კიევისა და ვარშავის პრაიდი ერთობლივად ჩატარდება

Kyiv Pride-სა და Warsaw Pride-ის წევრებმა ერთობლივი მსვლელობა დააანონსეს – „მარში მშვიდობისთვის“, რომელიც ვარშავაში გაიმართება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

მსვლელობა პოლონეთში 25 ივნისს არის დაგეგმილი და გააერთიანებს ლგბტქი საზოგადოებასა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც რუსეთის უკანონო ქმედებებსა და სისატიკეს გმობენ.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, კიევში თანასწორობის მარშის 10 წლის იუბილე ჩვეულ ფორმატში ვერ ჩატარდება, ამიტომ წელს ლგბტქი უკრაინელები ვარშავის ლგბტქი საზოგადოებასთან გაერთიანდნენ.

„ჩვენ ერთად ვდგავართ თავისუფლებისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის, ვდგავართ ერთად ომის წინააღმდეგ. მხარს დავუჭერთ მშვიდობას, უკრაინის გამარჯვებას, უკრაინული მიწისა და ხალხის თავისუფლებას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

Warsaw Pride-ის პრეზიდენტმა ჯულია მაციოჩამ განაცხადა, რომ ვარშავაში ერთობა სხვების მხარდასაჭერად დგომას და იმ ხმებისთვის სივრცის დათმობას ნიშნავს, რომლებიც საკმარისად არ ისმის.

„ერთობა ერთმანეთის მხარდამხარ დგომა და მსვლელობაა უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს წაართვეს. ვამაყობთ, რომ ვუერთდებით ამ მსვლელობაში Kyiv Pride-ს უკრაინის გამარჯვებისთვის!“

ორგანიზატორები ამ დღისთვის დაახლოებით 80.000 მონაწილეს ელიან და ხალხს ვარშავაში დაგეგმილ მსვლელობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

Kyiv Pride-ის დირექტორის, ლენი ემსონის თქმით, 25 ივნისი არ იქნება ზეიმის დღე, ეს იქნება მიმართვა მსოფლიოსთვის, რომ თავისუფლების გარდა, შესაძლოა, რუსეთმა ყველაფერი წაართვას უკრაინას,  გამარჯვების მოსაპოვებლად კი მთელი მსოფლიოს ჩართულობა და დახმარებაა საჭირო, რათა უკრაინელმა ხალხმა მშვიდობიანად შეძლოს საკუთარ მიწაზე ცხოვრება.

წინა

ქვიარ ქალების მასკულინური სილამაზე ფოტოგრაფიაში

შემდეგი

შუტი გატვა შემდეგი Doctor Who იქნება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების