GoFundMe კამპანიური ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს თანხებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის. GoFundMe-ის მთავარი მისია უკეთესი სამყაროს შექმნის ხელშეწყობა და იმ ადამიანებისა თუ ჯგუფის განვითარებაა, რომლებსაც თავიანთი ისტორიის ფართოდ გავრცელება სჭირდებათ. GoFundMe-ის უკვე 5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს შეგროვებული.
ამჯერად, დახმარების მიზნით, GoFundMe-მ დაიწყო ლგბტქ+ ავღანელების მხარდასაჭერი კამპანია. თალიბების მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდების შემდეგ, მათ უკვე დევნის ავღანეთის ახლადშემქმნილი მთავრობა.
კამპანიის ფარგლებში უკვე შეგროვდა 50,000 აშშ დოლარი, რომელიც პირდაპირ გაეგზავნება ლგბტქ+ ავღანელებს. GoFundMe -ის დაფინანსება დაეხმარება მათ, გააკეთონ საჭირო საბუთები, გადაიხადონ მოგზაურობის თანხა და მიიღონ დროებითი საცხოვრებელი ქვეყნიდან გაქცევის შემთხვევაში.
კამპანია შეიქმნა ავსტრალიაში დაბადებული ქვიარ მწერლის, ბობუკ საიდის მიერ, რომელიც ავღანური წარმოშობისაა და მას ასევე ავღანური წარმოშობის მეგობრები ეხმარებიან კამპანიის განხორციელებაში.
ავღანეთში ლგბტქ+ ადამიანების მიმართ მტრული განწყობების გამო, მათ უკვე ემუქრებათ სხვადასხვა საფრთხე: შეიძლება დაკარგონ სამსახური, ან უარესი – ემუქრებათ სიცოცხლის მოსპობის საშიშროება.
ივლისში, თალიბანის მოსამართლემ გერმანულ გაზეთ Bild- ს განუცხადა, რომ ლგბტქ+ ადამიანებს ქვებით ჩაქოლავდნენ ან 10-მეტრიანი კედლიდან გადმოყრიდნენ. ამ კონკრეტულ სასჯელს შარიათის კანონი ითვალისწინებს. ბევრს ეშინია, რომ ავღანეთში ის პერიოდი დაბრუნდება, როდესაც ქალებს არ ჰქონდათ უფლება, ესწავლათ სკოლებში, აკრძალული იყო მუსიკა და ცეკვა, ხოლო ჰაზარასების – სპარსულად მოსაუბრე ავღანელი ირანელების, ლგბტ ადამიანებისა და “ამორალური ქცევისთვის” მოკვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ადვოკატირების ჯგუფები მთელს მსოფლიოში მოუწოდებენ თავიანთ მთავრობებს, მხარი დაუჭირონ ლგბტქ+ ლტოლვილებს, როდესაც ისინი ცდილობენ, დატოვონ ქვეყანა. ILGA World-მა, Human Dignity Trust-მა და OutRight Action Internationa-მა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ვალდებულია, დაიცვას „დაუცველი პირები ზიანისა და ძალადობისგან“, მათ შორის, ლგბტქ+ ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები.
წყარო: gofundme.com