Mepa
/

“არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს” — ევროკავშირის ელჩი რუსულ კანონზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი რუსული კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკომისიის 12-დან სულ მცირე 2 პრიორიტეტთან.

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც “უცხოური ძალისგან” ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევთ. უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”.

“ჩემმა ზემდგომებმა ბრიუსელიდან უკვე გამოხატეს პოზიციები ამ კანონპროექტის შესახებ. გამოიყენეს სიტყვები, როგორიცაა, “შემაშფოთებელი”, “შემაწუხებელი”. ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია ევროკომისიის სულ მცირე 2 პრიორიტეტთან 12-დან. ერთი მათგანი ეხება მედიის თავისუფლებას, მეორე კი, სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ეს ცუდი გზავნილია, ცუდ დროს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ როგორმე ეს ინიციატივა გადაიხედება. ის არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. დრო ჯერ კიდევ არის და ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა არ ითარგმნება კანონად”, — აცხადებს ჰერჩინსკი.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

წინა

“საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არის რუსულის მსგავსი” — სენატორი შაჰინი

შემდეგი

ზურაბიშვილის განცხადებით, რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,