შოთა არველაძე

/

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს“ — შოთა არველაძე

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე თავის Facebook გვერდზე ეხმაურება ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილ რუსულ კანონპროექტს: „ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად

/

ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა — ყაველაშვილი

რუსული კანონპროექტის თანაავტორი და ანტიდასავლური მოძრაობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების სახელით მოხვდა, აცხადებს, რომ ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე “ამჩატდა” და კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებებიც გააკეთა. “როგორ შეიძლება ახლა დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან

ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა — ყაველაშვილი

/

რუსული კანონპროექტის თანაავტორი და ანტიდასავლური მოძრაობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების სახელით მოხვდა, აცხადებს, რომ ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე “ამჩატდა” და კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებებიც გააკეთა.

“როგორ შეიძლება ახლა დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან არ ვიცი, იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა, რომ კანონი წაიკითხონ და იმაში აზრი ვერ გამოიტანონ, რომ რა არი მასში რუსული. ანუ რა შეხებაში არი. როცა ამაზე პასუხს ვერ ვიღებ, რა თქმა უნდა, ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები უკვე იმ ამ ფეიკის, ასე ვთქვათ, იმაში, სივრცეში არიან”, — აცხადებს ყაველაშვილი [სტილი დაცულია].

ხოლო კითხვაზე, შოთა არველაძე, გაგრა, დინამო და მზექალა შანიძე “ამჩატდნენ” თუ არა, ყაველაშვილმა უპასუხა, რომ კიდევ ბევრი ამჩატდა.

“არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა, სამწუხაროდ”, — თქვა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის განცხადებით, ეს ხალხი “ცრუ ინფორმაციის” გავლენის ქვეშაა.

ამასთანავე, ყაველაშვილმა ქალებზე საუბრისას სექსისტური განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ როგორც ქალი დეპუტატები იქცევიან, ეს “ველურობაა”.

“სამარცხვინო ქალბატონების ქცევა კომიტეტის სხდომაზე, მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მით უმეტეს, ქალი. ვის უნდა ასწავლოს ჭკუა და ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა, ან ხათუნა სამნიძემ, ან კორძაიამ ან წითლიძემ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობისაა” — განაცხადა ყაველაშვილიმა.  ჟურნალისტების თხოვნაზე, განემარტა, რას ნიშნავს “მით უმეტეს ქალი”, მან განაცხადა, რომ “მით უმეტეს, ქალი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები ასე არ იქცევიან, როგორც ისინი იქცევიან. თქვენ როგორც გინდათ ისე მიიღეთ“.

ამავე გამოსვლისას ანტიდასავლური მოძრაობის წევრმა ჟურნალისტებს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა იმით, როგორც მედია ავრცელებს მის განცხადებებს.

“ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც ფეიქზე ჩასაფრებულები არიან, თქვენს სინდისზე იყოს, ჩემს ნათქვამს როგორც აჟღერებთ. თქვენ არც აზრი იცით… აზრი უნდა იცოდეთ, ადამიანი რა აზრითაც საუბრობს, ის უნდა გააჟღეროთ… თქვენ ხართ ჩასაფრებული ადამიანები, ერთი ფრაზა რომ წამოცდებათ ადამიანებს, უნდა გაიქცეთ, მიაწოდოთ თქვენს ტელევიზიებს, ის გააშუქოთ და მერე მთელი საზოგადოება უნდა დარაზმოთ ყაველაშვილის ფრაზაზე. ყაველაშვილი იძახის იმას, რაც გულში აქვს” — თქვა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ. მათ შორის არიან ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს“ — შოთა არველაძე

/

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე თავის Facebook გვერდზე ეხმაურება ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილ რუსულ კანონპროექტს:

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს — არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს — არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება“.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ, რის პარალელურადაც პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ხალხის საპროტესტო აქცია იმართება.