ, 20 მარტს Facebook პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სექსუალური შევიწროების დეტალებს ასახავს. მაკოს პოსტის თანახმად, რამიშვილმა ის სამსახურებრივი გასაუბრების დროს, დაახლოებით 7-8 წლის წინ, შეავიწროვა. როგორც მაკო ჯაბუა წერს, რამიშვილმა მას არაერთი სექსუალური ხასიათის შეკითხვა დაუსვა და გასაუბრების დროს პორნო ჩართო.

“გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ “ცოცხალი” გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო:

— შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს (წითელი თმები და პირსინგი მქონდა), დარწმუნებული ხარ, რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? – მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.

— ხო გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ – კარგად ალბათ.

— ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად, რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ… და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე )) არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი “გეი პორნოს ალბათ”

— ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?

— არ ვიცი

— მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)

— რას გრძნობ?

— უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

— არ გინდა დაან*რიო?

— არა

— მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

— არ ვიცი

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე”, — წერს მაკო.

მაკო ჯაბუა ჰყვება, რომ გასაუბრებიდან გამოსულმა 2 საათი ფეხით იარა, სახლში მისულმა კი აბაზანაში იტირა. მისი თქმით, რამიშვილმა მას იმავე საღამოსვე მისწერა და კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში უგზავნიდა შეტყობინებებს, თუმცა რადგან მაკომ არ უპასუხა, მის მეგობარს ჰკითხრა, არ მპასუხობს და რას აპირებსო.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ აქამდე ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, რადგან არ იყო მზად ამაზე სასაუბროდ და იცის, რომ ამას ბევრი სიბინძურე მოჰყვება.

“აი, ეს არის შალვა რამიშვილი, აი, ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ “ძლიერი” აღოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?!”, — წერს ჯაბუა.


ანანო იაშვილი

მაკო ჯაბუას პოსტის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა ანანო იაშვილმაც. მისი თქმით, სექსუალური შევიწროების შემთხვევა 10 წლის წინ მოხდა. ჰყვება, რომ მაშინ 18 წლის იყო, პირველი კურსის სტუდენტი და ტელევიზიაში მუშაობის დაწყება უნდოდა.

“პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში [ტელეკომპანია იმედი], წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი, პერსონაჟია ასეთიო. გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე. თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით, წინაზე უარის შემდეგ და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს”, — ვკითხულობთ იაშვილის პოსტში.

ანანოს თქმით, მას ბევრი წელი დასჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად. მსახიობი გოგოებს მიმართავს:

“18 წლის გოგოებო, ვინც ოცნებობთ პოპულარობაზე, იცოდეთ, რომ ხშირად იყენებენ მსგავსი პროფესიის ადამიანები (პროდიუსერები, რეჟისორები და ზოგადად გავლენიანი ტიპები) თავიანთ სტატუსს და გამოცდილებას. არ გაჩუმდეთ, აუცილებლად თქვით და არავის მისცეთ უფლება, ასე მოგექცეთ”, — აცხადებს იაშვილი.

გვანცა ბუდაღაშვილი

გვანცა ბუდაღაშვილმა Facebook გვერდზე გამოაქვეყნა მისი და რამიშვილის მიმოწერის სქრინშოთები. მომხდარს ის 2018 წლით ათარიღებს და აცხადებს, რომ მაშინ  POSTV ჯერ მხოლოდ ონლაინტელევიზია იყო. მისი თქმით, რამიშვილმა თავად მისწერა და გასაუბრებაზე მივიდა.

“მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია, ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ). უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი”.

ბუდაღაშვილის თქმით, რამიშვილმა რამდენიმე დღეში ისევ მისწერა და უთხრა, რომ თუ სამსახურის დაწყება უნდოდა, მასთან უნდა მისულიყო რაღაცების გასარკვევად.

“მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩემს ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო, ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა”, — წერს გვანცა.

კონფიდენციალური რესპონდენტი

კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, კონფიდენციალურად დარჩენა ამჯობინა. მისი თქმით, ის შალვა რამიშვილთან გასაუბრებაზე 6 წლის წინ იყო და ფიქრობდა, რომ სტაჟირების გავლას შეძლებდა ტელევიზიაში, თუმცა გასაუბრებაზე მისულს რამიშვილმა სამუშაოსთან მიმართებით არარელევანტური და სექსუალური ხასიათის შეკითხვები დაუსვა.

“მარტო ცხოვრობ თუ მშობლებთან ერთად? შეყვარებული ან ძმა გყავს? და თუ კი, გიშლიან თუ არა რამის კეთებას? ნახევრად შიშველი შეძლებ ქუჩაში სიარულსა და ინტერვიუს ჩაწერას? რომანი გქონია შენს დამსაქმებელთან? რას სთავაზობ ჩვენს არხს შენი სახით?”, — იხსენებს შეკითხვებს ქალი.

“რომელი ტელევიზიის უფროსი სვამს მსგავს კითხვებს ?! ან განცხადებაში პირდაპირ მიუთითე, რომ ჟურნალისტს კი არა, საყვარელს ეძებ! ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კითხვებს დამისვამდა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საკადრისი პასუხი მაშინ ვერ გავეცი, რასაც ძალიან ვნანობ”, — აცხადებს რესპონდენტი.

შალვა რამიშვილმა ქვიართან საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის ორკესტრირებული კამპანია, რომლის მიზანია მისი და ტელევიზიის დისკრედიტაცია. სხვა კითხვებს მან არ უპასუხა და გვითხრა, რომ ვიხელმძღვანელოთ POSTV-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, სადაც ქალების მონათხრობს “ბინძურ ჭორებს უწოდებენ”.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. 2018 წელს, ტელეკომპანია იმედის ყოფილმა ჟურნალისტმა, თათია სამხარაძემ მას სექსუალური შევიწროებისათვის სასამართლოში უჩივლა.

შალვა რამიშვილი სამხარაძის შემთხვევაშიც უარყოფდა ბრალდებას და აღნიშნულს ცილისწამებას უწოდებდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. მან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

გაეცანით სექსუალური შევიწროების დეფინიციასა და მეტ ინფორმაციას აღნიშნულ საკითზე აქ.

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას აღწერენ.

ბისექსუალობა გულისხმობს რომანტიკულ, ემოციურ ან/და სექსუალურ მიზიდულობას ერთზე მეტი სქესის ან გენდერის მიმართ. ბისექსუალ ადამიანს შეიძლება იზიდავდეს განსხვავებული და იმავე სქესის/გენდერის ადამიანები (მაგალითად, ქალები, კაცები ან არაბინარული ადამიანები).

ამ სტატიაში განხილულია, ზუსტად რას ნიშნავს ბისექსუალობა და რა გავრცელებული მითები არსებობს მასზე.

იხილეთ აგრეთვე ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

ზუსტად რას გულისხმობს ბისექსუალობა?

ბევრი ადამიანი „ბისექსუალს“ იყენებს როგორც ქოლგა-ტერმინს ორი ან მეტი გენდერის მიმართ მიზიდულობის აღსანიშნად. თუმცა, რამდენიმე ადამიანს რომ ჰკითხოთ, რას ნიშნავს მათთვის ბისექსუალობა, შეიძლება, განსხვავებული პასუხები მიიღოთ.

ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ შეიძლება ბისექსუალი იყოთ; როცა იცნობთ ვინმეს, ვინც ბისექსუალია; ან როცა, უბრალოდ, გაინტერესებთ, რას ნიშნავს ბისექსუალობა.

ამიტომ, მოდით, განვიხილოთ რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბისექსუალობის არსს.

ზოგი ადამიანისთვის ეს ტერმინი გენდერულ ბინარულობას აძლიერებს

ტერმინი „ბისექსუალი“ აუცილებლად მხოლოდ ქალებისა და კაცების მიმართ მიზიდულობას არ აღნიშნავს, თუმცა ზოგი ადამიანი ამ ტერმინს სწორედ ასე აღიქვამს. მათთვის ბისექსუალობა გამორიცხავს არაბინარულ გენდერულ იდენტობებს, ზოგჯერ კი, ტრანსგენდერ ადამიანებს.

სწორედ ამიტომ, მეტი ინკლუზიურობისთვის ისინი შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „პანსექსუალი“ ან „ქვიარი“.

იხილეთ აგრეთვე რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

ზოგისთვის მას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს

ისტორიულად, ტერმინი „ბისექსუალი“ აღნიშნავდა არა „კაცსა და ქალს“, არამედ „იმავეს და საპირისპიროს“ — ანუ, მიზიდულობას შენი გენდერის და შენგან განსხვავებული გენდერის მქონე ადამიანების მიმართ.

ამ ტერმინის ერთ-ერთი პოპულარული განმარტება შექმნა ბისექსუალმა აქტივისტმა რობინ ოქსმა:

„მე საკუთარ თავს ბისექსუალს იმიტომ ვუწოდებ, რომ ვამბობ, რომ მაქვს იმის პოტენციალი, რომ რომანტიკულად და/ან სექსუალურად მიმიზიდონ ერთზე მეტი სქესის და/ან გენდერის ადამიანებმა. არააუცილებლად ერთდროულად, არააუცილებლად ერთნაირად და არააუცილებლად ერთი და იმავე დოზით“.

ეს განმარტება უფრო გასაგებია, როდესაც დავაკვირდებით, რას აღნიშნავს ტერმინი „ჰომოსექსუალი“ — მიზიდულობას იმავეს მიმართ — და „ჰეტეროსექსუალი“ — მიზიდულობას განსხვავებულის მიმართ. ბისექსუალობა შეიძლება მოიცავდეს „იმავესაც“ და „განსხვავებულსაც“.

ერთი რამ ყველასთვის ცხადია: ბისექსუალობა 50/50-ზე მიზიდულობა არაა

მართალია, ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის განმარტებები შეიძლება ბისექსუალობის გააზრებაში დაგეხმაროთ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ბისექსუალი ადამიანები „ნახევრად გეი“ და „ნახევრად ჰეტეროები“ არიან.

ბისექსუალობა დამოუკიდებელი, უნიკალური იდენტობაა და არა — გეიდ ან ჰეტეროსექსუალად ყოფნის განშტოება.

ზოგ ადამიანს იზიდავს სისგენდერი კაცები და სისგენდერი ქალები

შესაძლოა, შეხვდეთ ისეთ ბისექსუალ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მას მხოლოდ სისგენდერი კაცები და სისგენდერი ქალები იზიდავს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის ყველა ბისექსუალისთვის.

ბისექსუალობის ეს განმარტება შეიძლება დაფუძნებული იყოს გარკვეულ მცდარ წარმოდგენებზე გენდერის შესახებ, ვინაიდან ყოველთვის არ არის შესაძლებელი ვინმეს დანახვისას იმის მიხვედრა, კაცია ის თუ ქალი და სისგენდერია ის თუ არა.

ზოგს კი გენდერის სპექტრზე მყოფი ადამიანები იზიდავს

უამრავ ბისექსუალ ადამიანს იზიდავს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანები, ასევე, უამრავი ბისექსუალი ადამიანი თავადაა ტრანსგენდერი ან არაბინარული. ამიტომაც ბევრისთვის „ბისექსუალობა“ ინკლუზიური ტერმინია, რომელიც გენდერის სპექტრს მთლიანად მოიცავს.

ზოგ ბისექსუალს ერთი გენდერი უფრო იზიდავს, ვიდრე მეორე

ბისექსუალობაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო შეიძლება გეგონოთ, რომ ბისექსუალად იდენტიფიცირების „უფლება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვთ, თუკი რამდენიმე გენდერი თანაბრად გიზიდავთ. ეს ასე ნამდვილად არ არის.

ბევრ ბისექსუალ ადამიანს ერთი გენდერი უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე სხვა და მათი ბისექსუალობა აბსოლუტურად ვალიდურია.

► გახსოვდეთ, რომ ვინც და რა დოზითაც არ უნდა გიზიდავდეთ, თქვენი გრძნობები ვალიდურია. თუკი ბისექსუალობის ჩვეულ აღწერაში საკუთარ თავს ვერ ხედავთ — არ იდარდოთ. სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბისექსუალად ყოფნის ბევრი გზა არსებობს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს სექსუალობის მრავალფეროვნებას.

გაითვალისწინეთ — რჩევები და მითები ბისექსუალობაზე

საპირისპირო გენდერის ადამიანთან ურთიერთობები ჰეტეროსექსუალად არ გაქცევთ

ურთიერთობაში ყოფნა კიდევ ერთი რამაა, რამაც შეიძლება დაგაფიქროთ, ხართ თუ არა „საკმარისად ბისექსუალი“. მაგალითად, თუკი ქალი ხართ და კაცთან მონოგამიური ურთიერთობა გაქვთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბისექსუალი აღარ ხართ?

ცხადია, ეს ასე არ არის. ბისექსუალობა მიზიდულობაა და არა ის, თუ ვისთან გაქვთ ამჟამად ურთიერთობა და რა ტიპისაა ეს ურთიერთობა.

ზოგ ბისექსუალ ადამიანს სხვადასხვა ტიპის მიზიდულობა აქვს სხვადასხვა გენდერის მიმართ

ზოგჯერ ასევე შესაძლებელია, რომ ბისექსუალ ადამიანს სხვადასხვა ტიპის მიზიდულობა ჰქონდეს სხვადასხვა გენდერის მიმართ. მაგალითად, მას შეიძლება რომანტიკულად იზიდავდეს რამდენიმე გენდერი, მაგრამ სექსუალური მიზიდულობა მხოლოდ კაცების მიმართ ჰქონდეს. ან, შესაძლოა, სექსუალური მიზიდულობა საერთოდ არ გქონდეთ არავის მიმართ, მაგრამ გრძნობდეთ რომანტიკულ მიზიდულობას და იყოთ ბირომანტიკული.

ამას ზოგჯერ შერეულ ორიენტაციას უწოდებენ: რომანტიკული მიზიდულობის ქონა ერთი (ან არცერთი) გენდერის მიმართ, მაგრამ სექსუალური მიზიდულობა — მეორის (ან არცერთის) მიმართ.

თავისუფლად შეიძლება, იყოთ ერთდროულად ბისექსუალიც და ბირომანტიკულიც, ან იყოთ მხოლოდ რომელიმე მათგანი და შესაბამისად, პარალელურად არომანტიკული ან ასექსუალი.

იხილეთ აგრეთვე 7 რამ, რაც არომანტიკული ადამიანების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ბისექსუალობა არ არის „ფაზა“

ბისექსუალობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ის, რომ ბისექსუალობა, სინამდვილეში, არ არსებობს და ის უბრალოდ „ფაზაა“, რომელსაც გეი ადამიანები გადიან.

ეს ასე არ არის. მართალია, ზოგ ქვიარ ადამიანს სექსუალური თვითგამორკვევის გზაზე უფიქრია, რომ ბისექსუალია, მოგვიანებით კი აღმოუჩენია, რომ მხოლოდ იმავე გენდერის მიმართ აქვს მიზიდულობა, თუმცა ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზაა და არა — ზოგადი ჭეშმარიტება და ის არ უარყოფს ბისექსუალობის არსებობს. უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ბისექსუალად იდენტიფიცირდება და ორი ან მეტი გენდერის მიმართ აქვს მიზიდულობა.

თუკი ბისექსუალობის თქვენეული გაგება იცვლება, ეს ნორმალურია

თუკი აღმოჩნდა, რომ ბისექსუალობა ის არ არის, რასაც ფიქრობდით და თუ თქვენთვის მისი განმარტება შეიცვალა — ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მეტიც, ბევრი ბისექსუალი გადის მსგავს გზას, როდესაც საკუთარი სექსუალობის უკეთ გააზრებას ცდილობს.

არ ხართ ვალდებული, ბისექსუალობის რომელიმე განმარტებაში ან ჩარჩოებში მოიქციოთ თავი, თუკი ეს თქვენთვის არ არის კომფორტული. მიეცით საკუთარ თავს უფლება, გამოიკვლიოთ და განმარტოთ საკუთარი სექსუალობა ისე, როგორც ეს თავად გსურთ.

და თუკი აღარ ფიქრობთ, რომ ბისექსუალი ხართ, ესეც ნორმალურია

ზოგი ადამიანის სექსუალობა ფლუიდურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, თუ ერთ დროს ფიქრობდით, რომ ბისექსუალი იყავით, მაგრამ ახლა აღარ ხართ.

გარდა ამისა, შეიძლება, დროსთან ერთად უფრო მეტი რამ გაიგოთ საკუთარ თავსა და სექსუალობაზე და გაიაზროთ, რომ ბისექსუალი (ან რომელიმე სხვა ორიენტაცია) არც არასდროს ყოფილხართ. ამაში სამარცხვინო არაფერია — სექსუალური თვითგამორკვევის გზა ყველასთვის ინდივიდუალურია.

იხილეთ აგრეთვე როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას?

სექსუალური ორიენტაცია იგივე არ არის, რაც სექსუალური გამოცდილება

გახსოვდეთ, რომ თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი სქესის ან გენდერის ადამიანთან გქონდეთ სექსუალური ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად ჰომოსექსუალი ან ჰეტეროსექსუალი ხართ. სექსუალური ორიენტაცია მიზიდულობაა და არა — გამოცდილება.

გარდა ამისა, ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი შეიძლება იყოს პოლიამორული ან მონოგამი. ბისექსუალობა არ განსაზღვრავს იმას, რამდენად მონოგამი ხართ ან არ ხართ ან რამდენად ერთგული შეგიძლიათ იყოთ თქვენს პარტნიორთან. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე.

იხილეთ აგრეთვე ყველაფერი პოლიამორიის შესახებ

რაც მთავარია, შეგიძლიათ საკუთარ თავს ის უწოდოთ, რასაც ისურვებთ

ამ ყველაფრის წაკითხვის მერე თუ ფიქრობთ, რომ „ტექნიკურად“ ბისექსუალი ხართ, მაგრამ მაინც გგონიათ, რომ ეს ტერმინი კარგად ვერ აღწერს თქვენს გამოცდილებას ან არ მოგწონთ ის, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საკუთარი სექსუალური იდენტობა.

შესაძლოა, გსურდეთ, რომ საკუთარ თავს უწოდოთ „ბისექსუალი“, „პანსექსუალი“, „გეი“, „ქვიარი“, „სექსუალურად ფლუიდური“, ნებისმიერი სხვა ტერმინი ან, სულაც, არცერთი — ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

წყარო: Healthline

MADLENA პარიზში გამართულ SITUATIONIST-ის წვეულებაზე პერფორმანსით წარსდგა

ქართველი ქვიარ არტისტი, დიზაინერი და მომღერალი, MADLENA პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული SITUATIONIST-ისა და YASPIS ჩვენების დახურვის წვეულებაზე სპეციალური პერფორმანსით წარსდგა. MADLENA-მ ისტორიულ შენობაში მდებარე კლუბ Le Carmen-ში გამართულ საღამოზე სიმღერები Manifest და Pussy Boy შეასრულა.

ქვიარ მომღერალმა ქვიართან საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთში პერფორმანსი პირველად ჰქონდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ფრანგი მსმენელი ნაკლებად იცნობს, მისმა სიმღერებმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

„ეს ჩემი პირველი პერფორმანსი იყო პარიზში, რომლისთვისაც კაბა ირაკლი რუსაძემ (SITUATIONIST) შემიკერა. საფრანგეთში ნაკლებად მიცნობენ, მაგრამ ყველაზე კარგი ის იყო, რომ ამ მასშტაბის ღონისძიებაზე, კლუბში, რომელშიც ძალიან ცნობილი არტისტები უკრავენ, ორი სიმღერა წარვადგინე და აუდიტორიამ აიტაცა. განსაკუთრებული მოწონებით Pussy Boy-ის შეხვდნენ და ჩემთან ერთად მღეროდნენ. ჩემთვისაც გასაკვირი იყო, რომ პირველივე გამოსვლაზე ასეთი გამოხმაურება დავინახე“, — ამბობს MADLENA.

MADLENA-ს თქმით, მსმენელის დადებითი გამოხმაურება მოტივაციას აძლევს, რომ სამომავლოდაც განვითარდეს, დაიხვეწოს, კიდევ უფრო მეტი იფიქროს სასცენო დადგმაზე თუ ახალ სიმღერებზე.

MADLENA გვეუბნება, რომ მისი შემოქმედება სრულად ქვიარ მგრძნობელობაზეა აწყობილი და ცდილობს, პერფორმანსებით ქვიარ ადამიანების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

„ყოველთვის ვცდილობ, მსმენელს ვუთხრა, რომ ქვიარები ვართ, ძლიერები ვართ და ყველაფერი შეგვიძლია. ქვიარ ადამიანები ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი არიან, მათი პრობლემა ჩემი პრობლემაა. ვარსკვლავი სწორედ მათი დამსახურებით გავხდი. მადლენა შექმნეს ქვიარებმა და მადლენა მღერის ქვიარებისთვის“, — ამბობს MADLENA.

არტისტი გვიზიარებს, რომ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობების მიუხედავად, არასდროს ჰქონია შიში და ცდილობდა, მუდამ ყოფილიყო გამბედავი და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მაღალი ხარისხის ნამუშევრების შექმნა შეეძლო.


ასევე ნახეთ: გზა ანდერგრაუნდ სცენიდან დიდ სცენამდე — MADLENA

ოსკარები 2023 — ქვიარ გამარჯვებულები და ნომინანტები

გუშინ, 12 მარტს, ოსკარების 95-ე ცერემონია გაიმართა, რომელზე ნომინირებულ არაერთ ფილმშიც ლგბტქი პერსონაჟები და თემები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მოდით, მიმოვიხილოთ ამ წლის ქვიარ ნომინაციები და გამარჯვებულები.

Everything Everywhere All At Once — 11 ნომინაცია, 7 გამარჯვება

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული „Everything Everywhere All At Once“ პირველი ფილმია, რომელშიც ქვიარ ქალი პერსონაჟი ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს და რომელმაც აკადემიის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. წლების განმავლობაში, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულ ფილმებში არაერთხელ ყოფილა ნაგულისხმევი ან მინიშნებული ქვიარ ქალ პერსონაჟებზე, მაგალითად, მის დენვერსი 1940 წლის ფილმში „რებეკა“, მატრონ მამა მორტენი 2002 წლის „ჩიკაგოში“ და კლერის სტერლინგი 1991 წლის ფილმში „კრავთა დუმილი“. თუმცა, „Everything Everywhere All At Once“ ამ კატეგორიის პირველი გამარჯვებულია, რომელშიც ქვიარ ქალი პერსონაჟი ღიად ფიგურირებდა და მისი ქვიარობა ფილმის სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

სტეფანი სიუს განსახიერებული პერსონაჟი ჯოი ვონგი / ჯობუ ტუპაკი არის ფილმის მთავარი პერსონაჟების, ეველინ ვონგის (მიშელ იო), და ვეიმონდ ვონგის (კე ჰიუ კვანი) გეი ქალიშვილი. სტეფანი სიუმ ნომინაცია მოიპოვა მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში, რომელიც საბოლოოდ მის კოლეგასთან, ჯეიმი ლი კერტისთან, დათმო.

სიუ ქვიარ თემის წარმომადგენელია და მას რამდენჯერმე ღიად უსაუბრია საკუთარ იდენტობაზე. Out-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „როდესაც სცენარი წავიკითხე, ქვიარ სიყვარულის ამბავი იმდენად აშკარად ვიგრძენი და აზიური ოჯახიც ჩემთვის იმდენად აშკარა იყო, რადგან ეს ასევე ჩემი ცხოვრებაცაა“. ოსკარებმა სიუ ასევე შეიყვანა თავის სიაში „15 ლგბტქ+ რეჟისორი და მსახიობი დიდი პოტენციალით“.

ფილმმა ჯამში ოსკარზე 11 ნომინაცია მოიპოვა და მათგან 7-ში მოიგო. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ქვიარ ფილმმა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა — პირველი იყო ფილმი „Moonlight“ 2016 წელს.

The Whale — 3 ნომინაცია, 2 გამარჯვება

დარენ არონოფსკის დრამა „The Whale“ მოგვითხრობს ჭარბწონიანი გეი კაცის შესახებ, რომელსაც მწვავე დეპრესია აქვს. მთავარი როლის შემსრულებელმა ბრენდან ფრეიზერმა ამ როლისთვის კრიტიკოსების აღიარება და ოსკარი მოიპოვა. ჰონგ ჩაუ ნომინაციას დასჯერდა მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ფილმმა კი კიდევ ერთი ოსკარი მოიპოვა საუკეთესო გრიმისა და ვარცხნილობის კატეგორიაში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფრეიზერის პერსონაჟი მაყურებლისთვის საკამათო აღმოჩნდა და ბევრმა გააკრიტიკა ის, თუ როგორ იყენებდა „The Whale“ ჭარბწონიან კოსტიუმს და მთავარი პერსონაჟის ქვიარობას.

სხვა ქვიარ ნომინაციები

Tár

წელს 6 ნომინაცია, მათ შორის საუკეთეო ფილმის კატეგორიაში, მოიპოვა ასევე ფილმმა „Tár“, რომლის მთავარ როლშიც ლესბოსელი პერსონაჟი იყო. კეიტ ბლანშეტის განსახიერებული ლიდია ტარი ცნობილი დირიჟორია, რომელიც ძალაუფლებასა და ავტორიტეტს ბოროტად იყენებს, თუმცა ფილმი „Tár“ საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ პერსონაჟის ქვიარობა მისი ქმედებების მიზეზად არ აქციას და, ამის ნაცვლად, უბრალოდ წარმოჩენილია ადამიანი, რომელიც თან ქვიარია.

Women Talking

აღსანიშნავია, რომ სარა პოლის ფილმმა „Women Talking“, რომელშიც ერთ-ერთი საკვანძო ტრანსი პერსონაჟის როლს ტრანსი კაცი (ოგუსტ ვინტერი) ასრულებდა, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში მოიგო და ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

ლედი გაგა — სიმღერა „Hold My Hand“

წელს გაგა კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ოსკარებს და აკადემიის ჯილდოზე ნომინაცია მეოთხედ მოიპოვა. პოპ-სუპერვარსკვლავი საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში უკვე მესამედ ნომინირდა — ამჯერად „Top Gun: Maverick-ისთვის“ შექმნილი სიმღერით „Hold My Hand“. შეგახსენებთ, რომ ბისექსუალმა მომღერალმა აკადემიის ჯილდო რამდენიმე ცერემონიის წინ მიიღო სიმღერისთვის „Shallow“ ფილმიდან „A Star Is Born“.

Close

საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა ბელგიურმა ფილმმა „Close“, რომელიც ორი ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას გვიყვება. ფილმში დიდი როლი ეთმობა ჰომოფობიისა და სუიციდის თემებს, რაც მას ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ფილმად აქცევს.

Glass Onion: A Knives Out Mystery

საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ნომინირდა „Knives Out-ის“ სიქველი „Glass Onion: A Knives Out Mystery“, რომელშიც ქვიარ მომღერალი და მსახიობი ჟანელ მონე შეუერთდა დენიელ კრეიგს, რომელიც გეი დეტექტივის, ბენუა ბლანკის, როლს ასრულებს.

All the Beauty and the Bloodshed

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა ფილმმა „All the Beauty and the Bloodshed“, რომელიც მოგვითხრობს ფოტოგრაფისა და აქტივისტის, ნან გოლდინის, ისტორიას და მის ბრძოლას ძლევამოსილი საკლერის ოჯახის წინააღმდეგ. წლების წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გოლდინმა განაცხადა, რომ ის პანსექსუალია.

The Fabelmans

წლევანდელი ოსკარის ქვიარ ნომინანტებიდან ტონი კუშნერი იყო ერთადერთი, რომელსაც გამარჯვების ორი შანსი ჰქონდა. ის ფილმის „The Fabelmans“ თანასცენარისტი და თანაპროდიუსერია, ფილმი კი, სხვა ნომინაციებს შორის, ასევე საუკეთესო ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში ნომინირდა.

კუშნერი, რომელიც ღიად გეი კაცია და დაქორწინებულია ჟურნალისტ მარკ ჰერისზე, უკვე ოთხჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული.

Night Ride

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი Live Action ფილმის კატეგორიაში ნომინირებული იყო ნორვეგიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Night Ride“, რომელიც მოგვითხრობს ტრანსი ქალის ისტორიას, რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება ტრავმაით მგზავრობისას. „Night Ride“ ერთადერთი ქვიარ მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წელს ნომინირებულებს შორის.


ქვიარ ნომინანტების წლევანდელი სია ცხადყოფს, რამდენად დიდი გზა გაიარა ლგბტქი ადამიანებისა და თემების წარმოჩენამ კინემატოგრაფიაში და ჯერ კიდევ რამდენად დიდი გზა აქვს გასავლელი. ისეთი ფილმები, როგორებიცაა Tár და Everything Everywhere All at Once ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლიათ კარგად დაწერილ ქვიარ პერსონაჟებს, გასცდნენ სტერეოტიპებს.

წყარო: Autostraddle, Buzzfeed, Metroweekly, Advocate

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ  საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს

/

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ  საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს და არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში ხელის შეშლის, ჟურნალისტთა მიერ ჩადენილი ძალადობისა და სხვა შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობისა და გამოკვეთილი შედეგების შესახებ საზოგადოებას განახლებული მონაცემები პერიოდულად უნდა მიაწოდოს.

„მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი. აქციების დაშლის პროცესში სამართალდამცავები ხშირად ძალადობდნენ, იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გაეშუქებინათ რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები“, — აღნიშნულია განცხადებაში და ჩამოთვლილია 2-9 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობაში და შენობის მიმდებარედ მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის ფაქტები:

  • ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის ეზოდან გამოაძევეს On.ge-ის რედაქტორი, თამარ გეგიძე, ფორმულას ფოტოჟურნალისტი, ვახტანგ ქარელი და ონლაინ გამოცემა  ნეტგაზეთის ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია;
  • დააკავეს პუბლიკას დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს;
  • დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი, რომელიც ასევე მოგვიანებით გაათავისუფლეს;
  • დაშავდა ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია;
  • დაშავდნენ TOK TV-ის ოპერატორი, ხვიჩა გაბუნია და ჟურნალისტი, ნუგზარ სუარიძე;
  • 7 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, მარი წაქაძეს;
  • 8 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს,  მას წიხლი ჩაარტყეს. სპეცრაზმელი ნეტგაზეთის ჟურნალისტს იმ დროს გაუსწორდა, როცა ის ვიდეოს იღებდა;
  • 8 მარტს, აქციის გაშუქებისას დაშავდა ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე. დაზიანებები მან თვალის არეში მიიღო, რაც წიწაკის სპრეიმ გამოიწვია;
  • 8 და 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტ თეა თეთრაშვილს;
  • 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს;
  • 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს;
  • 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა ფორმულას ჟურნალისტს, ნიკა საჯაიას;
  • ონლაინ გამოცემა პუბლიკას ცნობით, მის ორ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანაშაულებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა უმრავლესობა უკვე გამოიკითხა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალების დაზუსტებას განაგრძობს.


7-9 მარტის მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა რუსული კანონი შეიმუშავეს, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას გულისხმობდა, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის. პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით, 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიციირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.

მასობრივი აქციების შედეგად, მმართველ ძალას რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 133-ვე პირის გათავისუფლება მოუწია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირების მიერ გამოძიება არ შეწყვეტილა.

“არ არსებობდა აქციის შეწყვეტის და ძალის გამოყენების საფუძველი” — ომბუდსმენი

/

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების მიმდინარეობა შეაფასა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ შსს-ის მხრიდან გამაფრთხილებელი განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და მისი შეწყვეტისა და ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

„სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ის მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, — განაცხადა სახალხო დამცველმა 7 მარტს, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ დარბევის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ლევან იოსელიანმა 8 მარტს განხორციელებულ დარბევის ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული „ძალადობრივი მოქმედებები“ მთელი შეკრების ძალის გამოყენებით „გაუმართლებელი შეწყვეტის“ საფუძველი გახდა.

„მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირების განხორციელება, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ“, — აღნიშნა იოსელიანმა და თქვა ისიც, რომ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ადგილზე მოვალეობის შესრულების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ და გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას.

„სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა აქციის დღეებში დაკავებული 96 პირი მოინახულეს და დაკავებულთა ნაწილმა აპარატს მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მიზნით მიმართა.

„რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ის რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში“, — აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ლევან იოსელიანის თქმით, აპარატი განაგრძობს დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას და განახორციელებენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. საქართველოს სახალხო დამცველმა საგამოძიებო უწყებებს არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

7-9 მარტის მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა რუსული კანონი შეიმუშავეს, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას გულისხმობდა, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის. პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით, 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიციირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.

მასობრივი აქციების შედეგად, მმართველ ძალას რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 133-ვე პირის გათავისუფლება მოუწია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირების მიერ გამოძიება არ შეწყვეტილა.