ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის.
წარმოგიდგენთქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის მარტის თვეში:
-
მარტის თვეში ფონდმა ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირების შესახებ. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალების, ქვიარ და ტრანს ადამიანების გაძლიერებას, შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას.
-
ასევე, ქალთა ფონდმა შექმნა ფემინისტი აქტივისტების მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ტრანსოფრმაციაზე იმუშავებს მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში.
-
მარტში ქალთა ფონდმა შეიმუშავა ფემინისტური ფესტივალის დღის წესრიგი და ორგანიზაცია გადავიდა აქტიურ სამზადისზე ივლისში რაჭაში 3-დღიანი ღონისძიების ჩასატარებლად.
-
ორგანიზაციამ ასევე მოამზადა კატოს ჯილდოს მფლობელების შესახებ ყოველთვიური სერიის მეორე ვიდეო ქეთევან ხიდაშელზე. ვიდეო მალე გამოქვეყნდება ორგანიზაციის Facebook გვერდზე.