კელი დეგნანი

/

მხარდამჭერები პასუხისმგებლები იქნებიან ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე — დეგნანი რუსულ კანონზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მედიასთან ქართული ოცნების რუსულ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, ხოლო მისი მხარდამჭერები პირდაპირ იქნებიან პასუხისმგებლები ამ მომავლისთვის საფრთხის შექმნაში. „რეალური

/

“კანონპროექტი რუსულია და მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას” — დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ის რუსულია და მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებისა და აზრის გაჩუმებას. “ეს კანონპროექტი რუსულია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება — გააჩუმოს განსხვავებული

„ეს კანონი არ არის საჭირო და ის არ ატარებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“ — კელი დეგნანი

/

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ემორის უნივერსიტეტის 30 წელთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი რუსული

„ეს კანონი არ არის საჭირო და ის არ ატარებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“ — კელი დეგნანი

/

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ემორის უნივერსიტეტის 30 წელთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი რუსული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

ელჩი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღონ ეს კანონპროექტი და ამბობს, რომ მას დამანგრეველი შედეგი ექნება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ეხმარებიან.

„ჩვენ არ შეგვიწყვეტია მცდელობები, დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ არ გაატაროს ეს კანონმდებლობა. აშშ-მ, გაერომ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და საქართველოს ბევრმა მეგობარმა — ყველამ გამოვხატეთ ჩვენი წუხილი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, დიდი ალბათობით, მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და დაადუმებს დამოუკიდებელ მედიას, როგორც მსგავსმა კანონპროექტმა ქნა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ, გადახედონ ამ კანონპროექტს. მას დამანგრეველი შედეგი ექნება ქართულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ და ცდილობენ, დაეხმარონ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს კანონი არ არის საჭირო და ის არ ატარებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ, რის პარალელურადაც პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ხალხის საპროტესტო აქცია იმართება.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

მხარდამჭერები პასუხისმგებლები იქნებიან ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე — დეგნანი რუსულ კანონზე

/

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მედიასთან ქართული ოცნების რუსულ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, ხოლო მისი მხარდამჭერები პირდაპირ იქნებიან პასუხისმგებლები ამ მომავლისთვის საფრთხის შექმნაში.

„რეალური კითხვა ისაა, რა არის საქართველოს ინტერესებში. ნათელია, რომ საქართველოს არ სჭირდება კანონის არცერთი ვერსია. ნათელია ისიც, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ვერსიის მხარდამჭერები პირდაპირ პასუხისმგებლები იქნებიან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაში. გაერომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, საქართველოს სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, იმიტომ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის იმ ორგანიზაციების, მათ შორის, ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ, რომლებიც მუშაობენ საერთო მიზნებისთვის, რაც გულისხმობს უსაფრთხო, წარმატებულ მომავალს და იმ საქმეს, რაც გრძელდება უკვე წლების მანძილზე საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებს შორის თანამშრომლობით. ამიტომ, კითხვა ჩნდება, რატომ, რა არის მთავარი მიზანი და მიზეზი ამ კანონის მიღების?“, — აღნიშნა დეგნანმა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. 

“კანონპროექტი რუსულია და მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას” — დეგნანი

/

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ის რუსულია და მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებისა და აზრის გაჩუმებას.

“ეს კანონპროექტი რუსულია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება — გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრებისთვის დახმარების გაწევა გააგრძელონ. მაგალითად, ეს კანონი ხელს შეუშლის ორგანიზაციებს, რომლებიც შშმ პირებს ეხმარებიან სხვადასხვა საკითხში. ხელს შეუშლის ასევე, სამედიცინო კვლევებს, რომლებიც დონორების დახმარებით ხორციელდება. ხელს შეუშლის ტურიზმის, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც კლიმატის ცვლილებებსა და ნებისმიერ სხვა საკითხზე მუშაობენ. სია ნამდვილად ძალიან გრძელია”, — აცხადებს დეგნანი.

 

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: