ივლისი 2021 - Page 7

ამერიკელი კონგრესმენი Tbilisi Pride-ის კვირეულს ეხმიანება

/

ილჰამ ომარი: ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის.

ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, ილჰან ომარი, ტვიტერზე თბილისში დაგეგმილ Tbilisi Pride-ის კვირეულს ეხმიანება და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად, ტვიტერზე წერს – “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც საქართველოში, თბილისში, თანასწორობისთვის იბრძვის“.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული 1-5 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 5 ივლისს დაგეგმილია მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დედაენის ბაღის მიმართულებით.

ფოტო: Oliver Douliery /AFP/ getty images

პაკო ტაბატაძე – მეც აქ ვარ!

”თბილისი პრაიდი ჩემთვის არის გვერდში დგომა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, სინათლე და არაფერი დამალული – ყველაფერი საჯარო თემის წევრებისთვის.

დროა, საზოგადოება უფრო მიმღებელი იყოს თემის წევრების მიმართ. ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გვიყვარს.

მარშზე გასვლას ვაპირებ იმიტომ, რომ დროა, ჩვენც ჩვენი ადგილი დავიკავოთ ამ სოციუმში. თემისთვის მნიშვნელოვანზე მეტია საზოგადოების მხარდაჭერა – ამ დროს ვგრძნობ, რომ არ ვარ გარიყული.”

პრაიდის კვირეული ფილმის ჩვენებით გაიხსნა

პრაიდის კვირეული დოკუმენტური ფილმის – ”ღირსების მარშის” პრემიერით გაიხსნა. ღონისძიება დახურულია და მას 300-მდე თემის წევრი და მათი მხარდამჭერები ესწრებიან.

მანამდე მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობა იყო. ულტრამემარჯვენე ჰომოფობიურ-ძალადობრივი ჯგუფები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქვებითა და აგრესიული შეძახილებით დაუპირისპირდნენ. მათ სამანქანო გზის გადაკეტვაც სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ფოტო: ვახო ქარელი