Edison Research-ის კვლევის შედეგები 5-6 ივლისის მოვლენებზე

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-მა კვლევა ჩაატარა. კვლევის ერთ-ერთი ნაწილი, 5-6 ივლისის მოვლენებსა და ამ მოვლენების მიმართ საზოგადეობის რეაქციასა და განწყობებს ეხებოდა. გამოკითხვა 13 აგვისტოდან 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 1500, 18 წელს გადაცილებული, ხმის მიცემის უფლების მქონე პირი.

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 41%, 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. 27% ამბობს, რომ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს ეკისრებათ, 11% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი ოპოზიციაა, 9%-ის აზრით, პასუხისმგებლობა პრორუსულ ძალებს ეკისრება, 6% თავად მედიას აკისრებს პასუხისმგებლობას, ხოლო 6% – საპატრიარქოს.

მოსახლეობის 73% აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს LGBTQ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება. 27% კი თვლის, რომ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს.

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოსახლეობის უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ (39-39%, ჯამში 78%) უკავშირებს 5 ივლისის მოვლენებს. მხოლოდ 22% ამბობს, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ამ დღეს საერთოდ არ უკავშირდება.

მოსახლეობის 54% ამბობს, რომ 5 ივლისის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ სწორი პოზიცია დაიკავა. 46% კი ამბობს, რომ ეს პოზიცია არასწორი იყო.

გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა – 56% ამბობს, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უნდა გადამდგარიყო. შესაბამისად, საპირისპიროს 44% ამბობს.

შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

წყარო: ტელეკომპანია ფორმულა

წინა

გოგო, რომელიც ქალ და არაბინარულ არტისტებს სპექტაკლების დადგმის საშუალებას აძლევს

შემდეგი

8 ახალი ქვიარ სერიალი, რომელსაც შემოდგომაზე უნდა ველოდოთ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი