ქამინგაუთი

მსახიობი ჯენა მელოუნი პანსექსუალად დაქამინგაუთდა

ჯენა მელოუნი, რომელიც მსოფლიომ ყველაზე უკეთ ფილმ „შიმშილის თამაშებიდან“ გაიცნო, პანსექსუალად დაქამინგაუთდა. პანსექსუალი არის ადამიანი, რომელიც რომანტიკულ, სექსუალურ, სულიერ და ფიზიკურ ლტოლვას განიცდის ნებისმიერი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანის მიმართ. მსახიობმა ინსტაგრამზე

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და დაბადებისას მინიჭებული სქესი შესაძლოა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდეს. დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2016 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი და ავსტრალიის ქალთა რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი კაცად

მსახიობი სამირა უილი და მისი შემთხვევითი ქამინგაუთი

მსახიობი სამირა უილი, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი სერიალებიდან Orange is the New Black და The Handmaid’s Tail, იმ ინციდენტზე ყვება, როდესაც შემთხვევით

შოტლანდიელი ფეხბურთელი ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა

შოტლანდიელი ფეხბურთელი, ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა. მისი თქმით, ამის აუცილებლობაში წელს, პრაიდის ღონისძიებაზე გატარებულმა დიდმა დრომ დაარწმუნა. „ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მივიღე –

შოტლანდიელი ფეხბურთელი ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა

შოტლანდიელი ფეხბურთელი, ზანდერ მიურეი საჯაროდ დაქამინგაუთდა. მისი თქმით, ამის აუცილებლობაში წელს, პრაიდის ღონისძიებაზე გატარებულმა დიდმა დრომ დაარწმუნა.

„ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მივიღე – პირველ რიგში, ცოტა ხნის წინ პრაიდის ღონისძიებაზე ვიყავი შვებულებაში და მეორე, ყოველთვის მიყვარდა ასეთი ღონისძიებები, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილობის გამო, არასდროს მიმიღია მონაწილეობა“, — განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

მიურეი, ისევე, როგორც უამრავი ლგბტქი სპორტსმენი, რომელიც ქამინგაუთდება, ამბობს, რომ საკუთარი პიროვნების დამალვის გამო მუდმივ სტრესში იყო. მან სხვა ფეხბურთელებისგან უდიდესი მხარდაჭერა იგრძნო.

„სანამ დაქამიგაუთდები, გგონია, რომ ხალხი შენ წინააღმდეგ გამოვა და ყველაზე უარესზე გეფიქრება. მშვენიერი შეგრძნება იყო ასეთი დიდი მხარდაჭერის მიღება“, — ამბობს ის.

მიურეისთვის ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ნანობს. მან იმ გავლენაზეც ისაუბრა, რომელიც მასზე ორმა შოტლანდიელმა მსაჯმა, კრეიგ ნეპიერმა და ლოიდ უილსონმა და ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯეიკ დენიელსმა მოახდინეს, როდესაც გაზაფხულზე ქამინგაუთი გააკეთეს.

მიურეი პირველი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

მსახიობი სამირა უილი და მისი შემთხვევითი ქამინგაუთი

მსახიობი სამირა უილი, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი სერიალებიდან Orange is the New Black და The Handmaid’s Tail, იმ ინციდენტზე ყვება, როდესაც შემთხვევით დააქამინგაუთეს.

“ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ადამიანებმა, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი, საჯაროდ დაქამინგაუთებული მსახიობების შესახებ ისაუბრეს და ჩემი სახელი ახსენეს”, — აღნიშნა სამირამ.

მსახიობმა ამ ფაქტზე ადრეც ისაუბრა და იმედგაცრუება გამოხატა, რადგან ვერ მოახერხა ისე წარმოეჩინა საკუთარი თავი, როგორც თავად სურდა.

“წავიკითხე თუ არა მათი ინტერვიუ, უბრალოდ ცრემლები წამომივიდა. ჩემმა სარეკლამო აგენტმა ინტერვიუ ინტერნეტიდან 30 წუთში ამოიღო, მაგრამ რა არის 30 წუთი ინტერნეტში? მთელი სიცოცხლე”, — თქვა მან და აღნიშნა, თუ რამდენად შემაშფოთებელი იყო ეს სიტუაცია.

The Guardian-თან საუბრისას უილიმ აღიარა, რომ თავდაპირველად ყოყმანობდა მისი ამჟამინდელი როლის შესრულებაზე „მხევლის წიგნში“ რადგან მისი პერსონაჟი, როგორც Orange is the New Black-ის ფუსეი, ქვიარია.

უილიმ აღიარა, რომ გენდერულმა თვითგამოხატვამ და ინსტაგრამზე აქტიურობამ ადამიანებს მის სექსუალობაზე ვარაუდების გაკეთებაში ხელი შეუწყო. მსახიობის თქმით, ისინი არ ცდებოდნენ, მაგრამ სურდა, საჯარო ქამინგაუთი თავად გაეკეთებინა.

“ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც წამართვეს”, — თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევითი ქამინგაუთით იმედგაცრუებული იყო, უილიმ საბოლოოდ მეტი გეი პერსონაჟის როლის შესრულება გადაწყვიტა, მათ შორის, The Handmaid’s Tail-ში და როგორც თავად ამბობს, ახლა უფრო მეტად გრძნობს ამ გადაწყვეტილების სისწორეს.

“ახლანდელი გადმოსახედიდან, გულუბრყვილოა იმის თქმა, რომ გეი პერსონაჟების როლის მორგება არ მინდა. ჰეტერონორმატიულია იდეა, თითქოს ქვიარები ერთმანეთისგან არ განვსხვავდებით. მოირა (მხევლის წიგნის პერსონაჟი) სრულიად განსხვავებული და საკუთარ თავში გაცნობიერებული ადამიანია ფუსეისთვის. ტელევიზიით შავკანიანი გეი ქალის წარმოჩენა ჩემთვის სიძლიერესთან ასოცირდება. ბავშვობაში ამის ნახვას ვერასდროს შევძლებდი”, — განმარტავს მსახიობი.


შეგახსენებთ, რომ The Handmaid’s Tail-ის მეხუთე სეზონის პრემიერა Hulu-ზე ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება.

მსახიობი სიუზან სარანდონი ბისექსუალად დაქამინგაუთდა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და აქტივისტმა, სიუზან სარანდონმა, ახალ ინტერვიუში თავისი ბისექსუალობა დაადასტურა.

The Tonight Show-ში, ჯიმი ფელონთან მისი ბოლო სტუმრობისას, მსახიობმა თქვა:

“მე ბისექსუალი ვარ, ეს ასეა”.

ჰოლივუდის მსახიობი ყოველთვის იყო ლგბტქი უფლებების მტკიცე მხარდამჭერი. ჯერ კიდევ 2014 წელს, ოსკარის მფლობელმა სარანდონმა გეი ქორწინებისადმი მხარდაჭერა გამოხატა ადამიანის უფლებათა კაპანიის რეკლამაში – “ამერიკელები ქორწინების თანასწორობისთვის”.

“მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ჩემი საქმე არაა, ვფიქრობ, ვისაც ეს სურს, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, თანაბრად და განურჩევლად”, — ამბობს სიუზანი ვიდეოში. 

2017 წელს, Pride Source-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, 75 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ მისი სექსუალობა “ღია” იყო.

“დიახ, მე ღია ვარ. ჩემი სექსუალური ორიენტაცია, შეიძლება ითქვას, ბოლომდე განსაზღვრული არ არის”, — განაცხადა მან.

სიუზან სარანდონმა პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მიუზიკლში Rocky Horror Picture Show ითამაშა. 1995 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში Dead Man Walking. მსახიობი ასევე ცნობილია პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმით, მათ შორის, სხვადასხვა პროგრესული, სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მხარდაჭერით.

მსახიობი ჯენა მელოუნი პანსექსუალად დაქამინგაუთდა

ჯენა მელოუნი, რომელიც მსოფლიომ ყველაზე უკეთ ფილმ „შიმშილის თამაშებიდან“ გაიცნო, პანსექსუალად დაქამინგაუთდა.

პანსექსუალი არის ადამიანი, რომელიც რომანტიკულ, სექსუალურ, სულიერ და ფიზიკურ ლტოლვას განიცდის ნებისმიერი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანის მიმართ.

მსახიობმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც ინტერპრეტაციულ ცეკვას ასრულებს. ვიდეოს აღწერაში კი მელოუნი მსოფლიოს სექსუალობისა და იდენტობის შესახებ საკუთარ მოგზაურობას უზიარებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jena Malone (@jenamalone)

„ვფიქრობ, ჰეტეროსექსუალი კაცი ვიყავი ქალის სხეულში. ვიზუალურად წარმოვაჩინე მისი სურვილები და ჩემში მოვათავსე, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის განკუთვნილი მთლიანი ისტორია. ჩემს სექსუალურ იდენტობას მეტი აქვს სასწავლი და სათქმელი. ვიპოვე ისეთი სიტყვები, რომლებიც უფრო სწორად გამოხატავდნენ ჩემს სათქმელს. პანსექსუალობა. საპიოსექსუალობა. პოლიამორია“ — წერს ჯენა.

მელოუნი ორი დედის – ბიოლოგიური დედისა და მისი შეყვარებულის გაზრდილია. ჯენას დამ, რომელიც ასევე ქვიარია, პოსტის კომენტარებში ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი მთელი ოჯახი ქვიარი გამოდის.

37 წლის მსახიობმა The Hollywood Reporter-თან საუბრისას საკუთარ მოგზაურობას „ლამაზი“ უწოდა.

„მიყვარს საკუთარი თავისა და სხვების შესახებ მეტის შესწავლის პროცესი. ეს ხსნის ფანჯრებს, რომლებიც იქცევა კარად, საბოლოოდ კი, ისეთ ადგილას აღმოჩნდები, სადაც საუკეთესო რაღაცების პოვნაა შესაძლებელი. ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, საკუთარი თავის შესახებ მეტის გაგება მიყვარს“ — ამბობს მსახიობი.

საკუთარი თავის აღმოჩენა არასდროს არის გვიან. ცნობილი ადამიანების მიერ გავრცელებული საჯარო შეხსენებები, რომლებიც თავად გადიან იმავე გზას, შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს სხვებისთვის, რათა საკუთარი თავის შეცნობა განაგრძონ.

ჯენა მელოუნიც ერთ-ერთი ასეთია ვარსკვლავია, რომელიც ამბობს, რომ მას უყვარს ადამიანები და სულ ეს არის.

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და დაბადებისას მინიჭებული სქესი შესაძლოა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდეს.

დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2016 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი და ავსტრალიის ქალთა რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი კაცად ტრანზიცირდა.

გრინმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, გააცნობიერა, რომ გამოცდილების გაზიარება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩენილიყო სხვებისთვის, ამიტომ Bingham Cup-ის საერთაშორისო სამიტის მონაწილეებს სპორტში ტრანსფობიისა და ჰომოფობიის დასრულებაზე საჯარო ვიდეო უჩვენა.

სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი სპორტსმენების შესახებ უმრავი ნეგატიური კომენტარის დანახვამ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ ქალებს ქალთა რაგბში მონაწილეობა აეკრძალათ, გრინს ბიძგი მისცა. მან ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ბავშვს მიადგეს.

29 წლის გრინმა აღიარა, რომ 2021 წლის ბოლოს, რაგბიდან წასვლისას „სიბნელეში“ იმყოფებოდა, რადგან სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში იმყოფებოდა და დეპრესია ტანჯავდა.

ელია გრინი ახლა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს პარტნიორთან, ვანესა თერბნულ-რობერტსა და მათ პატარა ქალიშვილთან, ვაიტუსთან ერთად.

„ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სპორტში მონაწილეობის აკრძალვა სამარცხვინო და მავნელებია. ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუციდის შემთხვევების მატების საწინდარია“, — აღნიშნავს გრინი.

მას სხვების დახმარება სურს და ხაზს უსვამს ზიანს, რომელიც სპორტული აკრძალვების შემოღებამ შეიძლება მოიტანოს. მისი აზრით, ასეთი პოლიტიკა არ უნდა აძლიერებდეს ნეგატივს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.