10 მარტს, თბილი ორგიის კოლექტივმა და ქვიარ არტისტებმა მუსიკალური ქვიარ ღონისძიება გამართეს, რომელზე შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად. Queers for Ukraine-ის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებების სერიას კარგი მუსიკა და მეგობრული გარემო გამოარჩევს,
უკრაინელმა აქტივისტმა, ანდრიი ჩერნიშევმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩერნივცის, კიევის, დნეპრისა და სხვა ქალაქების თავშესაფრებში მყოფი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებზე წერს. Keep Reading
Don't Miss
BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის: ბონდაჟი (ინგლ. Bondage) — სექსის დროს პარტნიორის ფიზიკურად
თათია სამხარაძის შემდეგ, პროსამთვარობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ადანაშაულებს. ქალების განცხადებით, ხელისუფლების პროპაგანდისტი მათ
სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას აღწერენ. ბისექსუალობა გულისხმობს რომანტიკულ, ემოციურ
პაემნებზე სიარული ჰეტერონორმატიული პატრიარქატის პირობებში განსაკუთრებით სარისკო ქვიარ ადამიანებისთვისაა — მათ ორმაგად უწევთ რისკების გააზრება და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ეს
10 მარტს, თბილი ორგიის კოლექტივმა და ქვიარ არტისტებმა მუსიკალური ქვიარ ღონისძიება გამართეს, რომელზე შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად. Queers for Ukraine-ის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებების სერიას კარგი მუსიკა და მეგობრული გარემო გამოარჩევს, გაიმართა დრეგ შოუც.
ქვიარ ღონისძიებების სერია ახლახან დაიწყო და ყოველთვიური იქნება. ორგანიზატორების თქმით, ქვიარ საღამოები „ქვიარ არტისტებს საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნულ სივრცეში მუშაობა და საკუთარი თავის ხელოვნების ენით გამოხატვა.
უკრაინის დასახმარებლად თანხა რამდენიმე გზით შეგროვდა: ღონისძიებაზე დასწრების საფასური, ბარში გადახდისას შეგროვებული თანხა და დონაციის ყუთებში შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინელ ხალხს.
Don't Miss
თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს,
ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების,
თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა
ბოლო დროს, უამრავი მედიაგამოცემა დამიკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად. ეს წერილი ყველა ამ მოთხოვნის პასუხია და ჩემი, როგორც მოწმის სიტყვა უკრაინიდან.
შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც ერთი კვირაზე ცოტა მეტის წინ მოხდა. ჩვენი ქვეყანა მშვიდი იყო; ჩვენი ქალაქები და სოფლები სიცოცხლით სავსე. 24 თებერვალს ყველამ რუსეთის თავდასხმის სიახლით გავიღვიძეთ. ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს, თვითმფრინავებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, სარაკეტო დანადგარები ჩვენს ქალაქებს შემოეჯარნენ.
კრემლის პროპაგანდის დასაყრდენი გამოცემების მტკიცების მიუხედავად, რომლებიც ამ მოვლენებს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ, ფაქტია, რომ ეს უკრაინის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობაა. ალბათ, ამ თავდასხმის ყველაზე შემზარავი და სამწუხარო ნაწილი ბავშვების სიკვდილია – ოხტირკას ქუჩებში გარდაცვლილი 8 წლის ელისი, რომლის დაცვასაც ბაბუა ცდილობდა. ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვისას გარდაიცვალა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევი მოხვდა და ვერ გადაარჩინეს, რადგან ხანძრის გამო სასწრაფო დახმარება დროულად ვერ მივიდა.
რუსეთი ამბობს, რომ ეს „არ არის ომი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, ამიტომ, პირველ რიგში, მოკლული ბავშვების სახელებს ვახსენებ.

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ იხილეთ კიევის და ხარკოვის მეტროსადგურების ფოტოები, რომლებშიც ხალხი ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად იატაკზე წევს – გამოკეტილები არიან. ზოგისთვის ეს უბრალოდ ომის შედეგია, უკრაინელებისთვის კი – შემზარავი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში ოჯახები თავშესაფრებს დღეების განმავლობაში ვერ ტოვებენ, რადგან განურჩეველი და შეუწყალებელი დაბომბვაა, რომელიც სამოქალაქო ნაგებობებს ანგრევს.
ომის პირველმა ახალშობილმა სარდაფის ჭერი ნახა, პირველად მიწისქვეშეთის ჩახუთული ჰაერი ჩაისუნთქა და პირველი წამების მოწმეები გამოკეტილი, შეშინებული ხალხი იყო. ამჟამად, ათეულობით ბავშვს არასდროს უნახავს მშვიდობა. ეს ომი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა მხოლოდ დაბომბვის გამო. ზოგიერთ ადამიანს ინტენსიური ზრუნვა და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, რომელსაც ვერ იღებენ. რამდენად ადვილია ინსულინის გაკეთება სარდაფში? ან ასთმის სამკურნალო საშუალებების მიღება ხანძარში? რომ არაფერი ვთქვათ ათასობით ონკოლოგიურ პაციენტზე, რომელთათვის აუცილებელი ქიმიოთერაპია და რადიაციული მკურნალობა შეწყვეტილია.
ადგილობრივები სოციალურ ქსელებში უიმედონი არიან. ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, მძიმე ავადობის მქონენი და შშმ პირები ოჯახებს დაშორდნენ, არავითარი მხარდაჭერა აღარ აქვთ. ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ორმაგი კრიმინალია. ჩვენი გზები ლტოლვილებით არის გადატვირთული. ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებს თვალებში და ბავშვებს, რომლებიც საყვარელი ადამიანების და იმ ცხოვრების უკან მოტოვების გულისტკივილს დაატარებენ, რომელიც ჰქონდათ. კაცები, რომლებსაც ისინი საზღვრამდე მიჰყავთ, ცრემლებს ვერ იკავებენ, რადგან ოჯახები ერთმანეთს შორდებიან, მაგრამ მაინც გმირულად ბრუნდებიან საომარ ველზე, რათა ჩვენი თავისუფლება დაიცვან. ყველაფრის მიუხედავად, ყველა შემზარავი მოვლენის მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.
აგრესორ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი სათანადოდ ვერ შეაფასა. უკრაინელებმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მშობლიური ენისა, რწმენისა და ეროვნებისა, შეუდარებელი ერთობა აჩვენეს.
კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინელები, როგორც გადამრჩენებს, ყვავილებით დახვდებოდნენ, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილებით შეეგებნენ. მადლობელი ვარ იმ ქალაქების მცხოვრებლების, რომლებსაც თავს დაესხნენ, რადგან კოორდინირებული დახმარება გაუწიეს ყველას, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მადლობელი ვარ მათიც, ვინც აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, სოციალურ სერვისებზე მუშაობენ, რადგან აჩვენეს, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.
უნდა აღვნიშნო ყველა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა და მადლობა გადავუხადო უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა მეზობლებს, რომელთაც საზღვრები გახსნეს და ქალები და ბავშვები შეიფარეს, მადლობა, რომ უსაფრთხოდ ამყოფებთ მაშინ, როცა აგრესორმა ამის გაკეთების შესაძლებლობა შეგვიზღუდა.
მადლობა ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობები მოაწყვეს. გხედავთ! თვალს გადევნებთ და ვაფასებთ მხარდაჭერას.
უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ საკუთარ საზღვრებს დაიცავს, საკუთარ იდენტობას და არასდროს დაეცემა. ქალაქებში, რომლებშიც დაბომბვა გრძელდება, რომლებშიც ხალხი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, სარდაფებიდან ვერ ახერხებენ გამოსვლას, უსაფრთხო დერეფნები გვჭირდება, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ევაკუაცია უზრუნველვყოთ. გვჭირდება, რომ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ – ცა დაკეტონ!
დაკეტეთ ცა და მიწაზე მიმდინარე ომს ჩვენით გავუმკლავდებით.
მოგმართავთ მედიასაშუალებებს: განაგრძეთ სიმართლის თქმა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება. რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული ომის პირობებში ყველა მტკიცებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამ წერილით ვადასტურებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი „სადღაც მიმდინარე ომი“ არაა. ესაა ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვართან ახლოს. უკრაინა ცდილობს იმ ძალის შეჩერებას, რომელიც ხვალ შეიძლება აგრესიით შემოიჭრას თქვენს ქალაქებში და ამის გამართლებად მოქალაქეთა დაცვა დაასახელოს.
გასულ კვირას ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ეს ყოველივე გადაჭარბებულ შეფასებად ჩანდა, მაგრამ დღეს ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ყოველივე. თუ პუტინს არ შევაჩერებთ, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არსად მსოფლიოში, არავისთვის იარსებებს უსაფრთხო ადგილი.
ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენი ერთიანობის, უკრაინის ერთობლივი სიყვარულის გამო. დიდება უკრაინას!
Don't Miss
მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს და არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების მიმდინარეობა შეაფასა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სახელმწიფოს მოუწოდებენ, გაუუქმოს ჯარიმები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს და შეწყვიტოს საქმის წარმოება. განცხადების
ზაზა ბიღიაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ათობით დაშავებულთაგან ერთ-ერთია. მისი ცოლი, მაია გოგოლაძე ქვიარს ეუბნება, რომ ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში