სტიმულატორების სახეობები და ეფექტები

სტიმულატორები წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ფართოდ გამოყენებულია მსოფლიოში.

სტიმულატორებში შედის: მეტამფეტამინი, ექსტაზი, კოკაინი, აბაზანის მარილები, ენერგეტიკული სასმელები, ნიკოტინი, კოფეინი და სხვა.

სტიმულატორები გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს ქიმიური პროცესების აქტივობის ზრდას. გამოიყოფა დიდი რაოდენობით ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, სეროტონინი და დოფამინი.

ეპინეფრინი დიდ როლს ასრულებს ბრძოლის ან გაქცევის რეაციაში, ამ დროს ხშირდება გულისცემა, სუნთვა და შაქრის დონე სისხლში

ნორეპინეფრინი ხელს უწყობს სიფხიზლეს, ყურადღების კონცენტრაციას.

სეროტონინი არეგულირებს განწყობას,  მადას, ძილს, მეხსიერებას და მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში.

დოფამინი პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე.

სტიმულატორების ზემოქმედების შედეგად ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები იწვევს მოცულობითი ენერგიის მოზღვავებას სხეულში, რაც გამოიხატება ჭარბი ფიზიკური აქტივობით, საუბრითა და  სიფხიზლით.  დროთა განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი სტიმულატორების მოხმარება იწვევს აღნიშნული ჰორმონების ამოწურვას. ნივთიერების მიმართ ტოლერანტობის განვითარების შემთხვევაში მომხმარებელს აღარ აკმაყოფილებს პირვანდელი დოზა და ზრდის მას ეფექტის მისაღებად.

ისეთი ძლიერი სტიმულატორებს, როგორიცაა კოკაინი და ამფეტამინი, იწვევენ თავის ტვინის შეცდომაში შეყვანას სიგნალის გაგზავნის გზით, თითქოს დაკმაყოფილებულია სიცოცხლისთვის საჭირო მოთხოვნილებები, მაგალითად ჭამა ან წყურვილი. შედეგად ადამიანი შესაძლოა აღარ მიიღოს საკვები ან წყალი, დაკარგოს წონა, შესაბამისად – მინერალები და საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სტიმულატორების გარკვეული ჯგუფი, მაგალითად ნიკოტინი და კოფეინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. იზრდება გულისცემა და არტერიული წნევა. კარგად არ ნაწილდება ჟანგბადი სისხლში. ნიკოტინის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და სიმსივნეების რისკს. ზემოქმედებს იმუნიტეტზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ცნობილია, რომ ნიკოტინზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და ამავდროულად ყველაზე ფართოდ არის გავცელებული სხვა ადიქციებს შორის.

ზოგიეფრთი სტიმულატორი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის შესაბამისი დოზირებითა და გამოყენების წესის დაცვით. მაგალითად, ამფეტამინი და მეთილფენიდატი ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენებენ ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის დარღვევის (ADHD) სამკურნალოდ.

კოფეინი გამოიყენებაასთმიან პაციენტებში. იგი გამოიყენება, როგორც ტკვილგამაყუჩებლების დანამატი და წნევის ამწევი საშუალება. ასევე, როგორც შეშუპების საწინააღმდეგო, შარდმდენი, გამოსაფხიზლებელი, მადის დასაქვეითებელი და ანალგეტიკი მენსტრუალური ტკივილის დროს.

ეფედრა (სამკურნალო დოზებით და ფორმატით) გამოიყენება ასთმის, ალერგიის, ნარკოლეფსიის სამკურნალოდ.

სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარების ეროვნული მასშტაბის პირველი კვლევა საქართველოში 2015 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც:

  • ეფრთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფსიქოაქტიურ საშუალებებად დასახელდა ექსტაზი (9%) სხვა ნივთიერებებთან ერთად. ექსტაზი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გასინჯული ჰქონდა მოსწავლეთა 4%-ს, ამფეტამინი და კოკაინი − 2%-ს.
  • რაც შეეხება თამბაქოს, ყველა გეოგრაფიულ რეგიონში თამბაქოს მოწევის მაჩვენებლები მამაკაცებსა და ქალებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა5% და ქალთა მხოლოდ 8.6% ეწეოდა თამბაქოს ბოლო 30 დღის განმავლობაში. მამაკაცები ეწეოდნენ უფრო ხშირად (დღეების რაოდენობა ერთი თვის მანძილზე) და უფრო მეტს (მოწეული ღერების რაოდენობა ერთი დღს მანძილზე);
  • თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი.
  • 2020 წლის მონაცემებით საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი2%-ია.

ხშირია სტიმულატორებით გამოწვეული ზედოზირების ფაქტები, რაც განსაკუთრებით საშიშია.

ზედოზირების სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი,
  • სხეულის ტემპერატურის მომატება,
  • ტკივილი მკერდში,
  • გახშირებული გულისცემა,
  • გულის აჩქარება,
  • ღებინება,
  • კრუნჩხვები,
  • არეული გონება (ორიენტაციის დარღვევა, რეაგირების არქონა), პ
  • ანიკა, ჰალუცინაციები.

 

გამოყენებული მასალა

კირთაძე ი., ოთიაშვილი დ., ტაბატაძე მ. (2015). ცადამყვანები, გამაბრუებლები და სხვები. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში.

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

ESPAD (2019) ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი.

Arnsten A. (2006). Stimulants: Therapeutic Actions in ADHD. Neuropsychopharmacology

 

 

 

წინა

სააღდგომო რეფლექსია

შემდეგი

დეპრესანტების სახეობები და ეფექტები

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.