კადრი ვიდეოდან / პუბლიკა
/

პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის შემდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები, პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი გაათავისუფლა. პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ზურა ვარდიაშვილმა პუბლიკასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის არ აუხსნიათ, რა მუხლით დააკავეს. მან Facebook ლაივში დაკავების დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნიღბიანმა ტიპებმა“ დააკავეს, მოულოდნელად სტაცეს ხელი და მანქანაში ჩატენეს.

“პატარ-პატარა ნიუანსებით ცდილობდნენ, რომ წყობილებიდან გამოეყვანე. ისევ და ისევ, ვცდილობდი გასაუბრებას, რომ რა გინდათ? რა არის თქვენი მოვალეობა? გჯერათ თუ არა იმის, რასაც აკეთებთ? ამაზე მწარდებოდნენ და იწყებდნენ ჩვეულებრივ ძველბიჭურ „კაჩაობას“. ამათ პოლიციელის, ფორმიანისა და მოქალაქეების დამცველის არაფერი ეცხოთ, იბრიქებოდნენ: „შენ ბიჭო, ამას იცნობ, იმას იცნობ?“ ასეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა ამ ხნის მანძილზე“, — იხსენებს ზურა ვარდიაშვილი განყოფილებაში ყოფნის დეტალებს და ამბობს, რომ მერე ვიღაცებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტები გაეყვანათ და გაათავისუფლეს ისე, რომ ხელწერილზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

ტაბულას ჟურნალისტმა, ბექა ჯიქურაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციელებმა თქვეს, რომ ისიც დაეკავებინათ და ამის შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მიზეზი არც მისთვის აუხსნიათ.

დღეს, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.

პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

პარლამენტიდან On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი ძალის გამოყენებით გაიყვანეს

შემდეგი

საპატრიარქოსთან სტენსილის დახატვისთვის დაკავების საქმეზე ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი