ქალთა ფონდი

თემიდა სამუშაოს მაძიებელი ტრანს და არაბინარული პირებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ქვიარ ასოციაცია თემიდა, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამუშაოს მაძიებელი ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების პროექტს იწყებს.  შეხვედრების მიზანი სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობებისა და მათი შრომითი უფლებების

თემიდა სამუშაოს მაძიებელი ტრანს და არაბინარული პირებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ქვიარ ასოციაცია თემიდა, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამუშაოს მაძიებელი ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების პროექტს იწყებს

შეხვედრების მიზანი სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობებისა და მათი შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ასევე იმ უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების ხელშეწყობა იქნება, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. გარდა ამისა, დაინტერესებული პირები პროფესიული კონსულტაციის გავლასა და კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალურ მომსახურებასაც მიიღებენ.

ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ქვიარ ასოციაცია თემიდას ფეისბუკ გვერდს უნდა მისწეროთ. ჯგუფური შეხვედრები 24 სექტემბერს დაიწყება და თვეში ერთხელ ჩატარდება, რომელზე დასწრებასაც ამ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით შეძლებთ.