ანიმაციურ სერიალ Peppa Pig-ში ერთნაირსქესიანი წყვილი პირველად გამოჩნდა

Peppa Pig-ის, პოპულარული ანიმაციური საბავშვო სერიალის ახალ სერიაში ერთნაირსქესიანი წყვილი გამოჩნდა.

ანიმაციის ახალ სერიაში, ოჯახები პეპას კლასელი, პოლარული დათვი პენი საკუთარ დედებს ხატავს და მათ შესახებ საუბრობს.

“მე პენი ვარ, პოლარული დათვი. დედასთან და მეორე დედასთან ერთად ვცხოვრობ. ერთი დედა ექიმია, მეორე კი სპაგეტის ამზადებს. მიყვარს სპაგეტი”, — მიმართავს პენი პეპას.

ეპიზოდმა მნახველებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ინკლუზიურ გადაწყვეტილებას მიესალმა, ზოგიერთმა კი ერთნაირსქესიანი წყვილის ანიმაციაში გამოჩენის გადაწყვეტილება არ მოიწონა.

ბრიტანულმა ორგანიზაციამ, დაცული სკოლების ალიანსმა ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ერთნაირსქესიანი წყვილების ასაკისთვის შესაბამისი რეპრეზენტაცია სასიამოვნო ფაქტია”.

ჯერ კიდევ 2019 წელს, პეტიცია გავრცელდა, რომლითაც ანიმაციის სცენარისტებს მეტი ინკლუზიურობისკენ მოუწოდებდნენ.

“ბავშვები, რომლებიც პეპა გოჭის ამბავს უყურებენ, იმ ასაკში არიან, როცა სამყაროს შეცნობას სწავლობენ და ერთნაირსქესიანი წყვილების გამოცდილების ჩვენებაზე უარის თქმა ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს მხოლოდ მარტოხელა ან სხვადასხვა სქესის მქონე წყვილების ურთიერთობაა ნორმალური. ასე შეიძლება ერთნაირსქესიანი წყვილების შვილებმა თავი გარიყულად იგრძნონ და სხვა ბავშვების მიერ ბულინგის ხელშეწყობაც კი მოხდეს”, — ეწერა იყო პეტიციის აღწერაში, რომელმაც 23 ათას ხელმოწერაზე მეტის შეგროვება შეძლო.

საბავშვო ანიმაციური სერიალს პეპა გოჭი 180 ქვეყანაში უყურებენ და 40 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულად. Peppa Pig გლობალური მოვლენაა, რომელიც ეკრანებზე 2004 წელს გამოჩნდა და დღეისთვის პროექტის სათამაშოები და ტანსაცმლის ხაზი აქტიურად იყიდება. მეტიც, ანიმაციამ საკუთარი ტურისტული პარკი — პეპა გოჭის სამყაროც შექმნა.

წყარო: CNN

წინა

ხარკოვში პრაიდ კვირეული გაიმართება

შემდეგი

არაბულმა ქვეყნებმა ნეტფლიქსისგან ლგბტქი კონტენტის წაშლა მოითხოვეს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი