რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანია ჰომოფობიური განცხადებების თანხლებით ტარდება. “დადექით კაცურად, როგორც ჩვენს ოჯახებს შეეფერება” – მოუწოდებს პრეზიდენტი ამომრჩევლებს და პირდება მათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვიარ ადამიანები აღარ იქნებიან ხილვადი ქვეყანაში. თურქეთში არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი 2014 წლიდან ქვეყნის სათავეშია. ამ ხნის მანძილზე ის არაერთხელ გამოსულა ჰომოფობიური განცხადებებით. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერდოღანი მის ოპონენტებს “პრო ლგბტ”-ებს უწოდებს და მოუწოდებს ახალგაზრდა ამომრჩეველს, მათ არ მისცენ ხმა. მისი პარტია კი ანტი ლგბტქი მოწოდებებეს აგრძელებს და როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მათი იდეოლოგია ოჯახურ ღირებლებებზე დგას.