პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშვეთის ტაძარს შეაფარა თავი, ნაწილმა კი — მეტროსადგურ თავისუფლებას. მოქალაქეები ამბობენ, რომ ცრემლსადენი გაზი იგრძნობა მეტროშიც. ამას წინ
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშვეთის ტაძარს შეაფარა თავი, ნაწილმა კი — მეტროსადგურ თავისუფლებას. მოქალაქეები ამბობენ, რომ ცრემლსადენი გაზი იგრძნობა მეტროშიც.
ამას წინ უძღოდა წყლის ჭავლის გამოყენება — თავდაპირველად პარლამენტის ეზოდან, შემდგომ კი, შენობიდან და ბოლოს ქუჩაზეც. მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართული დროებითი რკინის ჯებირი დაშალა, რომელიც წყლის ჭავლის გამოყენების დროს თავადვე ჩიტაძის ქუჩაზე გადაიტანეს.
ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ ჭავლთან ერთად, გაშვებული იყო, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც და გართულებული იყო სუნთქვა, აქვთ თვალების წვა. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს მოუწოდებენ, ნუ გამოიყენებენ ძალას და გადავიდნენ მოქალაქეების მხარეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა, რომ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა გავიდა.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გარდა, ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყო. არიან დაშავებულებიც. მიუხედავად დაშლის მცდელობისა, პარლამენტთან აქცია გრძელდება.
პარლამენტთან აქციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.
ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს