Pride is Love

ტესტი — გამოიცანი ლგბტქი დროშები

ტესტი — გამოიცანი ლგბტქი დროშები

შემდეგი

#1. აბა, მარტივით დავიწყოთ: რისი დროშაა ეს?

ეს არის ლგბტ პრაიდის დროშა, იგივე „ცისარტყელის დროშა“, რომელიც 1978 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, დროშა 8 ფერისგან შედგებოდა, შემდეგ კი მას ორი ფერი გამოაკლდა. ამჟამად დროშაზე არსებულ ფერებს შემდეგი დატვირთვა აქვს:

  • წითელი — ცხოვრება
  • სტაფილოსფერი — ჯანმრთელობა
  • ყვითელი — მზის შუქი
  • მწვანე — ბუნება
  • ინდიგო (ლურჯი) — ჰარმონია
  • იასამნისფერი — სული

„ცისარტყელის დროშაზე“ მეტის გასაგებად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია მისი ისტორიის შესახებ.

შემდეგი

#2. რომელ სექსუალობას აღნიშნავს ეს დროშა?

ეს დროშა პანსექსუალების დროშაა. პანსექსუალი არის ადამიანი, რომელიც რომანტიკულ, სექსუალურ, სულიერ ან/და ფიზიკურ ლტოლვას განიცდის ნებისმიერი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანის მიმართ.

პანსექსუალების დროშა სამი ჰორიზონტალური ზოლისგან შედგება — ვარდისფერი, ყვითელი და ლურჯი:

  • ვარდისფერი მდედრობით სქესს აღნიშნავს;
  • ყვითელი წარმოადგენს მათ, ვინც თავს აიდენტიფიცირებს როგორც გენდერქვიარი, არაბინარული, აგენდერი, ანდროგინი;
  • ხოლო ლურჯი მამრობითი სქესის აღმნიშვნელია.

პანსექსუალების დროშის ისტორიაზე უფრო მეტის გასაგებად იხილეთ ჩვენი სტატია.

შემდეგი

#3. რომელი თემის დროშაა ეს?

ეს ასექსუალების დროშაა, რომელიც, პანსექსუალების დროშის მსგავსად, 2010 წელს შეიქმნა. ასექსუალი არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან ნაკლებად აქვს სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ ან სექსუალური აქტივობებისადმი დაბალი ინტერესით ან ინტერესის არქონით გამოირჩევა.

ასექსუალების დროშა ოთხი ფერისგან შედგება და თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს:

  • შავი — ასექსუალობა
  • ნაცრისფერი — გრეისექსუალობა და დემისექსუალობა
  • თეთრი — არაასექსუალი პარტნიორები და მხარდამჭერები
  • იასამნისფერი — საზოგადოება, ერთიანობა

ასექსუალების დროშაზე უფრო მეტის გასაგებად იხილეთ ჩვენი სტატია.

შემდეგი

#4. ვისი დროშაა ეს?

ეს დროშა ტრანსგენდერი ადამიანების აღმნიშვნელია. ტრანსგენდერი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს.

ტრანსგენდერი ადამიანების დროშის მთავარი ფერებია: ვარდისფერი, ცისფერი და თეთრი:

  • დროშაზე ზედა და ქვედა ზოლები ღია ცისფერია, ე.წ. „ტრადიციული“ ფერი ბიჭებისთვის
  • მათ გვერდით ზოლები ვარდისფერია — „ტრადიციული“ ფერი გოგონებისთვის
  • შუაში თეთრი ზოლი კი გამოხატავს ინტერსექს ადამიანებს, მათ, ვინც ტრანზიციას გადის ან გენდერულად ნეიტრალურია.

ტრანსგენდერი ადამიანების დროშის მნიშვნელობაზე მეტის გასაგებად იხილეთ ჩვენი სტატია.

შემდეგი

#5. რომელი ქვიარ თემის დროშაა ეს?

სწორი პასუხია ბისექსუალები. ბისექსუალი არის ადამიანი, რომელსაც რომანტიკული ან/და სექსუალური მიზიდულობა აქვს კაცებისა და ქალების მიმართ, ან ერთზე მეტი გენდერის მიმართ.

ბისექსუალების დროშაზე სამი ფერია: ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი. სამივე ფერს კონკრეტული დატვირთვა აქვს:

  • ვარდისფერი, რომელიც დროშის 40%-ს იკავებს, ნიშნავს ჰომოსექსუალობას;
  • იასამნისფერი დროშის 20%-ს იკავებს და წარმოადგენს ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის ნაზავს;
  • ხოლო ლურჯი ფერი — 40%-ს და ჰეტეროსექსუალობას ნიშნავს.

ბისექსუალების დროშაზე მეტის გასაგებად იხილეთ ჩვენი სტატია.

შემდეგი

#6. ლგბტქი თემის რომელ წარმომადგენლებს აღნიშნავს ეს დროშა?

ეს დროშა ინტერსექსი ადამიანების აღმნიშვნელია. ინტერსექსი არის ქოლგა-ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები, რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა.

ინტერსექსი ადამიანების დროშა შედგება ყვითელი ველისაგან, შუაში მეწამული წრის ემბლემით. ფერები და წრე სრულად იცილებს ისეთი სიმბოლოების გამოყენებას, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ გენდერთან. წრე უწყვეტი და ორნამენტირებულია და ის სიმბოლურად გამოხატავს მთლიანობას, სისრულესა და ინტერსექსი ადამიანების შესაძლებლობებს.

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ინტერსექსი ადამიანების დროშის მნიშვნელობასა და მისი შექმნის ისტორიაზე, იხილეთ ჩვენი სტატია.

შემდეგი

#7. ვის გამოხატავს ეს დროშა?

ეს დროშა არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების დროშაა. არაბინარული არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც მხოლოდ „კაცის“ ან „ქალის“ ტრადიციულ ბინარულობაში არ ჯდება.

არაბინარული ადამიანების დროშა 2014 წელს შეიქმნა და ის ოთხი ფერისგან შედგება:

  • ყვითელი ასახავს იმ ადამიანებს, რომელთა გენდერიც ბინარულობის ფარგლებს სცდება.
  • იისფერი ასახავს მათ, ვისი გენდერიც „კაცისა“ და „ქალის“ ნაზავია ან მათ შორისაა.
  • შავი ასახავს გენდერის არმქონე ადამიანებს.
  • თეთრი ასახავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბევრ ან ყველა გენდერს მოიცავენ.
შემდეგი

#8. ვისი დროშაა ეს?

ეს ლესბოსელების დროშაა. ლესბოსელი არის ქალი, რომელსაც სექსუალური და/ან რომანტიკული მიზიდულობა აქვს ქალების მიმართ.

ლესბოსელთა რამდენიმე დროშა არსებობს, მათგან ერთ-ერთი კი ეს ხუთზოლიანი დროშაა — ლესბოსელთა თემის პრაიდის დროშა — რომლის თითოეული ფერიც გამოხატავს ლესბოსელობის საკვანძო ასპექტს: ტრანსგრესიულ ქალობას, თემს/საზოგადოებას, გენდერულად არაკონფორმულობას, თავისუფლებასა და სიყვარულს.

დასრულება

შედეგები

-

აბა რაა! ყოჩაღი ხარ, ასე გააგრძელე.

ქვიარ დროშები მშვენივრად გცოდნია, იქნებ ქვიარ ტერმინების გამოცნობაშიც გეცადა ძალა?

ეჰჰ, სამწუხაროდ, ქვიარ დროშებში ძლიერი ვერ გამოდექი.

იქნებ ქვიარ ტერმინების გამოცნობაში გეცადა ძალა?

წინა

შოტლანდიაში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალური შეცვლა მარტივდება

შემდეგი

ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობაზე სრულ და თანაბარ ხელმისაწვდომობას ითხოვენ – მანიფესტი

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ