გენდერული სტერეოტიპები დაბადებიდან ცდილობს ჩვენს ჩარჩოებში ჩასმას. სქესის გარკვევისთანავე ჩვენგან ელიან, ვიყოთ ძლიერი და აგრესიული, ან ნაზი და დახვეწილი. მსგავსი დამოკიდებულებები იმ გენდერული სტერეოტიპების მხოლოდ საწყისია, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გადააწყდება.
გენდერული სტერეოტიპები დაბადებიდან ცდილობს ჩვენს ჩარჩოებში ჩასმას. სქესის გარკვევისთანავე ჩვენგან ელიან, ვიყოთ ძლიერი და აგრესიული, ან ნაზი და დახვეწილი. მსგავსი დამოკიდებულებები იმ გენდერული სტერეოტიპების მხოლოდ საწყისია, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გადააწყდება.
ტრადიციულად, საზოგადოება ქალებს „სუსტ სქესად“ აღიქვამს — მენტალურად, ემოციურად და ფიზიკურად — და მათ ფემინურობას ავალდებულებს. ფემინურობის ჩარჩოები ხშირად ქალებს ხელს უშლის, დაკავდნენ სპორტული და ფიზიკური აქტივობებით, აწიონ სიმძიმეები, ივარჯიშონ ინტენსიურად და იყვნენ უფრო აგრესიულები. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება ქალებისგან „სინაზეს“ და „ქალურობას“ მოელის და არა — ისეთი თვისებების დემონსტრირებას, რომლებიც, როგორც წესი, მასკულინურად მიიჩნევა.
პირველი სახელმწიფო ფიტნეს აკადემიის დამფუძნებელი, ღიად ლესბოსელი სპორტსმენი, ვალიტა გორელჩანიკი თავის ახალ ვიდეოში სწორედ ამ სტერეოტიპებს უპირისპირდება.
„ამ ვიდეორგოლის გადაღების იდეა და ეს კონცეფცია დაგვებადა იმ სექსიზმის ფონზე, რომელსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ქალს შეუძლია, იყოს ძლიერი არამხოლოდ ფსიქიკური და მორალური თვალსაზრისით, არამედ ფიზიკურადაც!“ — ამბობს ვალიტა.
ვალიტა ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდანაა სპორტით დაინტერესებული და ძალისმიერი სპორტის სახეობებში ბევრ წარმატებასაც მიაღწია — ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია სამჭიდში, მსოფლიო ჩემპიონი Mas-wrestling-ში, ექვსგზის ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი სამჭიდში.
„გადაღების პროცესი იყო ძალიან სახალისო და ბუნებრივი, ვინაიდან, არ გვიწევდა „თამაში“. ჩვენ ასეთები ვართ და სწორედ ეს გვინდოდა, გადმოგვეცა მაყურებლისთვის“.
ვალიტას პროფესიონალურ სპორტში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ გადააწყვეტინა, გაეზიარებინა ცოდნა დამწყებთათვის და ის ფიტნეს აკადემიაში ლექტორის პოზიციასაც იკავებს.
გენდერული სტერეოტიპები ქვიარებისთვის განსაკუთრებით კარგადაა ნაცნობი, რადგან ბევრი ლგბტქი ადამიანის გენდერული ექსპრესია ხშირად ეწინააღმდეგება საზოგადოების ტრადიციულ გენდერულ როლებს.
„როგორც ყოველთვის, ახლაც — ყველა ქვიარს ვუსურვებ, მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი; რაც მთავარია, არ გაჩერდნენ მტრულ გარემოში, სადაც მათ ვერ გაუგებენ“, — ამბობს გამოცდილი სპორტსმენი ქვიარებზე საუბრისას.
წაიკითხეთ:
Don't Miss
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა