თბილისი პრაიდისა და საინციატივო ჯგუფის პროექტის, The Drag Ball ფარგლებში, 23 თებერვალს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართველი პოპ ვარსკვლავი, ლელა წურწუმია სახელდება. გარდა ლელა წურწუმიასი, დამსწრეების წინაშე სპეციალურ სტუმრებად
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.
წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:
- თებერვალში თბილისი პრაიდმა „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ მეორე სეზონი დაიწყო. პროექტი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც სოციალურ ქსელებში ან მათ მიღმა აქტიურად საუბრობს ლგბტქი თემებზე, ქვიარ თემის გარშემო არსებულ სტერეოტიპებს ცვლის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეები უკვე შეირჩნენ, „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ პირველი შეხვედრა კი 25 თებერვალს გაიმართება. სკოლა 10 კვირის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეები არაერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე შეძლებენ საუბარს. მათ შორისაა:
- ქვიარ აქტივიზმის ისტორია: ადგილობრივი და გლობალური გამოცდილებები;
- იდენტობის და ქვიარ პოლიტიკა;
- ლგბტქი უფლებები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა;
- ტრანს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში;
- ქვიარ ხელოვნება და დრეგი, როგორც პოლიტიკური აქტივიზმი;
- ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა;
- მულტიმედია სოციალური ცვლილებებისთვის;
- ინტერსექციურო
ბა და სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობა; - სოციალური მოძრაობები და კამპანიების დაგეგმვა;
- ამბის თხრობის ხელოვნება;
- სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია თანამედროვე საქართველოში.

- 23 თებერვალს თბილისი პრაიდმა, საინიციატივო ჯგუფმა და კლუბმა „მტკვარზე“ უმასპინძლა მორიგ დრეგ-მეჯლისს, რომლის თემაც ამჯერად ჰოლივუდი იყო. თემის შესაბამისად, ღამე საოცრად ამაღელვებელი და გლამურული გამოვიდა. მაყურებელმა ახალი და უკვე საყვარელი დრეგ-შემსრულებლების ნომრები იხილა. მნიშვნელოვანი იყო ლელა წურწუმიას ღია მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების მიმართ. ქართული ესტრადის დივამ მეჯლისის სტუმრებისთვის რამდენიმე ჰიტი შეასრულა და საღამო ჟიურის წევრის რანგში გააგრძელა. დრეგ-მეჯლისზე ასევე ესტუმრნენ კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Anman (ანა-მარია ბურდული), Kordz & DRO.
Don't Miss
იტალიაში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მოკლულ ახალგაზრდა ქალს, ჯულია ჩეკეტინს, 22 წლის სტუდენტს ვენეციის მიმდებარე პატარა ქალაქიდან. ჯულია ბიო სამედიცინო
ნეპალის უზანაესმა სასამართლომ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. ცოტა ხნის წინ ქვიარ წყვილმა, მაია გურუნგმა და სურენდრა პანდეიმ ოფიციალურად დაარეგისტრირეს მათი
როგორც Associated Press თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომის პაპი აპირებს პენსიაზე მყოფი ანტი ლგბტქი კარდინალის, რეიმონდ ბურკეს პენსიისა და
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში შპს “პოლიგრაფი”-ს დირექტორმა გოჩა კამკამიძემ დისკრიმინაციული მოტივით უარი თქვა ჟურნალ „ქვიარი“-ს ბეჭდვაზე. მან განაცხადა რომ
თბილისი პრაიდისა და საინციატივო ჯგუფის პროექტის, The Drag Ball ფარგლებში, 23 თებერვალს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართველი პოპ ვარსკვლავი, ლელა წურწუმია სახელდება. გარდა ლელა წურწუმიასი, დამსწრეების წინაშე სპეციალურ სტუმრებად Anman (ანა-მარია ბურდული), კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Rafaela Toxikana, Kordz & DRO Live წარსდგებიან.
Pre Party-ზე Citizens Union დაუკრავს, ხოლო Afterparty-ზე იქნებიან DRO DJ Set, IAMNIKITA show, MARGARITA ELEKTRA და Valley Dolly.
დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის კარგად ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Hot Paflotski, FAGATTA, HOMO ERECTUS, JANGO, VENOM, VIRGINIA, Arkprincess და SHIRO.
“ოქროს ხანის ჰოლივუდის გლამური, ბრწყინვალე სამოსი და ფერადი ბოა, მოკაშკაშე ძვირფასი ქვები, მაღალი ქუსლები და წითელი ტუჩსაცხი, სიმდიდრე, ანგარება, სექსი, თავბრუდამხვევი გართობა, სიყვარული, სიძულვილი, ინტრიგები და რაც მთავარია, დრამა!”, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
პროექტი The Drag Ball დაფუძნებულია თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. პროექტი უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერიების მეშვეობით, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებას, უსაფრთხო სივრცის შექმნასა და ქვიარ ადამიანების მეტ რეპრეზენტაციას ისახავს მიზნად.
დრეგ ბოლი კლუბის მტკვარზე სივრცეში გაიმართება და დასწრება მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი. ბილეთების მისაღებად აუცილებელია ხელახალი რეგისტრაცია/ვერიფიკაცია. იმეილები .ru დომენით რეგისტრაციას ვერ გაივლიან. Რეგისტრაციის პროცესი 20 თებერვალს, 20:00 საათზე დასრულდება, ხოლო ბილეთების გაყიდვა 21 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. ხელმისაწვდომია 250 ბილეთი.
რეგისტრაცია და ვერიფიკაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე.
Don't Miss
ბევრისთვის ცნობილმა და საყვარელმა დრეგ ქუინმა, ადორ დელონოსმა ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა და განაცხადა, რომ ტრანზიციის ეტაპზეა.
მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე
11 მაისს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე დრეგ ქვინების გარბენი ჩატარდა. ქვიარი ესაუბრა ღონისძიების ორგანიზატორს, საინიციატივო ჯგუფ “ფიონას” წევრს, რომელიც მოგვიყვა ღონისძიების
ერთადერთმა და განუმეორებელმა, გრემის ჯილდოს მფლობელმა ლიზომ ტენესის შტატში გამართულ კონცერტზე დრეგ შოუ მოაწყო, სადაც ცნობილი დრეგ დედოფლები მონაწილეობდნენ. ეს