Valita Gorelchaniki

„ქალს შეუძლია, იყოს ძლიერი ფიზიკურადაც“ — ვალიტა გორელჩანიკი

გენდერული სტერეოტიპები დაბადებიდან ცდილობს ჩვენს ჩარჩოებში ჩასმას. სქესის გარკვევისთანავე ჩვენგან ელიან, ვიყოთ ძლიერი და აგრესიული, ან ნაზი და დახვეწილი. მსგავსი დამოკიდებულებები იმ გენდერული სტერეოტიპების მხოლოდ საწყისია, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გადააწყდება.

ტრადიციულად, საზოგადოება ქალებს „სუსტ სქესად“ აღიქვამს — მენტალურად, ემოციურად და ფიზიკურად — და მათ ფემინურობას ავალდებულებს. ფემინურობის ჩარჩოები ხშირად ქალებს ხელს უშლის, დაკავდნენ სპორტული და ფიზიკური აქტივობებით, აწიონ სიმძიმეები, ივარჯიშონ ინტენსიურად და იყვნენ უფრო აგრესიულები. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება ქალებისგან „სინაზეს“ და „ქალურობას“ მოელის და არა — ისეთი თვისებების დემონსტრირებას, რომლებიც, როგორც წესი, მასკულინურად მიიჩნევა.

პირველი სახელმწიფო ფიტნეს აკადემიის დამფუძნებელი, ღიად ლესბოსელი სპორტსმენი, ვალიტა გორელჩანიკი თავის ახალ ვიდეოში სწორედ ამ სტერეოტიპებს უპირისპირდება. 

„ამ ვიდეორგოლის გადაღების იდეა და ეს კონცეფცია დაგვებადა იმ სექსიზმის ფონზე, რომელსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ქალს შეუძლია, იყოს ძლიერი არამხოლოდ ფსიქიკური და მორალური თვალსაზრისით, არამედ ფიზიკურადაც!“ — ამბობს ვალიტა.

ვალიტა ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდანაა სპორტით დაინტერესებული და ძალისმიერი სპორტის სახეობებში ბევრ წარმატებასაც მიაღწია — ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია სამჭიდში, მსოფლიო ჩემპიონი Mas-wrestling-ში, ექვსგზის ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი სამჭიდში.

„გადაღების პროცესი იყო ძალიან სახალისო და ბუნებრივი, ვინაიდან, არ გვიწევდა „თამაში“. ჩვენ ასეთები ვართ და სწორედ ეს გვინდოდა, გადმოგვეცა მაყურებლისთვის“.

ვალიტას პროფესიონალურ სპორტში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ გადააწყვეტინა, გაეზიარებინა ცოდნა დამწყებთათვის და ის ფიტნეს აკადემიაში ლექტორის პოზიციასაც იკავებს.

გენდერული სტერეოტიპები ქვიარებისთვის განსაკუთრებით კარგადაა ნაცნობი, რადგან ბევრი ლგბტქი ადამიანის გენდერული ექსპრესია ხშირად ეწინააღმდეგება საზოგადოების ტრადიციულ გენდერულ როლებს.

„როგორც ყოველთვის, ახლაც — ყველა ქვიარს ვუსურვებ, მიიღონ და შეიყვარონ  საკუთარი თავი; რაც მთავარია, არ გაჩერდნენ მტრულ გარემოში, სადაც მათ ვერ გაუგებენ“, — ამბობს გამოცდილი სპორტსმენი ქვიარებზე საუბრისას.

წაიკითხეთ:

წინა

ქართული ოცნების მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც “უცხოური ძალისგან” ფინანსდებოდნენ

შემდეგი

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს“ — შოთა არველაძე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების