safe you

რა არის SAFE YOU და როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება

Safe You აპლიკაციაა, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ქალების დასახმარებლადაა განკუთვნილი. პროექტი ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფარმა ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნა. აპლიკაციას ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს, თუმცა მთავარი ალბათ მოძალადის წინააღმდეგ დარჩენილი ქალის დახმარებაა. Safe

რა არის SAFE YOU და როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება

Safe You აპლიკაციაა, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ქალების დასახმარებლადაა განკუთვნილი. პროექტი ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფარმა ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნა.

აპლიკაციას ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს, თუმცა მთავარი ალბათ მოძალადის წინააღმდეგ დარჩენილი ქალის დახმარებაა. Safe You შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ სანდო პირები, მაგალითად, მეგობრები, რომლებსაც თქვენი SOS შეტყობინება მიუვათ, გამოიძახოთ პოლიცია ან დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს მიმართოთ. თუ არ გსურთ, სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოთ მომხდარის შესახებ, შეტყობინებას მხოლოდ თქვენ მიერ არჩეული სანდო პირები და ორგანიზაციები მიიღებენ.

აპლიკაცია აუდიოჩანაწერის შექმნის საშუალებასაც გაძლევთ, რომელიც შეიძლება მოძალადის წინააღმდეგ სასამართლო დავის დროს ან პოლიციაში წარსადგენად გამოგადგეთ. გარდა ამისა, Safe You-ს აქვს ფორუმი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტსთან კითხვების დასმის საშუალებას იძლევა.

ამ ეტაპზე აპლიკაციას 20 000-მდე მომხმარებელი ჰყავს და 7 ფორუმს აერთიანებს:

  • აივ ინფექცია და სგგი;
  • სოციალური საკითხები;
  • რეპროდუქცია;
  • ფსიქოლოგია;
  • თინეიჯერული კლუბი;
  • აპლიკაციის ინსტრუქცია;
  • იურიდიული საკითხები.

აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ ქართული ნომრით, ჩართული გქონდეთ ინტერნეტი და აპლიკაციას მისცეთ წვდომა ლოკაციასა და აუდიო/ფოტო გალერეაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრიანელ ქალებს შეუძლიათ მშობლიურ ენაზე ისარგებლონ აპლიკაციის ყველა სერვისით – დაწყებული SOS ღილაკით, დასრულებული თემატური ფორუმებით.

აპლიკაცია Safe You-ს გადმოსაწერად სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯია საჭირო:

  • ჩართეთ სმარტფონის კამერა;
  • მიმართეთ კამერა ამ ფოტოზე ნაჩვენები QR კოდისკენ;
  • მიჰყევით ბმულს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებითაც:

Android: https://bit.ly/318nSsl

IOS: https://apple.co/2Z7s3Cq