აგვისტო 2021 - Page 3

ინდოეთის ტრანს საფეხბურთო გუნდის ისტორია

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი არცერთი პარამეტრით არ ჯდება ქვეყნის დიდ ნაციონალურ სურათსა და ნარატივში. რეგიონში ყოველწლიურად არის წყალდიდობა, ლტოლვილების კრიზისი, რომელიც მედიისგან ხშირად იგნორირებულია. მოქალაქეები ხდებიან რასობრივი შეურაცხყოფისა და დანაშაულის სამიზნე იმ მიზეზის საფუძველზე, რომ „არ გამოიყურებიან როგორც ინდოელი“.

ახლა კი, წარმოიდგინეთ აღნიშნულ რეგიონში პირველი საფეხურთო გუნდი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ასევე, გუნდი აქტიურად მონაწილეობს ქვიარ ოლიმპიადაზე და ადგილობრივ საფეხბურთო თამაშებში.

ტრანს საფეხბურთო გუნდის ორგანიზატორია სადამ ჰანჯაბამი, რომელიც ასევე ორგანიზაცია Ya-All -ის დამფუძნებელია. აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის შემცირებასა და აღმოფხვრაზე და ასევე, ატარებს უფასო ვორქშოფებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით.

ცოტა ხნის წინ დაარსებულმა ქვიარ საფეხბურთმო გუნდმა არა მხოლოდ საშუალება მისცა ტრანს ადამიანებს ჩართულიყვნენ სპორტში და გამოეხატათ საკუთარი თავი, არამედ რამოდენიმე ოლიმპიელი ჩემპიონიც წარმოშვა.

ჰანჯაბამმა ტრანს საფეხბურთო გუნდი მანიპურში 2018 წელს დაარსა. იგი ხედავდა, როგორ სჭირდებოდა ქვიარ ადამიანებს უსაფრთხო ადგილი, სადაც შეძლებდნენ ვარჯიშსა და სოცაილიზაციას. თავიდან გუნდში რამოდენიმე ადამიანი გაწვრიანდა, რომლთაგან ზოგი სილამაზის სალონში მუშაობდა, ზოგიც სტუდენტი იყო. დღეს გუნდს ათეულობით წევრი ყავს, რომლების შეჯიბრებში ასპარეზობენ. „ჩვენ არ ვართ პროფესიონალი სპორტსმენები“ – ამბობს გუნდის კაპიტანი, 26 წლის მილერ ხუმანი.- „ჩვენ ყველა სხვადასხვა გარემოდან ვართ, ვისაც ფეხბურთის სიყვარული გვაერთიანებს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველა ტრანსგენდერი კაცები ვართ, ძალიან კომფორტულია. ის ადამიანები, ვინც ადრე შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ახლა გვგულშემატკივრობენ და გვამხნევებენ შეჯიბრების დროს“.

ტრანს საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბების იდეა ერთ-ერთი სპორტული კარნავალის შედეგად გაჩნდა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მანიპურში. ფესტივალში აქტიური მონაწილეობა მხოლოდ ქალებსა და კაცებს შეეძლოთ. ტრანს ადამიანები დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ გასართობ ღონისძიებებში, საცეკვაო ნომრებში მონაწილეობის მისაღებად. „თუ ტრანს კაცს სურდა სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა, მას ეს არ შეეძლო. ეს დისკრიმინაცია უნდა დასრულებულიყო“ – ამბობს ჰანჯაბამი.

დღეს არაერთი ახალგაზრდა ტრანსი შედის საფეხბურთო გუნდის შემადგენლობაში, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნმობენ და მთელი გულით თამაშობენ. „დედაჩემს სურდა, რომ მე გოგო ვყოფილიყავი, მამაჩემი კი ისე მიყურებდა, როგორც ბიჭ შვილს, რომელიც არასდროს ჰყოლია. მე კი თავს ვგრძნობდი ცოცხალ ადამიანად, როცა თმას მოკლედ მჭრიდა (მამა) და შარვლის ჩაცმას ნებას მაძლევდა“ – ამბობს გუნდის ახალგაზრდა წევრი. ბევრი ქვიარისთვის საფეხბურთო გუნდი ერთგვარი გადარჩენისა და თვითგამოხატვის საშუალება აღმოჩნდა. „როდესაც სუიციდის მცდელობის შემდეგ გამოვკეთდი, გადავწყვიტე მანიპურში ჩამოვსულიყავი და გუნდში მეთამაშა. მინდა ყველასთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან.“

მანიპური საკმაოდ კონსერვატიული რეგიონია, სადაც ვერ ხერხდება პრაიდის ჩატარება და დროშების გაშლა, მაგრამ ვერავინ უშლის ტრანს ფეხბურთელებს, ითამაშონ გარეთ, ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ არც ლგბტ სიმბოლიკა არსად ჩანს და არც დროშა ფრიალებს, ღიად ტრანს საფეხბურთო გუნდის თამაში უაღრესად პლიტიკური აქტია და შეუფასებელი გამოცდილებაა ტრანს ადამიანებისთვის. ქვიარ გუნდი წერს ახალ ისტორიას ინდოეთის ფეხბურთის ისტორიაში.

წყარო: them.us

Covid-19-ის კვლევაზე დაყრდნობით Moderna აივ/შიდსის ვაქცინის გამოცდას იწყებს

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, რომელმაც გასულ წელს ერთ-ერთმა პირველმა შეიმუშავა COVID-19 ვაქცინა, იმედოვნებს, რომ ამ კვირაში ახალ ეტაპს დაიწყებს კიდევ ერთ პანდემიასთან – აივ/შიდსთან ბრძოლაში.

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია მალე დაიწყებს ადამიანებზე ცდებს mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინისთვის. Moderna კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 18-დან 50-წლამდე აივ-უარყოფით 56 პირს ეძებს, კვლევა სავარაუდოდ 19 აგვისტოს დაიწყება და 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება. როგორც ცნობილია, მოდერნა ასევე ავითარებს გრიპის ვაქცინას იმავე ტექნოლოგიაზე დაყრდნობით.

Moderna-ს ვაქცინებმა პირველი ეტაპის ტესტირება ამ წლის დასაწყისში გაიარა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ტესტირებას მხოლოდ რამდენიმე მოხალისის მონაწილეობით. II ფაზა ამოწმებს ვაქცინის საერთო ეფექტურობას და III ფაზაში გადასვლისას, Moderna შეისწავლის მის ეფექტურობას ბაზარზე არსებული სხვა პროფილაქტიკური მკურნალობის მეთოდებთან შედარებით, მაგალითად, როგორიცაა პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა – ცნობილი როგორც PreP.

1700-იანი წლების ბოლოდან მკვლევარებმა შეიმუშავეს რამდენიმე განსხვავებული ტიპის ვაქცინა, მაგრამ სხვა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების უმრავლესობა არაეფექტური აღმოჩნდა აივ ინფექციის წინააღმდეგ. აივ ინფექცია – ცნობილი როგორც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, თავს ესხმის ადამიანის იმუნურ სისტემას და არღვევს სხეულის უნარს, ებრძოლოს სხვა დაავადებებსა და ინფექციებს.

არააქტიური ან ცოცხალი ვაქცინებისგან განსხვავებით, mRNA ვაქცინები არ შეიცავს ვირუსის ნაწილებს. ამის ნაცვლად, ისინი ქმნიან ცილებს, რომლებიც თავად იწვევენ ორგანიზმში იმუნურ პასუხს. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, არ გააჩნია რამდენიმე ნაკლოვანება.

მიუხედავად იმისა, რომ mRNA ვაქცინის ტექნოლოგია უკვე ათწლეულებია არსებობს, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ მოთხოვნილი დამტკიცების ხანგრძლივობამ შეზღუდა mRNA ვაქცინების რაოდენობა. აღნიშნული რეალობა COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა.

”COVID-19– მა დაგვანახა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ვაქცინის სწრაფად შემუშავება გვსურს”, – განაცხადა ექიმმა ენდრიუ პეკოზმა, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორმა და ვირუსოლოგმა.

”აივ/შიდსის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური იმედი აივ ეფექტური ვაქცინის დანერგვაა, რის მიღწევაც შესაძლებელია პარტნიორების, აქტივისტებისა და თემის ერთობლივი მუშაობით, ისინი ერთად ხელს უწყობენ იმას, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად არცერთ ჯგუფს არ შეუძლია ”, – წერს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის ინიციატივის (IAVI) პრეზიდენტი, დოქტორი მარკ ფეინბერგი, აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყების მე-40 წლისთავისთვის მიძღვნილ განცხადებაში.

Moderna-ს მეცნიერები ამ ბრძოლაში მარტო არ არიან: პირველი ეტაპის ტესტირება “მოზაიკის” ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. ამ ორს შორის, ერთ-ერთმა, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ვერაგი ვირუსის გავრცელება უახლოეს ათწლეულში შეაჩეროს!

SNICKERS-მა ჰომოფობიური რეკლამა ესპანეთის ტელევიზიიდან ამოიღო

”სნიკერსის” ბევრისთვის ცნობილი სარეკლამო სერია ”შენ შენ არ ხარ, როცა გშია”, იუმორით გამოირჩევა, თუმცა ესპანურ ტელევიზიაში გასული ”სნიკერსის” ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი იუმორისგან შორს აღმოჩნდა, სამაგიეროდ ექსცენტრიულობა და ჰომოფობია შეითავსა.

სარეკლამო რგოლში ესპანელი ინფლუენსერი ალეს გიბახა ზღვის სანაპიროზე, კაფეში, მეგობართან ერთად ისვენებს, სადაც ”სექსუალურ ფორთოხლის წვენს A, B, C ვიტამინით” უკვეთავს. გიბახა, რომელსაც გრძელი თმა აქვს, ფერადი სათვალეები უკეთია და საუბრისას ექსპრესიულია, მეგობრის შეთავაზებით, შეკვეთის მოსვლამდე ”სნიკერსის” ნაყინს ჭამს. ”უკეთესია?” – ეკითხება მეგობარი, რის შემდეგაც კამერა გიბახას უბრუნდება, მაყურებელი კი მას უკვე შეცვლილი გარეგნობით ხედავს. გარდასახული ალეს გიბახა სტერეოტიპული და მასკულინურია – წვერით, მოკლე თმითა და ბოხი ხმით. ”კი, უკეთესია” – პასუხობს მეგობარს.

”სნიკერსის” ჰომოფობიურ რეკლამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ესპანეთის ქვიარ თემმა მას ”სამარცხვინო” და ”დასანანი” უწოდა და ”სნიკერსის” მწარმოებელ კომპანიას შემდეგი სარეკლამო რგოლების მოსამზადებლად უფასო ტრენინგი შესთავაზა.

”სნიკერსმა” ბოდიში მოიხადა და სარეკლამო რგოლი სატელევიზიო ბადიდან ამოიღო.

„სნიკერს, შენ შენ არ ხარ როცა შეურაცხმყოფელად იქცევი“.

წყარო: them.us

ლგბტქ+ ავღანელ ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობა

ედაფე ოკპორო (he/him) არის ავტორი მომავალი წიგნის, ASYLUM, Memoir, and Manifesto by Simon and Schuster, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გამოვა. ოკპორო არის შეერთებული შტატების Talent Beyond Boundaries-ის დირექტორი, ეხმარება ლტოლვილებს უსაფრთხოების მოპოვებაში დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, აშშ-ის, იორდანიისა და ლიბანის ოფისებით.

”თალიბანის წინსვლამ და ავღანეთის მთავრობის დამხობამ ქალების, ბავშვებისა და ლგბტქ ადამიანების იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. ქვიარობა ავღანეთში სისხლის სამართლის დანაშაულია. ქვეყნის კონსტიტუციის 130-ე მუხლი შარიათის კანონის იმპლემენტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც ერთსქესიანთა სექსუალურ კავშირებს კრძალავს. მაქსიმალური სასჯელი სიკვდილია და გამოიყენება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის სექსუალური კავშირების შემთხვევაში.

მეგობრებისგან ონლაინ ვიღებ შეტყობინებებს, მეკითხებოდნენ, რას ვაკეთებთ ლგბტქ ავღანელების დასახმარებლად და მე არ მაქვს უკეთესი პასუხი, გარდა ამისა: „თუ ისინი შეერთებულ შტატებში ჩამოვლენ, ჩვენ დავეხმარებით მათ დასახლებაში“. როდესაც ისინი აქამდე ჩამოდიან, მხარდაჭერის ნაკლებობის პრობლემა არ არის, პრობლემაა ის, თუ როგორ ჩამოდიან აქამდე.

შემდეგი შეტყობინება, რომელიც მივიღე, იყო GoFundMe-ის ბმული, დუბლინში მყოფი მეგობრისგან. ის აგროვებს თანხას მისი მეგობარი ომიდისთვის, ქაბულში მცხოვრები 25 წლის გეი მამაკაცისთვის – ‘’ამ თანხით მას შეეძლება, უსაფრთხოდ და ლეგალურად გაემგზავროს თურქეთში და დაიწყოს ახალი ცხოვრება დევნისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხისგან მოშორებით.’’

მე სულ უფრო მეტად ვღელავ ისეთ ახალგაზრდებზე, როგორიც ომიდია, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ქაბულში მცხოვრები გეი კაცი. ომიდი არ არის გამონაკლისი შემთხვევა, იგი გამოხატავს ბევრი ლგბტქ ავღანელის საჭიროებას, რომლებსაც ხმის ამოღების ეშინიათ, რადგან კანონები, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა დისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ უიმედობას ჰგვრის. მათ, ვინც ავღანეთში დარჩება, სავარაუდოდ, შეექმნებათ პრობლემები შარიათის ან სისხლის სამართლის კოდექსის 645-ე ან 646-ე მუხლების საფუძველზე, რომელიც ქალებს შორის თავისივე სქესის ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობებს კრძალავს და ერთიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ომისა და დიდი კატასტროფების დროს, ლგბტქ ადამიანები, ქალები და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან.

მიმდინარე ამბებმა გამახსენა, თუ რა გზა გავიარე თავად თავშესაფრის მისაღებად. ჩემმა ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იგივე სქესის ადამიანების ინტიმურ ურთიერთობებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთით სჯის, რამაც ლგბტქ თემის წევრების დევნა გამოიწვია და ბევრი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უსაფრთხოების მოსაპოვებლად ზუსტად ისე, როგორც მე. ამან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, მე ჩემი 20-იანი წლები ახალ ქვეყანაში გადასახლების პროცესში დავკარგე. ტრავმა იმისა, რომ მე ეს წლები ისე ვერ გავტარე, როგორც სხვა ახალგაზრდებმა, დღემდე მომყვება. ამიტომაც, ომიდს, რომელიც ჩემზე უმცროსია, სჭირდება სისტემია და არა ინდივიდების მხარდაჭერა!

ლტოლვილის სტატუსით გამოწვეული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ხანგრძლივია; ამ ადამიანებს, რომლებიც იძულებით გადაადგილდებიან, ჩემს ოჯახად ვთვლი და ვისურვებდი, რომ შეერთებულმა შტატებმა შეძლოს უფრო მეტი, ვიდრე ავღანეთიდან საკუთარი ხალხის გამოყვანაა. მე ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები იმოქმედებს ისევე სწრაფად, როგორც კანადა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მიიღებს ავღანეთიდან 20,000 ლტოლვილს. თუ სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ლტოლვილი მივიღოთ, რადგან იქ დარჩენილები, დიდი ალბათობით, განიცდიან წამებას და უკიდურეს სიტუაციებში სიკვდილით დაასრულებენ.

შეერთებულ შტატებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ლტოლვილთა განსახლების ამჟამინდელი პროგრამა ითხოვს მთელ რიგ პროცედურებს, რომელიც ამ ეტაპზე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავღანელებისთვის ართულებს თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია, გავხსნათ გზები ლტოლვილებისთვის, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში არსებული მექანიზმების გამარტივების გზით.

ეს არის სისტემური საკითხი და არა ინდივიდუალური. ჩვენ გვჭირდება უფრო მაღალი ცნობიერება ავღანელი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მათ არ შეუძლიათ, ტვირთად აიღონ ახალი სახლის პოვნა და ამავე დროს, ინფორმაციის გავრცელება. სადაც არ უნდა იყოთ, თქვენ შეგიძლიათ, შეასრულოთ თქვენი როლი, შეატყობინოთ თქვენს წარმომადგენელს საკანონმდებლო ხელისუფლებაში და აღნიშნოთ, რომ ავღანელების სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტულია თქვენთვის და ამომრჩევლისათვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

მე მოვუწოდებ ლგბტქ პირებსა და ქველმოქმედებს, მხარი დაუჭირონ/შეიტანონ წვლილი ლგბტქ დევნილთა და ლტოლვილთა მხარდამჭერ ორგანიზაციებში და აღჭურონ ისინი საჭირო რესურსებით საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების გამოსაყვანად. ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ლგბტქ საკითხები არის ჰუმანიტარული კრიზისი; რაც მალე აღიარებს ჩვენი საზოგადოება ამას, მით უკეთესი.

ასეთ დროს, ლგბტქ ადამიანებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე პასუხი ყოველთვის იყო ბიუროკრატიული და ნაკლებად ქმედითი. ლგბტქ ადამიანების გლობალური თანასწორობა უნდა იყოს ჰიმნი, რაც ნიშნავს კრიზისის დროს ეფექტურ რეაგირებას ლგბტქ დევნილთა მოთხოვნებზე, რათა მოიპოვონ უსაფრთხოება და შესაძლებლობა, აღადგინონ და გააგრძელონ ცხოვრება, როგორც მე მომეცა საშუალება, როდესაც აშშ-ს მთავრობამ ლტოლვილის სტატუსი მომცა 2017 წელს.

ლგბტქ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებას, არ გააჩნიათ საჭირო მხარდაჭერა მიგრაციისა და განსახლების მოძრაობის საწარმოებლად. მთავარი მიზანია რესურსების მიწოდება იმ ინდივიდებისა თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იბრძვიან ლგბტქ დევნილების უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ მუდმივად ვამბობთ “არასდროს”, და ეს არის მომენტი, როდესაც უნდა მოვითხოვოთ მოქმედება ჩვენივე დაპირებების ასასრულებლად – აღარასდროს დავუშვათ მძიმე სიტუაციებში მყოფი ადამიანები მივატოვოთ.”

წყარო: advocate.com

Mj Rodriguez პირველი ტრანსია, რომელიც POSE-ში მთავარი როლის შესრულებისთვის ემიზეა ნომინირებული

/

POSE ცნობილი ამერიკული დრამატული სერიალი, რომელიც ნიუ-იორკის 80-იანი წლების დრეგ კულტურას ნათლად ასახავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვიარ თემში. POSE- ში პერსონაჟები მოცეკვავეები და მოდელები არიან, რომლებიც დრეგ კულტურაში ტიტულებისა და აღიარებისთვის იბრძვიან.

 

სერიალში მონაწილე ვარსკვლავებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია Mj Rodriguez, რომელიც დრამაში მთავარი როლის შესრულებისთვის ემიზეა ნომინირებული. როდრიგესი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ტრანს ადამიანი, რომელიც ემიზე მთავარ კატეგორიაშია ნომინირებული. ეს ისტორიული ნომინაცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ ინდუსტრიაში, რომელიც პატივს სცემს ტრანს ხელოვანებს.

 

 

როდრიგესმა რამდენიმე თვის წინ გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი ‘’Something to Thor’’ და ემის ნომინაციას მიუძღვნა. კლიპში ჩანს, როგორ პოზირებს როდრიგესი ევანგელისტას სახლიდან გამარჯვებისთვის, რაც სერიალის ფინალითაა ინსპირირებული. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი POSE დასრულდა, როდრიგესი ახალ სერიალ “Loot” ში გააგრძელებს თავის სამსახიობო კარიერას.

”ჩემი მიზანია, რომ ჩემმა არტისტულობამ, იქნება ეს მსახიობობა თუ მუსიკა, შეცვალოს აზრი იმ ადამიანების მიმართ, ვინც სძულთ ან მათი არ ესმით”, – თქვა მან ცოტა ხნის წინ ჟურნალ Shape-თან. ”მსოფლიოში ბევრი ცრურწმენა, უთანხმოება და დაყოფაა, როდესაც საქმე ტრანს ქალებს ეხება, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვიარ საზოგადოებაზე. ჩემი შემოქმედებით მსურს, ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.’’

წყარო: them.us

FOLX – ვირტუალური ქვიარ ექიმის კაბინეტი

ქვიარ ადამიანებისთვის კარგ ექიმთან მოხვედრა ხშირად ლატარიის მოგების ტოლფასია. დიდი ხანია ცნობილია და კვლევებმაც აჩვენა, რომ ლგბტქი ადამიანების 8%-ს გამოცდილი აქვს, როცა ექიმმა მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა ორიენტაციის გამო. ასევე, ექიმის კაბინეტში არაერთხელ გამხდარან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და შევიწროების მსხვერპლი. გამომდინარე აქედან, არ არის გასაკვირი, რომ ქვიარები ხშირად ექიმებს არ მიმართავენ და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ.

FOLX – ონლაინ ქვიარ ექიმის კაბინეტი ლგბტქი ადამიანებისთვის შეიქმნა, რათა სამედიცინო მომსახურება უფრო კომფორტული იყოს და შეიქმნას უსაფრთხო გარემო. კაბინეტის გუნდი იმედოვნებს, რომ პაციენტებს შესთავაზებენ ისეთ მომსახურებას, როგორიცაა: ჰორმონოთერაპია, ერექციული დისფუნქციის მკურნალობა, PREP და სგგი ტესტირება და სხვ.

ვირტუალური კაბინეტის კონცეფციაა, სერვისების შეთავაზება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ონლაინ და მინიმუმამდე დაიყვანოს ფიზიკური ვიზიტები. აღნიშნული კაბინეტი სადაზღვევო კომპანიების გვერდის ავლით ფუნქციონირებს, რაც, სამწუხაროდ, ფასზე აისახება. ”ეს არის სერვისი, რომელსაც პაცინეტი იხდის საკუთარი ჯიბიდან. სამწუხაროდ, ყველა ვერ შეძლებს მომსახურების მიღებას, ეს ჩვენ ვიცით” – აცხადებს ონლაინ კაბინეტის დამფუძნებელი ა.გ. ბრეიტენშტეინი.

FOLX-ის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ კაბინეტის ფასები დროთა განმავლობაში დაიკლებს და ბევრი ქვიარ ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო: them.us

Q-Force – ახალი ანიმაციური ქვიარ სერიალი დრაგ შოუებითა და ქვიარ ჯაშუშებით

NETFLIX-ის სერიალს ქვიარ გამომძიებლებსა და ჯაშუშებზე, ბევრი ელოდა. ანიმაციური სერიალი აერთიანებს გეი, ლესბოსელ, ტრანსგენდერ და ქვიარ პერსონაჟებს. მთავარ გმირებს ისეთი ქვიარ არტისტები ახმოვანებენ, როგორებიცაა: ვანდა საიქსი, შონ ჰეისი, პეტი ჰერისონი და მეტ როჯერსი.

სერიალში უხვად იქნება დრაგ შოუს დედოფლები და თვინქები (Twink-ახალგაზრდა, მომხიბვლელი თინეიჯერი გეი კაცის აღმნიშვნელი სლენგი).

იხილეთ ანიმაციური სერიალის ტრეილერი:

კვლევა – ქვიარ ურთიერთობების 85% მეგობრობით იწყება

Social Psychological and Personality Science -მა გამოქვეყნა ახალი კვლევა, რომლის თანახმად, ქვიარ ადამიანების რომანტიკული ურთიერთობა უმეტესად მეგობრობით იწყება.

კვლევის ფარგლებში 2000 მონაწილე გამოკითხეს. შედეგად, შეგროვებული მონაცემების გაანალიზების საფუძველზე, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვიარ წყვილების უმეტესობა ურთიერთობას მეგობრობით იწყებს, ვიდრე, მაგალითად, ონლაინ აპლიკაციების მეშვეობით. აქედან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აღნიშნავდა, რომ მათთვის მეგობრობიდან რომანტიკულ ურთიერთობებზე გადასვლა ბუნებრივი და იდეალურიც კი იყო. მხოლოდ 1% აღნიშნავდა, რომ მათთვის სასიყვარულო ურთიერთობის იდელური დასაწყისი იქნებოდა პარტნიორის კლუბში ან ბარში გაცნობა.

წყარო: them.us

Safe/Heaven: 1950-იანი წლების ქვიარ ცხოვრება

1950-1960 წლებში, სთოუნვოლის წინა პერიოდში, Cherry Grove-ის სანაპირო ჰომოსექსუალი ადამიანების თავშესაფარად იქცა. ჰომოფობიური დევნის შედეგად, სანაპირო ერთგვარი სამოთხე აღმოჩნდა ქვიარებისთვის, სადაც ისინი იკრიბებოდნენ, ერთობოდნენ, შეეძლოთ სოციალიზაცია და საკუთარი თავის გამოხატვა.

გთავაზობთ უნიკალურ ფოტოებს 50-იანი წლების ქვიარ ცხოვრებიდან, რომელიც სავსეა პოზიტიური და მხიარული კადრებით:

Hot House, 1958, შეკრება სანაპიროზე

პატრიცია ფიცჯერალდი და ქეი გინესი, 1952 წლის სექტემბერი

კაცები სანაპიროზე, დაახლ. 1950 წ.

1959 წელი

Diaper Party, II, 1951

DJ Beast and Candy Stevens, Ice Palace, 1980

პატრიცია ფიცჯერალდი, ქეი გინესი, მერი რონინი და ბი გრირი, Duffy’s Hotel, 1950 წელი

ედ ბურკი ქალთევზას კოსტიუმში, 1951 წელი

Community House, ქალი თავსაბურავით, 1954 წლის სექტემბერი

Hot House, 1958 წელი

One Hundred Club Party, 1949 წელი

Bea’s Brunch, 1951 წელი

Parasol Party, 1951 წელი

წყარო: advocate.com

პანდემიის დროს ქვიარ ახალგაზრდები მენტალური ჯანმრთელობის კრიზისს განიცდიან

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) გამოქვეყნდა ახალი ანგარიში, რომლის თანახმად, ქვიარ ახალგაზრდებში ორჯერ მეტია საკუთარი თავის დაზიანების მცდელობა, ხოლო სამჯერ მეტი სუიციდის მცდელობები, ვიდრე მათ თანატოლ ჰეტეროსექსუალ ახალგაზრდებში.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1140 ქვიარ ადამიანი. 11-დან 18 წლამდე ახალგაზრდების 68% აღნიშნავდა, რომ ჰქონია სუიციდური აზრები. ჰეტეროსექსუალ ახალგაზრდებში, იგივე ასაკობრივ ჯგუფში სუიციდური აზრები 29%-ს ჰქონდა.

პანდემიის პირობებში ყველაზე რთულ მდგომარეობაში ტრანსგენდერი და ლესბოსელი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. ლესბოსელების 77%-სა და ტრანსგენდერების 74%-ს ჰქონია სუიციდური აზრები.

”ქვიარ ახალგაზდები მეტად განიცდიან სტრესსა და დაძაბულობას სახლში და სკოლაში, ვიდრე მათი თანატოლი ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდები“ – ნათქვამია ანგარიშში. – ”მათ სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა და თანადგომა ოჯახისა და თანატოლების მხრიდან. მეტი მიმღებლობა განაპირობებს მათი ცხოვრების ხარისხსა და ნათელ მომავალს”.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მენტალური პრობლემების მქონე ქვიარ ადამიანებს მეტად უჭირთ, აღიარონ და ითხოვონ დახმარება. სიტუაცია გაუმჯობესდება, თუ ქვიარ ახალგაზრდებს ეცოდინებათ, რომ მათ მიიღებენ ისეთს, როგორიც არიან.

წყარო: them.us