ქართული ოცნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას ცდილობს და აპირებს მიიღოს რუსული კანონი — დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და “ხალხის ძალა” დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტები, რომელთა მიხედვით, იმ
პარლამენტში დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას სიძულვილის ენა გამოიყენა და ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსულმა კანონპროექტმა ხალხს აჩვენა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, მაგალითად, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სინამდვილეში, ქართველი ხალხის აგენტები არიან.
“ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორებიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართულ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ”, — თქვა კობახიძემ.
ამასთანავე, კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის ხალხის ძალის კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ “ენჯეოების” ხელით საქართველოში “ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. მისი თქმით, კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით და უპირველესი იმის აღიარება იყო, რომ აგენტობა არის სათაკილოა საქმე. “აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს”.
დასასრულს, კობახიძემ მადლობა გადაუხადა ანტიდასავლურ მოძრაობას რუსული კანონპროექტის ინიცირებისთვის.
“მადლობას ვუხდი ხალხის ძალის გუნდს, რომელმაც დააინიციირა ეს კანონპროექტი, ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც ამ კანონპროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს” და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. ასე ეხმაურება ის პარლამენტის მიერ 7 მარტს, პირველი მოსმენით მხარდაჭერილ რუსულ კანონს.
“კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში”, — აცხადებს ის.
გარდა ამისა, კობახიძემ ამერიკის საელჩოს განცხადება შეაფასა და თქვა, რომ დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის.
მისივე მტკიცებით, კანონპროექტის ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირება არის “ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია”, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად ივლიან “წინ ევროპისკენ” და ამას გააკეებენ ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.
“ასევე, მინდა მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას სიმშვიდისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან. იქ არის, რა თქმა უნდა, გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ, არის სერიოზული ფიზიკური დააზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. და ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო”, — აცხადებს კობახიძე.
რუსთაველზე აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ თავდაპირველად, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოიყენა, ხოლო შემდეგ წყლის ჭავლი, რასაც მალევე მოჰყვა ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
პარლამენტთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათ შორის, დღესაც. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.
ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ქართული ოცნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას ცდილობს და აპირებს მიიღოს რუსული კანონი — დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და “ხალხის ძალა” დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტები, რომელთა მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ. ამ ინიციატივის ერთ-ერთ ავტორად საჯაროდ პოზიციონირებს ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი, რომელიც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, არაერთხელ დაფინანსებულა “უცხოური ძალებისგან”, რადგან წლების განმავლობაში მუშაობდა ორგანიზაციებში, რომელთა დონორები დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.
ქვიარმა მოიძია ქართული ოცნების მთავრობისა და დეპუტატების ბიოგრაფიები და შეაგროვა ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ არაერთი მათგანი მუშაობდა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებში, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ და რომლებსაც ახლა საფრთხე სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით ემუქრებათ. ყველა მონაცემი ამოღებულია ოფიციალური წყაროებიდან, მათ შორის, მთავრობისა და პარლამენტის ვებგვერდებიდან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პარლამენტის ვებგვერდზე თუ შეხვალთ, მარჯვენა ქვედა კუთხეში დაგხვდებათ USAID-ის ლოგო, წარწერით, რომ ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. დასავლური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ვრცლად მომდევნო სტატიებში მოგიყვებით.
ეს ჩამონათვალი კი დავიწყოთ იმ ადამიანებით, რომლებიც საჯაროდ პოზიციონირებენ, როგორც ამ კანონპროექტის ავტორები.
სოზარ სუბარი
- 1996-2004 წლებში იყო კორესპონდენტი რადიო თავისუფლებაში, რომელსაც აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს.
- 1998-2001 წწ. — ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი;
- 2003-2004 წწ. — არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტ კანონის უზენაესობის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში თავისუფლების ინსტიტუტი არ ჩანს;
- 2004 წელი — ნეტგაზეთის ინფორმაციით, 2004 წელს სოზარ სუბარს ღია საზოგადოების ფონდისგან მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთ სპექტრის პროექტ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ტრენერობისთვის. ღია საზოგადოების ფონდი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა;
- 2010-2015 წწ. — გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი.
გურამ მაჭარაშვილი
- 1994-1994 — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
ეკა სეფაშვილი
- 1997-1998 წწ. — გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი “ქალები განვითარების პროცესში”;
- 1999-2002 წწ. — გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის ეროვნული პროექტი “გენდერული განვითარების პროცესში”;
- 2020-2020 წწ. — ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის მრჩეველი.
რაც შეეხება ქართული ოცნების სხვა დეპუტატებს, რომლებიც მუშაობდნენ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში, ჩამონათვალი არც ისე მცირეა. იხილეთ სია:
ირაკლი კობახიძე
- 2000-2001 წწ. — შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი;
- 2006-2014 წწ — გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.
გივი მიქანაძე
- 2000-2001 წწ. —გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი;
- 2004-2005 წწ. — ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში;
- 2005-2005 წწ. — ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი;
- 2009-2010 წწ. — გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“;
- 2010-2013 წწ. — ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი;
- 2013-2015 წწ. — ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი;
- 2015-2016 წწ. — ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი.
ბექა დავითულიანი
- 2010-2012 წწ. — შპს „მედიაჰაუსი დეკომი“, იურისტ-კონსულტანტი;
- 2010-2013 წწ.— ჟურნალი „ლიბერალი“. ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდზე 2010 წელს გამოქვეყნებულ სიახლეში ვკითხულობთ, რომ ჟურნალის გამოცემა საწყის ეტაპზე სწორედ მათ მიერ არის დაფინანსებული. ღია საზოგადოების ფონდი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2010 წელს ლიბერალმა, სადაც მუშაობდა დავითულიანი, ფონდისგან გრანტის სახით 47 767 დოლარი მიიღო, ხოლო 2013 წელს — 40 000 დოლარი.
რატი იონათამიშვილი
-
2005-2014 წწ. — კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, პოლიტიკური პროექტების დირექტორი. ორგანიზაციის ვებგვერდზე, დონორების ჩამონათვალში 10-მდე დასავლურ ორგანიზაციას იპოვით. მათ შორისაა, ევროკავშირი, USAID და ა.შ.
ირაკლი ჩიქოვანი
- 2016-2018 წწ. — მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.
ირაკლი ბერაია
- 1999-2001 წწ. — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი;
- 2001-2001 წწ. — წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი.
მაია ბითაძე
- 2001-2003 წწ. — „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი;
- 2003-2004 წწ. — „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი;
- 2004-2005 წწ. — „საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების პროექტი“ (UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი;
- 2004-2005 წწ. — „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი;
- 2006-2011 წწ. — ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში – „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში;
- 2015-2021 წწ. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
ზაურ დარგალი
- 2008-2011 წწ. — მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი, პროგრამის მენეჯერი;
- 2012-2013 წწ. — მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ირაკლი ზარქუა
- 2003-2006 წწ. — ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. ნეტგაზეთის ინფორმაციით, 2003 წელს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით აფბამ „ქვემო ქართლში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის“ სამთვიანი პროექტი განახორციელა.
არჩილ თალაკვაძე
- 2006-2007 წწ. — აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, პროექტის კოორდინატორი;
- 2007 წელი — ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია არ ჩანს პარლამენტის ამჟამინდელ ვებგვერდზე, თუმცა იძებნება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე;
- 2011-2012 წწ — აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, დირექტორის მოადგილე;
კახა კახიშვილი
- 2011-დღემდე — არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” სამართლებრივი დირექტორი. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ორგანიზაცია პროექტებს ძირითადად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს, მათ შორისაა „ფონდი ღია საზოგადოება — საქართველო“ და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
ირაკლი კოვზანაძე
- 2007-2008 წწ. — ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში.
- 2008-2012 წწ. — ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი;
- 2009-2012 წწ. — ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენელი დირექტორი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებში;
ბაია კვიციანი
- 2018-2019 წწ. — ბრიტანეთის საბჭო (British Council) — დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი, ახალგაზრდული ბორდის წევრი.
მარიამ ლაშხი
- 2007-2007 წწ. — USAID არქეოლოგიური გათხრები;
- 2012-2014 წწ. — მსოფლიო ბანკი.
გოგი მეშველიანი
- 2005-2014 წწ. — გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი.
შალვა პაპუაშვილი
- 2003-2007 წწ. — გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი;
- 2007-2015 წწ. — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი;
- 2015-2017 წწ. — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;
- 2017-2020 წწ. — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
ანრი ოხანაშვილი
- 2008-2009 წწ. — მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
- 2010-2010 წწ. — მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
- 2015-2017 წწ. — საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) მთავარი რედაქტორი (Schriftleiter).
ნიკოლოზ სამხარაძე
- 2005-2010 წწ. — სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი;
- 2010-2016 წწ. — გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი.
ლევან ქარუმიძე
- 2011-2012 წწ. — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი.
ვლადიმერ ჩაჩიბაია
- 2015-2016 წწ. — უფროსი სამხედრო მრჩეველი, ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA)
ხატია წილოსანი
- 2011-2011 წწ. — საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი;
- 2011-2012 წწ. — საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი.
გიორგი ხელაშვილი
- 1997-1998 წწ. — მონტერეის (აშშ) საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი;
- 2000-2001 წწ. — ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის ასისტენტი;
- 2003-2004 წწ. — საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი;
- 2004-2007 წწ. — სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი;
- 2007-2009 წწ. — ოქფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო დეპარტამენტის კვლევითი ასისტენტი;
- 2008-2008 წწ. — ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი;
- 2010-2010 წწ. — ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი;
- 2010-2010 წწ. — ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანას კოლეჯის დეკანის თანაშემწე.
რაც შეეხება მტავრობას, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი 1999-2001 წლებში მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრში (CERMA) მთავარ ბიზნეს-კონსულტანტად მუშაობდა, 2007-2009 წლებში კი USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის, Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 2008-2013 წლებში საერთაშორისო კომპანია Ernst & Young (ერნსტ ენდ იანგ) თბილისის ოფისში, საგადასახადო და იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა, 2016-2020 წლებში კი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) არჩეული წევრი იყო.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბიოგრაფიაში კი ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, ასევე, სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა ზაარლანდის უნივერსიტეტში და რომ “საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის და კონრად-ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი”.
2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.
პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. ისინი ღამითვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს რუსული კანონპროექტის ორივე ვერსიას. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონის მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. მანამდე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ კანონპროექტის მეორე ვერსიას მათი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ორივე დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.
„ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, ქართულ ვერსიასაც და ამერიკულ ვერსიასაც და ამის შემდეგ ორივე კანონპროექტი გაიგზავნება უკვე ვენეციის კომისიაში. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ ვერ იტყვის, ბუნებრივია, იმას, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა… ამერიკული კანონი არის, სადაც არათუ უცხოური გავლენის აგენტი ეწოდება შესაბამის სუბიექტს, პირდაპირ ეწოდება უცხოელი აგენტი. თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ უცხოელი აგენტი არის უკეთესი ტერმინი, შესაძლოა, დავუჭიროთ მხარი“, — აღნიშნა კობახიძემ.
საერთაშორისო საზოგადოება და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი კანონპროექტს გმობენ და მის რუსულ კანონთან აშკარა კავშირზე საუბრობენ. მედიაორგანიზაციები აცხადებენ, რომ არ აპირებენ რეგისტრაციას.
2012 წელს, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთშიც, რამაც უკანასკნელ ათწლეულში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის დახურვა გამოიწვია და რუსეთში კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების არსებობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.
ასევე ნახეთ:
რა წერია ანტიდასავლური მოძრაობის რუსულ კანონში „უცხოეთის აგენტების შესახებ“
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს