პოლიტიკა - Page 35

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით, ნეოფაშისტური ჯგუფები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ. “ჩაიარონ, დიახ! არავის

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

/

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

ნინო ლომჯარია: “ჩვენ ველოდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას”

/

სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით:

”სახალხო დამცველი წლებია ამაზე საუბრობს, პრაქტიკულად, 2012-13 წლებიდან, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი იმ პირების მიმართ, რომლებიც თანასწორობის საკითხებზე გამოვიდნენ ქუჩაში და სურდათ საკუთარი აზრის გამოხატვა.

ბოლო წლებია, ხელი ეშლება ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში – კონსტიტუციური უფლების გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლად განხორციელების რეალიზაციაში და, მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული.

მით უმეტეს, რომ საფრთხეების შესახებ წინასწარ არის გაცხადებული და ამ შემთხვევაში, პრევენციული ღონისძებების გატარება უფრო მეტად რეალისტურია, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას.”

ბაია პატარაია – “ეს განცხადება ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებაა”

/

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც თბილისში დაგეგმილ ღირსების მარშს ეხებოდა, კომენტარი ბაია პატარაიამაც გააკეთა:

”კობახიძის გადასაწყვეტი არ არის, ამ ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრება როგორ და რა თემაზე ჩატარდება. ეს განცხადება ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებაა და არ მიკვირს – ”ქართულმა ოცნებამ” ძალიან გააძლიერა ძალადობრივი ჯგუფები საქართველოში, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა მათი მოსაზრებების მიხედვით უნდა იმართებოდეს.”

გიორგი თაბაგარი: “ეს არის საქართველოს უპირველესი საკანონმდებლო დოკუმენტის ფეხქვეშ გათელვა.”

/

გიორგი თაბაგარმა ”ფორმულას” ეთერში ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა:

”ადამიანი, რომელიც თავს უწოდებს კონსტიტუციონალისტს, ის ერთ-ერთი ავტორია საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციის და ამ პირობებში, განსაკუთრებით ტრაგიკულია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა. ეს არის საქართველოს უპირველესი საკანონმდებლო დოკუმენტის ფეხქვეშ გათელვა. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, აქვს სეკულარიზმის კრიზისი და არის იმ მდგომარეობაში, რომელიც, რეალურად, დაცლილია ღირებულებებისგან. სხვა არაფერი გამოსჭვივის იმაში, რაც კობახიძის განცხადებაში იკითხებოდა.”

17 ივნისს, ”TV პირველზე”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლგბტქი ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ 1-5 ივლისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ღონისძიებების, მათ შორის, სოლიდარობის მარშის ჩატარებაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს კონსტიტუცია ეწინააღმდეგება

/

17 ივნისს, ”TV პირველზე”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს, ‘ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლგბტქი ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ 1-5 ივლისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ღონისძიებების, მათ შორის, სოლიდარობის მარშის ჩატარებაზე:

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე.“

ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე,15 ივნისს, ხელისუფლებას ლევან ვასაძემ მიმართა და პრაიდის ღონისძიებების გაუქმებისკენ მოუწოდა:

“მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოების მორალისა და ტრადიციების გვერდზე – გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი.”

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, სამართლის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, ხოლო დისკრიმინაცია აკრძალულია.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ შეკრების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში.

ამავე მუხლის მიხედვით, ხელისუფლებას შეკრების შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ლგბტქი ადამიანებისთვის საჯაროდ შეკრების თვისუფლების შეზღუდვას. ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერი რომც არსებობდეს, წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.

“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა დანარჩენ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში.

გადაღება საქართველოში ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმეს – სოფო ჭყონია

/

MERCEDES-BENZ FASHION WEEK TBILISI-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია ფეისბუზე წერს:

‘მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!’

როგორც სოფო ჭყონია წერს, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რომელსაც გადაღებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ჩამოსვლაზე უარი შიშის გამო თქვა.

უკრაინელი ლგბტქ+ აქტივისტების რეივით გამოხატული პროტესტი

/

ხვალ, 30 ივლისს, კიევში, უკრაინელი ლგბტქ+ აქტივისტები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წინ შეიკრიბებიან, სადაც გაიმართება რეივი პროტესტის ფონზე. ”ახლადდაფუძნებული UkrainePride თავის Rave Pride– ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ჩაატარებს” – იუწყება უკრაინული საინფორმაციო გამოცემა Kyiv Post. ღონისძიებას ელექტრონული მუსიკის არტისტები გააფორმებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს თანასწორობის უფლებისთვის მებრძოლები სიხარულით შეხვდნენ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას, ის კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მკაფიოდ ვერ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მან ასევე უარი თქვა, მისი პარტიის მიერ შემუშავებული LGBTQ+ კანონმდებლობის დაგმობაზე, რომელიც მეზობელი რუსეთის ანტი-გეი “პროპაგანდის” კანონს ეხმიანება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მსგავსი ფორმით პროტესტს გამოხატავენ – როცა ლგბტქ+ აქტივისტები ”დენსფლორიდან” პოლიტიკური ლიდერების საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილას ინაცვლებენ. 2017 წლის იანვარში, აქტივისტებმა რეივი მოაწყვეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლთან, რომელმაც ხელი მოაწერა ანტი- LGBTQ+ ”რელიგიური თავისუფლების” საწინააღმდეგო კანონპროექტს, როგორც ინდიანას გუბერნატორმა.

ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ სიძულვილის მოტივით ლგბტქ+ თემზე თავდასხმების გამოძიებას, მათ შორის, 2019 წელს პოლიციის მიერ გეი ღამის კლუბის დარბევას ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ აიძულა კლუბის მფლობელები საათობით წოლილიყვნენ გაყინულ იატაკზე ჰომოფობიური შეძახილების ფონზე.

”უკრაინის ლგბტქ+ თემს კვლავ თავს ესხმიან ულტრამემარჯვენე რადიკალები, მათი თავდასხმები დაუსჯელი რჩება, რაც ქვეყანას საშიშს ხდის საკუთარი მოქალაქეებისთვის და ნაკლებად მიმზიდველს უცხოელი სტუმრებისთვის”, – ნათქვამია UkrainePride-ს მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”მთავრობის უმოქმედობა გვაერთიანებს, გამოვიყენოთ დემოკრატიის ჩვენთვის დარჩენილი ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტი – პროტესტი.”

ფოტო: Barcroft Media/Getty Images

კომუნიკაციების კომისიამ ”ალტ-ინფო” უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო

/

ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური პლატფორმა „ალტ-ინფო“, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო. კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

”კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო. საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“. აღნიშნულ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება.

კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული. „ალტ ინფოს“ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები,ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა.

ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს.

უხამსობის საკითხის განხილვისას, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას, პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება. კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა თუ ასეთი არსებობს. დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება. არსებული პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო“ კანონდარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.”

დემოკრატიის პირობებში მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უფლებაა – ჯონ ჰერბსტი

/

უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა ”ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ”თბილისი პრაიდზე” თავდასხმა დანაშაული იყო, ხოლო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა.

ჰერბსტი ასევე აღნიშნავს, რომ – ”დემოკრატიის პირობებში მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უფლებაა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ეს უნდა გაიაზროს და შესაბამისად იმოქმედოს. თავდამსხმელებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, პრემიერმა კი ამაზე უნდა იზრუნოს.”

როგორც ჯონ ჰერბსტი ამბობს, საქართველოს ყველაზე დიდი სიძლიერე ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის გზაზე დემოკრატიული და ღია საზოგადოება იყო. მოვლენების ისეთი განვითარება კი, რომელიც ამის წინააღმდეგ მიდის, საქართველოს კანდიდატურას არ ეხმარება.

ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი პლაკატები თბილისის ქუჩებში ისევ გაკრულია

/

ჰომოფობიური და ძალადობის შემცველი პლაკატები თბილისის ქუჩებში ისევ გაკრულია. პლაკატების გაკვრიდან პირველ დღეს მერიამ მხოლოდ  2 კანონდამრღვევი გამოავლინა და დააჯარიმა.

„არა ნაცებს, არ ძალადობას“- მსგავსი პლაკატები ჯერ კიდევ მრავლად შეგხვდებათ თბილისის ქუჩებში. მერიამ დაიწყო პლაკატების ჩამოხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, სრულად ვერ „შეძლო“, არადა რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა ერთ ღამეში ააჭრელა მთელი ქალაქი სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური მოწოდებით. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაჯარიმებულია მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთა ამოცნობა და იდენტიფიცირება ზედამხედველობის სამსახურმა შეძლო. ჯარიმა კი მაქსიმალური, 1000 ლარის ოდენობით დაეკისრათ.

ოპოზიციის შეფასებით, ამ იდეის უკან ქართული ოცნება დგას, რადგან დახარჯულია როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსები, რომელიც უბრალო მოქალაქეებს ნაკლებად აქვთ. ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა ქართული ოცნების ნაცადი ხერხია.

ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობა: ‘’ზუსტად ერთ ღამეშია გაკრული უამრავი ბანერი თბილისის ყველა გაჩერებაზე, რომლის გამართვითაც ამაყობს თბილისის მერი, კალაძე და რა თქმა უნდა, მან ზუსტად იცოდა, რომ ეს ბანერები უნდა გაკრულიყო იმ ღამეს. გადაწყვიტეს, ამ ზიზღით კვებონ ახლა ადამიანები, მაგრამ ეს აღარ გაუვათ.’’

სერგო ჩიხლაძე, სტრატეგია აღმაშენებელი: ‘’ეს არის ტაქტიკა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ: ძალადობის ენა, სიძულვილის დათესვა, ძალადობრივი ტაქტიკა, რომელიც მას ჰქონდა 2018 და 2020 წლების არჩევნების დროს. ვინმეს წარმოუდგენია, რომ 10 000 პოსტერი გაიკრა ქალაქის მასშტაბით და ვერავინ შენიშნა? ვერც პოლიციამ და ვერც ზედამხედველობის სამსახურმა? ეს არის პირდაპირი დაკვეთა ქართული ოცნების.’’

ლაშა დამენია, ევროპული საქართველო: ‘’ქართული ოცნება არ ღალატობს თავის ჩვევას და ზიზღის ენით განაგრძობს კამპანიის ჩატარებას ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებშიც. მან ნათლად გაავლო ის ზღვარი, სადაც არსებობს სიბნელე, პროპუტინული ძალები.’’

ბადრი ჯაფარიძე, ლელო საქართველოსთვის: ‘’როდესაც ვხედავთ ასეთი ტიპის პოსტერებს, რომელიც სიძულვილს ქადაგებს, პირდაპირ აჩვენებს ადამიანებს, რომელიც თურმე უნდა გძულდეს მათი შეხედულებების გამო, განსხვავებული შეხედულებების, მაგრამ თავისი შეხედულბების გამო, ადამიანები შეიძულო და მათ წინააღმდეგ სიძულვილი იქადაგო, ეს არის ყოვლად მიუღებელი და დასაგმობი.’’

ჰომოფობიური პლაკატები პარასკევს ღამით გაიკრა, სადაც გამოსახული არიან სამოქალაქო აქტივისტები, კრიტიკული მედიის მედია მენეჯერები და მფლობელები. მერია დღემდე ვერ ახერხებს ქალაქის დასუფთავებას ჰომოფობიისა და სიძულვილისგან

Amazon-მა უარი თქვა, ტრანსფობიური წიგნი გაყიდვიდან ამოეღო

/

მას შემდეგ, რაც Amazon-მა უარი თქვა, ტრასფობიური წიგნი გაყიდვიდან ამოეღო, Amazon-ი ორმა თანამშრომელმა დატოვა. ამ წიგნმა აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, გამოქვეყნებისთანავე გამოიწვია.

აპრილში, Amazon-ის 467 თანამშრომელმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციულ საჩივარს წიგნის – Irreversible Damage-ის (”შეუქცევადი ზიანი”) წინააღმდეგ, რომელიც Wall Street Journal-ის მიმომხილველმა, აბიგაილ შრიერმა დაწერა. წიგნის ქვესათაური მკითხველს აფრთხილებს, რომ ”ტრანსგენდერების სიგიჟე” ახალგაზრდა გოგონებს ”უბიძგებს” ტრანზიციისკენ. Amazon-ის თანამშრომლების მტკიცებით, მწერლის პოზიცია არ შეესაბამება Amazon-ის პოლიტიკას, რომელიც კრძალვს ისეთი წიგნების გაყიდვას, სადაც ლგბტქ+ იდენტობა ფსიქიკურ დაავადებად მიიჩნევა. აღნიშნული პოლიტიკა ძალაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა.

Amazon-ის წიგნის შინაარსისა და ხარისხის დირექტორი ამტკიცებს, რომ ”წიგნი არ არღვევს კომპანიის პოლიტიკას” და ზემოაღნიშნული წიგნის საცალო გაყიდვები გაგრძელდება. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ორი თანამშრომლის სამსახურიდან წასვლა.

აბიგაილ შრიერი თავის წიგნში ამბობს, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდების რეკორდული ზრდა გამოწვეულია არა საზოგადოების მიმღებლობით, არამედ სწრაფად მზარდი გენდერული დისფორიით. წიგნში ხაზგასმულია, რომ ტრასგენდერობა ტრენდადაა ქცეული, სისგენდერი ქალები ფიქრობენ, რომ ეს “მაგარია” და ტრასგენდერობისკენ მიისწრაფვიან.

მიუხედავად ამისა, შრიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი წიგნი არ არის ტრანსფობიური. ”ვინც ფიქრობს, რომ ჩემი წიგნი ტრანსგენდერობას დაავადებად წარმოაჩენს, ან არ წაუკითხავს, ან კეთილსინდისიერი იდიოტია”, – დაწერა მან Twitter-ზე.

ავტორმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის პატივს სცემს ტრანსი მოზარდების გადაწყვეტილებას და დასძენს, რომ მისი მთვარი მიზანი მათი მშობლების გაფრთხილება იყო ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებით.

დოქტორმა ჯეკ ტურბანმა, Stanford Medicine-ის ბავშვთა ფსიქიატრიის საზოგადოების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შრიერმა რეალურად ვერ შეძლო ინტერვიუ ჩაეტარებინა იმ თინეიჯერებთან, რომელთა ისტორიებიც წიგნში გვიამბო. მან დასძინა, რომ მოზარდობის შემდეგ იშვიათია ტრანსგენდერი ახალგაზრდა, რომელიც მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ სისგენდერია.

ბევრი ამბობს, რომ ამაზონის გადაწყვეტილება, გააგრძელოს წიგნის გაყიდვა, საფრთხეს უქმნის ტრანსი ახალგაზრდების უსაფრთხოებას. Amazon-ის თანამშრომლები შეშფოთებული არიან იმით, რომ ტრანსგენდერთა საძიებო ჩამონათვალში Irreversible Damage პირველ ადგილს იკავებს.

NBC News ავრცელებს Amazon-ის ერთ-ერთი თანამშრომლის შიდა ფორუმზე დაწერილ განცხადებას: ”ჩვენი პლატფორმის მასშტაბურობის გამო, ტრანსგენდერი ადამიანების მშობლები შემოვლენ ჩვენს საიტზე ინფორმაციის მისაღებად და ჩვენ ვალდებული ვართ დავრწმუნდეთ, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენს უპირატესობას ამ წიგნით მიყენებული ზიანის გასაზრდელად.”

მიუხედავად ვნებათაღელვისა, Amazon-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ არ შეცვლის გადაწყვეტილებას და წიგნს გაყიდვაში დატოვებს. ერთ-ერთმა დიდმა ონლაინ მაღაზია ”თარგეთმა” ნოემბერში განაცხადა, რომ წიგნს გაყიდვიდან ამოიღებდა, შემდეგ ცენზურის გამო დროებით გადაიფიქრა, თუმცა მარტის თვიდან წიგნი მათ ვებსაიტზე აღარ იძებნება.

წყარო: them.us