ინტერსექსი ადამიანების დროშაზე ყვითელი ფონი და ცენტრში მეწამული წრეა გამოსახული. დროშის კონცეფცია თავად ინტერსექსმა ადამიანმა შექმნა 2013 წელს. ავტორმა, მორგან კარპენტერმა, ის შემდეგნაირად ახსნა:
,,დროშა შედგება ყვითელი ველისაგან, მეწამული წრის ემბლემით. ფერები და წრე სრულად იცილებს ისეთი სიმბოლოების გამოყენებას, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ გენდერთან. მაგალითად, ტრანს დროშაზე ლურჯი და ვარდისფერი ბინარულობაზე ხაზგასმაა. წრე უწყვეტი და ორნამენტირებულია, ის სიმბოლურად გამოხატავს მთლიანობას, სისრულესა და ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენ კვლავ ვიბრძვით სხეულის ავტონომიისა და გენიტალური მთლიანობისთვის და ეს სიმბოლურად განასახიერებს უფლებას, ვიყოთ ის, ვინც გვინდა, რომ ვიყოთ.”
ინტერსექსი ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი გამოცდილებები, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ მათ ადრეული ასაკიდან აქვთ ჩამორთმეული საკუთარი სხეულის ავტონომია და კონფიდენციალურობა, იმის ნაცვლად, რომ მათ გადაწყვეტილებები თავად უნდა მოეღოთ მათთვის ადეკვატურ ასაკში.
სიტყვა ,,ინტერსექსი” ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანის აღსაწერად, ვინც დაიბადა სქესის მახასიათებლების ვარიაციებით, როგორიცაა ქრომოსომა, სასქესო ორგანოები, სასქესო ჯირკვლები ან სასქესო ჰორმონები. ამგვარად, ინტერსექსი ადამიანი შეიძლება დაიბადოს ან განვითარდეს იმ ანატომიური მახასიათებლებით, რომლებსაც ჩვენ მამრობითი და მდედრობითი სქესის ანატომიას ვუკავშირებთ. რადგან ანატომიური განსხვავებები არსებითად არ შეესაბამება გენდერს ან სექსუალურ იდენტობას, ინტერსექსუალი შეიძლება იყოს ქალი, მამაკაცი, არაბინარული ადამიანი, ტრანსგენდერი ან ნებისმიერი სხვა გენდერული იდენტობის მატარებელი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ინტერსექს ადამიანებს ასევე შეუძლიათ, იდენტიფიცირდებოდნენ როგორც სთრეითი, ლესბოსელი, გეი, ქვიარი, ასექსუალი და სხვა.
წყარო: ihra.org.au