ბრაზილიელ ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა, ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს. ვიქტორ პერეირას განცხადებით, ეს მატჩის შემდეგ, სტადიონის დატოვებისას მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივებს შტატის დროშა ლგბტქი დროშაში აერიათ. ვიქტორ პერეირა
ბრაზილიელ ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა, ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს. ვიქტორ პერეირას განცხადებით, ეს მატჩის შემდეგ, სტადიონის დატოვებისას მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივებს შტატის დროშა ლგბტქი დროშაში აერიათ.
ვიქტორ პერეირა იხსენებს, რომ მას თეთრკაბიანი კაცი მიუახლოვდა, პერნამბუკუს დროშა გამოჰგლიჯა, ძირს დააგდო და ფეხით შედგა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ტელეფონი ამოიღო და ვიდეოს გადაღება სცადა, ადგილობრივმა ტელეფონიც წაართვა და უთხრა, რომ ტელეფონს მხოლოდ ვიდეოს წაშლის შემთხვევაში დაუბრუნებდა.
“შემდეგ ოფიცერი მოვიდა და ჩარევა სცადა. მან ბიჭს ტელეფონი გამოართვა და ვიდეოს წაშლა მიბრძანა”, — ამბობს პერეირა.
პერეირა პოლიციელის ბრძანებას დაემორჩილა. მისი თქმით, საჭირო იყო, დარწმუნებულიყო, რომ ტელეფონს დაიბრუნებდა და მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა.
Chegaram a pegar a bandeira de Pernambuco, jogaram no chão e pisaram. Quando algumas pessoas intervieram e amenizaram a situação.
O vídeo em que eu registro o que fizeram com a bandeira fui OBRIGADO a deletar! pic.twitter.com/WUti5vyL9D
— Victor Pereira (@ovictorpereira) November 22, 2022
ინციდენტის შესახებ ცნობილი სამშაბათს, 22 ნოემბერს გახდა, მას შემდეგ, რაც პერეირამ მომხდარის შესახებ ვიდეო ტვიტერზე განათავსა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, პერეირას მხარდაჭერა პერნამბუკუს გუბერნატორმა, პაულო კამარამ გამოუცხადა.
აღსანიშნავია, რომ კატარში ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისლამური შარიათის კანონით კი, ჰომოსექსუალ ადამიანებს, რიგ შემთხვევაში, სიკვდილით სჯიან.
Don't Miss
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა
24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და