ალასტერ ბრიუსი – ბრიტანეთის უმაღლესი რანგის ოფიცრის ქვიარ ისტორია

1979 წელს, როდესაც ალასტერ ბრიუსი ჯარს შეუერთდა, შეუძლებელი იყო, ყოფილიყავი ქვეყნის სამსახურში და თან, ჰომოსექსუალი. გასულ თვეს გენერალი ბრიუსი ბრიტანეთის არმიის უმაღლესი რანგის ოფიცერი გახდა და თავის პარტნიორ კაცზე იქორწინა, რომელთანაც 20-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ბრიუსი წლების განმავლობაში მალავდა სტივენ კნოტთან ურთიერთობას, წელს კი სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა იქორწინა.

გენერალი სექსუალურ ორიენტაციას თითქმის მთელი კარიერის მანძილზე იმის შიშით მალავდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, რომელშიც მან დიდი შრომა ჩადო და არაერთხელ გაიღო მსხვერპლი.

ბრიტანეთის არმიამ 2000 წლიდან შეცვალა თავისი დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ. მანამდე კი, ქვიარ ადამიანებისთვის არმიაში ყოფნა აკრძალული იყო.

გენერალი ბრიუსი თავის პარტნიორს მაშინ შეხვდა, როდესაც საკრუიზო გემზე ლექციებს კითხულობდა. „ძალიან გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ის დაინტერესებული იყი იმავე ისტორიული საკითხებით, რითიც – მე. ჩვენი ურთიერთობა ლექციების შემდეგაც გაგრძელდა. სტივენმა რამდენიმე თვეში დატოვა საცხოვრებელი ადგილი და ბრიტანეთში გადმოვიდა, ჩემთან ერთად რომ ყოფილიყო. ეს ძალიან მამაცური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან და მაშინ მივხვდი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში” – ამბობს ბრიუსი.

წყარო: bbc.com

წინა

დავითისა და იონათანის სიყვარულის ბიბლიური ისტორია

შემდეგი

GoFundMe ფულს ლგბტქ+ ავღანელების დასახმარებლად აგროვებს

ბოლო სიახლეები

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

Facebook36Tweet0Shares36 აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფო შესაძლოა დაიხუროს

Facebook52Tweet0Shares52 პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა და მათი იდეების გამჟღერებელი მედიასაშუალება ალტ-ინფო დახურვის საშიშროების წინაშე

მაქვს ძალა, რომ თავი დავიცვა და საკუთარი აზრი დავაფიქსირო — ლუკა აბლოთია

Facebook161Tweet0Shares161 ლუკა აბლოთია 17 წლის ქვიარ მოზარდია აფხაზეთიდან. საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარი ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, იქამდე

ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა

Facebook96Tweet0Shares96 ანდორა 33-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც თანასწორი ქორწინება აღიარა. 77 ათასი მოქალაქით დასახლებულმა სახელმწიფომ ერთნაირ სქესიან

ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები აივ-პრევენციის ახალ საშუალებაზე ფასის შემცირებას ითხოვენ

Facebook7Tweet0Shares7 ნობელის ლაურეატები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები თუ ვარსკვლავები ბრიტანულ ფარმაკოლოგიურ კომპანიას მოუწოდებენ, რომ ახალი, აქამდე არსებულ