Wallpapersden

ტესტი — გამოიცანი Game of Throne-ის ქვიარ პერსონაჟი ფრაზით

ტესტი — გამოიცანი Game of Throne-ის ქვიარ პერსონაჟი ფრაზით

შენიშვნა: ვინაიდან სერიალში ღიად არაა საუბარი კონკრეტულ სექსუალურ ორიენტაციებსა თუ გენდერულ იდენტობებზე, ეს ქვიზი ეფუძნება მხოლოდ პერსონაჟების ქცევებს, გადაწყვეტილებებსა თუ ინტერესებს, რომლებსაც ისინი ავლენენ სერიალში ან ჯორჯ მარტინის წიგნების სერიაში, ასევე ფანების ვარაუდებსა და თეორიებს.

შედეგები

-
Giphy

ყოჩაღ! შესანიშნავი შედეგი აჩვენე. რკინის ტახტზე ბოლოს რომ შენ დამჯდარიყავი, ნამდვილად უკეთესი დასასრული იქნებოდა.

ახლა შეგიძლია, ჩვენს სხვა ქვიზებშიც გამოცადო თავი.

Tenor

ჯონ სნოუსავით არაფერი თუ არა, „სამეფო კარის თამაშების“ ქვიარ პერსონაჟები ნამდვილად არ გცოდნია.

შეგიძლია, ჩვენს სხვა ქვიზებში მოსინჯო ძალა.

შემდეგი

#1. რომელი პერსონაჟი ამბობს ფრაზას „მე ლედი არ ვარ. არასდროს ვყოფილვარ. ეს მე არ ვარ“.

სერიალის განმავლობაში არაერთხელ ვხედავთ, როგორ უარყოფს ქალის ტრადიციულ როლებს არია, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან დაწყებული, რაც ხშირად გამოიხატება მის ინტერესებში, ქცევასა და ჩაცმულობაში. ამის გამო, შეგვიძლია იმის თქმა, რომ არია სტარკი, დიდი ალბათობით, გენდერულად არაკონფორმულია.

გენდერულად არაკონფორმული (ინგლ. Gender non-conforming) არის ადამიანი, რომელიც უარყოფს იმ როლებსა და მოლოდინებს, რომლებსაც მას საზოგადოება აკისრებს მისი გენდერის გამო.

შემდეგი

#2. ვის ეკუთვნის ფრაზა: „ძალაუფლება იქაა, სადაც ხალხს ჰგონია, რომ ის არის. ეს ოინია, ჩრდილი კედელზე. და ძალიან პატარა კაცს შეუძლია ძალიან დიდი ჩრდილი ჰქონდეს“

ლორდ ვარისი საჭურისია, თუმცა მის ქვიარობასთან ეს არაფერ შუაშია. ის ჯერ კიდევ საჭურისობამდე არ იყო დაინტერესებული სხვა ადამიანებით. ობერინ მარტელთან დიალოგში ის აღნიშნავს, რომ არასდროს არ ყოფილა დაინტერესებული არც ბიჭებით და არც გოგოებით — მას არავინ იზიდავდა სექსუალურად და ამით ძალიან ბედნიერია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ვარისი ასექსუალია.

ასექსუალი არის ადამიანი, რომელსაც ნაკლებად აქვს ან არ აქვს სექსუალური მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ.

შემდეგი

#3. რომელი ლგბტქი პერსონაჟი ეუბნება ნედ სტარკს ფრაზას: „კი, ის კარგი მეომარია, ეს ყველამ იცის! რობერტიც ასეთი იყო. მითხარი, კიდევ გჯერა, რომ კარგი მეომრებისგან კარგი მეფეები დგებიან?“

რენლი მხოლოდ კაცებითაა დაინტერესებული და ეს კარგადაა ცნობილი სამეფო კარზე, თუმცა, ამის მიუხედავად, მას უწევს მარჯერიზე ქორწინება, რომლის მიმართაც არანაირი ფორმის სქესობრივი ლტოლვა არ აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია იმის თქმა, რომ რენლი გეია.

შემდეგი

#4. რომელი პერსონაჟი ამბობს ფრაზას: „რატომ? ისედაც ყველამ იცის ჩემზე. ყველამ ყველაფერი იცის ყველაზე. რა აზრი აქვს საიდუმლოს შენახვას ასეთ ადგილას?“

რენლის მსგავსად, სირ ლორასის ორიენტაციაც კარგადაა ცნობილი ვესტეროსის დიდგვაროვნებში. მეფის საბიჯელში მან ურთიერთობა დაიწყო რენლი ბარათეონთან, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სხვა კაცებთაც ჰქონდა სექსი და ამას დიდად არც მალავდა, რადგან, მისივე თქმით, „ეს ყველამ იცოდა“. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სირ ლორასიც გეია.

შემდეგი

#5. რომელი პერსონაჟის სექსუალობას ვიგებთ ფრაზით: „როდესაც საქმე ომს ეხება, მე დორნისთვის ვიბრძვი. მაგრამ როდესაც საქმე სიყვარულთან გვაქვს… მხარეებს არ ვირჩევ“.

პრინც ობერინს ქალებიც იზიდავს და კაცებიც და ამას სერიალში გამოჩენიდან მალევე აღნიშნავს:

„ღმერთებმა შექმნეს [ქალები]… და მე ამით ვტკბები. ღმერთებმა შექმნეს [კაცები]… და მე ამით ვტკბები“.

ეს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პრინცი ობერინი, დიდი ალბათობით, ბისექსუალია.

შემდეგი

#6. ვინ ამბობს ფრაზას: „სუსტი კაცები აღარასდროს იქნებიან დორნის სათავეში“.

ობერინის მსგავსად, ელარია სენდსაც ვხედავთ ერთდროულად ქალ და კაც პარტნიორებთან.

შემდეგი

#7. რომელი პერსონაჟი ეუბნება ელარია სენდს ფრაზას: „მაპატიე. მშვენიერი ხარ. უბრალოდ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდები“.

ოლივარი გეი პერსონაჟია, რომელიც პეტირ ბეილიშის საროსკიპოში მუშაობს. მეოთხე სეზონში ის ობერინთან და ელარიასთან ერთად მონაწილეობს ორგიაში, რომლის დროსაც ელარია მას კოცნის, თუმცა ოლივარი თავაზიანად ეუბნება უარს და ამბობს, რომ მას ქალები არ იზიდავს.

შემდეგი

#8. ვინ ამბობს ფრაზას: „მე ჩვეულებრივი ქალი არ ვარ. ჩემი ოცნებები სრულდება“

ამ ფრაზას დეინერის ტარგარიენი ამბობს. დროგოსთან ქორწინებასა და მის კაც საყვარლებს შორის ის ასევე რამდენიმე ქალ პერსონაჟთანაც ფლირტაობს. სამწუხაროდ, მისი სექსუალობის მრავალფეროვნება სერიალში ნაკლებად ჩანს, თუმცა ჯორჯ მარტინის წიგნებში ის ბისექსუალადაა წარმოდგენილი.

შემდეგი

#9. რომელი ქვიარ პერსონაჟი ეუბნება დეინერისს ფრაზას: „არასდროს ვითხოვ, თუმცა ყველაფრის მიმართ ღია ვარ“.

იარა გრეიჯოი სერიალში ქალებითაა დაინტერესებული. შესაძლოა, ის ლესბოსელი იყოს, თუმცა სწორედ ეს ფრაზა, „ყველაფრის მიმართ ღია ვარ“, ფანების ნაწილისთვის მისი პანსექსუალობის მიმანიშნებელია.

შემდეგი

#10. ვინ ამბობს ფრაზას: „ერთადერთი რამ მინდოდა — მებრძოლა იმ ლორდისთვის, რომლისაც მჯეროდა. მაგრამ კარგი ლორდები დაიხოცნენ, ყველა დანარჩენი კი ურჩხულია“.

არიას მსგავსად, ბრიენაზეც შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის, დიდი ალბათობით, გენდერულად არაკონფორმულია — სერიალში ის ცხადად უარყოფს მისთვის დაკისრებულ გენდერულ როლებს და სრულიად სხვა ინტერესებით გამოირჩევა.

დასრულება

წინა

როგორ შეცვალა კოალიცია ACT UP-მა შიდსის პანდემიაში მცხოვრები ამერიკა

შემდეგი

თბილისი პრაიდი — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების