ლელა წურწუმია

/

მორიგი დრეგ მეჯლისი “Hollywood” 23 თებერვალს გაიმართება

თბილისი პრაიდისა და საინციატივო ჯგუფის პროექტის, The Drag Ball ფარგლებში, 23 თებერვალს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართველი პოპ ვარსკვლავი, ლელა წურწუმია სახელდება. გარდა ლელა წურწუმიასი, დამსწრეების წინაშე სპეციალურ სტუმრებად

თბილისი პრაიდი — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში. წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში: თებერვალში

თბილისი პრაიდი — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:

  • თებერვალში თბილისი პრაიდმა „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ მეორე სეზონი დაიწყო. პროექტი იმ ადამიანებისთვისაა, ვინც სოციალურ ქსელებში ან მათ მიღმა აქტიურად საუბრობს ლგბტქი თემებზე, ქვიარ თემის გარშემო არსებულ სტერეოტიპებს ცვლის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეები უკვე შეირჩნენ, „ქვიარ ინფლუენსერების სკოლის“ პირველი შეხვედრა კი 25 თებერვალს გაიმართება. სკოლა 10 კვირის მანძილზე გაგრძელდება და მონაწილეები არაერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე შეძლებენ საუბარს. მათ შორისაა:
    • ქვიარ აქტივიზმის ისტორია: ადგილობრივი და გლობალური გამოცდილებები;
    • იდენტობის და ქვიარ პოლიტიკა;
    • ლგბტქი უფლებები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა;
    • ტრანს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში;
    • ქვიარ ხელოვნება და დრეგი, როგორც პოლიტიკური აქტივიზმი;
    • ქართული ფემინისტური და ქვიარ ლიტერატურა;
    • მულტიმედია სოციალური ცვლილებებისთვის;
    • ინტერსექციურობა და სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობა;
    • სოციალური მოძრაობები და კამპანიების დაგეგმვა;
    • ამბის თხრობის ხელოვნება;
    • სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია თანამედროვე საქართველოში.
თბილისი პრაიდი
  • 23 თებერვალს თბილისი პრაიდმა, საინიციატივო ჯგუფმა და კლუბმა „მტკვარზეუმასპინძლა მორიგ დრეგ-მეჯლისს, რომლის თემაც ამჯერად ჰოლივუდი იყო. თემის შესაბამისად, ღამე საოცრად ამაღელვებელი და გლამურული გამოვიდა. მაყურებელმა ახალი და უკვე საყვარელი დრეგ-შემსრულებლების ნომრები იხილა. მნიშვნელოვანი იყო ლელა წურწუმიას ღია მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების მიმართ. ქართული ესტრადის დივამ მეჯლისის სტუმრებისთვის რამდენიმე ჰიტი შეასრულა და საღამო ჟიურის წევრის რანგში გააგრძელა. დრეგ-მეჯლისზე ასევე ესტუმრნენ კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Anman (ანა-მარია ბურდული), Kordz & DRO.
გაზაფხული ახლოვდება და თბილისი პრაიდის სამუშაო პროცესიც მნიშვნელოვან ფაზაში გადადის. ორგანიზაცია აქტიურად იწყებს მზადებას პრაიდ-კვირეულისთვის, მანამდე კი ბევრ საინტერესო ამბავს გვპირდებიან.

მორიგი დრეგ მეჯლისი “Hollywood” 23 თებერვალს გაიმართება

/

თბილისი პრაიდისა და საინციატივო ჯგუფის პროექტის, The Drag Ball ფარგლებში, 23 თებერვალს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება, რომელზეც განსაკუთრებულ სტუმრად ქართველი პოპ ვარსკვლავი, ლელა წურწუმია სახელდება. გარდა ლელა წურწუმიასი, დამსწრეების წინაშე სპეციალურ სტუმრებად Anman (ანა-მარია ბურდული), კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, Rafaela Toxikana, Kordz & DRO Live წარსდგებიან.

Pre Party-ზე Citizens Union დაუკრავს, ხოლო Afterparty-ზე იქნებიან DRO DJ Set, IAMNIKITA show, MARGARITA ELEKTRA და Valley Dolly.

დრეგ მეჯლისში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქვიარ თემისა და მხარდამჭერი ადამიანებისათვის კარგად ცნობილი ქვინები, ასევე, სხვადასხვა განსაკუთრებული სტუმარი. ქვინებს შორის იქნებიან: Hot Paflotski, FAGATTA, HOMO ERECTUS, JANGO, VENOM, VIRGINIA, Arkprincess და SHIRO.

“ოქროს ხანის ჰოლივუდის გლამური, ბრწყინვალე სამოსი და ფერადი ბოა, მოკაშკაშე ძვირფასი ქვები, მაღალი ქუსლები და წითელი ტუჩსაცხი, სიმდიდრე, ანგარება, სექსი, თავბრუდამხვევი გართობა, სიყვარული, სიძულვილი, ინტრიგები და რაც მთავარია, დრამა!”, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პროექტი The Drag Ball დაფუძნებულია თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. პროექტი უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერიების მეშვეობით, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებას, უსაფრთხო სივრცის შექმნასა და ქვიარ ადამიანების მეტ რეპრეზენტაციას ისახავს მიზნად.

დრეგ ბოლი კლუბის მტკვარზე სივრცეში გაიმართება და დასწრება მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი. ბილეთების მისაღებად აუცილებელია ხელახალი რეგისტრაცია/ვერიფიკაცია. იმეილები .ru დომენით რეგისტრაციას ვერ გაივლიან. Რეგისტრაციის პროცესი 20 თებერვალს, 20:00 საათზე დასრულდება, ხოლო ბილეთების გაყიდვა 21 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. ხელმისაწვდომია 250 ბილეთი.

რეგისტრაცია და ვერიფიკაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე