პუბლიკა

/

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი დააკავეს

პარლამენტთან, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების მიერ რუსული კანონის განხილვის შემდეგ მიმდინარე აქციაზე პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. დაკავებულია აქციის მონაწილე სხვა რამდენიმე ადამიანიც, რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

/

პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის შემდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები, პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი გაათავისუფლა. პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ზურა ვარდიაშვილმა პუბლიკასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის არ

პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი გაათავისუფლეს

/

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის შემდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები, პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი გაათავისუფლა. პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ზურა ვარდიაშვილმა პუბლიკასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის არ აუხსნიათ, რა მუხლით დააკავეს. მან Facebook ლაივში დაკავების დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნიღბიანმა ტიპებმა“ დააკავეს, მოულოდნელად სტაცეს ხელი და მანქანაში ჩატენეს.

“პატარ-პატარა ნიუანსებით ცდილობდნენ, რომ წყობილებიდან გამოეყვანე. ისევ და ისევ, ვცდილობდი გასაუბრებას, რომ რა გინდათ? რა არის თქვენი მოვალეობა? გჯერათ თუ არა იმის, რასაც აკეთებთ? ამაზე მწარდებოდნენ და იწყებდნენ ჩვეულებრივ ძველბიჭურ „კაჩაობას“. ამათ პოლიციელის, ფორმიანისა და მოქალაქეების დამცველის არაფერი ეცხოთ, იბრიქებოდნენ: „შენ ბიჭო, ამას იცნობ, იმას იცნობ?“ ასეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა ამ ხნის მანძილზე“, — იხსენებს ზურა ვარდიაშვილი განყოფილებაში ყოფნის დეტალებს და ამბობს, რომ მერე ვიღაცებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტები გაეყვანათ და გაათავისუფლეს ისე, რომ ხელწერილზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

ტაბულას ჟურნალისტმა, ბექა ჯიქურაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციელებმა თქვეს, რომ ისიც დაეკავებინათ და ამის შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მიზეზი არც მისთვის აუხსნიათ.

დღეს, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.

პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი დააკავეს

/

პარლამენტთან, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების მიერ რუსული კანონის განხილვის შემდეგ მიმდინარე აქციაზე პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. დაკავებულია აქციის მონაწილე სხვა რამდენიმე ადამიანიც, რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პუბლიკის რედაქტორის, ლიკა ზაკაშვილის თქმით, ისინი უბრალოდ იდგნენ და სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს”, რასაც დაკავება მოჰყვა.

„ვაპროტესტებდით იმას, რასაც მთელი დღეა ვაპროტესტებთ და ამის ნიადაგზე მოჰკიდეს ხელი და ჩატენეს“, — აღნიშნა ლიკა ზაკაშვილმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, ეს არის ზუსტად ის, რაც სურთ — ქვეყანაში კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობა.

„არ ვიცი, მიზეზი რა იყო. უბრალოდ ეცნენ, ჩატენეს მანქანაში და არ ვიცით, სად წაიყვანეს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ვამბობდით, კრიტიკული ხმის ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში. ზუსტად ის ხდება, რაც მოხდა რუსეთში ამ კანონის მიღების შემდეგ და დღეს უკვე ვნახეთ, რომ კომიტეტებმა მწვანე შუქი აუნთეს ამ კანონს. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რომ ეს არ არის მხოლოდ მედიის ან სამოქალაქო სექტორის დევნა, ეს ეხება თითოეულ მათგანს. რაც დღეს, ახლა ვიხილეთ, შეეხება ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ექნება კრიტიკული აზრი, გააპროტესტებს რამეს, ან, თუნდაც, სოციალურ ქსელში დაწერს საკუთარ პროტესტთან დაკავშირებით ინფორმაციას“, — აღნიშნა პუბლიკასთან მარიამ გოგოსაშვილმა.

ჟურნალისტების დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და დაგმო მედიის წარმომადგენლების დაკავება და მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.

„ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა“, — აღნიშნულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.