პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. კადრებში ჩანს, როგორ ასხამენ აქციის მონაწილეების მიმართულებით სპრეის სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას და ნიკა მოსიაშვილს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სცემდნენ ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. მისი თქმით, ეს იყო არა დაკავება, არამედ გატაცება. მას დაზიანებები ვიზუალურადაც ეტყობა. ჯაფარიძემ ცემის შესახებ დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ ისაუბრა, რომელიც დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
“სინამდვილეში, ეს არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე, ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც, კადრებშიც ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს ჩამოვეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან, თან მიმათრევდნენ და მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ, რაც შემათრიეს იმ ჭიშკრის შიგნით, 9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის, თავზე ეს ნაჭდევები რაც მაქვს, ხელკეტებისგან მაქვს. ამის შემდეგ მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რაღაცებს ველაპარაკებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გასაგებად გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს არ დავამთავრებდი, ამას გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე საუბარი შევწყვიტე. ეს იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ყველას ეკეთა ნიღბები, სახე არ ვიცი არავისი, თვალები მახსოვს.
ამის შემდეგ დაახლოებით საათი ალბათ დავყავით იმ ეზოში. უბრალოდ ჩუმად ვიდექით, რადგან ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით საათის შემდეგ მოვიდნენ კრიმპოლის თანამშრომლები, რომლებიც ამ დაკავებასთან არაფერ შუაში არ არიან, იქცეოდნენ უაღრესად წესიერად, პროფესიონალურად, გადაგვიყვანეს ე.წ. სამმართველოში, სადაც შეავსეს ოქმი, გააფორმეს დაკავება. ამის შემდეგ ვიყავით წინასწარი დაკავების იზოლატორში ორ ღამე და მერე მოგვიყვანეს აქ [სასამართლოში]. ის, რომ ბოლოში ეს ყველაფერი დასრულდა ოქმის გაფორმებით, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვაკავეს — ჩვენ გაგვიტაცეს და გვცემეს, მერე აქეთ დაგვაბრალეს კანონდარღვევა. მოსამართლე არის აშკარად ანგაჟირებული, არ უნდოდა პროცესის გადადება. მათ შორის სასამართლოს ექიმმა დაადასტურა, რომ მოსიაშვილს ჰქონდა ძალიან მაღალი წნევა და აწუხებდა ძალიან ძლიერი თავის ტკივილი. მიუხედავად ამისა, დაალევინა წამლები და დაელოდა. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ წნევა არ დაუწია და ამის შემდეგ მაინც გააგრძელა პროცესი. საჭირო გახდა სასწრაფოს მოსვლა და სასწრაფოს ექიმებისგან დადასტურება, რომ ამ ადამიანს სჭირდება გადაყვანა გამოკვლევებზე”, — თქვა ჯაფარიძემ.
პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
თავდაპირველად პარლამენტის ეზოდან, შემდგომ კი, შენობიდან, აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს. ჩიტაძის ქუჩაზე გამოჩნდა სპეცრაზმიც, ამის შემდეგ კი, წყლის ჭავლი გაუშვეს ჩიტაძის ქუჩაზეც. ამას წინ უძღოდა აქციის მონაწილეების ნაწილის მიერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართული დროებითი რკინის ჯებირის დაშლა, რომელიც წყლის ჭავლის გამოყენების დროს აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე გადაიტანეს.
ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ ჭავლთან ერთად, გაშვებულია, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც და გართულებულია სუნთქვა, აქვთ თვალების წვა. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს მოუწოდებენ, ნუ გამოიყენებენ ძალას და გადავიდნენ მოქალაქეების მხარეს.
უშუალოდ ქუჩაში წყლის ჭავლის გამოყენებამდე გაისმა გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სპეციალური ზომების გამოყენების შესახებ აფრთხილებდა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა, რომ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა გავიდა.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. კადრებში ჩანს, როგორ ასხამენ აქციის მონაწილეების მიმართულებით სპრეის სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უჭირთ სუნთქვა და აქვთ თვალების წვა.
სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ, მოქალაქეებმა რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაინაცვლეს, თუმცა შემდეგ კვლავ ბრუნდებიან და არ იშლებიან.
პარლამენტთან აქციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.
ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.