ივლისი 2023 - Page 3

შსს-ს თქმით, მიზანი იყო, რომ ფესტივალზე არავინ დაშავებულიყო და ეს შეასრულეს

//

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძეის განცხადებით, თბილისი პრაიდის ფესტივალზე მათი მიზანი იყო, რომ არავინ დაშავებული და “ეს დაცული იქნა”.

კუპატაძე ამტკიცებს, რომ კონტრაქციის მონაწილეების “ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა”.

“მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ასევე, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენლები, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ ამ კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებითა და გრუნტიანი გზებით მიეღწიეთ ლოკაციამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა.

ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყო [ხალხი]. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა”, – თქვა მან.

8 ივლისს უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

პრაიდის განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

//

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.

TV25-ის ინფორმაციით, მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა, საქმეში ფსიქოლოგია ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

თბილისი პრაიდი: ფესტივალის ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ

//

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები ფესტივალის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ მისულან და შესაბამისი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.

მათი თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით 10 ივლისს მიმართეს.

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობის შესახებ.

8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დარბევის, ლგბტქი აქტივისტების ევაკუაციის, კერძო ტერიტორიაზე შემოჭრისა და ქონების განადგურების შესახებ მედიით მთელმა საქართველომ შეიტყო. დამატებით, 10 ივლისს, თბილისი პრაიდმა შეტყობინება გააკეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზეც. მოვითხოვეთ ტერიტორიის დათვალიერება, ზიანის შეფასება და გამოძიების დაწყება, მათ შორის პოლიციელებისა და შსს-ს მიმართ. თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურები არ დაგვკავშირებიან, არ ამოსულან ფესტივალის ტერიტორიაზე და არ ჩაუტარებიათ შესაბამისი სამუშაოები.

დღეს გვიწევს ფესტივალის ტერიტორიიდან წავიღოთ ნივთები, რადგან ძალადობრივი მოვლენებიდან ხუთი დღე გადის. თუმცა ორგანიზაციამ დეტალურად დაადოკუმენტირა ზიანი, შეინახა ზიანის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

8 ივლისს უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

პრაიდის განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშულოდ ცნო

//

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშულოდ ცნო. მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 2022 წლის 22 მაისს დააკავეს, 2 დღეში კი 100 00 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საქალაქო სასამართლოში განაჩენი 21 ოქტომბერს გამოცხადდა – ბასილაშვილი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და ხუთივე ეპიზოდში გაამართლა.

წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

//

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

მათი ცნობით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ფორმულა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ვაკის გამგეობამ, რომელიც აცხადებს, რომ ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.

“პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა.  ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.

რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!” – წერია განცხადებაში.

თეატრ ჰარაკში დასმა ქვიარ თემსა და კინემატოგრაფებს სოლიდარობა გამოუცხადა

//

თეატრ ჰარაკში სპექტაკლის “ბერსერკები I: მისია” დასრულების შემდეგ დასმა ქვიარ თემსა და კინემატოგრაფებს სოლიდარობა გამოუცხადა. ინფორმაციასა და ფოტოს გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.

დასის წევრებს ჰქონდათ ლგბტქ+ დროშა და პლაკატი წარწერით – “კულტურა საფრთხეშია! არა ცენზურას!”.

კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით კულტურის სამინისტროსთან აქცია ხვალ, 12 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.

თბილისი პრაიდის წევრებმა პარლამენტთან მოძალადეების მიერ განადგურებული ნივთები მიიტანეს

//

თბილისი პრაიდის წევრებმა პარლამენტთან მოძალადეების მიერ ფესტივალის ტერიტორიაზე განადგურებული ნივთები მიიტანეს.

ისინი აცხადებენ, რომ ნივთები ალტ-ინფოს მიერ ტერიტორიის დარბევის მტკიცებულებაა, პოლიციამ კი ამას ხელი არ შეუშალა, პირიქით, შეუწყო.

გუშინ, 8 ივლისს უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

პრაიდის განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.

ზურაბიშვილი: დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა

//

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაიდის ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციით გაცემული პირობა დაირღვა.

საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება დახურულ სივრცეში გაემართათ.

“დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთის მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციისა. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცავებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომცდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საგანგაშო რეალობაა, რომ კონტრაქცია წაქეზებული და ღიად მხარდაჭერილი იყო მმართველი გუნდის წევრების მხრიდან.

“აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით, არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ახლა მოვისმინეთ, იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა, პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან უფლებების დამცველები – ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს

რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არ დაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან შსს-ს მოუწოდა, ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, ხოლოდ მმართველ გუნდს – შეწყვიტოს სიძულვილის ენა.

დღეს, 8 ივლისს ლისზე თბილისი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება – ფესტივალი უნდა გამართულიყო, თუმცა, უსაფრთხოების რისკების გამო, გაუქმდა.

პრაიდის განცხადებით, “დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

უსაფრთხოების რისკების გამო პრაიდის ფესტივალი გაუქმდა

//

უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა და ისინი უსაფრთხოდ არიან.

პრაიდის განცხადებით, “დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.

ზურაბიშვილი: ჩემი დავალებით, პრაიდის ფესტივალს პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრება

//

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

ზურაბიშვილის თქმით, მისი დავალებით, ფესტივალს პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრება.

“საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ “პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

“პრაიდის ფესტივალს”, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალი დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.