ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სახელმწიფოს მოუწოდებენ, გაუუქმოს ჯარიმები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს და შეწყვიტოს საქმის წარმოება.
განცხადების მიხედვით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.
მიმდინარე 2023 წლის წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
- Women’s Initiatives Supporting Group
- სამართლიანი არჩევნები (ISFED)
- Rights Georgia / უფლებები საქართველო
- ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყვევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ორ მოთხოვნას აყენებენ:
- პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს;
- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.
ისინი განმარტავენ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა,
“ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიებისა და ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაციის პირდაპირი გაგრძელება.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება მეორე მოსმენით. შესაბამისად, აუცილებელია, რომ პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ”, — აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ორგანიზაციები მადლობას უხდიან ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს და ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს. მათი განცხადებით, რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.
დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება აქცია ამ მოთხოვნებით.
განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:
- ა(ა)იპ “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი”
- ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
- ა(ა)იპ “მირაბალდები”
- ა(ა)იპ ა ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი
- ააიპ “საათი”
- ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი
- ასოციაცია “მერკური”
- ასოციაცია HERA XXI
- ასოციაცია ცხოვრების შანსი
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
- ახალგაზრდა დემოკრატიული ცვლილებებისთვის
- ახალგაზრდა ფემინისტები
- ახალგაზრდების განვითარების ქსელი
- ახალი აზროვნების ინსტიტუტი
- ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
- ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი
- ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
- განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
- გორის სათემო რადიო მოზაიკა
- გურიის სამოქალაქო ცენტრი
- დავიწყოთ ახლა
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- დემოკრატიის მცველები
- დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
- დემოკრატიული უსაფრთხოების ინსტიტუტი
- დემოკრატოული ჩართულობის ცენტრების ქსელი
- ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
- ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
- თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- თანასწორობის მოძრაობა
- ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
- ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
- კავკასუს პრინციპიუმი
- კავშირი ფრეია
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- კომლი
- კომლი/CDC
- კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
- ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა
- ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
- მარიას სკოლა
- მწვანე ალტერნატივა
- მწვანე სექტორი
- მწვანეები
- ნეო ტვ – NeoTv.ge
- ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR
- პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის PEC
- პედაგოგტა კავშირი “განათლება და სამყარო”
- პლატფორმა სალამი
- პრევენცია პროგრესისთვის
- პროგრესის ცენტრი
- პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
- პუბლიკა
- რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტი – Regional Sustainable Development Institute
- რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- საერთაშორისო ასიციაცია კივიტას გეორგიკა
- საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
- საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო
- საზოგადოება და ბანკები
- საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
- საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები
- სათემო განვითარების პლატფორმა
- სათემო განვითარების ცენტრი
- საინფორმაციო რესურსების ქსელი (საქართველოს ამბები / მთის ამბები)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
- სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
- სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
- საორსა
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
- საქართველოს ახალგაზრდების განვითრებისა და განათლების ასოციაციაა განათლების ასოციაცია
- საქართველოს გაეროს ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს მედია-კლუბი
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
- საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- სექტორი 3
- სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
- სოლიდარობის თემი
- სოლიდარობის მუზეუმი
- სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია
- სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- უმუშევარი
- უფლებები საქართველო
- ფემინა
- ფონდი “ინტერნიუსი საქართველო”
- ფორსეტი
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
- ქალები საქართველოდან
- ქალთა ასოციაცია გვირილა
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი
- ქალთა ფონდი “სოხუმი”
- ქვემო ქართლის მედია
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- ყვარლის ევროკლუბი
- შპს “ქართული კენკრა”
- ჩართულობის და განვითარების ცენტრი
- ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”
- ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
- საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
- თავისუფალი ასოციაცია
- საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
- “ეკო ცენტრი”
- “უფლებებისა და განათლებისათვის”
- “ქართული მედია ჯგუფი” / feminism.ge / metalab.ge
- “თბილისი პრაიდი”
- CENN
- GCRT-KUTAISI
- HEKS/EPER
- public art platform
- TRAM
- GE
აქციების ძალადობრივი დაშლის და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე.
პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე 134 ადამიანია დაკავებული.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
8 მარტს, საქართველოს 13 ქალაქში გაიმართება მარში — „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“. მარში რუსული კანონის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მიზნად ისახავს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის დაცვას.
ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ საქართველოში მცხოვრები ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და ქვეყანაში მცხოვრები სხვა მრავალი ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ და რუსული კანონი აღნიშნულის დაკნინებასა და აკრძალვას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს მოსახლეობას დააზიანებს.
„[რუსული კანონის მიღების შემთხვევაში] არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი — შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია! სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე“, — ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
მარში 8 მარტს, 15 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნისში, გორში, თელავში, მარნეულსა და ნინოწმინდაში გაიმართება. თბილისში დაგეგმილი მარში პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.
მარშის უერთდებიან ქალთა მოძრაობა, ქალები საქართველოდან, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანი”, ფონდი ფემინა, ქალთა ფონდი, Tbilisi Pride, ქალთა ფონდი “სოხუმის” თბილისის ოფისი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”, ფემეა, WECF Georgia, საფარი, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის”, ახალგაზრდა ფემინისტები და ასოციაცია “მერკური”.
2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.
პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. ისინი უკვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპს, ხოლო კანონპროექტში ნახსენებ ტერმინებს სჭირდება გადახედვა. მისივე თქმით, კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება.
განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დარბაზში მიმდინარე პროცესის ნახვა ოპოზიციის დეპუტატების Facebook ლაივების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რომელთა ნაწილს განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა აღარ მისცეს. აღსანიშნავია, რომ განხილვაზე დასწრების უფლება მისცეს ქართულ ოცნებასთან აფილირებულ პირებს, მათ შორის, ე.წ. უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს.
განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო შეკრება გაიმართა. ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.
კანონის მიღების შემთხვევაში, საფრთხე ექმნება თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას, შესაბამისად, მოსახლეობას არ ექნება წვდომა ბევრ სერვისზე და ასევე, ინფორმაციაზე, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აფინანსებენ ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს, რომლებითაც საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ამ სერვისებსაც ექმნება საფრთხე.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას „უცხოეთის გავლენის აგენტად“ მოუწევთ დარეგისტრირება.
სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დარბაზში მიმდინარე პროცესის ნახვა ოპოზიციის დეპუტატების facebook ლაივების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ განხილვაზე დასწრების უფლება მისცეს ქართულ ოცნებასთან აფილირებულ პირებს, მათ შორის, ე.წ. უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს.
ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რომელთა ნაწილს განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა აღარ მისცეს.
განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო შეკრება გაიმართა. ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.
კანონის მიღების შემთხვევაში, საფრთხე ექმნება თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას, შესაბამისად, მოსახლეობას არ ექნება წვდომა ბევრ სერვისზე და ასევე, ინფორმაციაზე, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აფინანსებენ ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს, რომლებითაც საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ამ სერვისებსაც ექმნება საფრთხე.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. რუსულ კანონს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა და ყველამ ერთხმად დაგმო ტოტალიტარული რეჟიმის ანალოგიური კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.
წაიკითხეთ, როგორ გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები რუსულ კანონს.
ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიული კოალიცია (ECOM)
ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიული კოალიციის (ECOM) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია იმ საერთაშორისო ნორმებზე, რომლებსაც რუსული კანონი ეწინააღმდეგება, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის ნაწილი საქართველოც არის, ასევე OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ დირექტივებს გაერთიანების თავისუფლების შესახებ. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა საქართველოს უსაფრთხო ტურისტული მიმართულების რეიტინგზე იქონიოს გავლენა და ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველ დანიშნულებად იქცეს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.
ECOM-ის განცხადებაში საუბარია იმ გავლენაზეც, რაც რუსულ კანონს მარგინალიზებულ ჯგუფებზე ექნება.
„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათ შორის, ლგბტქი თემს, ასევე აივ-დადებით ადამიანებსა და სექს-მუშაკებს. კანონპროექტში აღნიშნული დათქმები შესაძლოა ჯანდაცვის პროგრამების შემცირებით, აივ-ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისების დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს მარგინალიზებული ჯგუფების მდგომარეობას“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია ისიც, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.
ECOM გმობს კანონპროექტს და საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტს მოუწოდოს, არ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონი, ასევე მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების სპეციალური მომხსენებლისგან ინიციატივის დაგმობას ითხოვს, საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებს კი კანონპროექტის ხარისხიანი, დამოუკიდებელი შესწავლისკენ და შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას საფრთხეს უქმნის.
„საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვაა.
გაეროს ქართული წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა შეაფერხოს, ამიტომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას“.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია კანონპროექტით და ის წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მოთხოვნებთან.
„კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება ნორვეგიულ-ქართულ თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონშემოქმედებს, რომ დემოკრატიული ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ“, — აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტვიტში.
Civic Solidarity
პლატფორმა Civic Solidarity, რომელიც ადამიანის უფლებათა მიმართულებით მომუშავე ევროპულ, ევრაზიულ და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს განცხადებით გამოეხმაურა რუსულ კანონს. განცხადებას 41 ორგანიზაცია აწერს ხელს.
Civic Solidarity-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი კონტროლის დამყარებასა და შეზღუდვებს მოასწავებს და იმეორებს ავტორიტარული ქვეყნების მიდგომებს, რაც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.
„მსგავსი კანონების გამართლებად ხშირად ეროვნულ სუვერენიტეტსა და დამაზიანებელ უცხოურ გავლენას მოიხსენიებენ, თუმცა, რეალურად არასამთავრობო სექტორის მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად და არღვევს გაერთიანების თავისუფლებას. ისეთი ქვეყნები, როგორიც რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია განსაკუთრებით აქტიურები არიან მსგავსი კანონების მიღების მიმართულებით“, — ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყანას რუსული პოლიტიკური გავლენის სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოვებს და დააშორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ და საუბარია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელ 12 პრიორიტეტზე, რომლის შესრულებას რუსული კანონი საფრთხეს შეუქმნის.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება… კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ნახსენებია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიმართ მოწოდება, რომ მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.
ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE)
ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია ქართული პარლამენტის სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლის ახალი ეტაპია.
„კანონპროექტი კიდევ უფრო შეზღუდავს სივრცეს სამოქალაქო ჩართულობისთვის, გამოიწვევს მათ სტიგმატიზებას, პოლარიზაციას შეუწყობს ხელს და საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობას შეამცირებს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც მაგალითად მოშველიებულია რუსეთში ანალოგიური კანონის მიღება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების გარდაუვალი ლიკვიდაცია გამოიწვია.
EPDE-ის განცხადების თანახმად, რუსული კანონის მიღება შექმნის პრეცენდენტს, რომელიც რამდენიმე წელში კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიკვიდაციას გამოიწვევს, უპირველესად კი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალობას იცავენ, ამასთან, გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების პარალელურ სტრუქტურებს, რომლებიც დამოუკიდებელი მოქალაქეობრივი საარჩევნო დამკვირვებლის იმიტაციას ეწევიან, რეალურად კი სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების მიერ კონტროლდებიან — იგივე რუსეთშიც მოხდა.
EPDE ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემავიწროებელი სამართლებრივი ცვლილებები გაითვალისწინონ, როცა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო 12 პრიორიტეტის განხორციელების გზაზე მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ღრმა შეშფოთებას” გამოთქვამენ, რადგან აღნიშნული სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიას გამოწვევებს შეუქმნის.
„კანონპროექტი გააძლიერებს სტიგმას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი სოციუმისთვის უკეთესი მომავლის შენებას ცდილობენ. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ მტკიცება კანონის ამერიკულ ვერსიასთან მსგავსებაზე, სიცრუეა და ის დაფუძნებულია რუსულ და უნგრულ ვერსიაზე.
ევროპელი ჟურნალისტების ფედერაცია (EFJ)
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპელი ჟურნალისტების ფედერაციამ (EFJ) და მისი მიღების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.
„ეს ცუდი სიგნალია ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. გამჭვირვალობით შეფუთული კანონი ფინანსურ და ადმინისტრაციულ წნეხს მიმართავს მათზე, ვინც ქართული საზოგადოების დემოკრატიული გარემოსთვის შრომობს“, — აღნიშნა EFJ-ის პრეზიდენტმა, მაჰა სევერმა.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ქართველ პარლამენტარებს მოუწოდებს, არ მიიღონ კანონი, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოების მიდგომას იმეორებს და აღნიშნავს, რომ არსებობს რისკები, კანონი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტების იარაღად იქნეს გამოყენებული.
„IPI ღრმად შეშფოთებულია, რომ ქართველი კანონშემოქმედები რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოს გადაწერას განიხილავენ. პუტინის „უცხოეთის აგენტების“ კანონი კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რათა პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება გაანადგურონ, სხვა უფლებებთან ერთად. მსგავს კანონს არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს იზიარებს“, — აღნიშნავს IPI-ის დირექტორი სკოტ გრიფენი.
არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO)
არჩევნების მონიტორინგის 22 ორგანიზაციისგან შემდგარი ევროპული ქსელი, ENEMO „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს კანონპროექტთან დაკავშირებით და უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც რუსული კანონის მიღებას გმობს.
„ეს გზას გაკვალავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და უფლებადამცველებისკენ მიმართული უპრეცენდენტო ზეწოლისთვის. შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ქვეყნის დემოკრატიული გარემო და მოქალაქეების უფლებები სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებლებისა და ფუნდამენტური ადამიანისა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის გზით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ENEMO აკრიტიკებს გამოყენებულ ტერმინოლოგიასაც და მიიჩნევს, რომ მასტიგმატიზებელი და შეცდომაში შემყვანია, რადგან ორგანიზაციებსა და ინდივიდებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლის იარლიყს აწებებს. ქსელი პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ მიიღონ კანონი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევს.
არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL)
ICNL-ის განცხადებით, ახალი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს კონტროლის ძალაუფლებას აძლევს და სტიგმის გაძლიერებასთან ერთად, ორგანიზაციებს დამატებით ტვირთს აკისრებს.
„საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განაცხადეს იმ საფრთხის შესახებ, რომ კანონპროექტი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ავნებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კანონის მიღება მოწყვლად ჯგუფებს დააზიანებს, როგორიც შშმ პირები არიან, რადგან შეიძლება შეეზღუდოთ წვდომა აუცილებელ სოციალურ სერვისებზე და სხვა მხარდაჭერაზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს. კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც დემოკრატიის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა
კორუფციის საწინააღმდეგო გლობალური კოალიციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება სერიოზულ უარყოფით გავლენას იქონიებს ისედაც შევიწროებულ სივრცეზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, ასევე შეაფერხებს კორუფციის საწინააღმდეგო პროგრესს ქვეყანაში.
„შეთავაზება, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით მონიშნონ წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან. კორუფციის მაღალი დონის საწინააღმდეგოდ მოქმედება, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების არსებითი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ის მოცემულობებია, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეა (PACE)
PACE-მა ყველა ქართულ პოლიტიკურ დაჯგუფებას მოუწოდა, რომ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს, რომლის მიღება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას დააზიანებს.
„კანონპროექტს რიგი შეუსაბამობები აქვს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“, — აღნიშნეს PACE-ის წარმომადგენლებმა საქართველოში.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.
მათი მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული კანონპროექტი შეიმუშავეს, „გამჭვირვალობაა“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ ითვლება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. აღნიშნულ სიაში არ აღმოჩნდებიან მხოლოდ ერთეულები.
კანონპროექტის ღიად მხარდამჭერი ქართული ოცნება და ე.წ. ხალხის ძალა საუბრობენ დოკუმენტის კავშირზე ამერიკულ და უნგრულ ვერსიასთან და არ ეთანხმებიან აზრს, რომ ინიციატივას კავშირი აქვს რუსულ ვერსიასთან. უმრავლესობის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა გასათვალისწინებელია საზოგადოების დამოკიდებულება უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რასაც მკვეთრად გააუარესებს მათი დაკავშირება, გაიგივება უცხოეთის ინტერესებთან, აგენტურასთან. თანაც, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო ერთი ხელის მოსმით თითქმის არასდროს ახშობს თავისუფალ ხმას — ეს არის ხანგრძლივი ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რეგრესირდება და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აფერხებს სოციალური, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარების პროცესს, აუარესებს ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და საბოლოოდ ხელისუფლებების ხელში მძლავრ მაკონტროლებელ იარაღად იქცევა.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთშიც ფინანსური გამჭვირვალობის საბაბით მიიღეს და მას შემდეგ განვლილ 10 წელზე თვალის გადავლებით ნათელი ხდება, როგორ მკაცრდებოდა, უარესდებოდა საკანონმდებლო ჩარჩო და საბოლოოდ როგორ მივიდა მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებამდე.
როგორ იწყებოდა ყველაფერი რუსეთში
რუსეთში არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის საშიში ტენდენცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა სამართლებრივ აქტებში გაჩნდა დამატებები, რომლებიც ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საქმიანობას ფართო, ბუნდოვნად განსაზღვრულ ჩარჩოს უწესებდა. მათ შორის, ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გაფართოვდა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რეგისტრაციაზე უარს მიიღებდა ორგანიზაცია, რომლის მიზნები და ამოცანები რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ერთობას, უნიკალურ მახასიათებლებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამასთან, ორგანიზაციები ვალდებულნი გახდნენ, ყოველწლიური აუდიტის შედეგები, ფონდებისა და აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში, დაფინანსების წყარო და მიზნები, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აღერიცხათ და წარედგინათ. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება მიეცათ, გამართულ ღონისძიებებს სურვილისამებრ დასწრებოდნენ.
2009 წელს, მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა რუსეთს ეწვია, რათა ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეეფასებინა, კანონი მცირედით შერბილდა. მათ შორის, უარის თქმის კანონით განსაზღვრული საფუძვლებიდან ნაწილი ამოიღეს და ორგანიზაციებს აუდიტის წარდგენის ვალდებულება 3 წელში ერთხელ განესაზღვრათ.
2012 წელს, როცა პუტინი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, რასაც მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, არასამთავრობო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები რადიკალურად გამკაცრდა. იმავე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა დამატებები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც „პოლიტიკურ აქტივობებში“ მონაწილეობდნენ, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა. „პოლიტიკური აქტივობების“ ბუნდოვანი შინაარსი, რომელიც ცხადად განსაზღვრულ ქმედებებს არ გულისხმობდა, შესაძლებლობას ქმნიდა, რომ ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ, „უცხოეთის აგენტად“ სახელდებულიყვნენ.
სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, „უცხოეთის აგენტებს“ კანონით დაევალათ შემდეგი:
- კვარტალური ფინანსური ანგარიშის წარმოება განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების შესახებ და ყოველწლიური აუდიტის წარდგენა;
- დოკუმენტების წარმოება, რომლებშიც აღწერილი იქნებოდა ორგანიზაციის მმართველი ორგანოს შემადგენლობა და ნახევარ-წლიური აქტივობები;
- გეგმური აუდიტის წარდგენის ყოველწლიური ვალდებულების მიუხედავად, „უცხოეთის აგენტების“ დაუგეგმავი აუდიტი შეიძლება დაუგეგმავად, შეუზღუდავი რაოდენობით განხორციელებულიყო;
- პოლიტიკური აქტივობები უნდა შეთანხმებულიყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სანამ ორგანიზაციას მათში მონაწილეობის უფლება მიეცემოდათ;
- “უცხოეთის აგენტად” რეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეეზღუდებოდათ საჯარო დემონსტრაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშებზე წვდომა და დაეკისრებოდათ ჯარიმა 300 ათას რუბლამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 10 500 ლარი) ან თანამშრომლებს დაემუქრებოდათ პატიმრობა 2 წლამდე ვადით;
- 200 ათას რუბლზე (7 ათასი ლარი) მეტი ოდენობის დონაცია სავალდებულო მონიტორინგს დაექვემდებარებოდა;
- გარდა ამისა, „უცხოეთის აგენტები“ ვალდებულნი გახდნენ, მედიაში, ინტერნეტში ნებისმიერი მასალა შესაბამისი მითითებით გამოექვეყნებინათ;
- ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევებზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ფედერალური სააგენტოს იურისდიქცია გავრცელდა.
„პოლიტიკური აქტივობის“ საკანონმდებლო განმარტება მოიცავდა ხელისუფლების დღის წესრიგზე გავლენასა და ამ დღის წესრიგის შესახებ საზოგადოებრივ აზრის შეცვლის მცდელობას. აღნიშნული სამართლებრივი გაგება ფაქტობრივად ფარავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვითი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თუ სოციალური ორგანიზაცია ცდილობს, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება მიმართოს გამოწვევებისკენ და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებების მიმღებებს დღის წესრიგის გადახედვისკენ მოუწოდოს.
„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისებსაც, მათ შორის, ღონისძიებებს, რომლებიც მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის, სოციალური ასისტირების, დედებისა და ბავშვების დაცვის, შშმ პირების მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, ფილანთროპიის, მოხალისეობის საკითხებს მოიცავდა. თუმცა, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებსაც კი არ ჰქონდათ აბსოლუტური იმუნიტეტი — მაგალითად, თუ გარკვეულ საკითხზე ორგანიზაცია ხელისუფლებას გააკრიტიკებდა, საპროტესტო დემონსტრაციას დაგეგმავდა ან პოლიტიკური პროცესის კრიტიკის სხვა ხერხს მიმართავდა, მისი სტატუსი განისაზღვრებოდა, როგორც “პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული”.
Amnesty International-ის 2016 წლის კვლევაში, სახელწოდებით “ხალხის აგენტები: 4 წელი რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან: საზოგადოებისთვის დამდგარი შედეგი”, აისახა 15 არასამთავრობო ორგანიზაციის გართულებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც „უცხოეთის აგენტების“ სიაში აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კვლევაში ნახსენები არაერთი ორგანიზაცია სწორედ გამონაკლისი მიმართულებების სიაში იყო, მათ შორის, გარემოსდაცვით თუ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან.
კვლევის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ სიაში პირველ 4 წელში მოხვდა სულ მცირე 21 გარემოსდაცვითი, 10 მეცნიერების, განათლების პოპულარიზაციის ხელშემწყობი და კვლევით საქმიანობაში ჩართული ორგანიზაცია და 6 საგანმანათლებლო წამოწყება, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის შემონახვას ისახავდა მიზნად. სიაში ფოტოგრაფიის კლუბიც კი აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ორგანიზაციების, რომლებიც წესით გამონაკლისის სახით „უცხოურ აგენტად“ არ უნდა ჩათვლილიყვნენ. რა თქმა უნდა, სიის მიღმა არ დარჩნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც პატიმრების უფლებებს იცავდნენ, წამებისგან დაცვისთვის სწევდნენ ძალისხმევას. გარდა ამისა, სიაში მოხვდა სულ მცირე 6 ქალთა უფლებების დაცვის, 12 ჟურნალისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის, 8 მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობითი, 2 ლგბტქი, 2 მიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მიუხედავად სამართლებრივი დათქმისა, სიაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და არა მათი პოლიტიკური აქტივობის გამო.
შედეგად, კანონის გამკაცრებიდან კვლევის მომზადებამდე გასულ 3 წელში (2012-2015 წლები) უცხოეთის აგენტად რეგისტრირებული 148 ორგანიზაციიდან 27 დაიხურა. ორგანიზაციებისთვის გამოწვევად იქცა ფონდების მოძიება და მათი სამოქმედო არეალი მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რადგან მთელი რიგი აკრძალვები გაჩნდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუარესდა საზოგადოებრივი განწყობაც.
Amnesty International-ის რუსული ოფისის იმდროინდელი დირექტორის, სერგეი ნიკიტინის თქმით, რუსეთის შორსმიმავალ ინტერესებში კრიტიკული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები არ შედიოდა. მათ სახელისუფლებო უწყებებზე მიბმული ორგანიზაციები აწყობდათ.
„უცხოეთის აგენტების“ კანონი იმისთვის შეიქმნა, რომ შეებოჭა, სტიგმა გაეძლიერებინა და საბოლოოდ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები გაეჩუმებინა“, — აღნიშნავს სერგეი ნიკიტინი.
2017 წლიდან, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, პუტინმა პირდაპირი თავდასხმა დაიწყო თავისუფალ მედიაზეც.
პირდაპირი თავდასხმა მედიაზე
მედიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ყველა უცხოური მედია შეიძლებოდა „უცხოეთის აგენტთა“ სიაში შეეყვანათ და მათთვისაც იგივე შეზღუდვები დაეწესებინათ, რაც იქამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭების მთავარ კრიტერიუმად უცხოური დაფინანსება იქცა. „უცხოეთის აგენტი“ მედიები ვალდებულები გახდნენ, რომ გამოქვეყნებული მასალებისთვის შესაბამისი იარლიყი დაერთოთ:
„მოცემული გზავნილი (მასალა) შეიქმნა ან / და ვრცელდება უცხოური მედია ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს, ან / და რუსული იურიდიული პირის მიერ, რომელიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებს“.
გარდა კვარტალური დაწვრილებითი ფინანსური ანგარიშების წარდგენის ტვირთისა, ცვლილებამ მედია ორგანიზაციებს დამატებითი გამოწვევებიც შეუქმნა — გართულდა ურთიერთობა პოლიტიკურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თუ რიგით რესპონდენტებთან, რომლებსაც არ სურდათ, რაიმე ფორმით დაკავშირებული ყოფილიყვნენ „უცხოეთის აგენტებთან“.
კანონი სულ უფრო მკაცრდებოდა და მალე საფრთხე შეექმნა ზოგადად ყველა დამოუკიდებელ მედია გამოცემას. უცხოური დაფინანსების დათქმაც კი იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნებოდა ეს საერთაშორისო შეხვედრებზე უცხოური ფინანსებით დასწრება თუ უცხოეთში მცხოვრები ადამიანისგან მიღებული ფინანსური სარგებელი, “აგენტად” შერაცხვის მიზეზად იქცა.
2019 წლიდან „უცხოეთის აგენტების“ კანონი გავრცელდა ინდივიდებზეც და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები სიაში აღმოჩნდნენ. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ნავალნის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა, კანონი კიდევ გაფართოვდა და ნებისმიერი იმ გამოცემის დაჯარიმების შესაძლებლობა გაჩნდა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ მასალებს გააზიარებდა და არ დაურთავდა მათ სტატუსს.
International Press Institute-ის თანახმად, „2021 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 1500 აქტივისტი და ჟურნალისტი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. 100-ზე მეტი იურიდიული პირი და ინდივიდი გამოცხადდა მედია ორგანიზაციად, რომელიც „უცხოური აგენტი“ იყო. ქვეყანაში დარჩენილები კი ხშირად იძულებულები იყვნენ, რომ თვითცენზურისთვის მიემართათ, რათა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ“.
2022 წელს, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის გამოცხადების შემდეგ, პუტინისთვის ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ კანონი კიდევ ერთხელ გაფართოვდა.
უცხოეთის აგენტად გამოცხადების საფუძველი მხოლოდ უცხოური დაფინანსება კი არა, უბრალოდ „უცხოური გავლენის“ ქვეშ ყოფნაც გახდა. გარდა ამისა, დაიწყო ცალკე სიის წარმოება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „უცხოეთის აგენტებთან არიან დაკავშირებული“. აღნიშნული სია მოიცავს „აგენტი“ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ლიდერს, მონაწილეს, წევრს, დასაქმებულს, ასევე, ადამიანებს, რომელთაც დაფინანსება მიუღიათ „უცხოეთის აგენტებისგან“.
ახალი ცვლილებებით კიდევ უფრო გაფართოვდა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობაც. მაგალითად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაცია ავტომატურად პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულად ითვლება. იმ გამონაკლის მიმართულებებსაც კი, რომლებიც 2012 წლის შესწორებებით განისაზღვრა, სპეციალური მითითება დაემატა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებთან, სამოქალაქო სამართალთან, რუსეთის ფედერაციასთან და კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა ღირებულებებთან წინააღმდეგობის გამორიცხვას.
რა ხდება რუსეთში ახლა და რა შეიძლება მოხდეს საქართველოში?
ამ დროისთვის რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ სიაში 637 სუბიექტია, მათ შორის, 81 არაკომერციული ორგანიზაცია, 190 უცხოური მედია და ინდივიდი, 11 დაურეგისტრირებელი ასოციაცია, 62 ინდივიდი და 77 არასასურველი ორგანიზაცია.
მხოლოდ 2021 წლის შემდეგ 12 მედია საშუალება, 56 ჟურნალისტი და 12 არაკომერციული ორგანიზაცია გამოცხადდა „უცხოეთის აგენტად“.
პუტინის რუსეთში თავდაპირველად კანონის მიღების მიზეზად ფინანსური გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა დაასახელეს, თუმცა ნათელია, რომ რამდენიმე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულ პუტინს საწინააღმდეგო პროტესტების ჩახშობა, სამოქალაქო საზოგადოების გაკონტროლება, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება და ყველაზე მთავარი — საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურდა. 2012 წლიდან დღემდე გასული 10 წელზე მეტი აჩვენებს, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა შეძლო და არასამთავრობო სექტორისთვის მუშაობა შეუძლებელი ან / და სარისკო გახადა.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი აზრი „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებით სწორედ იმგვარია, როგორიც პუტინს სურს.
კითხვაზე, რა ასოციაციები გაქვთ ფრაზაზე „უცხოეთის აგენტი?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ნეგატიური, უსიამოვნო ასოციაციები — 15%
- ჯაშუში — 14%
- სამშობლოს მოღალატე — 7%
- მტერი / ხალხისა და სახელმწიფოს მტერი — 6%
- სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება — 4%
- ფულის უცხოეთიდან მიღება — 3%
- რუსეთის წინააღმდეგი / მტერი — 3%
- უცხოეთის დაზვერვა / საიდუმლო სამსახური — 3%
- შევიწროება / დევნა სახელმწიფოს მხრიდან — 2%
- ხელისუფლების წინააღმდეგ / ოპოზიცია / დისიდენტი — 2%
- მედია / ჟურნალისტები — 2%
- ხელისუფლების დამხობის მცდელობა — 2%
- უცხოელი / სხვა ქვეყნის მოქალაქე — 2%
- პოზიტიური ასოციაცია / დადებითი დამოკიდებულება — 2%
- ასოციაციის არქონა — 11%
- სხვა — 5%
- მიჭირს პასუხის გაცემა —24%
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან გავლილი 10 წელზე მეტი — ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციების დახურვის ფაქტები, ქვეყნიდან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წასვლა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის „უცხოეთის აგენტის“ მარკერით მონიშვნა უარყოფით, მოღალატეობრივ ასოციაციებს იწვევს ან საფრთხისშემცველ წარმოდგენებს აღძრავს და შედეგად დამდგარი რეალობა, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდაზე, გაყალბებულ ინფორმაციაზე დგას მხოლოდ მცირედ წარმოდგენას იძლევა იმ სახიფათო გზაზე, რომელსაც საქართველო ახლა გადის. პუტინის რუსეთმა არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაჩუმების ათწლოვანი (უფრო მეტი, თუ ამ ათვლას 2006 წლიდან დავიწყებთ) გზა გაიარა, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვას, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 10 წლის შემდეგ?
გამოყენებული მასალები: International Press Institute / Amnesty International / Inoteka / Freedom House
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს