David Paul Kay / თანასწორობის მოძრაობა
/

ტესტი — რამდენად კარგად იცნობ საქართველოს უახლეს ლგბტქი ისტორიას?

ტესტი — რამდენად კარგად იცნობ საქართველოს უახლეს ლგბტქი ისტორიას?

შემდეგი

#1. რომელ წელს აღინიშნა საქართველოში პირველად 17 მაისი?

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნავენ. ეს თარიღი სიმბოლურად აირჩა იმ დღის პატივსაცემად, როდესაც 1990 წელს ჰომოსექსუალობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღეს.

საქართველოში 17 მაისი პირველად 2011 წელს აღინიშნა.

შემდეგი

#2. რომელ წელს ჩატარდა პირველად პრაიდ კვირეული თბილისში?

2019 წლის ივნისში თბილისში პირველად ჩატარდა პრაიდ კვირეული, რომლის დასკვნით ღონისძიებადაც „ღირსების მარშის“ გამართვა იგეგმებოდა. სამწუხაროდ, ამ წელს მარშის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიური ჯგუფებისაგან გამომსვლელების დაცვაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად ამისა, 8 ივლისს თბილისი პრაიდმა და მხარდამჭერებმა მაინც მოახერხეს პარტიზანული აქციის გამართვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

იხილეთ 2019 წლის პრაიდ კვირეულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ოფიციალური თრეილერი.

შემდეგი

#3. საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა:

ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა. საქართველოში შესაბამისი მუხლი 2000 წლის 1 ივნისს გაუქმდა.

შემდეგი

#4. რომელ წელს ჩატარდა პირველი ანტი-ლგბტქი აქცია საქართველოში?

საქართველოში პირველი ანტი-ლგბტქი აქცია 2010 წლის აგვისტოში ჩატარდა ბათუმში, როდესაც ქალაქში სასულიერო პირები და მრევლი გამოვიდნენ „გეი აღლუმის“ წინააღმდეგ.

იმ დროისთვის ქართულ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 26 აგვისტოს ლგბტქი ადამიანები საჯარო მსვლელობას გეგმავდნენ. სინამდვილეში, ამ დროს „ღირსების მარშის“ ჩატარება საერთოდ არ იგეგმებოდა.

შემდეგი

#5. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველი ლგბტქი ორგანიზაცია საქართველოში?

ფონდი ინკლუზივი 2006 წელს დააარსა პაატა (პაკო) საბელაშვილმა და ის პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ლგბტქი ადამიანების უფლებების ადვოკაციითა და ლობირებით იყო დაკავებული.

შემდეგი

#6. საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო:

ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო. ამ კანონის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობით, სექსუალური ორიენტაციით, გენდერული იდენტობით, პროფესიით და სხვა.

შემდეგი

#7. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

2012 წლის 27 მარტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს სასჯელის დანიშვნის შესახებ დაემატა მუხლი 53​1 „სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები“, რომლის მიხედვითაც:

„დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.

შემდეგი

#8. რა ჰქვია პირველ გეი/ქვიარ ბარს საქართველოში?

საქართველოში პირველი გეი/ქვიარ ბარია „Success“. სახეშეცვლილი ფორმით ის დღესაც არსებობს და სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს.

მეტის გასაგებად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი ინტერვიუ ნია გვათუასთან, „საქსესის“ ამჟამინდელ მფლობელთან.

შემდეგი

#9. რა ჰქვია ქართულ ქვიარ ფილმს, რომელიც ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა?

ქართული ფილმი „ჩემი ოთახი“ ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმის სიაში შეიყვანა, სადაც ის სიის 49-ე ადგილს იკავებს.

„ჩემი ოთახი“ სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელმაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებლებს, თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს, საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მოუტანა. გარდა ამისა, ფილმი კიოლნის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა და ის ასევე ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულიცაა.

შემდეგი

#10. რომელ წელს წარადგინა რესპუბლიკურმა პარტიამ ღიად ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატად?

2017 წლის 15 სექტემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ხუთეულში წარადგინა ღიად ლესბოსელი იურისტი და ლგბტქი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე, რაც საქართველოს არჩევნების ისტორიაში ამის პირველი შემთხვევა იყო.

დასრულება

შედეგები

-
Tenor

კარგი შედეგია, ყოჩაღ! ქართული ქვიარ ისტორიის მემატიანის წოდება გვიბოძებია შენთვის.

ახლა კი შეგიძლია ჩვენს სხვა ქვიზებს შეეჭიდო.

Tenor

ვერაა მთლად საამაყო შედეგი, მაგრამ რას ვიზამთ.

ისტორია თუ შენი ძლიერი მხარე არაა, შეგიძლია ჩვენს სხვა ქვიზებს შეეჭიდო.

წინა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დაადასტურა

შემდეგი

მოუსმინეთ Rémmée-ს ახალ სიმღერას, რომელიც ნინო ხარატიშვილის სპექტაკლისთვის დაიწერა

ბოლო სიახლეები

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

FacebookTweetLinkedInEmail ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

FacebookTweetLinkedInEmail „პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების