პერნამბუკუ

კატარში ბრაზილიის შტატის დროშა LGBT დროშაში აერიათ და ჟურნალისტს წაართვეს

ბრაზილიელ ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა, ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს. ვიქტორ პერეირას განცხადებით, ეს მატჩის შემდეგ, სტადიონის დატოვებისას მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივებს შტატის დროშა ლგბტქი დროშაში აერიათ. ვიქტორ პერეირა

კატარში ბრაზილიის შტატის დროშა LGBT დროშაში აერიათ და ჟურნალისტს წაართვეს

ბრაზილიელ ჟურნალისტს, რომელიც კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა, ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს. ვიქტორ პერეირას განცხადებით, ეს მატჩის შემდეგ, სტადიონის დატოვებისას მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივებს შტატის დროშა ლგბტქი დროშაში აერიათ.

ვიქტორ პერეირა იხსენებს, რომ მას თეთრკაბიანი კაცი მიუახლოვდა, პერნამბუკუს დროშა გამოჰგლიჯა, ძირს დააგდო და ფეხით შედგა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ტელეფონი ამოიღო და ვიდეოს გადაღება სცადა, ადგილობრივმა ტელეფონიც წაართვა და უთხრა, რომ ტელეფონს მხოლოდ ვიდეოს წაშლის შემთხვევაში დაუბრუნებდა.

“შემდეგ ოფიცერი მოვიდა და ჩარევა სცადა. მან ბიჭს ტელეფონი გამოართვა და ვიდეოს წაშლა მიბრძანა”, — ამბობს პერეირა.

პერეირა პოლიციელის ბრძანებას დაემორჩილა. მისი თქმით,  საჭირო იყო, დარწმუნებულიყო, რომ ტელეფონს დაიბრუნებდა და მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა.

ინციდენტის შესახებ ცნობილი სამშაბათს, 22 ნოემბერს გახდა, მას შემდეგ, რაც პერეირამ მომხდარის შესახებ ვიდეო ტვიტერზე განათავსა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, პერეირას მხარდაჭერა პერნამბუკუს გუბერნატორმა, პაულო კამარამ გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ კატარში ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია  და 7  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისლამური შარიათის კანონით კი, ჰომოსექსუალ ადამიანებს, რიგ შემთხვევაში, სიკვდილით სჯიან.