სენატორი ჯინ შაჰინი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილ რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ნამდვილად რუსულის მსგავსია. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს,
სენატორი ჯინ შაჰინი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილ რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ნამდვილად რუსულის მსგავსია.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც “უცხოური ძალისგან” ფინანსდებიან, “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება მოუწევთ. უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”.
“საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პროექტი არ ჰგავს შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონს. ის არის რუსული კანონის მსგავსი. მსგავსი კანონია მიღებული რუსეთში და ჩვენ ვიცით, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ის არ არის თანხვედრაში, სტანდარტებთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის უკუსვლაზე, ჩვენ ამასაც ვგულისხმობთ”, — აცხადებს შაჰინი.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
Don't Miss
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ. მათი თქმით, ღარიბაშვილი იმეორებს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური