კიევისა და ვარშავის პრაიდი ერთობლივად ჩატარდება

Kyiv Pride-სა და Warsaw Pride-ის წევრებმა ერთობლივი მსვლელობა დააანონსეს – „მარში მშვიდობისთვის“, რომელიც ვარშავაში გაიმართება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

მსვლელობა პოლონეთში 25 ივნისს არის დაგეგმილი და გააერთიანებს ლგბტქი საზოგადოებასა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც რუსეთის უკანონო ქმედებებსა და სისატიკეს გმობენ.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, კიევში თანასწორობის მარშის 10 წლის იუბილე ჩვეულ ფორმატში ვერ ჩატარდება, ამიტომ წელს ლგბტქი უკრაინელები ვარშავის ლგბტქი საზოგადოებასთან გაერთიანდნენ.

„ჩვენ ერთად ვდგავართ თავისუფლებისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის, ვდგავართ ერთად ომის წინააღმდეგ. მხარს დავუჭერთ მშვიდობას, უკრაინის გამარჯვებას, უკრაინული მიწისა და ხალხის თავისუფლებას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

Warsaw Pride-ის პრეზიდენტმა ჯულია მაციოჩამ განაცხადა, რომ ვარშავაში ერთობა სხვების მხარდასაჭერად დგომას და იმ ხმებისთვის სივრცის დათმობას ნიშნავს, რომლებიც საკმარისად არ ისმის.

„ერთობა ერთმანეთის მხარდამხარ დგომა და მსვლელობაა უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს წაართვეს. ვამაყობთ, რომ ვუერთდებით ამ მსვლელობაში Kyiv Pride-ს უკრაინის გამარჯვებისთვის!“

ორგანიზატორები ამ დღისთვის დაახლოებით 80.000 მონაწილეს ელიან და ხალხს ვარშავაში დაგეგმილ მსვლელობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

Kyiv Pride-ის დირექტორის, ლენი ემსონის თქმით, 25 ივნისი არ იქნება ზეიმის დღე, ეს იქნება მიმართვა მსოფლიოსთვის, რომ თავისუფლების გარდა, შესაძლოა, რუსეთმა ყველაფერი წაართვას უკრაინას,  გამარჯვების მოსაპოვებლად კი მთელი მსოფლიოს ჩართულობა და დახმარებაა საჭირო, რათა უკრაინელმა ხალხმა მშვიდობიანად შეძლოს საკუთარ მიწაზე ცხოვრება.

წინა

ქვიარ ქალების მასკულინური სილამაზე ფოტოგრაფიაში

შემდეგი

შუტი გატვა შემდეგი Doctor Who იქნება

ბოლო სიახლეები

ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში – კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

FacebookTweetLinkedInEmail თბილისში ფემიციდის მორიგი შემთხვევა მოხდა. კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში მოკლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სასამართლომ ბაღის მხრიდან მცირეწლოვნის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მცირეწლოვანმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. მშობლების მტკიცებით, მათი

მშობლები მთავრობის მხრიდან დროის ხელოვნურად გაწელვაზე საუბრობენ

FacebookTweetLinkedInEmail აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის მხრიდან დროის ხელოვნურად გაწელვაზე საუბრობენ. ფორმულას ეთერში ერთ-ერთ მშობელი

რეტროს მფლობელი მიმტანზე ძალადობისთვის დააკავეს

FacebookTweetLinkedInEmail შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმტანზე ძალადობის ბრალდებით რესტორან რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დააკავეს. გუშინ, 5

2 ივნისს დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს

FacebookTweetLinkedInEmail 48 საათის იზოლატორში გატარების შემდეგ 2 ივნისს დაკავებული აქტივისტები და უფლებადამცველები გაათავისუფლეს. ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებული