არაბულმა ქვეყნებმა ნეტფლიქსისგან ლგბტქი კონტენტის წაშლა მოითხოვეს

სპარსეთის ყურის საბჭომ, რომელიც კატარს, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს წარმოადგენს, ამ ქვეყნებისთვის ნეტფლიქსისგან ლგბტქი შინაარსის კონტენტის წაშლა მოითხოვა. საბჭოს თქმით, მსგავსი კონტენტი “ისლამურ და საზოგადოებრივ ღირებულელებს” ეწინააღმდეგება.

BBC-ის ცნობით, საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ Al Ekhbariya ნეტფლიქსი ლგბტქი ადამიანებზე გადაჭარბებული ყურადღების გამახვილების გამო “ჰომოსექსუალობის ხელშეწყობაში” დაადანაშაულა.

“ყველა კანონიერ ზომას მივმართავთ, რათა დავიცვათ საუდის არაბეთის სუვერენიტეტი, მოქალაქეები და მაცხოვრებლები ნებისმიერი ინტელექტუალური თავდასხმისგან, რომელიც საზოგადოებაზე, მის ღირებულებებზე და მათი თაობების აღზრდის უსაფრთხოებაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად“, — განაცხადა აუდიოვიზუალური მედიის გენერალური კომისიის დირექტორმა, ესრა ასერმა.

ტელევიზია Al Ekhbariya-ს კრიტიკის ქვეშ მოექცა ნეტფლიქსის ფილმი Cuties და საბავშვო შოუ Jurassic World: Camp Cretaceous . სპარსეთის ყურის საბჭოს თქმით, ამორალური გზავნილების კინემატოგრაფიაში გაშუქება საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანსაღ აღზრდას.

BBC-ის ცნობით, საუდის არაბეთის კინოთეატრებში არ გაუშვეს მარველის ბოლო ფილმიც – Doctor Strange in the Multiverse of Madness, რადგან დისნეიმ საუდის არაბეთის რეგულაციური ორგანოს დავალებით ფილმიდან ლგბტქი საკითხების ამოღებაზე უარი თქვა.

“არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში ანალოგიურად უარი თქვეს Disney Pixar-ის ანიმაციური საბავშვო ფილმის Lightyear გაშვებაზე, რადგან მასში ერთი და იგივე სქესის წყვილის ურთიერთობა იყო წარმოდგენილი”, — იტყობინიება Reuters.

როგორც სპარსეთის ყურის საბჭომ განაცხადა, ამიერიდან მედიის დამკვირვებელი ნეტფლიქსის კონტენტს მონიტორინგს გაუწევს და ადგილობრივი კანონების დარღვევის შემთხვევაში, საჭირო ზომებს მიმართავს.

ისლამური კანონმდებლობით საუდის არაბეთში ჰომოსექსუალური ქცევა სიკვდილით ან გაროზგვით ისჯება. სასჯელი ერთმანეთისგან “შემთხვევის სიმძიმის” მიხედვით განსხვავდება.

წინა

ანიმაციურ სერიალ Peppa Pig-ში ერთნაირსქესიანი წყვილი პირველად გამოჩნდა

შემდეგი

როგორ ამოიღეს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამერიკაში — ისტორია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების