თებერვალი 2023 - Page 2

რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

/

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.

მათი მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული კანონპროექტი შეიმუშავეს, „გამჭვირვალობაა“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ ითვლება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. აღნიშნულ სიაში არ აღმოჩნდებიან მხოლოდ ერთეულები.

კანონპროექტის ღიად მხარდამჭერი ქართული ოცნება და ე.წ. ხალხის ძალა საუბრობენ დოკუმენტის კავშირზე ამერიკულ და უნგრულ ვერსიასთან და არ ეთანხმებიან აზრს, რომ ინიციატივას კავშირი აქვს რუსულ ვერსიასთან. უმრავლესობის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა გასათვალისწინებელია საზოგადოების დამოკიდებულება უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რასაც მკვეთრად გააუარესებს მათი დაკავშირება, გაიგივება უცხოეთის ინტერესებთან, აგენტურასთან. თანაც, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო ერთი ხელის მოსმით თითქმის არასდროს ახშობს თავისუფალ ხმას — ეს არის ხანგრძლივი ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რეგრესირდება და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აფერხებს სოციალური, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარების პროცესს, აუარესებს ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და საბოლოოდ ხელისუფლებების ხელში მძლავრ მაკონტროლებელ იარაღად იქცევა.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთშიც ფინანსური გამჭვირვალობის საბაბით მიიღეს და მას შემდეგ განვლილ 10 წელზე თვალის გადავლებით ნათელი ხდება, როგორ მკაცრდებოდა, უარესდებოდა საკანონმდებლო ჩარჩო და საბოლოოდ როგორ მივიდა მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებამდე.

როგორ იწყებოდა ყველაფერი რუსეთში

რუსეთში არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის საშიში ტენდენცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა სამართლებრივ აქტებში გაჩნდა დამატებები, რომლებიც ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საქმიანობას ფართო, ბუნდოვნად განსაზღვრულ ჩარჩოს უწესებდა. მათ შორის, ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გაფართოვდა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რეგისტრაციაზე უარს მიიღებდა ორგანიზაცია, რომლის მიზნები და ამოცანები რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ერთობას, უნიკალურ მახასიათებლებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამასთან, ორგანიზაციები ვალდებულნი გახდნენ, ყოველწლიური აუდიტის შედეგები, ფონდებისა და აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში, დაფინანსების წყარო და მიზნები, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აღერიცხათ და წარედგინათ. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება მიეცათ, გამართულ ღონისძიებებს სურვილისამებრ დასწრებოდნენ.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა რუსეთს ეწვია, რათა ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეეფასებინა, კანონი მცირედით შერბილდა. მათ შორის, უარის თქმის კანონით განსაზღვრული საფუძვლებიდან ნაწილი ამოიღეს და ორგანიზაციებს აუდიტის წარდგენის ვალდებულება 3 წელში ერთხელ განესაზღვრათ.

2012 წელს, როცა პუტინი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, რასაც მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, არასამთავრობო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები რადიკალურად გამკაცრდა. იმავე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა დამატებები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც „პოლიტიკურ აქტივობებში“ მონაწილეობდნენ, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა. „პოლიტიკური აქტივობების“ ბუნდოვანი შინაარსი, რომელიც ცხადად განსაზღვრულ ქმედებებს არ გულისხმობდა, შესაძლებლობას ქმნიდა, რომ ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ, „უცხოეთის აგენტად“ სახელდებულიყვნენ.

სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, „უცხოეთის აგენტებს“ კანონით დაევალათ შემდეგი:

  • კვარტალური ფინანსური ანგარიშის წარმოება განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების შესახებ და ყოველწლიური აუდიტის წარდგენა;
  • დოკუმენტების წარმოება, რომლებშიც აღწერილი იქნებოდა ორგანიზაციის მმართველი ორგანოს შემადგენლობა და ნახევარ-წლიური აქტივობები;
  • გეგმური აუდიტის წარდგენის ყოველწლიური ვალდებულების მიუხედავად, „უცხოეთის აგენტების“ დაუგეგმავი აუდიტი შეიძლება დაუგეგმავად, შეუზღუდავი რაოდენობით განხორციელებულიყო;
  • პოლიტიკური აქტივობები უნდა შეთანხმებულიყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სანამ ორგანიზაციას მათში მონაწილეობის უფლება მიეცემოდათ;
  • “უცხოეთის აგენტად” რეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეეზღუდებოდათ საჯარო დემონსტრაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშებზე წვდომა და დაეკისრებოდათ ჯარიმა 300 ათას რუბლამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 10 500 ლარი) ან თანამშრომლებს დაემუქრებოდათ პატიმრობა 2 წლამდე ვადით;
  • 200 ათას რუბლზე (7 ათასი ლარი) მეტი ოდენობის დონაცია სავალდებულო მონიტორინგს დაექვემდებარებოდა;
  • გარდა ამისა, „უცხოეთის აგენტები“ ვალდებულნი გახდნენ, მედიაში, ინტერნეტში ნებისმიერი მასალა შესაბამისი მითითებით გამოექვეყნებინათ;
  • ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევებზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ფედერალური სააგენტოს იურისდიქცია გავრცელდა.

„პოლიტიკური აქტივობის“ საკანონმდებლო განმარტება მოიცავდა ხელისუფლების დღის წესრიგზე გავლენასა და ამ დღის წესრიგის შესახებ საზოგადოებრივ აზრის შეცვლის მცდელობას. აღნიშნული სამართლებრივი გაგება ფაქტობრივად ფარავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვითი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თუ სოციალური ორგანიზაცია ცდილობს, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება მიმართოს გამოწვევებისკენ და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებების მიმღებებს დღის წესრიგის გადახედვისკენ მოუწოდოს.

„უცხოური გავლენის  აგენტების“ შესახებ კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისებსაც, მათ შორის, ღონისძიებებს, რომლებიც მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის, სოციალური ასისტირების, დედებისა და ბავშვების დაცვის, შშმ პირების მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, ფილანთროპიის, მოხალისეობის საკითხებს მოიცავდა. თუმცა, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებსაც კი არ ჰქონდათ აბსოლუტური იმუნიტეტი — მაგალითად, თუ გარკვეულ საკითხზე ორგანიზაცია ხელისუფლებას გააკრიტიკებდა, საპროტესტო დემონსტრაციას დაგეგმავდა ან პოლიტიკური პროცესის კრიტიკის სხვა ხერხს მიმართავდა, მისი სტატუსი განისაზღვრებოდა, როგორც “პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული”.

Amnesty International-ის 2016 წლის კვლევაში, სახელწოდებით “ხალხის აგენტები: 4 წელი რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან: საზოგადოებისთვის დამდგარი შედეგი”, აისახა 15 არასამთავრობო ორგანიზაციის გართულებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც „უცხოეთის აგენტების“ სიაში აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კვლევაში ნახსენები არაერთი ორგანიზაცია სწორედ გამონაკლისი მიმართულებების სიაში იყო, მათ შორის, გარემოსდაცვით თუ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან.

კვლევის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ სიაში პირველ 4 წელში მოხვდა სულ მცირე 21 გარემოსდაცვითი, 10 მეცნიერების, განათლების პოპულარიზაციის ხელშემწყობი და კვლევით საქმიანობაში ჩართული ორგანიზაცია და 6 საგანმანათლებლო წამოწყება, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის შემონახვას ისახავდა მიზნად. სიაში ფოტოგრაფიის კლუბიც კი აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ორგანიზაციების, რომლებიც წესით გამონაკლისის სახით „უცხოურ აგენტად“ არ უნდა ჩათვლილიყვნენ. რა თქმა უნდა, სიის მიღმა არ დარჩნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც პატიმრების უფლებებს იცავდნენ, წამებისგან დაცვისთვის სწევდნენ ძალისხმევას. გარდა ამისა, სიაში მოხვდა სულ მცირე 6 ქალთა უფლებების დაცვის, 12 ჟურნალისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის, 8 მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობითი, 2 ლგბტქი, 2 მიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მიუხედავად სამართლებრივი დათქმისა, სიაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და არა მათი პოლიტიკური აქტივობის გამო.

შედეგად, კანონის გამკაცრებიდან კვლევის მომზადებამდე გასულ 3 წელში (2012-2015 წლები) უცხოეთის აგენტად რეგისტრირებული 148 ორგანიზაციიდან 27 დაიხურა. ორგანიზაციებისთვის გამოწვევად იქცა ფონდების მოძიება და მათი სამოქმედო არეალი მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რადგან მთელი რიგი აკრძალვები გაჩნდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუარესდა საზოგადოებრივი განწყობაც.

Amnesty International-ის რუსული ოფისის იმდროინდელი დირექტორის,  სერგეი ნიკიტინის თქმით, რუსეთის შორსმიმავალ ინტერესებში კრიტიკული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები არ შედიოდა. მათ სახელისუფლებო უწყებებზე მიბმული ორგანიზაციები აწყობდათ.

„უცხოეთის აგენტების“ კანონი იმისთვის შეიქმნა, რომ შეებოჭა, სტიგმა გაეძლიერებინა და საბოლოოდ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები გაეჩუმებინა“, — აღნიშნავს სერგეი ნიკიტინი.

2017 წლიდან, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, პუტინმა პირდაპირი თავდასხმა დაიწყო თავისუფალ მედიაზეც.

პირდაპირი თავდასხმა მედიაზე

მედიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ყველა უცხოური მედია შეიძლებოდა „უცხოეთის აგენტთა“ სიაში შეეყვანათ და მათთვისაც იგივე შეზღუდვები დაეწესებინათ, რაც იქამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭების მთავარ კრიტერიუმად უცხოური დაფინანსება იქცა. „უცხოეთის აგენტი“ მედიები ვალდებულები გახდნენ, რომ გამოქვეყნებული მასალებისთვის შესაბამისი იარლიყი დაერთოთ:


„მოცემული გზავნილი (მასალა) შეიქმნა ან / და ვრცელდება უცხოური მედია ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს, ან / და რუსული იურიდიული პირის მიერ, რომელიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებს“.


გარდა კვარტალური დაწვრილებითი ფინანსური ანგარიშების წარდგენის ტვირთისა, ცვლილებამ მედია ორგანიზაციებს დამატებითი გამოწვევებიც შეუქმნა — გართულდა ურთიერთობა პოლიტიკურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თუ რიგით რესპონდენტებთან, რომლებსაც არ სურდათ, რაიმე ფორმით დაკავშირებული ყოფილიყვნენ „უცხოეთის აგენტებთან“.

კანონი სულ უფრო მკაცრდებოდა და მალე საფრთხე შეექმნა ზოგადად ყველა დამოუკიდებელ მედია გამოცემას. უცხოური დაფინანსების დათქმაც კი იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნებოდა ეს საერთაშორისო შეხვედრებზე უცხოური ფინანსებით დასწრება თუ უცხოეთში მცხოვრები ადამიანისგან მიღებული ფინანსური სარგებელი, “აგენტად” შერაცხვის მიზეზად იქცა. 

2019 წლიდან „უცხოეთის აგენტების“ კანონი გავრცელდა ინდივიდებზეც და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები სიაში აღმოჩნდნენ. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ნავალნის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა, კანონი კიდევ გაფართოვდა და ნებისმიერი იმ გამოცემის დაჯარიმების შესაძლებლობა გაჩნდა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ მასალებს გააზიარებდა და არ დაურთავდა მათ სტატუსს.

International Press Institute-ის თანახმად, „2021 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 1500 აქტივისტი და ჟურნალისტი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. 100-ზე მეტი იურიდიული პირი და ინდივიდი გამოცხადდა მედია ორგანიზაციად, რომელიც „უცხოური აგენტი“ იყო. ქვეყანაში დარჩენილები კი ხშირად იძულებულები იყვნენ, რომ თვითცენზურისთვის მიემართათ, რათა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ“.

2022 წელს, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის გამოცხადების შემდეგ, პუტინისთვის ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ კანონი კიდევ ერთხელ გაფართოვდა.

უცხოეთის აგენტად გამოცხადების საფუძველი მხოლოდ უცხოური დაფინანსება კი არა, უბრალოდ „უცხოური გავლენის“ ქვეშ ყოფნაც გახდა. გარდა ამისა, დაიწყო ცალკე სიის წარმოება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „უცხოეთის აგენტებთან არიან დაკავშირებული“. აღნიშნული სია მოიცავს „აგენტი“ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ლიდერს, მონაწილეს, წევრს, დასაქმებულს, ასევე, ადამიანებს, რომელთაც დაფინანსება მიუღიათ „უცხოეთის აგენტებისგან“.

ახალი ცვლილებებით კიდევ უფრო გაფართოვდა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობაც. მაგალითად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაცია ავტომატურად პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულად ითვლება. იმ გამონაკლის მიმართულებებსაც კი, რომლებიც 2012 წლის შესწორებებით განისაზღვრა, სპეციალური მითითება დაემატა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებთან, სამოქალაქო სამართალთან, რუსეთის ფედერაციასთან და კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა ღირებულებებთან წინააღმდეგობის გამორიცხვას.

რა ხდება რუსეთში ახლა და რა შეიძლება მოხდეს საქართველოში?

ამ დროისთვის რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ სიაში 637 სუბიექტია, მათ შორის, 81 არაკომერციული ორგანიზაცია, 190 უცხოური მედია და ინდივიდი, 11 დაურეგისტრირებელი ასოციაცია, 62 ინდივიდი და 77 არასასურველი ორგანიზაცია.

მხოლოდ 2021 წლის შემდეგ 12 მედია საშუალება, 56 ჟურნალისტი და 12 არაკომერციული ორგანიზაცია გამოცხადდა „უცხოეთის აგენტად“.

პუტინის რუსეთში თავდაპირველად კანონის მიღების მიზეზად ფინანსური გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა დაასახელეს, თუმცა ნათელია, რომ რამდენიმე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულ პუტინს საწინააღმდეგო პროტესტების ჩახშობა, სამოქალაქო საზოგადოების გაკონტროლება, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება და ყველაზე მთავარი — საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურდა. 2012 წლიდან დღემდე გასული 10 წელზე მეტი აჩვენებს, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა შეძლო და არასამთავრობო სექტორისთვის მუშაობა შეუძლებელი ან / და სარისკო გახადა.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი აზრი „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებით სწორედ იმგვარია, როგორიც პუტინს სურს.

კითხვაზე, რა ასოციაციები გაქვთ ფრაზაზე „უცხოეთის აგენტი?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ნეგატიური, უსიამოვნო ასოციაციები — 15%
  • ჯაშუში — 14%
  • სამშობლოს მოღალატე — 7%
  • მტერი / ხალხისა და სახელმწიფოს მტერი — 6%
  • სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება — 4%
  • ფულის უცხოეთიდან მიღება — 3%
  • რუსეთის წინააღმდეგი / მტერი — 3%
  • უცხოეთის დაზვერვა / საიდუმლო სამსახური — 3%
  • შევიწროება / დევნა სახელმწიფოს მხრიდან — 2%
  • ხელისუფლების წინააღმდეგ / ოპოზიცია / დისიდენტი — 2%
  • მედია / ჟურნალისტები — 2%
  • ხელისუფლების დამხობის მცდელობა — 2%
  • უცხოელი / სხვა ქვეყნის მოქალაქე — 2%
  • პოზიტიური ასოციაცია / დადებითი დამოკიდებულება — 2%
  • ასოციაციის არქონა — 11%
  • სხვა — 5%
  • მიჭირს პასუხის გაცემა —24%

რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან გავლილი 10 წელზე მეტი — ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციების დახურვის ფაქტები, ქვეყნიდან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წასვლა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის „უცხოეთის აგენტის“ მარკერით მონიშვნა უარყოფით, მოღალატეობრივ ასოციაციებს იწვევს ან საფრთხისშემცველ წარმოდგენებს აღძრავს და შედეგად დამდგარი რეალობა, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდაზე, გაყალბებულ ინფორმაციაზე დგას მხოლოდ მცირედ წარმოდგენას იძლევა იმ სახიფათო გზაზე, რომელსაც საქართველო ახლა გადის. პუტინის რუსეთმა არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაჩუმების ათწლოვანი (უფრო მეტი, თუ ამ ათვლას 2006 წლიდან დავიწყებთ) გზა გაიარა, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვას, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 10 წლის შემდეგ?

გამოყენებული მასალები: International Press Institute / Amnesty International / Inoteka / Freedom House

თემიდა — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის. ორგანიზაციის  მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებული და მხარდაჭერილია სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.

წარმოგიდგენთ თემიდას აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:

დროებითი საცხოვრისის უფასო ცხელი ხაზი

ქვიარ-ასოციაცია თემიდა 2022 წლის აპრილის თვიდან მოყოლებული ძალადობის მსხვერპლ ან/და სხვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ლგბტქი თემის წევრებს დროებითი საცხოვრისის სერვისს სთავაზობს. დროებითი საცხოვრისი არის 24-საათიანი და თემის წევრებს უზრუნველყოფს როგორც საცხოვრისში განთავსებით, ასევე, სამჯერადი კვებით, ფსიქოლოგის, იურისტის მომსახურებითა და სამედიცინო დახმარებით.

2023 წლის თებერვლის თვეში ამოქმედდა დროებითი საცხოვრისის უფასო ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც საცხოვრისის საჭიროების მქონე ლგბტქი თემის წევრებს შეუძლიათ, უფასოდ დაუკავშირდნენ საცხოვრისის გუნდს, დაუსვან არსებული კითხვები და სურვილისამებრ მიიღონ სერვისი.

ცხელი ხაზის ნომერია: 800 000 180 (ზარი უფასოა)

ბენეფიციარებს საცხოვრისის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ 3 თვის განმავლობაში.

პროექტი „ბიანკა“

პროექტ „ბიანკას“ ფარგლებში, რომელსაც თემიდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს, ორგანიზაციამ 6 ბენეფიციარი უზრუნველყო ისეთი საჭიროებებით, როგორებიცაა: საკვებით უზრუნველყოფა, სამედიცინო ხარჯების დაფარვა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სახელის ცვლილების პროცედურასთან დაკავშირებით ასისტირება და ფინანსური ხარჯების დაფარვა. გარდა ამისა, 7 ბენეფიციარს გაეწია კონსულტაცია ჰორმონალურ თერაპიასა და ტრანზიციის პროცედურებთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. გენდერულ აფირმაციასთან დაკავშირებულ საკითხზე ჩატარდა ორი შეხვედრა საქართველოში მიგრირებულ ტრანსგენდერ ქალებთან.

სენსიტიზაციის ტრენინგი ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ტრანს* სპეციფიკური ჯანდაცვის ადვოკატირება წარმოადგენს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სპეციალისტებთან, ტრანს* საკითხებსა და საჭიროებებზე მათი ინფორმირებულობის გაზრდაზე. თემიდამ,  ECOM-ის (The Eurasian Coalition on Health, Rights, Gender and Sexual Diversity) მხარდაჭერით, 25 თებერვალს ჩაატარებს კიდევ ერთ, სენსიტიზაციის რიგით მესამე ტრენინგს ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის.

აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენა და პრევენცია ტრანსგენდერ პირებში

იანვრის თვიდან მოყოლებული, ქვიარ-ასოციაცია თემიდა, თანასწორობის მოძრაობასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენა და პრევენცია ტრანსგენდერ პირებში“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია თემის წევრებს სთავაზობს ტესტირებას აივზე, B და C ჰეპატიტზე, ასევე სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე, აწვდის Safe Box-ებს, რომლებშიც განთავსებულია პრეზერვატივები, ლუნრიკანტები და თვითტესტები. Safe Box-ები მალე ხელმისაწვდომი იქნება ვებსაიტზე Selftest.ge.

პროექტის მიმართულია ტრანს* ადამიანებში აივ-ინფექცია/შიდსის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პრევენციაზე. თებერვლის თვეში აღნიშნული სერვისით ისარგებლა თოთხმეტმა ბენეფიციარმა.

იხილეთ აგრეთვე:

თბილისი პრაიდი — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:

  • თებერვალში თბილისი პრაიდმა „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ მეორე სეზონი დაიწყო. პროექტი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც სოციალურ ქსელებში ან მათ მიღმა აქტიურად საუბრობს ლგბტქი თემებზე, ქვიარ თემის გარშემო არსებულ სტერეოტიპებს ცვლის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეები უკვე შეირჩნენ, „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ პირველი შეხვედრა კი 25 თებერვალს გაიმართება. სკოლა 10 კვირის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეები არაერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე შეძლებენ საუბარს. მათ შორისაა:
    • ქვიარ აქტივიზმის ისტორია: ადგილობრივი და გლობალური გამოცდილებები;
    • იდენტობის და ქვიარ პოლიტიკა;
    • ლგბტქი უფლებები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა;
    • ტრანს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში;
    • ქვიარ ხელოვნება და დრეგი, როგორც პოლიტიკური აქტივიზმი;
    • ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა;
    • მულტიმედია სოციალური ცვლილებებისთვის;
    • ინტერსექციურობა და სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობა;
    • სოციალური მოძრაობები და კამპანიების დაგეგმვა;
    • ამბის თხრობის ხელოვნება;
    • სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია თანამედროვე საქართველოში.
თბილისი პრაიდი
  • 23 თებერვალს თბილისი პრაიდმა, საინიციატივო ჯგუფმა და კლუბმა „მტკვარზეუმასპინძლა მორიგ დრეგ-მეჯლისს, რომლის თემაც ამჯერად ჰოლივუდი იყო. თემის შესაბამისად, ღამე საოცრად ამაღელვებელი და გლამურული გამოვიდა. მაყურებელმა ახალი და უკვე საყვარელი დრეგ-შემსრულებლების ნომრები იხილა. მნიშვნელოვანი იყო ლელა წურწუმიას ღია მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების მიმართ. ქართული ესტრადის დივამ მეჯლისის სტუმრებისთვის რამდენიმე ჰიტი შეასრულა და საღამო ჟიურის წევრის რანგში გააგრძელა. დრეგ-მეჯლისზე ასევე ესტუმრნენ კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Anman (ანა-მარია ბურდული), Kordz & DRO.
გაზაფხული ახლოვდება და თბილისი პრაიდის სამუშაო პროცესიც მნიშვნელოვან ფაზაში გადადის. ორგანიზაცია აქტიურად იწყებს მზადებას პრაიდ-კვირეულისთვის, მანამდე კი ბევრ საინტერესო ამბავს გვპირდებიან.

ქალთა ფონდი საქართველოში — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის.

წარმოგიდგენთქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:

  • თებერვალში ქალთა ფონდის თანამშრომლები გადავიდნენ 4-დღიან სამუშაო კვირაზე, რადგან ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამუშაო დღეების შემცირება ეწინააღმდეგება შრომის კაპიტალისტურ და პატრიარქალურ ლოგიკას და ექსპლუატაციური პრაქტიკების რომანტიზებას. გარდა ამისა, ფონდი ცდილობს, დანერგოს კოლექტიურ ზრუნვაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო, რათა დარჩეს დრო და სივრცე ღირსეული დასვენებისთვის.
  • თებერვალში ქალთა ფონდმა დაიწყო ვიდეოების სერიის გამოქვეყნება ქალთა შრომითი უფლებების შესახებ. სერიის მთავარი ფოკუსია დასაქმებულებზე მორგებული გარემოს მიერ მოტანილი სიკეთეების ხაზგასმა და სხვადასხვა პრაქტიკის ჩვენება, რომლებითაც დამსაქმებლებმა გაითვალისწინეს თანამშრომელი ქალების საჭიროებები. ამ ეტაპზე გამოქვეყნებული ვიდოები ეხება მენსტრუალურ შვებულებას და ლაქტაციის ოთახის მოწყობას სამუშაო ადგილზე.
  • წელს ორგანიზაციამ კატო მიქელაძის პრემიაზე 1-წლიანი პაუზა აიღო, ცვლილებებისა და რებრენდინგის გაკეთების მიზნით. ამის ნაცვლად, ქალთა ფონდმა გადაწყვიტა, ჯილდოს ყველა მფლობელის შესახებ პატარა ვიდეოების გაკეთება, რადგან ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, რომ კატოს გულშემატკივრებს აინტერესებთ, სად არიან გამარჯვებულები და რას საქმიანობენ. სწორედ ამიტომ, ყოველთვე კატოს მფლობელი თითო ადამიანი თავის ისტორიას მოკლედ მოყვება და თავად გადაიღებს საკუთარი ცხოვრების ყოველდღიურ მონაკვეთებს. ორგანიზაციამ უკვე მოამზადო პირველი სატესტო ვიდეო ნატა ტალიკიშვილთან ერთად.

იხილეთ აგრეთვე:

“შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა” — აქტივიზმის სკოლის შემაჯამებელი შეხვედრა Tbilisi Pride-ში

თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა იყო.

თბილისი პრაიდის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის შედეგებმა მის მოლოდინებს გადააჭარბა.

ლგბტქი+ თემის გაძლიერებისა და ჰომოფობიის დაძლევაში წვლილის შეტანის მიზნით, პარტნიორმა ორგანიზაციებმა თემის შერჩეული ლიდერებისთვის და აქტივისტებისთვის შეიმუშავეს ინტენსიური ტრენინგ-კურსი და დააორგანიზეს აქტივიზმის სკოლა, რომლის დასრულების შემდეგაც სკოლის მონაწილეებმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში მცირე საგრანტო პროექტები განახორციელეს.

ოთხმა გამარჯვებულმა გუნდმა მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები წარმოადგინა. გუნდის წევრებმა ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზეც და სამუშაო პროცესზეც.

გუნდების პროექტებს შორის იყო:

  1. კბილის მოსინჯვა რაჭაში;
  2. ქოფირაითინგის კურსები ქვიარებისთვის;
  3. თავშესაფარი შენი უფლებაა;
  4. ჰომოფობიური ბულინგის აღმოფხვრის ხელშეწყობა სკოლებში.

პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროგრამის მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ.

პროექტის მონაწილეების გარდა, შეხვედრას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული თავმჯდომარე, ბექა ბაჯელიძე, ქვიარ თემის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დრო  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე იდეების გაცვლასა და დისკუსიასაც დაეთმო.

პროექტ ჰომოფობიური ბულინგის აღმოფხვრის ხელშეწყობა სკოლებში ფარგლებში ჩაწერილი ვიდეოების ნახვა ქვემოთ მითითებულ ფლეილისტში შეგიძლიათ. თითოეულ ვიდეოში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები ჰომოფობიური ბულინგის ნიადაგზე მომხდარ ნამდვილ ამბებს კითხულობენ, რომლებიც პროექტის იდეის ავტორებმა მოკვლევის შედეგად მოიპოვეს.

უსაფრთხოების რჩევები პირველი პაემნისთვის

პაემნებზე სიარული ჰეტერონორმატიული პატრიარქატის პირობებში განსაკუთრებით სარისკო ქვიარ ადამიანებისთვისაა — მათ ორმაგად უწევთ რისკების გააზრება და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ეს რისკები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ პარტნიორებთან, ასევე — გარემოსთან, რომელიც ქვიარ ადამიანებს მუდმივად დევნის და ცდილობს მათი ხილვადობა სრულად გააქროს. ცხადია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები პაემნებზე სიარულის კულტურაში ჰეტეროსექსუალ ადამიანებსაც უდგათ, თუმცა არა იმდენად მწვავედ, როგორც ადამიანებს, რომლებით რაიმე ფორმით მაინც არიან არაკონფორმულები.

ურბანული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვიარ ადამიანების 23.2%-ს გამოუვლია სექსუალური შევიწროება პაემნებზე სიარულისას, ხოლო ჰეტეროსექსუალებში ეს მაჩვენებელი 12.3%-ია. თინეიჯერობასა და მოზარდობაში ქვიარ ადამიანები, ჰეტეროსექსუალ ადამიანებთან მიმართებით, ბევრად მოწყვლადები არიან. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ასაკის ქვიარ ადამიანების 42.8%-ს ფიზიკური ძალადობა გამოუცდია მისი პაემნის პარტნიორისაგან, რაც ჰეტეროსექსუალ ადამიანებში 29%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალი ტრანსგენდერი ადამიანების ჯგუფშია — ტრანსგენდერი ადამიანების 88.9%-მა აღნიშნა, რომ მათ პაემნებზე სიარულისას გამოუვლიათ ძალადობა.

ქვიარ ადამიანების მსგავსად, გენდერული ნიშნით იჩაგრებიან პაემნებზე სიარულისას ქალებიც, ხოლო ქვიარ ქალების შემთხვევაში ჩაგვრა არამხოლოდ გენდერის ნიშნით, არამედ — სექსუალობითაც ხდება.

რასაკვირველია, პაემნებზე სიარულის კულტურა მხოლოდ ცუდი გამოცდილებების შეძენის წყაროდ არ უნდა მივიჩნიოთ. ეს შეიძლება სასიამოვნო და გასართობი იყოს და ურთიერთობაში საკუთარი თავის შესახებ ბევრი ახალი რამ გასწავლოთ. მაგალითად, თქვენი მიჯაჭვულობის ტიპი, რომელია თქვენი “სიყვარულის ენა”, რა არის თქვენთვის ტრიგერი და ა.შ.

გიზიარებთ უსაფრთხოების ზოგად რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ შეაფასოთ რისკები პაემნებზე სიარულისას და მეტად დაცულად იგრძნოთ თავი.

  • თუ პაემანი გაცნობის აპლიკაციით სარგებლობის შედეგად დაიგეგმა, შეხვედრამდე აუცილებლად დაურეკეთ თქვენს პოტენციურ პარტნიორს ვიდეო ზარით, რათა დაადასტუროთ აღნიშნული ადამიანის პროფილის ავთენტურობა და დარწმუნდეთ, რომ თავის პროფილზე ის ნამდვილად საკუთარ სურათებს იყენებს. ვიდეო ზარი ასევე დაგეხმარებათ, კომუნიკაციის ტექსტური ფორმისგან განსხვავებით, უკეთ შეაფასოთ თქვენი და ამ ადამიანის თავსებადობა, სანამ თქვენს დროსა და ენერგიას რეალურ შეხვედრაში ჩადებდეთ;
  • კომუნიკაცია შეიძლება იყოს შეხვედრის წინაპირობა, მაგრამ გახსოვდეთ, ეს მხოლოდ ურთიერთობის სასიამოვნო გაგრძელებაა და არა — ვალდებულება;
  • გაუზიარეთ თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს პაემნის ადგილი და გეგმები. მნიშვნელოვანია, რომ ერთმა ადამიანმა მაინც იცოდეს, სად მიდიხართ და რა გეგმები გაქვთ. გაცნობის აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, მეგობარს ან ოჯახის წევრს თქვენი “მეტჩის” პროფილის სქრინშოთიც გაუზიარეთ, რათა მათ აღნიშნული პირის იდენტიფიცირება მარტივად შეეძლოთ;
  • პირველი პაემანი საჯარო ადგილას დანიშნეთ და თავი აარიდეთ პაემნის ერთმანეთის სახლებში დათქმას. მსგავსი ტიპის შეხვედრისთვის შესაბამისია ქვიარ და ქვიარ-მეგობრული ღია კაფეები, რესტორნები ანდაც უბრალოდ ყავის დასალევი ადგილები. საჯარო ადგილებში ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლინების რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე — პრივატულ სივრცეებში, რომლებიც პოტენციური მოძალადეებისთვის მისწრებაა;
  • არ დათანხმდეთ პაემანზე პოტენციური პარტნიორის მიერ ტრანსპორტირებას. უმჯობესია, დანიშნულების ადგილზე თავად მიხვიდეთ, რადგან სრულიად უცნობი ადამიანის ტრანსპორტში აღმოჩენა ძალადობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის;
  • ჩანთაში იქონიეთ წიწაკის სპრეი, ელექტროშოკი ან ნებისმიერ სხვა ნივთი, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის და რომელსაც გამოუვალ სიტუაციაში გამოიყენებთ. ეს პუნქტი, შესაძლოა, სიფრთხილის გადაჭარბებულ ზომად მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სჯობს, ყველაზე უარესისთვისაც კი მზად იყოთ;
  • დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე გაუზიარეთ თქვენი ლოკაცია იმ მეგობარს თუ ოჯახის წევრს, რომელმაც თქვენი გეგმების შესახებ უკვე იცოდა. უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, თქვენმა ლოკაციამ დაადასტუროს, რომ თქვენ ნამდვილად იმავე ადგილას შეხვდით, ხოლო ადგილის ცვლილების შემთხვევაში, ერთ ადამიანს მაინც ეცოდინება, სად ხართ;
  • ჩაწერეთ აპლიკაცია, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ქალების დასახმარებლადაა განკუთვნილი. მაგალითისთვის, გირჩევთ Safe You-ს, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ სანდო პირები, მაგალითად, მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებსაც თქვენი SOS შეტყობინება მიუვათ. გარდა ამისა, აპლიკაციის მეშვეობით, შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია ან დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს მიმართოთ. შეგიძლიათ 112-ის აპლიკაციის გამოყენებაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ SOS შეტყობინება პოლიციას გაუგზავნოთ ღილაკზე ერთი დაჭერით, დარეკვის გარეშე. შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაც და დარეკვაც.
  • ყურადღება გაამახვილეთ თქვენს სასმელსა და საკვებზე და არ დატოვოთ ისინი უყურადღებოდ. არსებობს შემთხვევები, როცა პაემანზე ადამიანები ნარკოტიკულ ნივთიერებას თავიანთი პარტნიორის კონტროლის დაკარგვისთვის იყენებენ, ხოლო, მოგვიანებით, ამ უკონტროლობას თავიანთ სასარგებლოდ მართავენ;
  • მიუხედავად იმისა, კარგად ჩაივლის პაემანი თუ არა, არ გააზიაროთ თქვენი მისამართი, სამუშაო ადგილი და ისეთი ლოკაციები, რომლებიც პირადია და სადაც პერმანენტულად გიწევთ ყოფნა. არსებობს შემთხვევები, როცა წარმატებული პაემნის ბოლოს პარტნიორები თქვენს გაცილებას ითხოვენ. მათ იციან, რომ თქვენზე კარგი შთაბეჭდილება უკვე მოახდინეს, რაც ერთგვარი გარანტიაა, რომ სახლამდე მიცილებაზე დათანხმდებით. ეს მათ წვდომას აძლევს თქვენს მისამართზე, რომლის გამოცვლაც, ტელეფონის ნომრის მსგავსად, მარტივად შესაძლებელი არ არის;
  • ენდეთ თქვენს ინტუიციას, ინსტინქტებსა და შეგრძნებებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ დატოვოთ ადგილი, რომელიც თქვენთვის არასასურველ ენერგეტიკას ასხივებს, რადგან არავისთან ხართ ვალდებული, კომპანიონობა გაუწიოთ, მიუხედავად შეხვედრამდელი კომუნიკაციისა;
  • ითხოვეთ დახმარება სხვებისგან. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც რიგზე არ არის ან პაემანზე გამოხატულია აშკარა ძალადობის ნიშნები ნებისმიერ ფორმით, საპირფარეშოში გასვლის მიზეზით, დაეკონტაქტეთ მიმტანს, ადმინისტრატორს, ადგილზე მყოფ სხვა სტუმარს და უთხარით, რომ დახმარება გჭირდებათ.

უსაფრთხო პაემნებს გისურვებთ!

თუ გაცნობის აპლიკაციების გამოყენება გსურთ, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი სტატია: გაცნობის 10 აპლიკაცია ქვიარებისთვის და არამხოლოდ

ანტიდასავლური მოძრაობა კანონპროექტის “ამერიკულ” ვარიანტს აანონსებს — მდინარაძის თქმით, მხარს არ დაუჭერენ

/

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა და ანტიდასავლური მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავენ. ხალხის ძალის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეს იქნება ამერიკული კანონის უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ პირდაპირი თარგმანი.

ხუნდაძე ამტკიცებს, რომ ამჟამინდელ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან, ხოლო ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირების მიზეზად „აქტიურ, ისტერიულ სპეკულაციებს” ასახელებს.

ახალ კანონს პირდაპირ ვთარგმნით და ისე დავაინიციირებთ. ამისთვის ერთი-ორი დღე დაგვჭირდება. მინდა გითხრათ, რომ თავიდან, როდესაც ხალხის ძალის დეპუტაციამ ამ შინაარსის კანონის წარდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ, ის უმრავლესობის ლიდერს გავაცანით. ამ შეხვედრას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეც ესწრებოდა. თავიდან შევთავაზეთ, პარლამენტისთვის განსახილველად კანონის ამერიკული ვარიანტის პირდაპირი ანალოგი წარგვედგინა, მაგრამ მათ შემოგვთავაზეს, უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა — პირდაპირ ამერიკული კანონპროექტი. მათი შემოთავაზება მივიღეთ, უფრო ლიბერალური კანონპროექტი შევიმუშავეთ, რომელიც ამერიკულ ვარიანტს ეფუძნებოდა და პარლამენტში წარვადგინეთ. საკომიტეტო სხდომაზე მისი განხილვაც არ დაწყებულა, რომ აქტიური, ისტერიული სპეკულაცია დაიწყო, თითქოს ის რუსული კანონის ანალოგია, რაც, რეალურად, ასე არ არის.

ჩვენს ბრიფინგზე საზოგადოებას გავაცანით, თუ რით განსხვავდება ქართული კანონი ამერიკული და რუსული ვარიანტისგან — რომ ის იყო უფრო ლიბერალური, არავითარი აკრძალვის მექანიზმები ჩვენ მიერ ინიცირებულ, ლიბერალურ ქართულ ვარიანტში არ იკითხებოდა და შიშები, თუ სპეკულაციები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. მაგრამ, რადგან ასე განვითარდა მოვლენები, მივიღეთ გადაწყვეტილება — წმინდა ამერიკული ვარიანტი, ერთი ერთში ნათარგმნი, ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ. ასე რომ, გვექნება იმაზე მეტი არჩევანი, ვიდრე აქამდე გვქონდა და საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. აქედან გამომდინარე, მათ სპეკულაციის საშუალება აღარ დარჩებათ.

ვიტოვებ იმედს, რომ უმრავლესობა — ქართული ოცნება ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ოპონენტებს სპეკულაციის საფუძველი არ ექნებათ, შესაბამისად, მათგანაც მივიღებთ მხარდაჭერას”, — ვკითხულობთ ხუნდაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ კანონპროექტის ახალ ვარიანტს მათი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან აღნიშნული კანონი “მეტისმეტად ხისტი და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია”.

“ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. სწორედ ამის გამო მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე თავიანთი პოზიცია, რომ სურდათ ამერიკულის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით.

ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანების უფლებებთან, პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე. ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მე მგონია, მართლა დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. კი ბატონო, მათ ეს გააკეთეს და ამის მიუხედავადაც კი, ამხელა ამბავი ატყდა, სიტყვა აგენტს მოჰკრეს ყური და რამხელა ლუსტრაცია მოხდა გარკვეული ჯგუფების, ხედავთ ამ ყველაფერს”, — განაცხადა მდინარაძემ.

“უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში უკვე რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”.

გარდა ამისა, “უცხოური გავლენის აგენტის” გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა. მონიტორინგის ფარგლებში, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. სამინისტროს ასევე მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, “უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას “უცხოელ ჯაშუშთან” და “მოღალატესთან”, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ანტიდასავლური მოძრაობის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.

“ჩვენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს საქართველოში, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც დამტკიცების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი ექნება”, — ნათქვამია PACE-ის განცხადებაში.

თუმცა ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს მათი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი — 286 მედიისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

/

მედიაორგანიზაციები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნებიდან ოფიციალურად წასული და ანტიდასავლური მოძრაობის დამფუძნებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის საქართველოს არჩევანი და მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინაააღმდეგ. ხელმოწერებს შორისაა ქვიარიც. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

“რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე”.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ღიად ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის განცხადებით, კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება. დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”. ზემოაღნიშნული სუბიექტების “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. კანონპროექტის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მედიაჩეკერის ინფორმაციით, განცხადებას 21 თებერვლის 14:00 საათის მონაცემებით ხელს აწერს 286 არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება და სია განახლებადია. ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან:
  1. ააიპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  2. ააიპ იურიდიული განათლების ფონდი
  3. ააიპ “საათი”
  4. ააიპ რაჭის ტურისტული კლუბი
  5. ააიპ სტეფანწმინდა
  6. აგროგარემო TV
  7. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  9. ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი
  10. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
  11. ათინათი
  12. ალტერნატივა ჯორჯია
  13. არ გადადო
  14. არასამთავრობო ორგანიაზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის”
  15. ასოციაცია ,,დეა”
  16. ასოციაცია “ათინათი”
  17. ასოციაცია “ევროპის დროით”
  18. ასოციაცია “მერკური”
  19. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
  20. აფხაზური ამბები
  21. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  22. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  23. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი
  24. Ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის / Youth for Democractic Changes
  25. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
  26. ახალგაზრდობის განვითარობის ცენტრი-XXI
  27. ახალგაზრდული ალტერნატივა
  28. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია – აირა
  29. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  30. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
  32. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  33. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
  34. ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები
  35. ბათომი
  36. ბათუმელები
  37. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი’
  38. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  39. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  40. განათლება და სამყარო
  41. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
  42. განვითარების კერა
  43. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია” ეკო”
  44. გეოპოლიტკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
  45. გერგარტი
  46. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  47. გორის საინფორმაციო ცენტრი
  48. გურია ნიუსი
  49. გურიის მედიატორთა ასოციაცია
  50. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  51. დავიწყოთ ახლა
  52. დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი
  53. დემოკრატ მესხთა კავშირი
  54. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  55. დემოკრატიის ინსტიტუტი
  56. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  57. დემოკრატიის მცველები
  58. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
  59. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  60. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  61. დრანდა
  62. ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
  63. ევროპის ფონდი
  64. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  65. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  66. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  67. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  68. თავისუფალი მედია სივრცე/გურიაTV
  69. თანადგომა
  70. თანასწორობა 17
  71. თბილისი პრაიდი
  72. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  73. თელავი ჩემი ქალაქია
  74. თემის განვითრების ცენტრი “პროგრესი”
  75. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  76. იმერეთის განვითარების ცენტრი
  77. ინდიგო
  78. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი
  79. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
  80. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  81. ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი
  82. კავკასიური დიალოგი
  83. კავშირი “ქალი და რეალობა”
  84. კანონის უზენაესობის ცენტრი
  85. კომლი
  86. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  87. კულტურულ-ისტორიული, სამოგზაურო პლატფორმა “მოგზაური”
  88. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა
  89. ლომეკი
  90. მედია კლუბი
  91. მედია სახლი “სამხრეთის კარიბჭე”
  92. მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე
  93. მედია ფონდი – ლაივპრესი
  94. მედია ცენტრი კახეთი
  95. მედიაომბუდსმენი
  96. მედიაჩეკერი
  97. მედიის ინსტიტუტი
  98. მეწარმე ქალთა ფონდი
  99. მთავარი არხი
  100. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
  101. მიშგოვ ლარდა
  102. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  103. მომხმარებელთა უფლებების ცენტრი
  104. მსახიობთა “გილდია”
  105. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
  106. მშობელთა კავშირი “ჩვენი შვილები”
  107. მშობლები განათლებისთვის
  108. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი
  109. მწვანე ალტერნატივა
  110. მწვანე სექტორი
  111. ნაბიჯი მომავლისაკენ
  112. ნაბიჯი წარმატებისკენ
  113. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)
  114. ნეო ტვ
  115. ნეოგენი
  116. ნეტგაზეთი
  117. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  118. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  119. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  120. პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო
  121. პირველი ნაბიჯი საქართველო
  122. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  123. პლატფორმა სალამ
  124. პრევენცია პროგრესისთვის
  125. პროექტი 64
  126. პუბლიკა
  127. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის
  128. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
  129. რადიო “ძველი ქალაქი”
  130. რადიო თავისუფლება
  131. რადიო მარნეული
  132. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  133. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი”
  134. რეგიონული გაძლიერება დემკრატიისთვის
  135. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
  136. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  137. საზოგადოება ბილიკი
  138. სათემო განვითარების ცენტრი
  139. სათემო ფონდი ლელი
  140. საინიციატივო ჯგუფი “როდემდე”
  141. საინიციატივო ჯგუფი “ჩვენი სივრცე”
  142. Საინფორმაციო რესურსების ქსელი
  143. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  144. საკვალიფიკაციო ცენტრი
  145. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  146. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  147. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
  148. სამოქალაქო იდეა
  149. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  150. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  151. სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმა”
  152. სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “
  153. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  154. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  155. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  156. სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი “აისი”
  157. სატელევიზიო ქსელი
  158. საუნჯე
  159. საფარი
  160. საქართველოს EMDR საზოგადოება
  161. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  162. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  163. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  164. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  165. საქართველოს ევროკლუბები
  166. საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია ” აღორზინება 2002 ”
  167. საქართველოს მედია-კლუბი
  168. საქართველოს მომავლის აკადემია
  169. საქართველოს პარლამენტი
  170. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  171. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  172. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  173. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
  174. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  175. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  176. საქართველოს სასოფლო დარბაზი
  177. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლვევის ფონდი
  178. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  179. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
  180. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
  181. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  182. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  183. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  184. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი” (CHCA)
  185. სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის
  186. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  187. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ქედელი
  188. სოლიდარობის თემი
  189. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
  190. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  191. სოციალური საწარმო “გუმბათი”
  192. სსმ
  193. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  194. სტუდია მონიტორი
  195. სტუდია რეკ
  196. სწავლებისა და კვლევების ცენტრი
  197. ტელეკომპანია კავკასია
  198. ტვ პირველი
  199. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  200. ტყიბულის რაიონის განვიტარების ფონდი
  201. უფლებები საქართველო
  202. ფემინა
  203. ფერადი სივრცე
  204. ფონდი აფხაზინტერკონტი
  205. ფონდი “ინტერნიუსი-საქართველო”
  206. ფონდი აფხაზინტერკონტი
  207. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  208. ფორმულა
  209. ფრანკლინის კლუბი
  210. ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია
  211. ფუსფუსი – Puspussy – შენი უსაფრთხო სივრცე
  212. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად”
  213. ქალთა ასოციაცია გვირილა
  214. ქალთა ასოციაცია თანხმობა
  215. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  216. ქალთა ფონდი საქართველოში
  217. ქალთა ფონდი სოხუმი
  218. ქალი და განვითარება
  219. ქართული მედია ჯგუფი”
  220. ქვემო ქართლის მედია
  221. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  222. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  223. ქვიარი
  224. ქუთაისიპოსტი
  225. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  226. ღია საზღვრები
  227. ღია სივრცე კავკასია (COS – Caucasus Open Space)
  228. ღონე ქვეყნისა
  229. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო
  230. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “‘ სიფა 2002 “”
  231. შიდა ქართლის ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“
  232. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
  233. შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი ალიანსი
  234. შშმ ქალთა ალიანსი
  235. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  236. ჩემი ქალაქი მკლავს
  237. ცოდნის კაფე
  238. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  239. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი
  240. წყალტუბო ლაიონს კლუბი
  241. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
  242. Association HERA XXI
  243. CDC
  244. CDD – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
  245. dev.ge
  246. EECMD
  247. IBDIPC
  248. JA Georgia
  249. JAMnews
  250. OC Media
  251. On.ge
  252. Penal Reform International
  253. Qartli.ge
  254. Radio WW
  255. SOVA NEWS
  256. TOK TV
  257. tv12
  258. ufleba.ge
  259. Women for Health
  260. World Vision საქართველო

რა არის პრემენსტრუალური სინდრომი (პმს) და როგორ უმკლავდებიან მას ქალები

23 წლის კრისტინა მუმლაძეს პმს-ის გამო ბევრჯერ შეუცვლია გეგმები, უარი უთქვამს აქტივობებზე. ვენეციაში, საოცნებო მოგზაურობის დროს გაუჩერებლად უტირია და სახლში ყოფნა უნატრია, ან უნივერსიტეტისკენ მიმავალი უკან გამობრუნებულა, რადგან ლექციაზე ყოფნა არ შეეძლო.

მას შემდეგ, რაც ექიმის დანიშნულების შესაბამისად, კონტრაცეპტივის მიღება დაიწყო და ფიზიკურ აქტივობად ცურვა შეარჩია, პმს-ის სიმპტომებიც ნაწილობრივ შეუმცირდა. ამბობს, რომ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მის შემთხვევაში, სწორი კვებაც მნიშვნელოვანია.

“მაგ პერიოდიდან ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა მენტალობაშიც და ფიზიკურადაც და საერთოდ აღარ მახსოვდა, როგორი იყო პიემესით ცხოვრება, სანამ წინა თვეებში დაახლოებით ორი თვით კონტრაცეპტივებისგან შესვენება არ მომიწია, რადგან ანალიზებიც უნდა გამეკეთებინა. მაშინ დავინახე კონტრასტი — თურმე რას ვუძლებდი. ის ორი თვეც იყო საკმაოდ მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად უკეთესობა მაქვს. კონტრაცეპტივის სმის დროსაც არის მძიმე დღეები, მაგრამ სანამ უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების წინ აღწევს პიკს. გაღიზიანება და ადამიანებთან ჩხუბი დიდად არ მახასიათებს, ჩემივე ხასიათი და დეპრესიული განწყობა მიმძიმდება და სრულიად არარაციონალური ვხდები, მართლა ყველაფერზე შემიძლია ვიტირო გაუჩერებლად, სუნთქვა რომ გიჭირს, ისე. ნებისმიერი პატარა პრობლემა უდიდესად მეჩვენება და ყველა სიტუაცია გამოუვალი და უსაშველო მგონია”.

ახალი არ არის, რომ ჩვენს კულტურაში, რომელშიც ქალებისადმი ერთ-ერთ უმთავრეს ჩაგვრის ღერძად პატრიარქატი გვევლინება, საზოგადოებაში ქალებსა და მათ სხეულებზე კულტურისგან ნაწარმოებ უამრავ სტერეოტიპს ვაწყდებით. მათ შორისა ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ფესვგადგმული მოსაზრებაა, რომ ქალები ზედმეტად ემოციურები არიან. “გადაჭარბებული ემოციურობა”, “ხასიათის ცვლილება” და “გაღიზიანებადობა” კი, ხშირ შემთხვევაში, მენსტრუაციულ ციკლამდელ ფაზას ბრალდება.

პრემენსტრუალური სინდრომისა (პმს) და პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის (პმდა) შესახებ სტერეოტიპები და საფუძველმოკლებული ხუმრობები მრავლადაა, ხოლო ცნობიერება და ზოგადი ცოდნა, რომელიც საზოგადოებას აღნიშნული სამედიცინო პრობლემის შეფასებაში დაეხმარებოდა — ნაკლებად. ამ სტატიაში ვეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ცოდნა და გაგიზიაროთ რესპონდენტების გამოცდილებები.

პრემენსტრუალური სინდრომი (პმს)

პრემენსტრუალური სინდრომი სხვადასხვა ფიზიკურ და ემოციურ სიპტომთა ერთობლიობაა, რომელიც გამოვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ტიპურად ეს პერიოდი ერთ ან ორ კვირას შეადგენს. აღნიშნული სიმპტომები მხოლოდ მენსტრუალური სისხლდენის დაწყების შემდეგ ქრება. 

დეპრესიისკენ მიდრეკილება, ხასიათის ცვალებადობა, დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ტირილი, მადის ცვლილება (მომატება ან შემცირება/დაკარგვა), ძილის პრობლემები (უძილობა ან ძილიანობა), შფოთვა და სხვა პმს-ის დამახასიათებელი ემოციური ნიშნებია, ხოლო ფიზიკურ სიმპტომებს შორისაა მკერდის შეშუპება და ტკივილი, შებერილობა, წელისა და თავის ტკივილი, წყლის შეკავება ორგანიზმში და ა.შ. აღნიშნული ემოციური და ფიზიკური სიმპტომები ინდივიდუალურია, თუმცა ქალებისა და საშვილოსნოს მქონდე ადამიანების უმრავლესობას პმს-ის პერიოდში ერთი ან რამდენიმე სიმპტომი მაინც აქვს.

პრემენსტრუალური სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერული მოსაზრება, რომელზეც ყველა მედიკოსი თანხმდება, არ არის. ჰოპკინსის სახელობის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ეს გამოწვეულია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებით. საუბარია ჰორმონ ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილებაზე, რომლებიც საშვილოსნოს მქონე ადამიანების სხეულებში ლუთეინური ფაზის დროს გვხვდება. 

განასხვავებენ მენსტრუალური ციკლის რამდენიმე ფაზას: 

  • ფოლიკულური
  • ოვულაციური
  • ლუთეინური
  • მენსტრუალური

ლუთეინურ ფაზაში სხეულებში პროგესტერონისა და ესტროგენის დონე 2 კვირის განმავლობაში იცვლება. ამ პერიოდში, გამსკდარი ფოლიკული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების შემდეგ იხურება და წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც მზარდი რაოდენობით პროგესტერონს გამოიმუშავებს. გამომუშავებული პროგესტერონი ენდომეტრიუმის გასქელებას იწვევს და, პოტენციური ნაყოფის საკვებად, სითხითა და ნუტრიენტებით ავსებს.

პროგესტერონი, ლუთეინური ფაზის განმავლობაში, სხეულის ტემპერატურის მსუბუქ, თუმცა მატებას იწვევს, რაც მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე შენარჩუნებულია. 

რაც შეეხება ესტროგენის დონეს, ის ლუთეინური ფაზის უმეტეს ნაწილში მომატებულია. ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მატება სარძევე სადინარების გაფართოებასთანაა პირდაპირ კავშირში. შედეგად, სარძევე ჯირკვლები შუპდება და მტკივნეული ხდება.

პროგესტერონისა და ესტროგენის დონის ლუთეინურ ფაზაში ცვლილება შესაძლოა იყო გაღიზიანების, შფოთვის, განწყობის ცვლილებისა და სხვა ემოციური და ფიზიკური სიმპტომების გამომწვევი მიზეზი.

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (პმდა)

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (პმდა) პრემენსტრუალური სინდრომის მძიმე ფორმაა. ხანდახან მას მძიმე პმს-დაც მოიხსენიებენ. პმს-ის მსგავსად, აღნიშნული აშლილობის მქონე ადამიანები სისხლდენის დაწყებიდან ორი კვირით ადრე ემოციურ და ფიზიკურ სიმპტომების ფართო სპექტრით იტანჯებიან. პმდა იმდენად მწვავე სამედიცინო პრობლემაა, რომ ადამიანებს შორის, რომლებსაც პმდა აქვთ, ჰარვარდის სამედიცინო გამომცემლობის კვლევის თანახმად, 15%-ს თვითმკვლელობა უცდია. მასზე ცოტა ადამიანს სმენია და მათგან, ვისაც სმენია, კიდევ უფრო ცოტა ადამიანია ინფორმირებული აშლილობის შესახებ, მათ შორის მედიკოსებიც კი. 

საშვილოსნოს მქონე ადამიანთა უმრავლესობას ყოველთვე აქვს პმს-ის სიმპტომები, თუმცა არა – პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის. პმდა-ის სიმპტომები ბევრად მძიმეა და ადამიანთა ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ამ პერიოდში, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება სოციალიზება, მუშაობა, ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება და სხვა.

პმდა-ის სიმპტომებს შორისაა ხასიათის მკვეთრი ცვლილება, ტირილი, ენერგიის სიმცირე, ჩვეული სასიამოვნო საქმიანობებისადმი ინტერესის დაკარგვა, უიმედობა, სუიციდური აზრები, მარტივად გაღიზიანებადობა, დაძაბულობა, კონცენტრირების გართულება ან შეუძლებლობა, შეგრძნება, რომ კონტროლი დაკარგულია და ა.შ. ფიზიკური სიმპტომებიც, ემოციურის მსგავსად, პმს-ის მსგავსია, ოღონდ უფრო მწვავე ფორმებში. ლუთეინურ ფაზაში პმდა-ის მქონე პირებს ეზრდებათ კონკრეტული საკვების მიღების მოთხოვნილება, მადა გაზრდილია ან დაქვეითებულია, შეცვლილია ძილის ჩვეული გრაფიკი, მკერდი შეშუპებული და სენსიტიურია, ასევე, იწყება თავის, წელის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ზოგადი უენერგიობა.

ვინაიდან პმდა უშუალო კავშირშია მენსტრუალურ ციკლთან, ქალების უმრავლესობას ორსულობისას პმდა-ის სიმპტომატიკა უქვეითდება, თუმცა, ორსულობის შემდგომ, ოვულაციის განახლებისთანავე, სიმპტომები ბრუნდება.

პმდა-ის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, პმდა-ის გამომწვი მიზეზები ზუსტად განსაზღვრული არ არის. რიგი მოსაზრებით, ჰორმონალური ცვლილებების გარდა, ის დაკავშირებულია გენეტიკასთან, ტრავმასა და სტრესთან, რადგან ფიზიკური ან/და ემოციური ძალადობა ამწვავებს პმდა-ის სიმპტომებს. 

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და გამომწვევი მიზეზები

ხანდახან სიმპტომები იმდენად მძიმეა, რომ, რიგ შემთხვევაში, ქალები ჰისტერექტომიასა და ოვარიექტომიას, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთას ირჩევენ, იმისთვის, რომ პმს-ისა და პმდა-ს სიმპტომები გაუქრეთ, გადარჩნენ და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლონ. ვაისის სტატიის თანახმად, ათობით ქალთან ინტერვიუს შედეგად ირკვევა, რომ ქალებმა, რომლებიც პმდა-ით იტანჯებოდნენ, მსხვერპლად გაიღეს თავიანთი რეპროდუქციული ორგანოები იმიტომ, რომ თვის განმავლობაში, პმდა-ს სიმპტომებს უბრალოდ ვეღარ უმკლავდებოდნენ. 

“ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მრავალი წლის განმავლობაში ამ პრობლემით სხვადასხვა ექიმთან უშედეგოდ დავდიოდი და ბევრ განსაკურნებელ რაღაცას ვცდილობდი,” — აღნიშნავს ერთ-ერთი ქალი, რომელმაც საშვილოსნო ამოიკვეთა. მეორეს თქმით კი, ის რაღაცები, რაც ცოტა ხნის განმავლობაში მუშაობდა და სიმპტომებს შველოდა, რამდენიმე ხნის შემდეგ ეფექტს კარგავდა, რასაც ქალი სასოწარკვეთამდე მიჰყავდა. გარდა ამისა, თითოეული ახალი მცდელობისას მას რამდენიმე ციკლი უნდა მოეცადა, რათა გაეგო, წარმატებით იმოქმედებდა თუ არა ესა თუ ის გადაწყვეტა. 

მომდევნო პრობლემა, რომელსაც ქალები აწყდებიან, არის სირცხვილი, რომელიც პმს-ის სიმპტომებს თან ახლავს და რომელსაც განაპირობებს ხალხში არსებული წინასწარგანწყობები, რომლის მიხედვით, ქალების მიერ ემოციის ნებისმიერი გამოხატვა მათ გენდერსა და პმს-ს მიეწერება. ხასიათის ცვლილების გარდა, მნიშვნელოვანია სექსის სურვილი და მომატებული აღგზნებადობა, რომელზეც ქვიარს ერთ-ერთი რესპონდენტი ესაუბრა. 

პატრიარქატის დომინაციის პირობებში, რომელშიც ქალების სექსუალობა არასერიოზულად, მეორეულადაა აღქმული, რთულია იყო ქალი და შენს სექსუალურ მოთხოვნილებებზე საუბრობდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს, რიგ შემთხვევაში, პმს-ს უკავშირდება. სექსუალური სურვილები პმს-თან კომბინაციაში ბევრად ტაბუირებულია, ვიდრე სექსის სურვილზე საუბარი. ქალთა მიჩქმალული სექსუალობა და არასერიოზულად, წარმოსახვითად აღქმული ფიზიოლოგია ორმაგად შემაშინებელია ქალებისთვის და პრობლემურს ხდის ამაზე ხმამაღლა საუბარს.

სირცხვილნარევი სიმპტომები

რესპონდენტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, გვითხრა, რომ პმს მისთვის მომატებულ სექსუალურ სურვილებთან ასოცირდება.

“პმს-ის დროს სექსუალურ-ფიზიკური სიახლოვის სურვილიც მიმძაფრდება და უფრო horny ვხდები რაღაცნაირად. სითბოსა და ჩახუტების მოთხოვნილებაც მეტად მაქვს. მინდა, რომ ჩამეხუტონ, თავზე ხელი გადაგისვან, მითხრან, რომ ვუყვარვარ და მათთვის ძვირფასი ვარ,” გვიყვება ის. 

ქვიარის კიდევ ერთი რესპონდენტი, ანა მებურიშვილი გვეუბნება, რომ მას ლუთეინურ ფაზაში პმს-ის სიმპტომები აღენიშნება. მისი თქმით, სიმპტომები ტიპურია და ერთი კვირით ადრე იწყება. 

“ეს გამოიხატება სახეზე გამონაყარით. გამონაყარი რომ მიჩნდება, უკვე ვხდები, რომ მენსტრუაცია “გზაშია”. ამას ემატება მუცლის შებერილობაც. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს სხეულმა სიმკვრივე დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ ვვარჯიშობ. ამ პერიოდში უფრო ნაკლებად ვაქტიურობ ფიზიკურად, მეტად მოდუნებული ვარ და უფრო სწრაფადაც ვიღლები. თვის სწორედ ამ დროს მიმძაფრდება მადა და სნექები ან ტკბილეული მინდება ხოლმე, რომლებსაც სხვა დღეებში იშვიათად ვჭამ და ვეკარები. ზოგადად, ჩემი ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა ამინდის ცვლილებების მიმართ, ჰოდა, ეს უფრო მიმძაფრდება პმს-ის დროს — უფრო მცივანა ვხდები ან სიცხე ჩვეულებრივზე მეტად მაწუხებს.,” გვიყვება ანა. 

ანა, გავრცელებული შეხედულების მსგავსად, მის სხეულში მიმდინარე ცვლილებებს ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირებს. ის, ასევე, გვიზიარებს თავის გამოცდილებას წამლებთან მიმართებით, რომლებსაც გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ იღებს.

“დაახლოებით 5 თვეა, გინეკოლოგის მიერ დანიშნულ წამლებს ვსვამ, რომელმაც ციკლი მომიწესრიგა და სიმართლე რომ ვთქვა, წინამენსტრუალური პერიოდიც და მენსტრუაციის პირველი დღეები უფრო ადვილად გადამაქვს, ვიდრე ადრე. ანუ, საშინელი ფიზიკური ტკივილები, სპაზმები მუცლისა და წელის არეში ისე აღარ მაწუხებს ხოლმე, ან თუ მაწუხებს, ტკივილგამაყუჩებელს ვსვამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად.”

პმს-თან და პმდა-სთან გამკლავების გზები

პატრიარქატი აღნიშნულ საკითხში არამხოლოდ ქალთა მიმართ არასერიოზული დამოკიდებულით იკავებს აქტორის როლს, არამედ – სამედიცინო სფეროში კაცების დომინირებითაც, რაც, თავის მხრივ, პმს-სა და პმდა-ს წარმოსახვით პრობლემად მიიჩნევს და სათანადოდ არ იკვლევს. 

რიგი მოსაზრების მიხედვით, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ არსებობს ჯეროვანი მკურნალობა, რომელიც ქალებს პმს-თან და პმდა-სთან გამკლავებას გაუმარტივებს, როცა აღნიშნული სამედიცინო კონდიციების სიმპტომები ისეთი ცხადი და ხელშესახებია, რომ ქალები ისეთ რადიკალურ მეთოდებსაც კი მიმართავენ, როგორიც საკვერცხის ამოკვეთაა.

პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ინფორმაციას ფლობდეთ პმს-სა და პმდა-ს შესახებ, რათა არსებული სიმპტომები მარტივად ამოიცნოთ და თქვენს წარმოსახვას არ მიაწეროთ, როგორც ეს ბევრი ქალის შემთხვევაში ხდება. შეამცირეთ სტრესი და ისეთი პრაქტიკები, რომლებიც თქვენს ფსიქოემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს — სტრესის შემცირება მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური გზაა. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, რადგან თვის ამ პერიოდში ზრუნვა არამხოლოდ სასარგებლო, საჭიროც კია.

ვინაიდან, პმს და პმდა არა სრულად დადასტურებით, თუმცა მაინც უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს, აუცილებელია ჰორმონების დაბალანსებული დონეების ქონა, რაც, თავის მხრივ, სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობის ჯანსაღი რაოდენობით მიიღწევა, რაც უმრავლეს შემთხვევაში, ქალებისთვის ფუფუნებაა. მიუხედავად ამისა, თუ გინდათ, რომ სიმპტომებს დაეხმაროთ, იმოძრავეთ, მიღეთ ბევრი წყალი, ხილი და ბოსტნეული.

ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების გამოვლინების შემცირებას, როგორებიცაა: შებერილობა, თავის ტკივილი, შფოთვა და სხვა. გარდა ამისა, ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში მენტალური ჯანმრთელობისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც — ფიზიკურისთვის. აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური აქტივობა პირდაპირ კავშირშია ბედნიერებასთანა და ცხოვრებისეულ კმაყოფილებასთან. ვარჯიში დაკავშირებულია ენდორფინის, დოპამინის, ადრენალინისა და ენდოკანაბინოიდის დონის ზრდასთან, რაც თავს ბედნიერად, კმაყოფილად, მეტად თავდაჯერებულად და სტრესისაკენ ნაკლებად მიდრეკილად გვაგრძნობინებს.

მორიგი დრეგ მეჯლისი “Hollywood” 23 თებერვალს გაიმართება

/

თბილისი პრაიდისა და საინციატივო ჯგუფის პროექტის, The Drag Ball ფარგლებში, 23 თებერვალს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართველი პოპ ვარსკვლავი, ლელა წურწუმია სახელდება. გარდა ლელა წურწუმიასი, დამსწრეების წინაშე სპეციალურ სტუმრებად Anman, კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Rafaela Toxikana, Kordz & DRO Live წარსდგებიან.

Pre Party-ზე Citizens Union დაუკრავს, ხოლო Afterparty-ზე იქნებიან DRO DJ Set, IAMNIKITA show, MARGARITA ELEKTRA და Valley Dolly.

დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის კარგად ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Hot Paflotski, FAGATTA, HOMO ERECTUS, JANGO, VENOM, VIRGINIA, Arkprincess და SHIRO.

“ოქროს ხანის ჰოლივუდის გლამური, ბრწყინვალე სამოსი და ფერადი ბოა, მოკაშკაშე ძვირფასი ქვები, მაღალი ქუსლები და წითელი ტუჩსაცხი, სიმდიდრე, ანგარება, სექსი, თავბრუდამხვევი გართობა, სიყვარული, სიძულვილი, ინტრიგები და რაც მთავარია, დრამა!”, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პროექტი The Drag Ball დაფუძნებულია თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ. პროექტი უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერიების მეშვეობით, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებას, უსაფრთხო სივრცის შექმნასა და ქვიარ ადამიანების მეტ რეპრეზენტაციას ისახავს მიზნად.

დრეგ ბოლი კლუბის მტკვარზე სივრცეში გაიმართება და დასწრება მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი. ბილეთების მისაღებად აუცილებელია ხელახალი რეგისტრაცია/ვერიფიკაცია. იმეილები .ru დომენით რეგისტრაციას ვერ გაივლიან. Რეგისტრაციის პროცესი 20 თებერვალს, 20:00 საათზე დასრულდება, ხოლო ბილეთების გაყიდვა 21 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. ხელმისაწვდომია 250 ბილეთი.

რეგისტრაცია და ვერიფიკაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე