„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ შეუძლებელია ცვლილებების მოტანა და თანასწორობის მიღწევა ადამიანთა აქტიურობის გარეშე, თანაც მაშინ, როცა სახელმწიფოს ამის ნება არ აქვს“, – მეუბნება სამირა ბაირამოვა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში,
დღეს, 8 მარტს გამართულ ქალთა მარში, “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ” გაიმართა, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციაზე სიტყვით გამოვიდა თამთა მელაშვილიც. გთავაზობთ მის სიტყვას სრულად:
“ჩვენი გაჩუმება, დაშინება და მითუმეტეს, დამარცხება შეუძლებელია.
იმიტომ, რომ ჩვენ:
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც საუკუნეების განავლობაში ქმნიდა, აზიარებდა და გადასცემდა ცოდნას;
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც ყველაზე მეტად იცოდა მეგობრობის, მხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასი;
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც ასრულებდა მძიმე და დაუფასებელ შინ შრომას და მაინც შეეძლო თავდაუხრელი ყოფილიყო;
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც იბრძოდა განათლებისათვის. იმ მასწავლებლების, სრულიად ახალგაზრდა ქალების, ვინც თვითონ ისწავლიდა თუ არა წერა-კითხვას, მაშინვე სხვას ასწავლიდა; ვინც ყველა სოფელსა და ქალაქს მოედო და საქართველოს წერა-კითხვა ასწავლა საუკუნენახევრის წინ;
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წერდა და ლაპარაკობდა თავისუფლებაზე, თანასწორობასა და საარჩევნო ხმის უფლებაზე და ვინც ნამდვილად იცოდა ამ ყველაფრის ფასი;
ჩვენ იმ მშრომელი ქალების შთამომვლები ვართ, ვინც საუკუნეზე მეტი ხნის წინ იფიცებოდა ქარხნებსა და ფაბრიკებში;
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც ტრიბუნაზე ძალის გამოყენებით ადიოდა, მერე სიბრაზისგან აკანკალებული ხმით რომ ელაპარაკა უსამართლობაზე;
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც გარიყული, აუღიარებელი, შრომით დაქანცული, ღამით, შვილების დაძინების შემდეგ, კაბის კალთაზე დადებულ ფურცლის ნაგლეჯზე წერდა პოეზიას;
იმ ქალების შთამომავლები ვართ, ვინც გულაგი გამოიარა და ცხოვრება გააგრძელა.
ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც საათობით ვიდექით პურის რიგში, თითქმის არაფრისგან ვაკეთებდით სადილს და მაინც შეგვეძლო ოჯახის გამოკვება;
ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც ლამფის შუქზე ვსწავლობდით და ვისწავლეთ იმისთვის, რომ შეგვექმნა ამ ქვეყნის მომავალი;
ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც დავკარგეთ სახლი, უახლოესი ადამიანები, საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ომი და დღემდე ვიბრძვით ღირსეული ცხოვრებისთვის;
ის ქალები ვართ, ვინც ვცხოვრობთ, ვშრომობთ და შვილებს ვზრდით საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც არც კი მოახლოებიან ის ადამიანები, ვისაც დღეს უნდა, რომ ჩვენი ბედი თავად გადაწყვიტოს;
ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც წლობით და ათწლულობით ვცხოვრობთ სამშობლოსგან შორს, უმძიმეს შრომაში და ჩვენი გზავნილებით მხოლოდ საკუთარ ოჯახს კი არა, ქვეყანას ვარჩენთ;
ჩვენ ის ქალები ვართ, ვისთვისაც რიონის ხმა იავნანაა და ვინც ასე დავიცავით რიონის ხეობა;
ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც 2013 წლის 17 მაისს და მას შემდეგ, არაერთ 17 მაისს გამოვედით ჩვენი თავისთვის, ჩვენი სიყვარულისთვის,
ჩვენი მეგობრების სიყვარულისთვის;
ჩვენ ის ქალები ვართ, ვინც ბრძოლით მოვიპოვეთ პანდუსები საჯარო სივრცეებში;
ჩვენ ის ქალები ვართ, ვისაც საკუთარი შვილების ჯანმრთელობისთვის შეუძლებელის გაკეთება შეგვიძლია;
ის ქალები ვართ, ვის თავზეც გადაიარა პანდემიამ, შინ თუ გარეთ, სახლებსა თუ საავადმყოფოებში;
ის ქალები ვართ, ვინც ზუსტად ვიცით, როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ შევეწინააღმდეგოთ მას;
ის ქალები ვართ, ვინც ზუსტად ვიცით თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი გამოხატვის ფასი.
და როგორ ფიქრობთ, ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენს წინაშე მდგარ ამ ბოროტ ძალას შეუძლია ჩვენი დამარცხება?
არა!
არასოდეს!
არცერთ შემთხვევაში!
გამარჯვება მხოლოდ ჩვენია!”.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
8 მარტს, საქართველოს 13 ქალაქში გაიმართება მარში — „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“. მარში რუსული კანონის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მიზნად ისახავს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის დაცვას.
ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ საქართველოში მცხოვრები ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და ქვეყანაში მცხოვრები სხვა მრავალი ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ და რუსული კანონი აღნიშნულის დაკნინებასა და აკრძალვას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს მოსახლეობას დააზიანებს.
„[რუსული კანონის მიღების შემთხვევაში] არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი — შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია! სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე“, — ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
მარში 8 მარტს, 15 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნისში, გორში, თელავში, მარნეულსა და ნინოწმინდაში გაიმართება. თბილისში დაგეგმილი მარში პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.
მარშის უერთდებიან ქალთა მოძრაობა, ქალები საქართველოდან, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანი”, ფონდი ფემინა, ქალთა ფონდი, Tbilisi Pride, ქალთა ფონდი “სოხუმის” თბილისის ოფისი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”, ფემეა, WECF Georgia, საფარი, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის”, ახალგაზრდა ფემინისტები და ასოციაცია “მერკური”.
2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.
პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. ისინი უკვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის (კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში) ფარგლებში საქსტატის მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ შრომას კვირაში დაახლოებით 38,4 საათს უთმობენ, ხოლო კაცები 11,5 საათს. ამასთან, ქალების 98,3% და კაცების 70,2% მონაწილეობს აუნაზღაურებელ შრომაში.
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომად ითვლება ყველა ის აუნაზღაურებელი მომსახურება, ადამიანებზე ზრუნვისა და საშინაო შრომის ჩათვლით, რომელსაც ეწევა ინდივიდი შინამეურნეობაში ან თემში, ამ შინამეურნეობის თუ თემის წევრების სასარგებლოდ. კვლევის მიხედვით, აუნაზღაურებელი ზრუნვის და საოჯახო შრომა მთლიანი შიდა პროდუქტის 10 და 39 პროცენტს შეადგენს და ქვეყნების ეკონიკაში უფრო დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ვიდრე წარმოების, ვაჭრობის და ტრასნპორტირების სექტორებს.
დროის გამოყენების კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 97,2% საშინაო შრომაშია ჩართული, ხოლო კაცების მხოლოდ 53,5% და ქალები აღნიშნულ საქმიანობას კვირაში 28,4 საათს უთმობენ მაშინ, როცა კაცები სულ რაღაც 8,5 საათს უთმობენ. ამასთან, ქალების 50,9% და კაცების 32,5% ჩართულია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაში.
სიღრმისეული ანალიზი კი აჩვენებს, რომ ქალების აუნაზღაურებელ შრომაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. მაგალითად, ქორწინებაში მყოფი ქალები აუნაზღაურებელ შრომაში 4,7 საათით მეტს ატარებენ, 2,8 საათით მეტს, თუ მათი მეუღლე დასაქმებულია, როცა სახლში 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვ(ებ)ი ცხოვრობენ — 11,2 საათით მეტს.
ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობისა და აუნაზღაურებელ სამუშაოზე დახარჯულ დროზე მოქმედი ფაქტორები გენდერულად არის განაწილებული. ქორწინებაში ყოფნა და მცირეწლოვანი ბავშვების ყოლა ქალების მიერ შრომის ბაზარზე გატარებულ ყოველკვირეულ დროს 9,3 საათით ამცირებს, კაცების შემთხვევაში კი პირიქით ხდება, დაქორწინებული კაცები 5,6 საათით მეტს მუშაობენ ანაზღაურებად სამსახურში. აუნაზღაურებელ შრომაზე დახარჯული დრო პირდაპირ გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე თანამონაწილეობაზე, რაც კვლევამაც აჩვენა: შრომის ბაზართან დაკავშირებულ აქტივობებში ქალების 62,1%-ია ჩართული, ხოლო კაცების 84,2%. ამასთან, ქალები აღნიშნულ აქტივობას კვირაში 36,5 საათს უთმობენ, კაცები კი 50,5 საათს.
სიღრმისეული ანალიზი კიდევ უფრო დიდ გენდერულ დისბალანსს აჩვენებს: ქალებს სამუშაო ძალის შემადგენლობაში ყოფნის 33,3%-ით ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე კაცებს. აღნიშნული შანსი 58,4%-ით ნაკლებია მაშინ, როცა ისინი მზრუნველის/მომვლელის ფუნქციას ასრულებენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაცებთან შედარებით, 12-ჯერ მეტი ქალი აკეთებს დამატებით საშინაო საქმეს, სხვა საქმიანობების პარალელურად. ასევე, ქალები კვირაში საშუალოდ 8-11,2 საათს ატარებენ ზრუნვის შრომაში მაშინ, როდესაც პარალელურად ძირითადი, არაზრუნვითი საქმითაც არიან დაკავებულნი, ეს დრო კიდევ უფრო იზრდება თუ შინამეურნეობაში 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ.
დიდი სხვაობაა ზედამხედველობითი ზრუნვის (მდგომარეობა, როცა ზრუნვის ობიექტთან, ბავშვთან თუ დასუსტებულ ხანშიშესულ ადამიანთან, ახლოს ყოფნაა საჭირო) მიმართულებითაც. ქალების 49,5% ზედამხედველობით ზრუნვაში მონაწილეობს, კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 16,4%-ია. ზედამხედველობით ზრუნვაზე დახარჯული ყოველკვირეული დრო ქალების შემთხვევაში 13,9 საათია, ხოლო კაცების შემთხვევაში 6,5 საათი.
რაც შეეხება თავისუფალი დროის აქტივობებს, ამ მიმართულებით კაცები კვირაში 28,3 საათს ხარჯავენ, ხოლო ქალები 21,6 საათს, თუმცა თავისუფალ დროსაც კი, ქალების 78% პარალელურ საქმიანობას ეწევა, ხოლო კაცების — 73,3%.
ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის მონაცემები შესაბამისია დროითი სიღარიბის მაჩვენებლებთან, რაც ხანგრძლივი სამუშაო დღისა და დროის ერთ მონაკვეთში მრავალი საქმის კეთების საჭიროების გამო დაძაბულობისა და სტრესის შეგრძნებას უკავშირდება. დაბალი დროითი სიღარიბე ქალების 52%-ს და კაცების 40,9%-ს აქვს, ზომიერი დროითი სიღარიბე ქალების 29,6%-ს და კაცების 20,9%-ს, ხოლო მაღალი დროითი სიღარიბე ქალების 11,3%-ს და კაცების 8,9%-ს. ამასთან, თუ ინდივიდს დროითი სიღარიბე ახასიათებს, 12%-ით მატულობს იმისი ალბათობა, რომ მას სიჩქარეში ყოფნის მუდმივი განცდა ექნება, ხოლო თუ ქალია დამატებით 8%-ით. სამუშაო ასაკის მქონე ქალებში, კაცებთან შედარებით, 5%-ით მეტია იმ შეგრძნების ალბათობა, რომ ყოველთვის ეჩქარებათ.
კვლევაში ნათქვამია, რომ „აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის აღიარება უთანასწოროდ განაწილებული ზრუნვის შრომის საკითხის მოგვარებისა და ამ საკითხის განვითარების გეგმაში, დღის წესრიგში შესატანად პირველი ქმედითი ღონისძიებაა“. ამასთან, გაცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ზრუნვის ღირებულებისა და მისი წვლილის აღიარებისთვის აუცილებელია:
- როგორც ანაზღაურებადი, ისე აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის შესახებ მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების გაძლიერება. ასევე, გაუმჯობესებული და გენდერულად უფრო მეტად მგრძნობიარე ზრუნვის პოლიტიკისა და სისტემების განვითარების მიზნით, ზრუნვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და ინვესტიციების შესახებ მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების უკეთესი პრაქტიკის დანერგვა;
- აუნაზღაურებელი შრომის მონეტარული ღირებულების შეფასება ტრადიციულ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-სთან) მიმართებაში და ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის საზომების ჩართვა ეროვნულ და საერთაშორისო სტატისტიკასა და ეკონომიკური პროგრესის საზომებში, რათა მომავალში მეტად წახალისდეს დიალოგი ზრუნვის შრომისა და პოლიტიკის ემპირიულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმვის შესახებ;
- გენდერული უთანასწორობისა და ქალების გაძლიერების ირგვლივ მიმდინარე დებატებში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის ძირითად საკითხთა ჩამონათვალში შეტანა და მასზე რეგულარულად საუბარი პოლიტიკოსებთან, დონორთა თემთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
კვლევის მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის აუნაზღაურებელი შრომის უფრო თანაბრად გადანაწილების უზრუნველსაყოფად, მთავრობისთვის, კერძო სექტორისთვის, თემებისა და შინამეურნეობებისთვის რეკომენდებულია:
- დროისა და შრომის დამზოგავ ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიებსა და/ან პრაქტიკებში ინვესტირება, რათა შემცირდეს აუნაზღაურებელი შრომა, რომელიც ქალებს აწევთ მხრებზე და უამრავ დროს ართმევს მათ;
- ზრუნვის საჯარო სისტემების გაძლიერება. ამისათვის საჭიროა, რომ ძირითადი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ისეთ კონკრეტულ ვალდებულებებს ითვალისწინებდეს, როგორებიცაა ზრუნვის უნივერსალური სისტემების დანერგვა, დაფინანსება და შენარჩუნება, და ასევე, ხარისხიან, ფინანსურად და ფიზიკურად ყველასთვის ხელმისაწვდომ ზრუნვის სისტემებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირება;
- ზრუნვაზე ორიენტირებული დასაქმების პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოქნილი სამუშაო გრაფიკი/ დისტანციურად მუშაობა და მშობლებისთვის დეკრეტული შვებულება, რაც დააბალანსებს ქალებისა და კაცების მიერ სამსახურისა და ოჯახის წინაშე აღებულ ვალდებულებებს;
- საჯარო სექტორმა უნდა უზრუნველყოს ზრუნვის ღირსეული სამუშაო, მოახდინოს ინვესტირება ზრუნვის სერვისებსა და ინფრასტრუქტურაში და გაუთანაბრდეს საჯარო სექტორს იმით, რომ მიიღონ და აღასრულონ ზრუნვასთან დაკავშირებული კანონები, რეგულაციები, პოლიტიკა და შრომის სტანდარტები;
- კულტურულად რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამების და მედია და ადვოკატირების კამპანიების მეშვეობით, აღმოიფხვრას დისკრიმინაციული სოციალური ნორმები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხელს უწყობს ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომის უთანასწორო განაწილებას;
- იმგვარად წახალისდეს პოზიტიური მასკულინობა, რომ საშინაო საქმიანობებში დახმარება დიასახლისებს ქალებმაც გაუწიონ და კაცებმაც.
2020 და 2021 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ჩატარდა დროის გამოყენების კვლევა (GTUS). აუნაზღაურებელ შრომაში და შრომის ბაზრის აქტივობებში მონაწილეობის მაჩვენებელი 25-62 წლის ქალებისა და კაცების მიერ ყოველ 10 წუთში მითითებულ მაჩვენებელს ემყარება. კვლევაში სულ 6074 რესპონდენტი მონაწილეობდა.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
დღეს, 19 ნოემბერს უსახელო გალერეაში გამოფენა “თვალი” გაიმართა. ექსპერიმენტული გამოფენა ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-ის მიერ იყო ორგანიზებული.
გამოფენის მონაწილე ზოგიერთი ხელოვანისათვის “თვალი” სადებიუტო გამოფენაა. ნამუშევართა უმრავლესობა ქალებისა და ქვიარ ადამიანების მიერაა შექმნილი.
GrlzWave-ის თანადამფუძნებლისა და გამოფენის კურატორის, თეკლა თევდორაშვილის განცხადებით, გამოფენა ეხება ქალებისა და ქვიარ ადამიანების უფლებებს, ოჯახში ძალადობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ა.შ. თეკლას ნამუშევარს “წმინდა სისხლი” ჰქვია და მენსტრუაციის შესახებაა. ინსტალაციის ფარგლებში დამთვალიერებლებს შეეძლოთ თეკლას მიერ დაწერილ ლექსისათვის მოესმინათ, მოგვიანებით კი ის სიტყვები დაეწერათ, რომლებითაც მათ ან გარშემომყოფებს მენსტრუაცია მოუხსენიებიათ. ნამუშევრის ავტორის თქმით, ინსტალაციის მიზანი მენსტრუაციის კოლექტიურ დესტიგმატიზაციას ემსახურება.
გამოფენა “თვალი” ლოკალური აქტივობის, არტივიზმის 3-დღიანი ვორკშოფის შედეგად შეიქმნა. ვორკშოპში, რომელიც ოქტომბერში House of Reconenxtion-ში ჩატარდა, 15 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 9 ადამიანის მიერ შექმნილი 8 ნამუშევარი უსახელო გალერეაში გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა დაინტერესებულ პირებს 18-დან 20 სთ-მდე უფასოდ შეეძლოთ.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ირანელი ქალებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციები თბილისშიც ტარდება. ერთი აქცია დღეს, 22 სექტემბერს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეკრება პირველ ოქტობერსაც, 09:00 საათზე ირანის საელჩოსთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 78-80-ში.
“ქალი არ უნდა კვდებოდეს იმის გამო, რომ ქალია. ირანელი თინეიჯერი გოგოები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მიმართვას და სთხოვენ მსოფლიოს თანადგომას. ირანელი ქალები წვავენ ჰიჯაბებს, მასიურად იჭრიან თმებს და სთხოვენ მსოფლიოს, დაუდგეს გვერდში. თუ შენ ხარ თავისუფალი და რეალიზებული ქალი, თუ იცი საკუთარი დამოუკიდებლობის, საკუთარი თავისუფლების ფასი, მოდი შაბათს, 1 ოქტომბერს ირანის რესპუბლიკის საელჩოსთან და მოიტანე ერთი შენი თავსაფარი ირანელი ქალებისთვის შენი ხმის და მხარდაჭერიც გამოხატვის ნიშნად”, — წერია 1 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების აღწერაში.
16 სექტემბერს, პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ირანში 22 წლის ქალი დაიღუპა. მაჰსა ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ თეირანში “ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო” გამო დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა კომაში ჩავარდა, სამ დღეში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანელი ქალების პროტესტი მოჰყვა — ისინი ქუჩებში გამოვიდნენ, ჰიჯაბები დაწვეს და სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი მოპყრობის დასრულებას მოითხოვენ.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ყოველწლიური კონფერენცია — ქალები თავისუფლებისთვის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ ქალებს აერთიანებს. კონფერენციის მიზანი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი, გადაჭრის გზების ძიება და თანამოაზრეების გაერთიანებაა, რაც გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია.
2022 წლის კონფერენციამ პოლიტიკოსი, მეწარმე, ლგბტქი უფლებებზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე აქტივისტები გააერთიანა, რომელთაც თემატური პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს იმ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს უწევთ, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაზე, რომლის ათვისებაც სათანადოდ არ ხდება, ასევე იმ საერთო ჩაგვრებზე, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აერთიანებს, ასევე იმ გავლენაზე, რაც ეკლესიას ქალთა უფლებებზე აქვს და, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნულ ღონისძიებაზე შედგა ინიციატივის — ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ლიდერ ქალებს გააერთიანებს, რათა ქალთა გაძლიერებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
ქალების ჩართულობა პოლიტიკაში — გამოწვევები და გადაჭრის გზები
„დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ინდიკატორი გენდერული თანასწორობა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში თანაბარი ჩართულობაა, ამიტომ ევროსაბჭოს 12 პუნქტში ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის გაღრმავება და ძალადობის აღმოფხვრაა. არსებობს საერთო მდგომარეობა, როცა კაცები ქალების მიმართ არასწორ მიდგომას გამოხატავენ, თუმცა, უკეთეს შემთხვევაში, ეს ნორმად არ უნდა ჩაითვალოს“, — აღნიშნა კონფერენციის პირველი სესიის ერთ-ერთმა მონაწილემ, პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძემ.
თამარ კეკენაძის თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაოდენობრივი ჩართულობის გაზრდა, თუმცა განსაკუთრებით აუცილებელია, „რომ ქალები იყვნენ ისეთ თანამდებობებზე, რომელიც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. თანამონაწილეობის შინაარსობრივად გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.
პირველი სესიის კიდევ ერთმა მონაწილემ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ კი აღნიშნა, რომ აუცილებელია კაცების მხრიდან მიდგომა შეიცვალოს, მათ შორის, ისეთი ტერმინების გამოყენება, რაც ხშირად მხოლოდ ქალების მიმართ, სექსისტურ კონტექსტში ჟღერდება, რადგან ამ მდგომარეობის გამო „პოლიტიკური მოლაპარაკებების, კამათის თუ რაიმე საკითხის განხილვის დროს ქალებს 3-4-ჯერ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება… . პოლიტიკური კულტურაა შესაცვლელი და ამაზე დისკუსიები, მსჯელობა აუცილებელია. ხმამაღალი საუბრით თუ გარკვეული ფრაზების გამოყენებით ქალების გაჩუმება არ უნდა იყოს შესაძლებელი“.
პარტია სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრის, ნანა ტოხვაძის თქმით, „ხშირად ხდება ისე, რომ ქალის მიერ გაჟღერებული საკითხს ნაკლებად შეისმენენ და ყურად იღებენ და კაცის მიერ დაყენებული იგივე საკითხი ბევრად დიდი განხილვის საგანი ხდება და ისმენენ. ეს იმ აუდიტორიის, გარემოს პრობლემაა, რომლის ქცევაც შესაცვლელია“.
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის გზებზეც იმსჯელეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქალების აქტიურობა და სხვადასხვა პროცესში ჩართული ქალების ურთიერთსოლიდარული დამოკიდებულება პრობლემაზე საპასუხოდ გონივრული გადაწყვეტილებაა, ამასთან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება და კანონის აღსრულების მიმართულებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
თამარ კეკენაძის თქმით, მუშაობა ორი მიმართულებით არისგასაძლიერებელი:
- უნდა ვიფიქროთ, დამატებით რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ჩართულობა კიდევ უფრო გავზარდოთ;
- აუცილებელია, რომ ის ქალები, რომელთაც უკვე აქვთ გავლენა და გადაწყვეტილებებზე წვდომა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ როლს.
გენდერული ბიუჯეტირება
ქალების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტური მექანიზმი შესაძლოა გენდერული ბიუჯეტირებაც იყოს. ბევრმა არ იცის, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერულად მგრძნობიარე საკითხებიც, თუმცა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის კურსდამთავრებულის, მკვლევარ შორენა კობაიძის თქმით, პრობლემა გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვა და ხშირ შემთხვევაში ათვისებაც კი არის.
„მუნიციპალიტეტებში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გადასაჭრელად არსებობს ბიუჯეტი, თუმცა ხშირად ვერც კი ითვისებენ ამ ბიუჯეტს და რატომღაც, მხოლოდ დღესასწაულების აღნიშვნისთვის გამოიყენება. მონაცემების ქონაა აუცილებელი, რომელიც რეალურ პრობლემებზე მუშაობას უზრუნველყოფდა“, — ამბობს შორენა და აღნიშნავს იმასაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, მეტიც, „ტერმინი გენდერის გამოყენებაც კი ბევრ თანამდებობის პირში ნეგატიურ განწყობებს იწვევს. მთავარი გამოწვევა რეგიონებში მაინც საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა“.
ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის
იმისათვის, რომ გენდერულად მგრძნობიარე საკითხებზე, რეგიონებში მცხოვრები ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევებზე ერთიანი, ორგანიზებული მიდგომა ჩამოყალიბდეს, აქტიურმა, ლიდერმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ინიციატივა — ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის წამოეწყოთ.
ქალთა ქსელი გააერთიანებს აქტიურ ქალებს სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან, რომლებიც თანამოაზრეებს შემოიკრებენ და ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გზების ძიებას დაიწყებენ, დაიცავენ იმ ქალების უფლებებს, რომლებიც ძალადობრივ, უთანასწორო გარემოში ცხოვრობენ, შექმნიან სოციალიზაციის სივრცეებს, რომლებიც ქალებს აზრთა მიმოცვლას გაუადვილებს და ქალების გაძლიერებისთვის ახალ მექანიზმებს გააჩენს. ქალთა ქსელის ლიდერები, რა თქმა უნდა, ლიდერი ქალები იქნებიან, თუმცა თანამონაწილეობა, დისკუსიებში ჩართვა კაცებსაც შეეძლებათ. ეს იქნება წამოწყება, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებობს გამოწვევები და ეს მდგომარეობა საზოგადოების, ქვეყნის კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.
მეწარმე ქალები, რომლებიც საზოგადოების წარმოდგენებს ცვლიან
ქალთა ქსელის მიზანი საქართველოს რეგიონებში და თბილისში მცხოვრები ლიდერი ქალების ერთი მიზნისთვის გაერთიანებას ისახავს მიზნად. კონფერენციის მეორე სესიაში მონაწილე მეწარმე ქალები სწორედ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავენ და ამავდროულად გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ, თანაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აძლიერებენ და რაც მთავარია, საკუთარ რესურსს რეგიონების გაძლიერებისთვის იყენებენ.
კომპანია LAB Technogies დამფუძნებელმა, ანა კაჭიურმა საკუთარი ბიზნესის დაფუძნებამდე გრძელი გზა გაიარა და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ მიმართულებით გადაწყვიტა, რომლის წამყვან პოზიციებზეც ხშირად კაცები გვხვდებიან. იხსენებს, რომ ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალისა და კაცის ხელფასს შორის დიდი სხვაობა იყო. გარდა ამისა, მოლაპარაკების პროცესში ხშირად კაცებს ენიჭებოდათ უპირატესობა. ამ მდგომარეობას იმით ხსნის, რომ „არ არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურა, არამედ ბიზნეს კულტურაც. ამ მდგომარეობის შეცვლისთვის მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორის ისე სახელმწიფოს ჩართულობა“.
ანა კაჭიურის თქმით ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესის მფლობელი ქალები მხოლოდ 8%-ს შეადგენენ, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე კი ქალები სულ რაღაც 20%-ს შეადგენენ, რაც „დიდი სამუშაო ძალის დაკარგვას იწვევს და ყველაზე ცუდად აისახება. ნაკლები ხელფასი, დაწინაურების ნაკლები შესაძლებლობა არის ბარიერი, რის გამოც ქალები ხშირად მუშაობაზე უარს ამბობენ“.
ანა კაჭიურმა სესიის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობის შესახებ სტატისტიკის არარსებობა კიდევ ერთი პრობლემაა, რაც ბიზნესის მფლობელებს ზოგადი მდგომარეობის შეფასებაში ხელს უშლის, ამიტომ როცა საკუთარი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა, მიხვდა, რომ მდგომარეობა უნდა შეეცვალა და ორგანიზაციის პოლიტიკა ქალთა გაძლიერებისკენ უნდა მიემართა.
ხის დეკორატიული დამუშავების საწარმოს — ციცისგან — დამფუძნებელმა, ციცინო შენგელიამ არანაკლებ რთული გზა გაიარა. როცა სამეგრელოში მცხოვრებმა მეწარმემ სადურგლო საქმის შესწავლა გადაწყვიტა, გაუჭირდა ქალი დურგლის მოძებნა, რომელიც გამოცდილებას გაუზიარებდა და იმ გამოწვევების შესახვედრად მოამზადებდა, რაც მასკულინურ პროფესიაში თავის დამკვიდრების გზაზე ელოდა.
„სამეგრელოში არაერთ სახელოსნოში ვიყავი და ვეუბნებოდი ხელოსნებს, რომ მინდოდა, ხის დამუშავება შემესწავლა, რაზეც მპასუხობდნენ, რომ საფრთხილო საქმე იყო და სჯობდა ნაცნობი კაცი მისულიყო, რომელსაც საქმის სპეციფიკას აუხსნიდნენ. დაახლოებით 3 წელია ამ საქმეში ვარ და ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლა მომიწია. მნიშვნელოვანია, რომ მაგალითები შევქმნათ, პრეცედენტები ბევრ რამეს ცვლის და ერთგვარად გადამდებია“, — აღნიშნა პირველმა ქართველმა დურგალმა ქალმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სხვა ქალებისთვის მაგალითის მიმცემია.
სესიის კიდევ ერთი მონაწილე, ქეთევან წილოსანი გურიიდან არის. ნაადრევი ქორწინების,მომსახურების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გზა გაიარა და პირველ CV-ში გამოცდილების ველში ერთადერთი რამ ჰქონდა მითითებული — დიასახლისი. მას შემდეგ ხუთმა წელმა გაიარა და ახლა უკვე საკუთარი სოციალური კაფეს მფლობელია, რომელიც ლანჩხუთში შშმ პირებისა და ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ანგრევს. ქეთევან წილოსანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მათ შორის, შშმ პირებს ასაქმებს და გურიაში სოციალურ ცვლილებებს ხელს უწყობს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ მინიმალურ მოგებაზე უწევს მუშაობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენას ართულებს.
აქტივისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვიან
„არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა დავიღალოთ, რადგან შეიძლება ერთი აქტიური ადამიანის დაკარგვამ, თუნდაც ერთ ადამიანში ახალდაბადებული იმედი მოკლას“, — აღნიშნავს, კონფერენციის მესამე თემატური სესიის მონაწილე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების, ქალების უფლებებისთვის მებრძოლი მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც რეგიონში რუსული გავლენების წინააღმდეგ, ეთნიკური ინტეგრაციისთვისა და უფლებებისთვის იბრძვის.
სამირა ბაირამოვას თქმით, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში არსებული კულტურული და სოციალური ჩვეულებები, წარმოდგენები ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ართულებს. აღნიშნავს, რომ აქტივისტური საქმიანობის დასაწყისში, როცა აქტიურად მუშაობდა ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა და ტრადიციებთან მებრძოლს უწოდებდნენ, თუმცა ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მისი თქმით, „საზოგადოებას უნდა ვასწავლოთ, რომ ინდივიდუალური ინციატივით შეუძლია ცვლილებების საწყისი გახდეს, დამოუკიდებლად შეძლოს უკეთესობისკენ მდგომარეობის შეცვლა”.
ქართველ-სომეხთა კავშირის ხელმძღვანელმა, იურისტმა მარი არაქელოვამ კი აღნიშნა, რომ ხშირად პრობლემა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობაც არის, რაც ცვლილებების მოტანას ართულებს.
„ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გამოწვევაა და ის ადამიანებიც კი, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიმღებად გვევლინებიან, აქტიურები არ არიან, არსებული გამოწვევების შესახებ ღიად ვერ საუბრობენ. გარდა ამისა, აუცილებელია ინტეგრაციაზე მუშაობა და არა ასიმილაციაზე“, — აღნიშნავს მარი არაქელოვა და ამბობს, რომ აუცილებელია მედიამ, საზოგადოებამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები „მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით კი არ ჩართოს პროცესებში, რაც უმცირესობებს პირდაპირ ეხება — მრავალი ადამიანი მოიძებნება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალია და აუცილებელია მათი სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ მოწვევა“.
თანასწორობა 17-ის დამფუძნებელი, ლგბტქი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სესიის კიდევ ერთი მონაწილე იყო. მან ლგბტქი ადამიანების ხილვადობისა და უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ჰომო, ბი და ტრანსფობიას ერთი საერთო საფუძველი, მიზოგინია აქვს და ადამიანებს დომინანტური, პატრიარქალური საზოგადოების ხისტი წესებისგან გადახვევისთვის სჯიან, რაც დომინანტურ ჯგუფს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება“.
ნინო ბოლქვაძემ ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების და იმ საშიში მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა, როცა ქვიარ ადამიანების ხილვადობა იზრდება, თუმცა ამას უფლებების დაცვის გარანტიები არ სდევს თან.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ხილვადობას მივაღწიეთ, თუმცა უფლებებს ნაკლებად, რაც სახიფათო მდგომარეობაა. ქვიარ ადამიანებთან ასოცირებული ნიშნებით ადამიანების ამოცნობა უფრო მარტივი გახდა, თუმცა დაცვის სათანადო გარანტიები არ არსებობს და არც ნება. მეტიც, 2021 წლის 5 ივლისს, შსს ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებაში იყო ჩართული. აუცილებელია, თემთან შეთანხმებით მოხდეს იმის განსაზღვრა, რა საჭიროებები არსებობს, არ უნდა ხდებოდეს ინსტრუმენტალიზება,ამასთან, აუცილებელია გამოძიება და არა მხოლოდ კერძო პირებს შორის მომხდარი დანაშაულების. ლგბტქი თემი უნდა იყოს მობილიზებული, ჩართული საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში, ეს განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებშია“, — აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა მინდიაშვილმა კი ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ზოგადად თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ეკლესიის გავლენა შეაფასა. მისი თქმით, ეკლესიაში მთავარი პრობლემა ქრისტიანული წესების არმოყოლაა და ეკლესია ქრისტიანულ წესრიგს, რომ ემორჩილებოდეს, თანასწორობა ბევრად იოლად მისაღწევი იქნებოდა, მაგრამ „ყველაზე დიდი პატრიარქალური ორგანიზმის, მხოლოდ ქალის კი არა, არამედ ზოგადად ადამიანის სიძულვილისკენ მიმართული ინსტიტუტის მისამართით კრიტიკა ყველაზე ნაკლებად ისმის, მათ შორის, ფემინისტების მხრიდან“.
კონფერენციის დასკვნითი სესიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს საერთო ჩაგვრები გვაერთიანებს, რომლის სათავეშიც დომინანტური ჯგუფი დგას, ამიტომ ურთიერთსოლიდარობა და გამოწვევების საპასუხოდ გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის შემოდგომიდან აქტიურად ამუშავდება და მისი წევრობა, დისკუსიებში მონაწილეობა, ქალთა უფლებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარება თუ ადგილობრივ დონეზე ლიდერის როლის შესრულება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, რომელიც თვლის, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა ქვეყნის უკეთეხ მომავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აბორტის უფლების დაცვის შესახებ, მათ შორის, ქალთა უფლებადამცველთა, სერვისით მოსარგებლე მოქალაქეთა და ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების დასაცავად რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აბორტის უფლებით სარგებლობის შესახებ საუბრობენ ან იყენებენ და სხვა ადამიანებისთვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას ქმნიან, თავდასხმის სამიზნეები არიან. ამასთან, არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე ინდივიდები და ორგანიზაციები თავდამსხმელის როლში გვევლინებიან და საკუთარი საქმიანობის არჩევანის თავისუფლების მხარდამჭერ ქმედებად გასაღებას ცდილობენ.
რეზოლუციის თანახმად, „თავდასხმის ფორმები სტიგმატიზებას, მიკერძოებული, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მანიპულაციას, სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნების გაღვივებას, მათ შორის, იმ კლინიკების მხრიდან ზეწოლას მოიცავს, რომლებსაც ქალები აბორტისთვის მიმართავენ. ეს ქმედებები არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე იმ ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ არის წახალისებული, რომლებიც თავს სახელმწიფო უწყების თუ თავისუფალი არჩევანის უფლების დამცველებად ასაღებენ. ამასთან, თავისუფალი არჩევანის მხარდამჭერი აქტივისტები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუქარის, ონლაინ და რეალური შეურაცხყოფის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის სამიზნე არიან“.
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმ თავდასხმებისა და ძალადობის გამო, რომელიც აბორტის უფლებით მოსარგებლე ადამიანების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ასევე ქალთა უფლებადამცველებისკენ არის მიმართული და „კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა ადამიანთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს“.
ასამბლეა გმობს არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების შელახვას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შელახვას და რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „შესაძლოა, ეს თავდასხმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული ზოგადი ზეწოლის ნაწილიც იყოს, რასთან გამკლავებაც გლობალურ ამოცანად უნდა იქცეს“.
საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კანონიერ აბორტზე ხელმისაწვდომობა და სწორი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ, ამ გარანტიის შესაქმნელად კი სისხლის სამართლის ან სხვა სახის სანქციები დააწესონ. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ონლაინ აქტივობები, არჩევანის თავისუფლების მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან არასწორი თვითრეპრეზენტაციის აღკვეთა, ჯანდაცვის დაწესებულებებში ბუფერული ზონების შექმნა, რომლებიც სანდო ინფორმაციის მიწოდებაზე აიღებენ პასუხისმგებლობას, რათა ჯანდაცვის სერვისების მხრიდან ზეწოლა გამოირიცხოს. გარდა ამისა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა რეპროდუქციულ უფლებებსა და სერვისებზე, მათ შორის, აბორტის უფლების შესახებ, სანდო ინფორმაციის გავრცელება უნდა უზრუნველყონ და მოქალაქეებს, მათ შორის, სქესობრივი განათლებით, ხელი შეუწყონ, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ასევე, ეფექტურად გამოიძიონ სიძულვილის ენის გამოყენებისა და მუქარის შემთხვევები, რომლებიც უფლებადამცველებს მიემართებათ, ასევე, კანონდამცველთათვის შესაბამისი ტრენინგები ჩაატარონ და სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ შეუძლებელია ცვლილებების მოტანა და თანასწორობის მიღწევა ადამიანთა აქტიურობის გარეშე, თანაც მაშინ, როცა სახელმწიფოს ამის ნება არ აქვს“, – მეუბნება სამირა ბაირამოვა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში, მარნეულში პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა, თუმცა მისი ბრძოლა დესტრუქციულ ძალებთან, თანასწორობისთვის, ეთნიკური ინტეგრაციისთვის, ქალთა უფლებებისთვის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, ბევრად დიდი ხნის წინ დაიწყო.
უფლებადაცვითი საქმიანობა, რომელიც მისი ბუნების ნაწილია – აქტივიზმის დასაწყისი
რატომ დავიწყე უფლებადაცვითი საქმიანობა? – თითქოს, პასუხი არ მაქვს, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა, ვხედავდი პრობლემებს, ხმის ამოღება მინდოდა და თითქოს თვალს ვხუჭავდი, მაგრამ ვალდებულებას ვგრძნობდი, რაც ყველა ადამიანს აქვს, ამიტომ მოქმედება გადავწყვიტე.
2009 წელს ჩაერთო აქტივისტურ საქმიანობაში და როგორც მეუბნება, თავიდან მისთვის ნაადრევი, იძულებითი ქორწინების, მოტაცების საკითხები იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ქალთა უფლებებზე ფიქრი, ეთნიკური უთანასწორობის საზიანო გავლენის უკეთ შეფასება და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობა მოჰყვა.
„აქტივისტური საქმიანობა 2009 წლიდან დავიწყე, ამის მიზეზიც ის იყო, რომ გარშემო უსამართლობას ვხედავდი, როგორც ჩემ მიმართ, ისე გარშემომყოფების მიმართ და აქედან წამოვიდა სურვილი, რაიმე შემეცვალა. ერთი მიზეზი ეგ იყო და ვფიქრობ, მეორე მიზეზი შინაგანი პროცესების გამოძახილია – შეიძლება ბუნებით იყო ადამიანი, რომელიც უსამართლობას უმოქმედოდ ვერ უყურებს, ამიტომ ეს პროცესი ბუნებრივად დაიწყო და ჩემი ხედვა დროთა განმავლობაში შეიცვალა. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ბავშვთა უფლებების დარღვევა: ნაადრევი ქორწინება, ძალადობა, იძულებითი ქორწინება და მოტაცება იყო, ამას მოჰყვა ქალთა უფლებების დარღვევებზე ფიქრი, მერე იმას მივხვდი, რომ მხოლოდ ბავშვთა და ქალთა უფლებები კი არა, ეთნიკური უმცირესობების და სხვა ადამიანთა უფლებები ირღვევა. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში დავიწყე აქტივისტური საქმიანობა და განათლებამ, გამოცდილებამ უკეთ მიმახვედრა, რამდენად ბევრი პრობლემა იყო ირგვლივ. კითხვაზე: რატომ დავიწყე უფლებადაცვითი საქმიანობა? – თითქოს, პასუხი არ მაქვს, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა, ვხედავდი პრობლემებს, ხმის ამოღება მინდოდა და თითქოს თვალს ვხუჭავდი, მაგრამ ვალდებულებას ვგრძნობდი, რაც ყველა ადამიანს აქვს, ამიტომ მოქმედება გადავწყვიტე.
ქვემო ქართლში დავიწყე საქმიანობა, სადაც იმ დროს ნაადრევი ქორწინების დამანგრეველ შედეგებზე ღიად ჯერ კიდევ არ საუბრობდნენ, თითქოს სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ, როცა მსგავს თემებზე ვსაუბრობდი, ხშირად თავს მესხმოდნენ. სვამდნენ რიტორიკულ კითხვებს: შენ ოჯახში არ გაიზარდე? უნივერსიტეტში რომ ჩააბარე, ტრადიციებთან ბრძოლა გასწავლეს? და მრავალ სხვას, თითქოს, ოჯახს უნდა ესწავლებინა, რომ არ მესაუბრა თემებზე, რომელთა განხილვას სირცხვილად თვლიდნენ, ნაადრევი ქორწინება, ფაქტობრივად, კულტურის ნაწილად აღიქმებოდა და ამის წინააღმდეგ წასვლა – ტრადიციებსა თუ პირად ცხოვრებაზე თავდასხმად. ვმუშაობდი ბავშვებთან, მასწავლებლებთან, ქალებთან, კაცებთანაც – ვატარებდი ტრენინგებს, ვაწყობდი შეხვედრებს, დავდიოდი სხვადასხვა სოფლის სკოლაში, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის ყველა სკოლაში ნამყოფი ვარ, გასული 13-14 წლის განმავლობაში 300-მდე შეხვედრა მაქვს ჩატარებული, რომელთა მიზანიც ცნობიერების ამაღლება იყო. ვხვდებოდი როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, ისე ქართველებს, რადგან ეს საზოგადო პრობლემაა.
ვმართავდით შეხვედრებს, ვეუბნებოდით ქალებს, რომ უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და მეტად ჩართულები ცვლილებების პროცესში, მაგრამ ამის რეალური შესაძლებლობა არ არსებობს. გეგმავ შეხვედრას სხვადასხვა სოფელში, სადაც ადამიანები ძირითადად მიწათმოქმედებით არიან დაკავებული, მუშაობენ მინდორში, იღებენ მიზერულ ხელფასს და მათთვის მუშაობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ხშირად შეხვედრებს სამუშაო ადგილებში ვმართავდი, რაც სეზონების მიხედვით იცვლებოდა – ზამთარში სათბურებში დავდიოდი, სხვა დროს – ღია სივრცეებში, მინდორში. ეს მათთვის ხელსაყრელი იყო და ხვდებოდნენ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი საჭიროებებით, გამოწვევებით, ვცდილობდით, მათ ყოველდღიურობას მოვრგებოდით და მსგავს სიტუაციებში ბევრად უკეთ ხვდებოდნენ, რამდენად საჭიროა მათი ინფორმირება, მათ პრობლემებზე საუბარი, გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
კაცებს აქვთ სოციალიზაციის მეტი სივრცე – ჩაიხანა, სოფლის სხვადასხვა წერტილში შეკრების ადგილი, ბევრად სოციალიზებულები არიან, ამიტომ სხვადასხვა საკითხზე საუბარი მარტივია, მაგრამ ქალები უკეთ ხვდებიან საჭიროებებს და, ძირითადად, გამოსავლის მოძებნის გზებზეც ბევრად არგუმენტირებულად მსჯელობენ, რადგან რიგი პრობლემები მათ პირდაპირ ეხებათ, მათი ყოველდღიურობის ნაწილია, მათი განვლილი გზაა. ქალმა უკეთ იცის, წყალმომარაგების ხარვეზები რა პრობლემებს ქმნის, ისინი საოჯახო საქმეში არიან ჩართული, შესაბამისად, ამ გამოწვევებზე ყოველდღიურად ფიქრობენ“.
აქტივისტური საქმიანობა მარტომ დაიწყო, როგორც იხსენებს, იმ დროს ადამიანებს გენდერის საკითხები საერთოდ არ აინტერესებდათ, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცოდნენ, ბევრი თანამოაზრე კი სირთულეებთან შეჯახებისას ჩამოშორდა.
„უფლებადაცვითი საქმიანობა მარტომ დავიწყე, არავის აინტერესებდა გენდერისა და თანასწორობის საკითხები, თანაც, როცა ხედავდნენ, რომ ამას დიდი წინააღმდეგობა ახლდა თან, ვერ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, სხვადასხვა სათემო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დავიწყე, რადგან ინდივიდუალური რესურსი გარკვეული პორბლემების გადაჭრისთვის საკმარისი არ იყო, საჭირო იყო ადვოკატირება, იურიდიული დახმარება, ხშირად ადგილობრივი აქტივისტები იმ დროს შემომეცლებოდნენ ხოლმე, როცა დაპირისპირების საფრთხეს ხედავდნენ და ვრჩებოდი მარტო. ადამიანები ხედავდნენ, რომ როცა აქტივიზმში ხარ ჩართული, ბევრად რთულია სამსახურის ძებნა, კავშირების დამყარება, ამიტომ ბევრმა თავი დაანება უფლებადაცვით საქმიანობას. მიდიოდნენ და მოდიოდნენ სხვები, ბევრი თითქოს ჩართულია საქმიანობაში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, რომელიც მეტ ენერგიას, ჩართულობას, რისკებისთვის თვალის გასწორებას მოითხოვს – აღარ იყვნენ. Ვაორგანიზებდით შეხვედრას, მოვიხედავდი და შეხვედრის დღეს აღარავინ იყო გვერდით, რასაც მოგვიანებით იმით ამართლებდნენ, რომ შეეშინდათ, პრობლემას ვეღარ ხედავდნენ ან, უბრალოდ, ამბობდნენ, რომ ეს მათთვის რთული იყო. ეს ჩემზე გავლენას მაინც არ ახდენდა, თანაც, მესმოდა, რომ ბევრს არ ჰყოფნიდა ძალა ან პირად პრობლემებსა და სოციალურ პორბლემებს შორის ბალანსს ვერ პოულობდა“.
სახელმწიფო, რომლისთვისაც ადამიანზე ზრუნვა პრიორიტეტად ვერ იქცა
საზოგადოება კაცების პირად ცხოვრებას ღირსებისშემლახავად არ მიიჩნევს, განსხვავებით ქალებისგან, ეს საშიში მდგომარეობაა, რომელიც აქტიურ როლში ყოფნას ართულებს – ქალებს, რომელთაც პირადი ცხოვრება აქვთ, დამნაშავედ თვლიან.
თანასწორობის აუცილებლობაზე საუბრისას წარსულის გამოცდილებასაც შევეხეთ. სამირას თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სახელმწიფომ ვერ შეძლო, რომ ადამიანთა სოციალურ საჭიროებებზე მორგებულ სახელმწიფოდ შემდგარიყო, რამაც კიდევ უფრო უარეს მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ახლა კი, როცა ქალებს, რომლებსაც პირადი ცხოვრება აქვთ, დამნაშავეებად თვლიან და, თანაც, საყოველთაო მოსმენების გარემოში გვიწევს არსებობა, ქალების აქიტიურობა კიდევ უფრო რთულია.
„ჩემს გარემოცვაზე დაკვირვებით თუ ვიტყვი, ადრე ადამიანებს საკუთარ სოციუმში ჰქონდათ მეტი თანასწორობა, მაგრამ თავიუსფლება არ ჰქონიათ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ეკონომიკურმა კოლაფსმა პრიორიტეტების გადალაგება გამოიწვია, განათლება, თანასწორობა, თვითგანვითარება გახდა მეორეხარისხოვანი, მთავარი თვითგდარჩენა იყო, ამიტომ ვერ შევდექით იმ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც ადამიანის დაცვა, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განვითარების ხელშეწყობა, სათანადო განათლებით უზრუნველყოფა იქნებოდა პრიორიტეტი. ამ მდგომარეობამ თანასწორობასაც ზიანი მიაყენა, რაც თავისუფალ დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენთან უგულებელყოფილია სოციალური უზრუნველყოფა. უფრო ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, აქტიური ქალები პოლიტიკაშიც არიან, მაგრამ მათი როლი, როგორც გადაწყვეტილებების მიმღების, მაინც ზედაპირულია, ქალების ხმა ბევრად აქტიურად უნდა ისმოდეს, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საერთო პოლიტიკის გამტარებლები კი არ იყვნენ, მათი ინდივიდუალური ხმა, აზრი ისმოდეს. თანაც, ახლანდელ მდგომარეობაში, როცა მოსმენებს საყოველთაო ხასიათი აქვს, ქალებს ბევრად მეტი აქვთ დასაკარგი, რადგან ჩვენი პირადი ცხოვრება ბევრად დიდი განხილვის საგანია და საზოგადოება კაცების პირად ცხოვრებას ღირსებისშემლახავად არ მიიჩნევს, განსხვავებით ქალებისგან, ეს საშიში მდგომარეობაა, რომელიც აქტიურ როლში ყოფნას ართულებს – ქალებს, რომელთაც პირადი ცხოვრება აქვთ, დამნაშავედ თვლიან“.
„სამირას თემა“, რომელიც ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია
რადიკალურ ჯგუფებთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი, რადგან ვსაუბრობდი თანასწორობაზე, რელიგიურ უფლებებზე, თავისუფლებაზე, თანაბარი შესაძლებლობების აუცილებლობაზე.
მიუხედავად მუქარებისა, მისი რეპუტაციის შელახვის გამუდმებული მცდელობისა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა – უფლებადაცვითი საქმიანობა არ შეუწყვეტია, მეტიც, აქტიურად დაიწყო არა მხოლოდ თანასწორობის საკითხებზე მუშაობა, არამედ სხვა სოციალური საჭიროებების გადაჭრის გზების ძიებაც, ალბათ, სწორედ ამან მოიტანა მოსახლეობასთან კავშირი, ხვდებოდნენ, რომ უფლებადამცველსა და ხალხს შორის ბევრად მეტი შეხების წერტილი არსებობს, ვიდრე განმასხვავებელი ნიშანი.
„10 წლის წინ ,,გენდერი’’ ბევრისთვის იყო უცხო სიტყვა, ნაადრევი ქორწინება საერთოდ არ იყო სასაუბრო თემა. უფლებადაცვითი საქმიანობის პირველ პერიოდში ნაადრევ ქორწინებას და გენდერის საკითხებს ,,სამირას თემას’’ ეძახდნენ, სოციალურ ქსელებშიც, სხვადასხვა ამბის გავრცელებისას, ყოველთვის იყენებდნენ ამ სიტყვებს. ეს სამირას თემა არაა, ეს არის ყველას პრობლემა, რომელიც ჩემი იდენტიფიცირებული არაა.
ვამჩნევ, რომ ტენდენცია რაღაცნაირად შეცვალა. მიხვდნენ, რომ ეს არ არის რელიგიის, კულტურის თუ მენტალიტეტის ნაწილი. თავიდან, როცა ოჯახში მივდიოდით პოლიციელთან ერთად, საქმეში ერთვებოდა მთელი სანათესაო, სამეზობლო, რის გამოც ურთიერთობის გაფუჭება მომიწია ნათესავებთან, ნაცნობებთან თუ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რადგან ხშირად იყო შემთხვევა, როცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავებთან ვიკვეთებოდით. ხშირი იყო მუქარაც – მირეკავდნენ, მწერდნენ, ყალბი ანგარიშებიდან მიგზავნიდნენ შეტყობინებებს, სოციალურ ქსელებში პირდაპირ სახელითა და გვარით მლანძღავდნენ, ხალხს მოუწოდებდნენ, რომ სოფელში არ შევეშვი, რადგან ხალხის კულტურის შელახვას ვცდილობდი. როცა სოფლებში მივდიოდი, თვითმმართველობის წარმომადგენლებს არ მოსწონდათ, რადგან ვსაუბრობდი ნაადრევ ქორწინებაზე და ამასთან, ადგილობრივთა სხვა პრობლემებსაც ვააშკარავებდი, იქნებოდა ეს წყალმომარაგება თუ რაიმე სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხი.
ხალხი მეუბნებოდა, რომ მათი ხმა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებამდე არ მიდიოდა და დახმარებას გვთხოვდნენ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონდა. ხშირად, როცა სოფლებში ჩავდიოდი ადგილობრივების მოთხოვნით, ლაივს ვრთავდით და განვიხილავდით ადგილობრივ პრობლემებს, რაც გაღიზიანებას იწვევდა. თვითმმართველობაში ხშირად ჩემს განაცხადს არც კი განიხილავდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ, არ რეაგირებდნენ მუქარისშემცველ განცხადებებზე და მეუბნებოდნენ, რომ საფრთხისშემცველს ვერაფერს ხედავდნენ, პოლიცია, ფაქტობრივად, არ გვიცავდა, არადა ფეისბუკის გვერდზე დაწერილი პოსტების გამოც კი გამოძიებაზე მიბარებდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ დავდე ესა თუ ის პოსტი, რა იყო მიზეზი.
აქტიურად ვსაუბრობდი პრობლემებზე და მედიის თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უფრო მეტად დაინტერესდნენ, ჩამოდიოდნენ და სხვადასხვა საკითხის მოკვლევას ცდილობდნენ, რასაც ისევ ჩემს ორგანიზებულად თვლიდნენ.
ვსაუბრობდი ადგილობრივი თვითმმართველობის უმოქმედობაზე, რადიკალურ ჯგუფებთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი, რადგან ვსაუბრობდი თანასწორობაზე, რელიგიურ უფლებებზე, თავისუფლებაზე, თანაბარი შესაძლებლობების აუცილებლობაზე, რაც ბევრს აწუხებდა.
მრავალ სხვადასხვა დონეზე მიწევდა საქმის გარკვევა: პოლიციასთან, თვითმმართველობასთან, ხალხთან, რელიგიურ ჯგუფებთან, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლის წევრებიც არ ცნობენ თანასწორობის პოლიტიკას, მუშაობენ შოვინისტურ საკითხებზე. მსგავსი ორგანიზაციები ფინანსდებიან იმ სახელმწიფოებისგან, რომელთა ინტერესების გამტარებლებიც ეს ჯგუფები არიან და ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან შიდა ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მიზანია. თვალთვალი და ადევნება სოფლებში შეხვედრებზე სიარულისას ჩვეულებრივი ამბავი იყო’’.
რას აკეთებს სახელმწიფო ადრეულ ასაკში მარტოდარჩენილი ქალების გასაძლიერებლად?
ცნობიერების ამაღლება კი კარგია, მაგრამ კანონის აღსრულება როცა პრობლემაა და, ფაქტობრივად, უფუნქციო კანონები გვაქვს, ადამიანი რჩება ყოველგვარი დახმარების, ხელშეწყობის გარეშე.
სამირა ბაირამოვა მეუბნება, რომ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ისევ სახელმწიფოს არასათანადო ჩართულობაა, რაც ხშირად იმის რისკსაც ქმნის, რომ უფლებადამცველთა ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება. სამირა სვამს კითხვას, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი ქალების სოციალიზაციას ხელი შეუწყოს? და ამ კითხვაზე პასუხიც აქვს: შეიძლება ითქვას, რომ არაფერს.
„ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ახლაც არის, ისე აღარ, როგორც წლების წინ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ უკვე ხვდებიან, ეს პრობლემაა, კანონით ისჯება, არაა კულტურისა და რელიგიის ნაწილი. მოზარდებიც უკეთ ხვდებიან, ნაადრევი ქორწინება რამდენად დიდი პრობლემაა მათი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. აუცილებელია ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების განგრძობითი მუშაობა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მეტი ჩართულობა, საკითხით მეტად დაინტერესება. ჩვენ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლებაზე ან კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მივმართოთ, მაგრამ ისევ მივდივართ სახელმწიფოს როლზე. ეს არის მასშტაბური პრობლემა, რომელიც მოიცავს პოლიციასთან ურთიერთობის ფორმას, სასამართლო პროცესის სწორად წარმართვას, საგანმანათლებლო ინიციატივებს და თუ სახელმწიფოს მონდომება არასათანადო იქნება, არაფერს მოიმოქმედებენ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შრომაც წყალში იყრება.
კიდევ ერთი პრობლემა ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი ქალებისთვის საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებაა, მაგალითად, რუსთავში არის ასეთი ცენტრი და დმანისიდან 200 კილომეტრის გავლა ბევრისთვის რთულია, პრობლემურია თავშესაფარში განთავსების საკითხიც, რადგან ხშირად გადატვირთულია საცხოვრისები, ამას ემატება ქალების ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევა, რაც განსაკუთრებით რთულია.
განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფის პრობლემაა, ალიმენტის გადახდის სირთულე, რადგან ხშირად ადამიანებს ხელფასი ანგარიშზე არ ერიცხებათ, ხელზე იღებენ და ეს მთელი სირთულის ქალზე დაკისრებას იწვევს, ამის გამო, ბევრი ქალი ძალადობრივი ოჯახიდან წამოსვლას ვერ ბედავს, ვერ ბრუნდებიან ოჯახში, რადგან მათგან წინააღმდეგობა ხვდებათ.
მაგალითად, შედგა ნაადრევი ქორწინება, გოგოს ამ ოჯახში ცხოვრება არ უნდა და დროებით თავშესაფარში გადადის, ამ დროის გასვლის შემდეგ რას აკეთებს სახელმწიფო, რომ ამ ადამიანის სრული სოციალიზაცია მოხდეს, საზოგადოებაც ხშირად მზად არ არის, რომ განქორწინებული ქალი მიიღოს, მისთვის აღარ არსებობს არც სკოლა, არც საზოგადოება, არც სისტემა, რომელიც მას საკუთარი თავის დამკვიდრებაში ხელს შეუწყობს, ის აღიქმება „სახელგაფუჭებულ“ ქალად და ხშირად ჩაგვრას ნორმალურ მდგომარეობად თვლიან.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები იყო, როცა კაცს ვერ დააკისრეს ალიმენტი, რადგან ხელფასს ხელზე იღებდა, სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, კაცის მამაზე იყო გაფორმებული და წილს ვერ მოითხოვდა ქალი, ფაქტობრივად, ამ დროს მცირე ასაკის ქალმა ყველაფრის შენება ნულიდან უნდა დაიწყოს. ცნობიერების ამაღლება კი კარგია, მაგრამ კანონის აღსრულება როცა პრობლემაა და, ფაქტობრივად, უფუნქციო კანონები გვაქვს, ადამიანი რჩება ყოველგვარი დახმარების, ხელშეწყობის გარეშე. როცა სხვა მსხვერპლი ხედავს, რომ მის მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა რთული გზა გაიარა, გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს – არ მიმართავს სასამართლოს, არ მოდის ჩვენთან, რადგან ის უიმედოა. იცის წარუმატებელი შემთხვევები და აქვს განცდა, რომ მისი შემთხვევაც არ იქნება განსხვავებული. ის ფიქრობს, რომ თუ მაინც ტანჯვის გზა უნდა გაიაროს, სჯობს, თავზე ჭერი, საკვები ჰქონდეს და ძალადობას ითმენს.
რეგიონებში ოჯახში ძალადობის პრობლემა ბევრად მძაფრად დგას, რადგან სერვისული ორგანიზაციების მუშაობა ბევრად რთულია. ამიტომ, აუცილებელია, იყოს უფასო ბაღი, კეთილმოწყობილი სკოლა, უნდა ისწავლებოდეს სექსუალური განათლების საკითხები, ეს ცუდი რატომ შეიძლება იყოს?! უნდა ტარდებოდეს ტრენინგები, ადამიანებმა მცირე ასაკიდან უნდა იცოდნენ, რა არის და როგორ. სკოლა თავისუფალი და თანასწორი გარემოს შემქმნელი უნდა იყოს, სადაც ადამიანებს არ ექნებათ განცდა, რომ ვინმეზე უპირატესნი არიან, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება“.
დანაკლისი, რომელიც აქტივიზმის მიმართულებით არსებობს და ახალგაზრდები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე რესურსის შემქმნელებად იქცნენ
გვჭირდება პრაქტიკული მუშაობა, რათა გამოწვევების დაძლევა შევძლოთ და ამ დროს რესურსი უკვე აღარ გვყოფნის. ჩემი აზრით, უმთავრესი პრაქტიკული მუშაობა, პასუხისმგებლობის აღებაა, ცვლილებას სჭირდება მეტი ძალისხმევა.
მეუბნება, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, ბევრად მეტი ორგანიზაცია მუშაობს თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხზე, თუმცა თვლის, რომ პრაქტიკული მუშაობის ნაწილში, რაც ცვლილებების მოტანისთვის აუცილებელია, რესურსების დიდი დანაკლისი გვაქვს.
„ახლა ბევრად მეტი ორგანიზაცია მუშაობს თანასწორობისა და გენდერის საკითხებზე და ბევრად მეტი ახალგაზრდაც არის ჩართული ამ პროცესში, მაგრამ არაერთი ახალგაზრდის აქტივიზმი მაინც სოციალურ ქსელებს ემყარება, არადა პრაქტიკული მუშაობა, ადვოკატირების პროცესში ჩართვა, ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ხმის სოციალურ ქსელებში გაჟღერება, სხვადასხვა საკითხის წინწამოწევა, ცნობიერების ამაღლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ვიცით პრობლემის არსი, ის გზებიც ვიცით, რომლითაც პრობლემა უნდა გადაიჭრას და რა ხდება მერე? გვჭირდება პრაქტიკული მუშაობა, რათა გამოწვევების დაძლევა შევძლოთ და ამ დროს რესურსი უკვე აღარ გვყოფნის. ჩემი აზრით, უმთავრესი პრაქტიკული მუშაობა, პასუხისმგებლობის აღებაა, ცვლილებას სჭირდება მეტი ძალისხმევა.
ბევრი სტუდენტი, როცა მიხვდა, რომ რესურსებზე წვდომის პრობლემაა, თვითონ გახდა ადგილობრივ დონეზე ამ რესურსის შემქმნელი. საკუთარ სახლებში გახსნეს სათემო ცენტრები, სადაც ასწავლიან ინგლისურს, ქართულს, ხატვას, ფარავენ არაფორმალური განათლების ნაწილს. ეს ძალიან კარგი პროცესია, რადგან ბევრ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღემდე არ არის და ბავშვებს ქალაქთან, სხვებთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ვერ სოციალიზდებიან, ამას დაემატა პანდემიის გამოწვევებიც და, შეიძლება ითქვას, რომ მოზარდები იზოლირებულები არიან, ამიტომ სათემო ცენტრები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.
დიასახლისებისთვის, რომელთაც მთელი დღე სახლში ყოფნა უწევთ, გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, უნდა შეიქმნას შესაძლებლობები, რომლებიც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალიზაციას შეუწყობს ხელს, რადგან ამის გარეშე ვერ ვითარდები. როცა ადამიანს აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, ის ვერც სწავლას ახერხებს, არც პირად განვითარებაზე ზრუნვისთვის რჩება დრო. სოფლებში უნდა იყოს სოციალიზაციის სივრცეები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სოფელში თუ თემში უნდა იყოს მუშა კულტურის სახლები, რომლებიც კი არის, მაგრამ დაკეტილია და მხოლოდ არჩევნების პერიოდში მუშაობენ, რათა ხალხი ხმის მისაცემად მივიდეს. ადამიანები არ მონაწილეობენ კულტურულ და სოციალურ პროცესებში, ვერ არიან აქტიურები. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფერი არსებობს, არც პარკი, არც ნორმალური გზა, კეთილმოწყობილი სტადიონები, არის სკოლა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მოზარდების საჭიროებებს. არაერთ სოფელში წყალმომარაგების პრობლემაა და ეს პანდემიის დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, ვატარებდით კამპანიებს ჰიგიენის პიროებების დაცვის აუცილებლობაზე, ხელების ხშირად დაბანის მნიშვნელობაზე და ხალხი გვეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობას ჰგავდა, რადგან მათ არ აქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი – წყალი. როცა სასმელი წყლის ყიდვაც კი გიწევს, როგორ უნდა იფიქრო უფრო მეტზე’’.
ნოვრუზ ბაირამი – ეროვნული დღესასწაული, რომელიც შეიძლება ინტეგრაციის გზად იქცეს
შეიძლება აღვადგინოთ დავიწყებული ტრადიციული დღესასწაულები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სოციალიზაციის კერას შექმნის. კულტურა აახლოებს და აერთიანებს ადამიანებს, ამიტომ შეიძლება ინტეგრაციის გზად იქცეს.
თანასწორობის, სოციალიზაციისა და ეთნიკური ინტეგრაციის მიღწევის გზად კულტურული ინტეგრაცია დაისახა, ამიტომ ბოლო წლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეროვნული დღესასწაულების როლის წინ წამოწევას ანიჭებს, თანაც, ისეთ დღესასწაულებს, როგორიც ნოვრუზ ბაირამია, ტურისტული პოტენციალის მქონე ღონისძიებად თვლის, თუმცა ეს სახელმწიფოს არ აინტერესებს.
„ჩემი მთავარი მიზანი ადამიანთა თანასწორობის, სოციალიზების, ინტეგრაციის ხელშეწყობაა და ვთვლი, რომ კულტურა არის ეფექტური გზა ამის მისაღწევად, ამიტომ, ახლა ვცდილობ, ამ მიმართულებით გავაძლიერო მუშაობა. ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნოვრუზ ბაირამი, რომელსაც ბევრი ადამიანი აღნიშნავს, შესაბამისად, კარგი გზაა სოციალიზაციისთვის, ინტეგრაციისთვის, რადგან მხოლოდ რელიგიური უმცირესობებისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, სხვებიც დაინტერესებული არიან. ეს არის კულტურის ნაწილი, ტრადიციული დღესასწაული, რომელშიც ადამიანთა დიდი ნაწილი უნდა იყოს ჩართული, ამიტომ წარვადგინე განაცხადი, რომლითაც ნოვრუზ ბაირამი ოფიციალური დასვენების დღედ უნდა გამოცხადებულიყო და 21 მარტი უნდა ყოფილიყო საერთო დღესასწაული [ნოვრუზ ბაირამი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ოფიციალური დასვენების დღეა, მაგრამ არა მთლიანად საქართველოში], თუმცა ამ ინიციატივაზე უარყოფითი პასუხი მივიღე. ნოვრუზ ბაირამი ქართულ საისტორიო წყაროებში თუ მხატვრულ ძეგლებში დიდი ხანია მოხსენიებულია, ჩვენი არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია და შეიძლება მნიშვნელოვან ტურისტულ ღონისძიებადაც იქცეს. სახელმწიფო კი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რელგიური უმცირესობები, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან თარიღებზე თანხმობა მაინც არაა. გარდა ამისა, შეიძლება აღვადგინოთ დავიწყებული ტრადიციული დღესასწაულები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სოციალიზაციის კერას შექმნის. კულტურა აახლოებს და აერთიანებს ადამიანებს, ამიტომ შეიძლება ინტეგრაციის გზად იქცეს.
კიდევ ერთი გამოწვევა, რაზეც აქტიურად ვფიქრობ, არის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა. Საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სკოლამ ქართული ენა ვერ ასწავლა, რადგან სახელმწიფომ სათანადოდ არ მოინდომა, შეიქმნა ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ იწყება და ამ კურსის ფინანსურად უზრუნველყოფა ისევ ინდივიდის ვალდებულებაა, რატომ უნდა იყოს ადამიანი პასუხისმგებელი სახელმწიფოს ხარვეზებზე, თანაც, ამ პროგრამის მონაწილე ადამიანებისთვის უფასო პრიორიტეტული პროგრამები აღარ არის უფასოდ ხელმისწავდომი.
ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტკა არის პრობლემური, მოქალაქეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ინტეგრაცია შეძლოს. შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო არის კერძო ინსტიტუტი, რომლის მომსახურების მისაღებადაც ფულის გადახდა სჭირდებათ. კიდევ ერთი გაუგებარი მიდგომაა აზერბაიჯანის ჩართვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელების ინტეგრაციის საკითხში, რატომ უნდა იყოს საქართველოს მცხოვრებთა ინტეგრაცია სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებული, მაგალითად, აზერბაიჯანმა გახსნა სპორტული კომპლექსი, შექმნეს ინტეგრაციის ცენტრი, ახორციელებენ სხვა ინიციატივებს. ჩვენ გადასახდების გადამხდელები ვართ, რომელთა საჭიროებებიც სახელმწიფოს არ ადარდებს.
პანდემიის პერიოდში მოხდა დისკრიმინაციის ფაქტი, რომელიც ამ პრობლემის არსს უკეთ ხსნის. სახელმწიფო დღესასწაულებისას კომენდანტის საათი მოხსნეს, ერთ-ერთი სპორტული თამაშის გამოც კი გააუქმეს, ჩვენ ნოვრუზ ბაირამის დროს ოფიციალურად მოვითხოვეთ, რომ რამდენიმე საათით მოეხსნათ შეზღუდვა. ეს მოთხოვნა რელიგიურ საკითხთა კომინტეტში გადაამისამართეს, რაც არასწორია, ეს არის ეროვნული დღესასწაული და მისი კვალიფიცირებაც ასე უნდა მოხდეს. ამ მოთხოვნაზე რა თქმა უნდა უარი მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიმართა საზოგადოებამაც, პარტიებმაც, სახალხო დამცველმაც, ამიტომ გადავწყვიტე, რომ 21 მარტს ქუჩაში გამოვსულიყავი და აღმენიშნა დღესასწაული, რისიც არავის სჯეროდა. ამ დღეს ქუჩაში მაინც გამოვედი, შემომიერთდნენ მეგობრები თბილისიდან, ადგილობრივებიც, გააშუქა მედიამაც, პრეზიდენტმა მხარი დამიჭირა და შევძელით ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა, მაგრამ ამ დროს, როცა მასშტაბური ღონისძიებაა, პოლიცია წესრიგის დასაცავად ადგილზე უნდა იყოს, ისინი კი მარნეულიდან უბრალოდ გაქრნენ, არადა მასაშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული უნდა იყოს ყველა, პასუხისმგებლობა სრულად ჩვენ დაგვეკისრა. ჩემს აქტივისტურ საქმიანობაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როცა ყველას დავანახეთ, რომ ქალებს აქვთ დიდი ძალა და შეუძლიათ ცვლილებების მოტანა, ბევრი რამის შეცვლა. ჩვენ, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, ქალებს, გვიწევს სახელმწიფოს ორმაგ სტანდარტებთან პირისპირ დარჩენა და ამიტომ ხშირად აქტიურად არ ვართ ჩართული სოციალურ პროცესებში“.
პრორუსული ძალები, რომლებიც ეთნიკურ შუღლს აღვივებენ, მაგრამ დაუსჯელები რჩებიან
სახელმწიფოს ოფიციალურ საგარეო კურსთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მყოფი ჯგუფები, რომლებიც ყველა საერთაშორისო შეთანხმებასთან, კონვენციასთან აცდენაში არიან, რატომ უნდა ახერხებდნენ გავლენის გამტკიცებას?
საუბრის ბოლოს ისევ ალტ-ინფოს მივუბრუნდით. მითხრა, რომ დესტრუქციულ ძალებთან დაპირისპირების შემთხვევა სწორედ პანდემიის პერიოდში ჰქონდა, ამიტომ კარგად ხვდება, რამდენად საშიშია მსგავსი ძალის მიერ გავლენის განმტკიცება.
„ალტ-ინფოსთან დაკავშირებით განცხადება ასე უბრალოდ კი არ გამიკეთებია, პირდაპირ უკავშირდება ჩემს გამოცდილებას. პანდემიის პერიოდში მე და ერთ-ერთი ისლამური ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერიის წინააღმდეგ შევიტანეთ სარჩელი, რადგან ვთვლიდით, რომ მარნეულში გამოყოფილი თანხა იყო დისკრიმინაციული. რაიონში, სადაც უმრავლესობა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია, თანხა არ უნდა იყოს არაპროპორციულად გამოყოფილი. რაიონის უმრავლესობას თუ უმცირესობა შეადგენს, მის საჭიროებებზე გამოყოფილი თანხა არ უნდა იყოს 30-ჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მათთვის გამოყოფილი თანხა საერთოდ გაუქმებულიყო, რადგან ისინი ისედაც სახელმწიფოსგან კონტრიბუციას იღებენ, რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებითი თანხა მათი საჭიროებებისთვის, ეს ხომ უსაფუძვლოა. მინდოდა, ეს თანხა მოხმარებოდა სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და შშმ პირების საჭიროებებს.
სასამართლომ საქმეში მესამე მხარედ ჩართო ეპარქია, მაგრამ არა სხვა რელიგიური ორგანიზაცია, არადა ჩვენი მიმართვა მერიას ეხებოდა. მაშინ ეპარქიის ეპისკოპოსმა თქვა, რომ ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები, უმცირესობის წარმომადგენლები ვიყავით და რა უფლებით შეგვქონდა საჩივარი მერიაში, როგორ გვყოფნიდა გამბედაობა, ფაქტობრივად, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებად მიგვიჩნიეს. ეპარქიას ახლო კავშირები ჰქონდა ,,ქართულ მარშთან’’ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მარში თუ ალტ-ინფო. იმ პერიოდში ჩამოვიდნენ დაჯგუფების წარმომადგენლები, გამართეს დიდი აქცია მარნეულში, პრორუსულმა მედიამ ჩემი რეპუტაციის დასაზიანებლად სტატიები დაწერა, ობიექტივზე პირდაპირ სეპარატისტი მიწოდეს და გადაცემა გააკეთეს ჩემ შესახებ, დამაბრალეს ეთნიკური შუღლის გაღვივება.
ალბათ, პანდემიის პერიოდი რომ არ დამთხვეოდა, ჩემთვის ქუჩაში სიარულიც საფრთხისშემცველი იქნებოდა, რადგან სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ წამოვიდა სიძულვილის ტალღა, გინება, ლანძღვა. სამსახურში როცა მივდიოდი, მანქანით ადევნების ფაქტებიც იყო, კუთხეში მიმწყვდევდნენ და მანქანის შეჯახებით მაშინებდნენ. ეს გზა მაქვს გავლილი და ამიტომ კარგად ვხვდები, რამდენად საშიშია ამ ადამიანების, მსგავსი დაჯგუფებების მარნეულში ყოფნა. მაშინაც დამიბარეს სუსში დაკითხვაზე, როგორც დაზარალებული, მაგრამ გამოკითხვა ისე წარმართეს, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე. ამ ამბავმა დამანახა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ დაგვიცვას დესტრუქციული ძალებისგან.
სად არის სახელმწიფო, როცა ორ მხარეს შორის დაპირისპირებაა, იმართება აქციები, არ არის აქტივისტების თუ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული, რატომ არ აკავებს დესტრუქციული ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც ეთნოკონფლიქტის ხელშემწყობნი არიან?
ახლა კი ძველად ქართული მარშის ოფისთან ვხედავ ალტ-ინფოს, რომელშიც დასაქმებულნი არიან იგივე ადამიანები, რომლებიც მაშინ და მას შემდეგ ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას ცდილობენ. დავით გარეჯის ამბების დროსაც იგივეს ცდილობდნენ, უნდოდათ, ეს მოვლენები დაეკავშირებინათ ეთნიკურად აზერბაიჯანელებთან. სახელმწიფოს ოფიციალურ საგარეო კურსთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მყოფი ჯგუფები, რომლებიც ყველა საერთაშორისო შეთანხმებასთან, კონვენციასთან აცდენაში არიან, რატომ უნდა ახერხებდნენ გავლენის გამტკიცებას? როგორც ჩანს, სახელმწიფოა დაინტერესებული ამ ჯგუფების საქმიანობით, ისე როგორ მოახერხებდნენ მარტივად ოფისების გახსნას, მუშაობას, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას? თანაც, ყველამ კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან ეს ძალები. არსებობს არაერთი კითხვა, თუმცა სახელმწიფოს პასუხები არ აქვს“.
14 მარტს, ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში სამირა ბაირამოვამ მარნეულში ალტ-ინფოს ოფისის ბანერზე უკრაინის დროშა გამოსახა და წარწერა დატოვა – „რუსეთი ოკუპანტია“, რასაც აქტივისტის მისამართით მუქარისშემცველი გზავნილების გავრცელება მოჰყვა. სამირამ აღნიშნულ გზავნილებთან დაკავშირებით პოლიციას საჩივრით მიმართა და დაკითხვაზეც დაიბარეს. აქტივისტმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მარნეულის ალტ ინფოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონი ქოჩქიანი პოლიციაში უჩივის და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ქალთა საერთაშორისო დღის წარმოშობის ისტორია
8 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია – ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც ქალების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევების აღნიშვნასა და გენდერულ თანასწორობას ეძღვნება. Keep Reading
Don't Miss
გენდერის სამართლებრივი აღიარება, როგორც იდენტობის განსაზღვრის საფუძველი ტერმინი ,,გენდერის სამართლებრივი აღიარება“ გულისხმობს კანონებს, ადმინისტრაციულ პროცედურებს და პროცესს, რომლის საშუალებითაც ადამიანს
დისკურსი ჰომოსექსუალობის შესახებ ფსიქიატრიაში ჰომოსექსუალობა საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ინტერესის საგანს დასავლურ სამყაროში. მეცხრამეტე საუკუნემდე დისკურსს ჰომოსექსუალობის შესახებ უმთავრესად რელიგია ავრცელებდა
1907 წელს ნიუ-იორკში 3000-მდე ადამიანი დაინფიცირდა სალმონელას ტიფით. ეპიდემია სწრაფად გავცელდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10% იყო. ექიმი, რომელმაც დააიდენტიფიცირა ეპიდემიის
ქვიარ ადამიანები აღბეჭდილი არიან ფოტოებზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ლგბტქი უფლებები იქნებოდა ლეგალური, აღიარებული და დაცული. სტატიაში თავმოყრილია ისტორიული ფოტოები,