© Lindsay Perryman

ქვიარ ქალების მასკულინური სილამაზე ფოტოგრაფიაში

“The Colors We Don’t See at The End of The Rainbow” — ეს ახალი ჟანრია ბრუკლინში დაბადებული ფოტოგრაფისა და კინორეჟისორის, ლინდსი პერიმენისგან.

მისი თქმით, ქვიარ საზოგადოება საკუთარი თავის ყველაზე ნამდვილი ვერსიის ჩვენებას ნიშნავს. ეს არის ერთგვარი სენტიმენტი, რომელიც იმ ფერებით ხელმძღვანელობს, რომლებსაც ცისარტყელის ბოლოში ვერ ვხედავთ. როგორც წესი, ლგბტქი საზოგადოება ყოველთვის არ მოიაზრებდა იმ განმარტებას, რომელსაც ახლა მოიაზრებს. მუდმივად არსებობდა სისგენდერი ადამიანების ნაწილი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების დემონიზიაციას ცდილობდა. პრაქტიკულად, ისტორიაში არსებული ყოველი პროგრესული სოციალური მოძრაობა რაიმე სახის რასიზმში იყო ჩაძირული. სწორედ ეს წარმოადგენს ლინდსის პროექტის მთავარ თემას.

გაერთიანებული სამეფოს Stonewall-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვიარ საზოგადოებაში ფერადკანიანთა 51% ცუდ მოპყრობასა და დისკრიმინაციას განიცდის. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა შავკანიანი ლგბტქი ადამიანებისთვის, რომელთაგანაც ხუთიდან ერთი (61%) სხვა ლგბტქი ადამიანებისგან ე.წ „ორმაგ დისკრიმინაციას“ აწყდება.

ლინდსი ფოტოგრაფიამ ბავშვობიდან გაიტაცა. იმ დროიდან, როდესაც მამამ ხელში კამერა დააჭერინა. მას სურდა, შემოქმედებითი უნარები ცვლილებებისათვის გამოეყენებინა.

„ამ პროექტისთვის ჩემი თავდაპირველი შთაგონების წყარო ლგბტქი საზოგადოების განსხვავებული წარმომავლობის შავკანიანი და ფერადკანიანი ქალების წარმოჩენა იყო. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ პროექტი სხვაგვარად წარმოაჩენდა ლგბტქი სოციუმს“

ლინდსის სურდა, ყურადღება „ლაქებზე“ გაემახვილებინა — მასკულინურ აფროამერიკელ ქალებზე, რომელთა სილამაზეც, ხშირ შემთხვევაში, ჩრდილში რჩება.

“მასკულინური ქვიარ ქალები ამ დრომდე უხილავნი იყვნენ. მინდა, ჩემმა ნამუშევრებმა ხაზი გაუსვას ჩემს გზავნილს, რომ ფერადკანიანთა საზოაგადოება იმაზე მეტია, ვიდრე ის სტერეოტიპული სურათი, რომელსაც მედიაში ვხვდებით“

24 წლის ხელოვანის  პირველი ოფიციალური პუბლიკაცია “Colors” იქნება და დიდწილად იმ მოდელების წყალობით არის შთაგონებული, რომლებთან ერთადაც უმუშავია. მათი პროექტში მონაწილეობის სურვილი ჟურნალის შექმნის სასიცოცხლო კატალიზატორი აღმოჩნდა და როგორც ისინი ამბობენ, მასში მთელი გული, სხეული და სული ჩადეს.

 


 

წყარო: i-D

წინა

მეორე პუბერტატი – ლორენს ფილომენის ფოტოები ტრანზიციის პროცესის აღსაწერად

შემდეგი

კიევისა და ვარშავის პრაიდი ერთობლივად ჩატარდება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი