საზოგადოება - Page 20

/

ლელა კურტანიძე ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

გუშინ სოციალური ქცელით გავრცელდა ლელა კურტანიძის პოსტი, რომლითაც ის ორ სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამავდროულად ლელა სთხოვდა მედია გამოცემაბს მისი ამბის გაჟღერებას. გთავაზობთ ლელასთან ჩაწერილ ინტერვიუს. ეს იყო ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის

//

„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ – ინტერვიუ მიხეილ აბრამიშვილთან

ბიოგრაფია 1983 წელს, თბილისში დავიბადე. წელს 40 წელი შემისრულდა. ოჯახს რაც შეეხება, დედაჩემი რუსული ენის პედაგოგია სკოლაში, მამა – მხატვარი. ძალიან ვღიზიანდები, როცა ამბობენ რომ მამის კვალს გავყევი. ჩემი და მეცნიერების თეორიის მიხედვით, ტვინს არ გააჩნია რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნიჭების კრებული,

პოსტჰუმანიზმი, გენდერის დასასრული და თანასწორობის შესაძლებლობა

//

“პოსტჰუმანიზმი” ის ტერმინია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ხშირად გვხვდება განვითარებული ქვეყნების როგორც ვიწროდ აკადემიურ, ისე – საჯარო დისკურსში. წლიდან წლამდე ტექნოლოგიის მნიშვნელოვანმა განვითარებამ ურთიერთშედეგობრივად

ფემინისტური ბრაზი: მნიშვნელობა და შესაძლებლობები

///

სტატიის ავტორი: მეგი თედორაძე დეფინიცია და მიზნები ბრაზის განმარტება მრავალწახნაგოვანია, თუმცა იგი ყველაზე ხშირად განისაზღვრება, როგორც უსიამოვნების მძაფრი შეგრძნება, მტრული დამოკიდებულება თავისი ობიექტის მიმართ,

“15 წლის გოგოსთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, მან თავი მოიკლა” – პოლიციამ 1 პირი დააკავა

//

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში კაცი 15 წლის გოგოსთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა, რის გამოც არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ გოგოსთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობენ – რას ითხოვენ ისინი

/

9-დღიანი პროტესტის შემდეგ ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ღირსეული ანაზღაურება და ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა და მათი პროტესტი გაგრძელდა.

მაღაროელებს ჯამში 14 მოთხოვნა აქვთ. სიას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს. ისინი ითხოვენ:

  1. ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
  2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი);
  3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება);
  4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
  6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
  7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
  8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება);
  9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
  10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
  11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
  12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
  13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
  14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

ჯორჯიან მანგანეზში კი ამბობენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობებს, კერძოდ, ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

 

ქართული ოცნება ჰომოფობიურ კამპანიას აგრძელებს, ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან

//

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ტრიბუნა ჰომოფობიური გამოსვლებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენეს.

ქართული ოცნება აგრძელებს ჰომოფობიურ კამპანიას, ამჯერად კი ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ლგბტ საკითხების შანტაჟისთვის გამოყენება მოხდება.

ეს დეზინფორმაცია დღეს ტრიბუნიდან დიმიტრი ხუნდაძემ გაავრცელა, რომელიც ქართული ოცნების მოსაზრებების გამხმოვანებელია. მისი გამოსვლა შეიცავდა მუქარასაც დასავლელი პარტნიორების მიმართ.

“ახლოვდება ივლისის თვე და დააანონსებულია ლგბტ პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ, მათი მფარველობის იმედით.

მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, თქვენ საქართველოში მართალია საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ.

იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი”, – თქვა ხუნდაძემ.

იქამდე ისაუბრა მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თითქოს, ბავშვებსა და მოზარდებზე ლგბტ საკითხებით ზემოქმედება ხდება.

“არ შეიძლება, ხდებოდეს ბავშვებსა და მოზარდებზე ზემოქმედება [ლგბტ] თემებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა. ამით პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით გამოირჩევიან, დღეს კი კამპანიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ჩაერთნენ.

გუშინ, 12 ივნისს ღარიბაშვილი ჰომოფობიური მოტივით უცხოელებზე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომ ამ საკითხს რეგულაცია სჭირდება, ერთ-ერთ მიზეზად კი გამოყო, რომ არავინ იცის, სად მიჰყავთ ეს ბავშვები და რომ “შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ”.

13 ივნისის სტიქიური უბედურებიდან 8 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიური უბედურებიდან 8 წელი გავიდა. წყალდიდობა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. ტრაგედიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

ღარიბაშვილი ჰომოფობიური მოტივით უცხოელებზე სუროგაციის აკრძალვის ინიატივით გამოდის

//

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰომოფობიური მოტივით უცხოელებზე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომ ამ საკითხს რეგულაცია სჭირდება, ერთ-ერთ მიზეზად კი გამოყო, რომ არავინ იცის, სად მიჰყავთ ეს ბავშვები და რომ “შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ”.

“არავინ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს… არსებობს ინფორმაცია, შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა. ამით პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თავად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით გამოირჩევიან.

GDI პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

/

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, გიორგი კიკაბიძის და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს. ხსენებული ნორმის საფუძველზე, პარლამენტმა მოსარჩელეებს მმართველი პარტიის წევრისთვის, ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერა.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესად სახელდება პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომელზე პასუხიც მითითებული პირებისთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი, რის გამოც უარს იტყვიან ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემაზე.

“GDI-ს პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციდან გამომდინარე, დაუშვებელია პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა. გარდა ამისა, გასაჩივრებული ნორმები არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე;

გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს, რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;

გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად ოპერატორებს. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც სწორედ ტექნიკურად ახორციელებდა ინტევიუს ჩაწერას (მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მას კითხვები არ დაუსვამს რესპონდენტისთვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

ომს უკრაინაში ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის აქტუალობა მოაქვს

//

კამპანიის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონპროექტი აჩვენებს ლგბტქი მებრძოლებს, რომ ქვეყენა, რომლისთვისაც ისინი სიცოცხლეს რისკავენ, მათზე ზრუნავს.

ანდრიი კოჟემიაკინს, უკრაინის პარლამენტის წევრსა და ყოფილ ჯაშუშს, უყვარს საკუთარი ქრისტიანული რწმენისა და ოჯახის სიდიდეზე ხაზგასმა. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ კოჟემიაკინი უკრაინაში ლგბტქი უფლებების ახალი დამცველი გახდებოდა. 

სამოქალაქო კავშირმა კანონპროექტი, ერთსქესიანთა ურთიერთობებისთვის ლეგალური სტატუსის მიანიჭების შესახებ, წელს წარადგინა პარლამენტში. ომის მოუხედავად, კანონპროექტი დღესაც ფუნქციონირებს.

კოჟემიაკინის კომიტეტი პირველი იყო, ვინც ეს კანონპროექტი განიხილა. კოჟემიაკინმა განაცხადიც მოამზადა, რომელშიც პარლამენტის წევრი იმ ტრენინგზე ყვება, რომელშიც იღებდა მონაწილეობას საბჭოთა კავშირის არსებობის დროს. ხაზი გაუსვა საკუთარ რელიგიურ შეხედულებებსა და პირად მოსაზრებებს ლგბტქი ადამიანების შესახებ.

ამის შემდეგ, კოჟემიაკინმა გამოაცხადა, რომ მთელი გულით უჭერს მხარს კანონპროექტს. ასევე ახსენა ვლადიმირ პუტინის ჰომოფობიური განცხადება, რომ რუსეთში გეი ადამიანები არ არსებობენ.

“ყველაფერს დავუჭერ მხარს, რაც ჩვენს მტერს სძულს”, – განაცხადა კოჟემიაკინმა. “თუ ის არასდროს იარსებებს რუსეთში, უნდა იარსებოს და იყოს მხარდაჭერილი აქ, რათა დავანახოთ რუსებს, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ეს კანონპროექტი არის გაღიმება ევროპისკენ და შუა თითის აწევა რუსეთისკენ. ამიტომ, მხარს ვუჭერ”.

ინა სოვსუნმა, დეპუტატმა, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა და ახლა ცდილობს მის დაცვას პარლამენტში, თქვა, რომ კოჟემიაკინის გამოსვლა იყო “ყველაზე მოულოდნელი რამ ჩემს პოლიტიკურ კარიერაში”. სოვსუნი ამატებს: “არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს სხვადასხვა მიზეზის გამო”.

სოვსუნმა კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვმა თავისი ჯარები საზღვარზე გაგზავნა. ომმა ლგბტქი უბლებებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, მაშინ როცა უკრაინელი მებრძოლები სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ.

მისი ჯგუფი აგროვებდა ფინანსებს აღჭურვილობისთვის, რათა თავიანთ გეი მეგობარს დახმარებოდნენ, რომელმაც ჯარში მსახურობა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს მიხვდა სოვსუნი, რომ პარლამენტში საკუთარი პოზიციის გამოყენება სხვანაირადაც შეეძლო, რათა თავის მეგობარს სხვადასხვა გზით დახმარებოდა.

უკრაინამ დიდი პროგრესი განიცადა ლგბტქი უფლებების მხარდასაჭერად, თუმცა ჰომოფობია ჯერ კიდევ მწვავე პრობლემაა, გეი მებრძოლებს ხშირად აბულინგებენ ფრონტის ხაზზეც კი, კონსტიტუცია კი ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით.

მაქსიმ პოტაპოვიჩი კამპანია “სამხედრო ლგბტქი” – ს წევრია, რომელიც გეი სამხედროების  ფოტო და ვიდეომასალებს გვიზიარებს ბრძოლის ველიდან.

“ეს კანონი უნდა მივიღოთ ომის მიმდინარეობისას, რათა ჩვენმა ჯარისკაცებმა ბრძოლის ველზე უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი და როდესაც ისინი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდებიან, იცოდნენ, რომ სანამ ისინი ჩვენთვის სანგრებში იბრძოდნენ, ჩვენ აქ მათთვის ვიბრძოდით”,  – ამბობს პოტაპოვიჩი.

სამოქალაქო გაერთიანებები გარდაცვლილი მებრძოლების პარტნიორებს აძლევს ფინანსურ მხარდაჭერასა და ოფიციალურ აღიარებას, ასევე უფლებას, რომ მიიღონ სამედიცინო გადაწყვეტილებები მათი ახლობლების დაშავების შემთხვევაში.

ბევრი გეი უკრაინელი მებრძოლის ოჯახმა არ იცის თავიანთი ახლობლის სექსუალური რიენტაციის შესახებ. თუ გეი მებრძოლები ლეგალურად დაუქორწინებლები არიან, მათ ოჯახებს აქვთ უფლება, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავად მიიღონ. ამის გამო, ზოგი შიშობს, რომ პარტნიორებს აუკრძალავენ მებრძოლთა დაკრძალვაზე მისვლას და მეტიც, სიკვდილის შესახებ არ შეატყობინებენ.

2022 წლის ნოემბერში ლედა კოსმაჩევსკას ფეისბუქ პოსტი ვირუსულად გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოსმაჩევსკა თავის საუკეთესო მეგობარზე დაქორწინდა, რათა მისი მებრძოლი მეგობრის არჩევანი პატივცემული და დაფასებული ყოფილიყო: “რთული დრო რთულ ქორწინებებთანაა დაკავშირებული”, – ამბობს კოსმაჩევსკა.

პრაქტიკული რეალობის მიღმა, ომმა მოიტანა ეგზისტენციალური აქტუალობა თანაბარი უფლებებისთვის და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი ლგბტ უკრაინელისთვის, თქვა პოტაპოვიჩმა, ლგბტ სამხედრო აქტივისტთა ჯგუფიდან.

”ისინი ნამდვილად გრძნობენ, რომ ომის დროს მათი ცხოვრება შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ამიტომ სურთ იცხოვრონ თავისუფალი ცხოვრებით, რამდენადაც შეუძლიათ,” – თქვა მან.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინელმა აქტივისტებმა შესამჩნევად გააძლიერეს დემოკრატია, ქვეყანამ კი ევროპული ღირებულებები მიიღო, ამის გამო, ლგბტქი თემის უფლებებისადმი დამოკიდებულება სწრაფად შეიცვალა. 

ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 58% დადებითად ან ნეიტრალურად არის განწყობილი ლგბტქი მოქალაქეების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის მნიშვნელოვანი და სწრაფი გაუმჯობესების მომასწავლებელია.

„2016 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 30% იყო, ასე რომ, ჩვენ გავაორმაგეთ მიმღებლობა ხუთ ან ექვს წელიწადში, რასაც სხვა პრაიდ მოძრაობებმა მიაღწიეს 10 ან 20 წელიწადში“, – თქვა პოტაპოვიჩმა. უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა – 80%-ზე მეტი – მხარს უჭერდა ჯარში მომსახურე გეი ჯარისკაცებს.

სოვსუნის მსგავსად, პოტაპოვიჩი ამ პროგრესს უყურებს, როგორც სახელმწიფოს სურვილს, მეტად მიიღოს ევროპული ღირებულებები. „ეს გავლენას ახდენს ჩვენს პოზიციაზე ევროპელი პარტნიორების წინაშე. ჩვენ ნამდვილად გვინდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა“.

ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ინსტიტუციური ჰომოფობია უკრაინის ნაწილებში, განსაკუთრებით სოციალურად უფრო კონსერვატიულ დასავლეთში, რელიგიური ჰომოფობიით არის გამყარებული. ომამდე პრაიდ მარშები ჩატარდა ხარკოვში, კიევსა და ოდესაში, მაგრამ არასოდეს ლვოვში.

თავდაცვის სამინისტრომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ამის ნაცვლად, საჯაროდ ეჭვქვეშ დააყენა მისი დებულებები. თავდაცვის სამინისტრომ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოგზავნა პასუხი. 

წერილში საერთოდ არ იყო ლაპარაკი სექსუალური ორიენტაცია, თუმცა ნახსენები იყო რასა, კანის ფერი, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, გენდერი, ეთნიკური და სოციალური წარმომავლობა, ფინანსური სტატუსი და ენა.

მაგრამ ლგბტ კამპანიის მონაწილეები და მათი ელაები დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ დაარწმუნონ სამინისტრო, მხარი დაუჭიროს ჯარისკაცებს.

”ჩვენ ვაიძულებთ მათ გადახედონ კანონპროექტს”, – ამბობს ოლგა კოლომიეცი, სნაიპერი. „თუ იბრძვი, იბრძოლე ბოლომდე, ეს ჩემი დევიზია ცხოვრებაში”.

თითქმის ათი წლის წინ, ორმა უკრაინელმა მამაკაცმა, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ 10 წლის განმავლობაში, უჩივლა მთავრობას იმის გამო, რომ უარი თქვა მათ უფლებაზე, რომლითაც სარგებლობენ ჰეტეროსექსუალური წყვილები. ”ჩვენ ვიზიარებთ ყველა ჩვენს სიხარულს და უბედურებას, როგორც ნებისმიერი ოჯახი, მაგრამ სახელმწიფოს თვალში ჩვენ ორი ცალკეული კაცი ვართ”, – თქვა ანდრია მაიმულახინმა.

უკრაინის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი. სოვსუნი ამბობს: ”უბრალოდ ვისურვებდი, რომ ეს უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე გვიან”.

გოჩიაშვილი: პროტოკოლი, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში იქნება

//

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა მაკუნა გოჩიაშვილი Facebook-ზე წერს, რომ საბჭოს წევრებმა პროტოკოლში მშობლების შენიშვნები გაითვალისწინეს და საბოლოო ფორმა, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში იქნება.

გოჩიაშვილი აღწერს, რა ეტაპზეა ამ დროისთვის წამლის შემოტანის საკითხი:

“წინა შეხვედრის შეჯამება მართლა ფიზიკურად ვერ შევძელი, იმდენად გადაღლილი ვიყავი იმ დღესაც და მის მერეც.
მაგრამ შედეგად, წავიდა ჭორაობა და ბუნდოვანი ინფორმაციის გავრცელებები.
ამიტომ ვეცდები მარტივი ენით შევაჯამო:

წინა საბჭოზე ექიმების ჯგუფმა პროტოკოლის თითქმის საბოლოო ვერსია წარადგინეს. მშობლებმა გარკვეული შენიშვნები ჩავანიშნინეთ და დაგვპირდნენ, ჩავასწორებთო (და უკვე ჩაასწორეს კიდეც).

ჩასწორება და საბოლოო ფორმის მიცემა კიდევ რამდენიმე დღეს წაიღებს და ნაცვლად 10 ივნისისა, სავარაუდოდ 1-2 კვირით გადაიწევს.

წამლის მწარმოებელთან კომუნიკაცია ისევ გაუთქმელობის ეტაპზეა და ჩვენი შიში, რომ იქნებ საერთოდ არ ხდება მოლაპარაკება, ჩვენმა მეგობარმა იურისტებმაც კი დაგვარწმუნეს, რომ ამ მასშტაბის ტყუილს ვერ შეძლებენ – ბიომარინთან ნამდვილად არის კომუნიკაცია.
საბჭოზე მოვითხოვე, ერთ-ერთი მშობელი ჩართონ კომუნიკაციაში ბიომარინთან, ამაზე უარი გვითხრეს, რადგან თვითონ ბიომარინს აქვს მკაცრი წესები.

მშობლის ჩართვას მაინც ვითხოვთ და სახალხო დამცველი გვეხმარება, იქნებ შევძლოთ და ერთი მშობელი ჩავრთოთ კომუნიკაციაში ბიომარინთან. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, პროტოკოლის დასრულებაა. სანამ პროტოკოლი მზად არ იქნება, ბევრს ვერაფერს მოვითხოვთ. ექიმების ჯგუფის არც მაღალ პროფესიონალიზმში და არც კეთოლგანწყობაში ეჭვი არ შეგვაქვს. უბრალოდ, ბევრი ბიუროკრატიაა და ასევე ის ფაქტი, რომ აქონდროპლაზიაზე არასდროს დაწერილა არანაირო პროტოკოლი აქამდე და სრულიად 0-დან წერენ, საქმეს ურთულებს ექიმებს.

ველოდებით საბოლოო, ჩვენი თხოვნით ჩასწორებულ პროტოკოლს. პარალელურად ვეცდებით ჩავერთოთ ბიომარინთან მოლაპარაკებებში, თუმცა საფრთხილოა, საქმე არ გავაფუჭოთ. მოკლედ რომ ვთქვა, სამუშაო პროცესია და მოითხოვს მოთმინებას, ბოლომდე მიყოლას და დეტალებზე ორიენტირებას. გთხოვთ, არ გაავრცელოთ ჭორები”, – წერს გოჩიაშვილი.

112-ში ზარები შეფერხებით შედის

/

ტექნიკური ხარვეზის გამო 112-ში ზარები შეფერხებით შედის.

გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

  • 599842206
  • 598087761
  • 577011139
  • 577011174
  • 591544384
  • 591946840
  • 591946870
  • 591544375
112-ის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

საფარი: ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

/

ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა.

მათი ცნობით, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა და მსჯავრდებულმა კაცმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდათ. ქალის თქმით, კაცი მას ატყუებდა, რომ განქორწინებული იყო. 2022 წლის 3 ივლისს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. კაცმა მას საკუთარ მანქანაში საუბარი შესთავაზა. საუბრის დროს კაცმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მანქანის კარი ჩაკეტა და ძალით წაიყვანა ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი გაუპატიურება სცადა. საქმის მასალებშია შეტყობინებები, რომლებიც შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კაცმა ქალს გაუგზავნა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში ფიზიკური ძალადობით დაემუქრა.

სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო გაუპატიურების მცდელობაში (მე-19; 137-ე მუხლი), მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტი).

დაზარალებული ქალის ინტერესებს საფარის იურისტი ნელი ქარელი იცავს.