მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდედრი ბოთლცხვირა დელფინების კლიტორი იმდენად არის განვითარებული, რომ სიამოვნების განცდა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, დელფინებს ლესბოსური სექსი მთელი წლის განმავლობაში აქვთ. აკადემიურ გამოცემა – Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა 11 მდედრი
BDSM არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ სექსუალური პრაქტიკებს, მათ შორის:
- ბონდაჟი (ინგლ. Bondage) — სექსის დროს პარტნიორის ფიზიკურად დაბმა, მაგალითად, ხელბორკილებით, თოკით ან რაიმე ფორმის ზონრით;
- დისციპლინა (ინგლ. Discipline) — სექსუალური პრაქტიკა, რომლის დროსაც დომინანტი პარტნიორი ადგენს წესებს, რომლებსაც მორჩილი პარტნიორი უნდა დაემორჩილოს;
- დომინაცია (ინგლ. Dominance) — სექსის დროს პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის ფლობა;
- მორჩილება („სუბმისია“; ინგლ. Submission) — სექსის დროს ძალაუფლებისა და კონტროლის გაცემა და დომინანტი პარტნიორის სურვილზე დამორჩილება;
- სადომაზოხიზმი (ინგლ. Sadomasochism) — სექსუალური კმაყოფილების განცდა ფიზიკური ტკივილის ან დამცირების მიყენებით (სადიზმი) ან მიღებით (მაზოხიზმი).
BDSM-ში, როგორც წესი, პარტნიორები ირგებენ სპეციფიკურ როლებს, რომლებიდანაც ერთ-ერთი დომინანტია, მეორე კი — მორჩილი. დომინანტ ადამიანს ხშირად აღწერენ ტერმინებით „დომინანტი“ (ინგლ. Dominant), „ბატონი/ქალბატონი“ (ინგლ. Master/Mistress) ან „აქტი“ (აქტიური, ტოპი; ინგლ. Top), მორჩილ ადამიანს კი — ტერმინებით „მორჩილი“ („საბმისივი“; ინგლ. Submissive), „მონა“ (ინგლ. Slave) ან „პასი“ (პასიური, ბოთომი; ინგლ. Bottom).
იხილეთ აგრეთვე ჩვენი სტატია რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“?
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დომინანტი-მორჩილი როლური თამაშისთვის ორივე (ან მეტი) პარტნიორის თანხმობაა საჭირო, რაც მას სექსუალური ძალადობისგან განასხვავებს. მეტიც, BDSM თემში ხშირად გამოიყენება ფრაზა „უსაფრთხო, გააზრებული და შეთანხმებული“ (ინგლ. Safe, Sane and Consensual, იგივე SSC), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერი ტიპის BDSM აქტივობა ჩამოთვლილთაგან სამივე უნდა იყოს.
მართალია, ის ხშირად ტაბუდ ან ნორმიდან „გადახრადაა“ წარმოჩენილი, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ BDSM საკმაოდ ხშირი სექსუალური ფანტაზია და პრაქტიკაა მრავალი ადამიანისა და წყვილისთვის.
BDSM-ის ფორმები
არსებობს სექსუალური „თამაშების“ რამდენიმე ფორმა, რომელიც შეიძლება BDSM-ის დროს განხორციელდეს. მათ შორისაა:
- ასაკის თამაში (ე.წ. „ეიჯ-ფლეი“; ინგლ. Age play): თავის მოჩვენება, რომ ხართ სხვა ასაკის, უფრო ნაკლების ან მეტის;
- სუნთქვის თამაში (ე.წ. „ბრეზ-ფლეი“; ინგლ. Breath play): სუნთქვის შეკავებაზე ორიენტირებული აქტივობები სექსუალური აქტის დროს;
- ზღვრული თამაში (ე.წ. „ეჯ-ფლეი“; ინგლ. Edge play): ის BDSM აქტივობები, რომლებიც შედარებით უფრო სახიფათოდ მიიჩნევა. „ზღვრული თამაშის“ დროს ხდება „უსაფრთხო, გააზრებული და შეთანხმებული“ მოქმედებების „ზღვრამდე“ მიყვანა;
- გენდერის თამაში (ე.წ. „ჯენდერ-ფლეი“; ინგლ. Gender play): თავის მოჩვენება, რომ ხართ სხვა გენდერის;
- დარტყმის თამაში (ე.წ. „იმფექთ-ფლეი“; ინგლ. Impact play): სხეულზე დარტყმა ხელით ან რაიმე ხელსაწყოთი (მაგალითად, მათრახით ან როზგით);
- ტკივილის თამაში (ე.წ. „ფეინ-ფლეი“; ინგლ. Pain play): როდესაც სექსუალური აქტივობა მოიცავს პარტნიორისთვის ან საკუთარი თავისთვის ტკივილის განზრახ მიყენებას (ცხადია, თანხმობის და სურვილის საფუძველზე). ამაში შეიძლება შედიოდეს გაშოლტვა, კბენა, ხელის დარტყმა და კაწვრა, ასევე სხვა მოქმედებები, რომლებიც მოიცავს მათრახს, როზგს და ბრტყელთავიან ჯოხს;
- როლური თამაში (ე.წ. „როლ-ფლეი“; ინგლ. Role play): თავის მოჩვენება, რომ სხვა იდენტობა გაქვთ სექსუალური აქტივობის დროს;
- დამცირება: მოიცავს პარტნიორის დამცირებას, შეურაცხყოფას, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ა.შ. მას ხშირად თან ახლავს BDSM-ის ფიზიკური ასპექტებიც, როგორიცაა ბონდაჟი ან ტკივილის თამაში;
- შიბარი: ბონდაჟის არტისტული ფორმა, რომელიც იაპონიიდან მომდინარეობს და რომლის დროსაც დომინანტი თავის მორჩილს ფერადი ბაწრებით აბამს სპეციალური, ჩახლართული პატერნებით.
BDSM-ის მონაწილეები ასევე შეიძლება დაესწრონ ე.წ. „ფლეი-ფართის“ („თამაშის წვეულება“; ინგლ. Play party) — სოციალურ შეკრებას, რომელზეც დამსწრეები BDSM აქტივობებში მონაწილეობენ.
BDSM-ის ტერმინები
BDSM-ის უსაფრთხოების ზომებსა და სასარგებლო მხარეებზე მეტის გაგებამდე, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს რამდენიმე ხშირად გამოყენებული ტერმინის ცოდნა. ამ ტერმინებს შორისაა:
- აქტისშემდგომი ზრუნვა (ე.წ. „აფთერქეარი“; ინგლ. Aftercare): პარტნიორისთვის მენტალური და ფიზიკური მხარდაჭერის შეთავაზება BDSM-ის შემდეგ;
- დავარდნა (ე.წ. „დროფი“; ინგლ. Drop): მენტალურად და ფიზიკურად გამოფიტვის შეგრძნება BDSM-ის შემდეგ;
- დილეგი (ე.წ. „დანჯენი“; ინგლ. Dungeon): სპეციალური ლოკაცია, სადაც იმართება BDSM;
- ფეტიში: სექსუალური სიამოვნების მიღება სპეციფიკური სხეულის ნაწილისგან, ნივთისგან ან გამოცდილებისგან;
- მსუბუქი ზღვარი: ის, რის გაკეთებასაც პარტნიორი ორჭოფობს, მაგრამ რაც შეიძლება სცადოს;
- მკაცრი ზღვარი: ის, რასაც პარტნიორი არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს BDSM-ის დროს;
- „ქინქი“ (ინგლ. Kink): ნებისმიერი სექსუალური პრაქტიკა, რომელიც არასტანდარტულია;
- „მანჩი“ (ინგლ. Munch): წვეულება, ხშირად საჯარო, რომელზეც BDSM-ით დაინტერესებული ადამიანები იკრიბებიან;
- პროტოკოლი: წესები, რომლებზეც თანხმდებიან პარტნიორები BDSM-ის დროს;
- სცენა: ტერმინი, რომელიც BDSM-ის აქტის აღსაწერად გამოიყენება;
- „სვიჩი“ (ინგლ. Switch): BDSM-ის დროს დომინანტისა და მორჩილის პოზიციების გაცვლა ან ადამიანი, რომელსაც ორივე როლის მორგება შეუძლია.
BDSM და უსაფრთხოების ზომები
ვინაიდან BDSM-ში შეიძლება ფიგურირებდეს ტკივილი და დამცირება ან როლური თამაშები, რომლებსაც დომინაცია და მორჩილება ახასიათებს, მას გარკვეული უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღება სჭირდება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ BDSM-ში მონაწილე არცერთი ადამიანის სექსუალური საზღვრები არ დაირღვეს.
თანხმობა
BDSM აქტივობებში მონაწილეობისას ყველა მონაწილის თანხმობა აუცილებელია, თანაც აუცილებელია, თანხმობა არ იყოს მხოლოდ „ნაგულისხმევი“ და ის პირდაპირ და უშუალოდ გასცეს ყველა მონაწილემ — თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი თანახმაა, ჩაერთოს ამ აქტივობებში, მაგრამ სინამდვილეში ის არ არის თანახმა, თქვენ პოტენციურად სექსუალური ძალადობის ჩამდენი გახდებით.
იმაში დასარწმუნებლად, რომ პარტნიორი BDSM-ის დაგეგმილ აქტივობებში ჩართვაზე თანახმაა, აქტამდე გაესაუბრეთ მას და განიხილეთ, რა მოგწონთ თითოეულს და რა განიჭებთ სექსუალურ სიამოვნებას, ასევე, გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი საზღვრები (ის, რაზე მეტის გაკეთებაც თქვენთვის მიუღებელია). ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ორივემ (ან მეტმა) დადებითი გამოცდილება მიიღოთ და თქვენს ინდივიდუალურ კომფორტის ზონებში დარჩეთ.
მოლაპარაკებები სექსამდე
BDSM-ის სცენაში მონაწილეობამდე გაესაუბრეთ პარტნიორს და დათქვით, რას გააკეთებთ და რას არ გააკეთებთ. გადაწყვიტეთ, ვინ იქნება დომინანტი და ვინ მორჩილი, ან თუ რომელიმე აპირებთ, რომ იყოთ ე.წ. „სვიჩი“ (სცენის განმავლობაში შეიცვლით როლს) და რა ტიპის „თამაშში“ ჩაერთვებით. ამის წინასწარ შეთანხმების წყალობით ორივეს გეცოდინებათ, რა მოლოდინი უნდა გქონდეთ ამ გამოცდილების დროს.
უსაფრთხო სიტყვები
უსაფრთხო სიტყვა არის წინასწარ განსაზღვრული სიტყვა, რომელიც BDSM-ში მონაწილე ადამიანს შეუძლია წარმოთქვას, თუკი ის, რაც აქტის დროს ხდება, მისთვის აღარაა კომფორტული ან/და მისაღები და სურს, რომ გაჩერდეთ.
წინასწარ დათქვით თქვენი უსაფრთხო სიტყვა და გაუზიარეთ პარტნიორს. თუკი რომელიმე თქვენთან ამ სიტყვას იტყვის BDSM-ის აქტის განმავლობაში, ნებისმიერი აქტივობა მყისიერად უნდა შეწყვიტოთ თქვენც და თქვენმა პარტნიორ(ებ)მაც.
„მწვანე-ყვითელი-წითელი“ სისტემა
BDSM-ში მონაწილე ზოგი წყვილი „მწვანე-ყვითელი-წითელი“ სისტემის გამოყენებას ამჯობინებს. შუქნიშნის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც „მწვანე“ ნიშნავს გაგრძელებას, „ყვითელი“ — შენელებას და „წითელი“ — გაჩერებას.
ამ ტიპის სისტემის გამოყენება საშუალებას გაძლევთ, BDSM-ის დროს კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს პარტნიორთან და უთხრათ მას, რამდენად მოგწონთ ან არ მოგწონთ ის, რაც ახლა ხდება და გააგებინოთ, ზღვარს ხომ არ უახლოვდება ან ხომ არ უნდა გაჩერდეს.
BDSM-ის დადებითი მხარეები
ბოლო დროს განხორციელებულმა კვლევებმა, რომლებიც BDSM-სა და სხეულზე მის ეფექტებს შეისწავლიდა, საინტერესო შედეგები აჩვენა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ BDSM პრაქტიკებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტიც აქვს.
გაუმჯობესებული მენტალური ჯანმრთელობა
ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრები დააკვირდნენ იმ ადამიანების პიროვნულ მახასიათებლებს, ურთიერთობებში ქცევის ფორმებსა და ზოგად კეთილდღეობას, რომლებიც BDSM-ით იყვნენ დაკავებულები. გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, კვლევამ აჩვენა, რომ ამ სექსუალურ პრაქტიკებში ჩართული ადამიანები:
- უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს თავიანთ ურთიერთობებში;
- უფრო კეთილსინდისიერად ექცეოდნენ სხვებს;
- იყვნენ უფრო ექსტრავერტები;
- ნაკლებად მგრძნობიარეები იყვნენ სხვათა დამოკიდებულებების მიმართ;
- მათ ჰქონდათ უკეთესი მენტალური კეთილდღეობა;
- ჰქონდათ უფრო მეტი მიმღეობა სიახლეების გამოცდის მიმართ;
- ნაკლებად აწუხებდათ შფოთვა.
შემცირებული სტრესი
კვლევამ აჩვენა, რომ BDSM-ში მონაწილე ადამიანები ამ აქტივობების დროს ცნობიერების სხვა დონეზე გადადიან, რომელიც ჰგავს იოგით დაკავებული ადამიანის მედიტაციურ მდგომარეობას ან მარათონში მონაწილის ეიფორიულ მდგომარეობას. ეს აქტივობები აუმჯობესებს ჯანმრთელობას, რადგან ამცირებს ჩვენ სხეულში ჰორმონ კორტიზოლის დონეს. BDSM-ში მონაწილეობას ზოგჯერ მსგავსი ეფექტი აქვს.
მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ დომინანტ როლში მყოფ პარტნიორებს BDSM-ის სესიის შემდეგ სხეულში კორტიზოლის დონე უმცირდებოდათ. კორტიზოლი „სტრესის ჰორმონის“ სახელითაა ცნობილი და ის ჯანმრთელობის არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მათ შორის, მაღალ წნევასთან, დათრგუნულ იმუნიტეტთან და ინსულინისადმი რეზისტენტობასთან.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ზოგი მონაწილე BDSM-ს „სპირიტუალურ გამოცდილებად“ მიიჩნევდა.
უკეთესი ურთიერთობები
მკვლევრებმა ასევე დაასკვნეს, რომ წარმატებულ სადომაზოხისტურ სცენებში მონაწილეობა ზრდის პარტნიორებს შორის დაკავშირებულობისა და ინტიმურობის განცდას. მართალია, ამის ზუსტი მიზეზები ცხადი არ არის, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ რომანტიკულ პარტნიორებთან ერთი და იმავე რუტინული აქტივობების ნაცვლად ახალი აქტივობებით დაკავება ზრდის ინტიმურობას.
ამას ადასტურებს კიდევ ერთი კვლევა, რომელიც შეისწავლიდა, როგორ რეაგირებს ტვინი ახალი რაღაცების კეთებისას. დაქორწინებული წყვილების ტვინის შესწავლამ აჩვენა, რომ ახალი აქტივობების ერთად კეთება ტვინის „დაჯილდოების სისტემას“ ააქტიურებს და სხეულში დიდი რაოდენობით გამოყოფს დოფამინს, ბედნიერების ჰორმონს, ასევე, სხვა ნივთიერებებს, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებს.
BDSM-ის პოტენციური საფრთხეები
მართალია, BDSM შეიძლება სახალისო იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ უსაფრთხოების ზომები. ნებისმიერი სპეციფიკური ჩაცმულობის, აღჭურვილობისა თუ სათამაშოების გამოყენებამდე კარგად გათვითცნობიერდით, როგორ უნდა გამოიყენოთ ის უსაფრთხოდ, სანამ უშუალოდ საქმეში გამოცდიდეთ. მაგალითად, ბონდაჟს და „ტკივილის თამაშს“ შეიძლება დაზიანება მოჰყვეს, თუკი ფრთხილად არ იმოქმედებთ და აღჭურვილობას სწორად არ გამოიყენებთ.
BDSM-ის აქტივობებით უსაფრთხოდ დაკავებაში ამ თემაზე მეტის კითხვა და საგანმანათლებლო ვიდეოების ყურება დაგეხმარებათ.
ასევე, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ BDSM ყველასთვის არ არის. ბევრ ადამიანს აქვს ფანტაზიები BDSM-თან დაკავშირებულ აქტივობებზე, თუმცა მათ არააუცილებლად მოსწონთ იგივე უშუალოდ პრაქტიკაში. ზოგს ურჩევნია BDSM-ს სცენები იკითხოს ან იხილოს, ისე რომ თვითონ არ გამოცადოს იგივე საკუთარ თავზე.
BDSM-ით ვარ დაინტერესებული — როგორ დავიწყო?
თუკი გსურთ, BDSM თქვენც სცადოთ, არსებობს BDSM-ის რამდენიმე მსუბუქი პრაქტიკა, რომელიც დამწყებთათვის შესაფერისია. მათ შორისაა:
- თმის მოქაჩვა;
- თვალების ახვევა;
- მსუბუქი გაშოლტვა (ე.წ. „სფენქინგი“; ინგლ. Spanking);
- დაბმა შარფით, ჰალსტუხით ან რამე მსგავსი ქსოვილით;
- როლური თამაშები.
ეროტიკული თამაშების უფრო ინტენსიური ფორმებისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნები და სტატიები BDSM-ზე ან უყუროთ საგანმანათლებლო ვიდეოებს. ზოგი BDSM პრაქტიკა შეიძლება სახიფათო იყოს და დაზიანებაც მოჰყვეს, თუკი უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ მიიღებთ. და, როგორც უკვე ვახსენეთ, გახსოვდეთ, რომ BDSM აქტივობები ფრთხილად უნდა შეათანხმოთ წინასწარ, რათა მასში მონაწილე ყველა ადამიანს კარგად ესმოდეს, რა ელის.
დასაწყისისთვის უმჯობესია, უფრო მეტი გაიგოთ BDSM-ზე და გაარკვიოთ, რა გსურთ მისგან, ასევე, გაარკვიოთ, როგორ შეგიძლიათ ამ სურვილების გამოხატვა, იქნება ეს უკვე არსებულ პარტნიორთან თუ ახალ ადამიანთან. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ენდობოდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც BDSM აქტივობით კავდებით. თუკი რაიმეს გაკეთებამდე საკმარისად კომფორტულად არ გრძნობთ თავს, არ იჩქაროთ და არაფერი დააძალოთ საკუთარ თავს თუ პარტნიორს.
„გააკეთეთ ის, რაც გრძნობთ, რომ ბუნებრივია; არ შეგეშინდეთ ხმის ამოღების და დასვით შეკითხვები. ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია მოიპოვება, დაწყებული წიგნებით და დამთავრებული საგანმანათლებლო კლასებით. გამოცადეთ ახალი აქტივობები სანდო ადამიანთან, თუმცა ამ ნდობის მოპოვებას იმდენი დრო დაუთმეთ, რამდენიც საჭიროა“, — ამბობს Them.us-თან ინტერვიუში შარლოტ სარტრი (ინგლ. Charlotte Sartre), პორნოვარსკვლავი და Kink.com-ის რეჟისორი.
იმის გამორკვევა, თუ BDSM-ის რომელი ასპექტები მოგწონთ და რომლებს აარიდებდით თავს, საკვანძოა საიმისოდ, რომ თქვენი BDSM გამოცდილება სასიამოვნო გამოვიდეს და თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდეთ. საკუთარი სურვილების უკეთ გააზრების მნიშვნელოვანი ნაწილია იმაზე ფიქრიც, საერთოდ რატომ გსურთ BDSM-ით დაკავება. რამდენადაც ფართოა იმ სექსუალური აქტებისა და დინამიკების სპექტრი, რომელსაც BDSM მოიცავს, იმდენადვე მრავალფეროვანია ის მიზეზები, თუ რატომ სურთ ადამიანებს ამ აქტივობებით დაკავება. იმის გარკვევა, თუ რა გამოძრავებთ თქვენ და რატომ გსურთ BDSM-ის ცდა, დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რისი მიღება შეგიძლიათ მისგან.
„ბევრი ჩემი კლიენტი BDSM-ს იყენებს საიმისოდ, რომ ჰქონდეს ისეთი სექსი, რომელშიც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, მას შემდეგ, რაც მათ სექსუალური ტრავმა გამოიარეს. ამ გზით ისინი მომხდარზე მართვის სადავეების დაბრუნებას ახერხებენ“, — ამბობს გოდექს ჰარუ (ინგლ. Goddexx Haru), ცნობილი დომინატრიქსი და სექსუალური განათლების მენტორი, — „მე განსაკუთრებით მომწონს „გენდერის თამაში“ — სხვადასხვა გენდერული იარლიყისა და ექსპრესიის ირგვლივ თამაში სექსის დროს შეიძლება გასაოცრად ძლიერი გზა აღმოჩნდეს საკუთარი გენდერისა და სექსუალობის შესასწავლად. მე, როგორც ტრანს ადამიანს, მიმაჩნია, რომ გენდერთან დაკავშირებულ იმ გზებთან თამაში, რომლებითაც მე აღვიქვამ საკუთარ სხეულსა და თავს, შეგრძნების დონეზე შეიძლება იყოს იმის მიღწევის საშუალება, რომ დავიბრუნო კონტროლი და ავტონომია საკუთარ სხეულსა და იმ წარმოდგენებზე, რომლებითაც სამყარო ცდილობს ჩემზე იარლიყების მოკვრას“.
საბოლოოდ, BDSM შეიძლება დაგეხმაროთ, გადაეშვათ საკუთარი იდენტობის სხვა ნაწილში, ასევე, დაგეხმაროთ, რომ უფრო ჩართული იყოთ სექსში ან, უბრალოდ, კარგი დრო გაატაროთ. BDSM-ში ჩაერთეთ იმ დოზით, რა დოზითაც თავად გსურთ. ნელ-ნელა გაზარდეთ და შექმენით კომფორტი და ნდობა პარტნიორ(ებ)თან, ან, თუკი ვინმე უფრო გამოცდილთან გსურთ BDSM-ში ჩართვა, მიმართეთ პროფესიონალ „დომს“ (შემოკლებით „დომინანტს“; ინგლ. Dom/Domme) ან „საბს“ (შემოკლებით „მორჩილს“; ინგლ. Sub). ეს ძალიან ფართო კულტურაა, რომელიც იმის თავისუფლებას გაძლევთ, რომ მასში იმ ფორმით ჩაერთოთ, რა ფორმითაც გსურთ.
რჩევები BDSM-ით დაკავებისთვის
BDSM-ის სამყაროს საკუთარი სუბკულტურები და ტერმინოლოგია აქვს. დამწყებთათვის ის შეიძლება ცოტა შემაშინებელი ჩანდეს, მაგრამ არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც ახალი გამოცდილებების მიღებაში დაგეხმარებათ:
- გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია საკვანძოა — ჯერ კიდევ დაწყებამდე აუცილებელია, ესაუბროთ პარტნიორს და გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი ინტერესები და საზღვრები. განსაკუთრებით, თუკი რაიმე ისეთით კავდებით, რაც BDSM-ის ნაწილია, ეს აუცილებლად უნდა გქონდეთ წინასწარ შეთანხმებული პარტნიორთან.
- დაიწყეთ ნელა — BDSM-ის მსუბუქი პრაქტიკები კარგი დასაწყისია იმის უკეთ გასააზრებლად, რა მოგწონთ და რასთან გრძნობთ თავს კომფორტულად. მაგალითად, სექსუალური სცენების როლებით გათამაშება ან „ბინძური საუბარი“ (ე.წ. „დერთი-თოქი“; ინგლ. Dirty talk) საკუთარი ფანტაზიების გამორკვევაში დაგეხმარებათ.
- გულდასმით მოაწყვეთ სცენა — BDSM-ის სცენის მოწყობისას ჩართეთ ამ პროცესში თქვენი ყველა შეგრძნება. შესაბამისი განათება, სურნელოვანი სანთლები, ნაზი მუსიკა და ეროტიკული ჩაცმულობა BDSM-ისთვის შესაფერისი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.
- დათქვით უსაფრთხო სიტყვა და არ მოგერიდოთ მისი გამოყენება — BDSM სახალისო უნდა იყოს მასში მონაწილე თითოეული ადამიანისთვის. ამიტომაც, თუკი რაღაც არ მოგწონთ ან ზედმეტად არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ეს ხმამაღლა თქვათ და რამე სხვა სცადოთ.
BDSM და სტერეოტიპები
მეინსტრიმული კულტურა და მედია BDSM-ს ხშირად თავზეხელაღებულ, სახიფათო და არაჯანსაღ რამედ წარმოაჩენს. სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებში ფეტიშისტები ხშირად საეჭვო რეპუტაციის მქონე, არაეთიკურ კანონდამრღვევებად ან მოძალადეებად არიან წარმოჩენილები. თუმცა, BDSM-ს ამგვარ სტერეოტიპებში არამხოლოდ მედია აქცევს:
2013 წელს მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის გამოსვლამდე, ფეტიშიზმსა და სადომაზოხიზმში მონაწილეობა მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალების მიერ მენტალურ აშლილობად მიიჩნეოდა. საბედნიეროდ, უფრო „ქინქი“ — უკომპლექსო და „არატრადიციული“ — სექსის მიმართ განწყობები ბოლო დროს შეიცვალა. თუმცა, BDSM-ით დაინტერესება კაცობრიობისთვის ახალი რამ არაა. ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდათ თავგადასავლებით და სიახლეებით აღსავსე სექსი.
მაგალითად, 2005 წლის დურექსის გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულების 20% ბონდაჟის რაიმე ფორმას იყენებდა სექსის დროს. ჯერ კიდევ 1956 წელს კინსის ინსტიტუტის კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანების 50%-ს მოსწონდა ეროტიკული კბენა. შესაძლოა, უფრო „ქინქი“ სექსი იმაზე უფრო ხშირად არ გვქონდეს, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა, თუმცა აშკარაა, რომ მასზე ახლა ბევრად მეტს ვსაუბრობთ ღიად.
BDSM და ლგბტქი თემი
მართალია, ყველა, ვინც BDSM-ში მონაწილეობს, არ არის ქვიარი და არც ყველა ქვიარ ადამიანს მოსწონს BDSM, მაგრამ ეს ორი თემი ისტორიულად ბევრ ასპექტში მნიშვნელოვნად თანაეკვეთება ერთმანეთს. მაგალითად, ტყავის სამოსი, რაც ბევრისთვის BDSM-ში შედის, ამ ჩაცმულობის მოყვარული თემები და მისთვის განკუთვნილი ბარები მნიშვნელოვან თავშესაფრად იქცა ლგბტქი ადამიანებისთვის 1940-იან წლებში და არამხოლოდ. ფეტიშისა და ლგბტქი თემის გადაჯაჭვული ბუნება დღემდე დავის საგანია, ასევე, დღემდე მიმდინარეობს განხილვა, რამდენად მიეკუთვნებიან ფეტიშისტები პრაიდს.
BDSM ავტომატურად „ქვიარი“ არ არის, თუმცა, ვინაიდან BDSM-ის დინამიკები სექსისადმი არანორმატიულ დამოკიდებულებად მიიჩნევა, მისი ფესვები ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის მოძრაობასთან ღრმადაა დაკავშირებული.
გოდექს ჰარუ მათ, ვისაც სურს, მეტი გაიგონ ქვიარ თემში BDSM-ის ისტორიაზე და სპეციფიკურად ქვიარობასა და BDSM-თან დაკავშირებულ პრობლემებზე, ურჩევს, წაიკითხონ გაი ბოლდუინის წიგნი „Ties that Bind“.
წყაროები: VerywellMind, Them.us
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ინტიმური ლუბრიკანტი — რა უნდა ვიცოდეთ?
ინტიმური ლუბრიკანტი (საცხი) არის სითხე ან გელი, რომელიც ხახუნისა და გაღიზიანების შესამცირებლად გამოიყენება სექსუალური აქტივობის დროს. ლუბრიკანტი თითქმის ნებისმიერი ტიპის სექსის დროს შეიძლება გამოიყენოთ, მათ შორის პენისის ვაგინაში პენეტრაციისას (შეღწევისას), ანალური სექსისას, მარტო ან პარტნიორთან სექს-სათამაშოს გამოყენებისას და მასტურბაციისას.
მართალია, ვაგინა და პენისი თვითონვე გამოყოფს ისეთ სისველეს, რომელიც სექსის დროს ლუბრიკანტის როლს ასრულებს, თუმცა ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის და დამატებითმა ლუბრიკანტმა შეიძლება სექსი უფრო სასიამოვნო გახადოს.
ამ სტატიაში განხილულია, თუ რა არის ლუბრიკანტი, რა ტიპის ლუბრიკანტები არსებობს და როგორ ავირჩიოთ და გამოვიყენოთ ისინი.
ინტიმური ლუბრიკანტის ტიპები
ბევრი სხვადასხვა ტიპის ლუბრიკანტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი სამ დიდ კატეგორიაში ექცევა:
-
წყლის ლუბრიკანტი — წყლის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი უსაფრთხოა სექს-სათამაშოებთან და პრეზერვატივთან ერთად გამოსაყენებლად, მარტივი მოსაწმენდია და არაა კანისთვის საზიანო, თუმცა ის შეიძლება იმდენად დიდხანს არ შენარჩუნდეს, რამდენადაც სხვა ტიპის ლუბრიკანტები.
-
სილიკონის ლუბრიკანტი — სილიკონის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი უსაფრთხოა პრეზერვატივთან ერთად გამოსაყენებლად, თუმცა მისი გამოყენება არ არის უსაფრთხო სილიკონის სექს-სათამაშოებსა და დიაფრაგმებთან (კონტრაცეფციის ფორმა) ერთად. ის ნაკლებად წებოვანია, თუმცა წყლის ლუბრიკანტზე უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
-
ზეთის ლუბრიკანტი — ზეთის საფუძველზე დამზადებული ლუბრიკანტი არ არის უსაფრთხო პრეზერვატივებთან ან სექს-სათამაშოებთან ერთად გამოსაყენებლად, რადგან ზეთმა შეიძლება დაშალოს ლატექსი და ხელი შეუშალოს პრეზერვატივების ეფექტურობას. ზეთის ლუბრიკანტი, მაგალითად, ქოქოსის ზეთი ან ვაზელინი, შეგიძლიათ ისეთი სექსის დროს გამოიყენოთ, სადაც უშუალოდ ხდება კანით კანზე შეხება.
♦ ხშირად დასმული კითხვები
► როდის უნდა გამოვიყენო ლუბრიკანტი? — თუკი ზედმეტი ხახუნის გამო სექსის დროს დისკომფორტს განიცდით, ლუბრიკანტი შეიძლება დაგეხმაროთ. ის ასევე სასარგებლოა კონკრეტული ტიპის (მაგალითად, ანალური) სექსისთვის.
► სექსი ჩემთვის მტკივნეულია — ლუბრიკანტი დამეხმარება? — თუკი სექსის დროს ტკივილი გაწუხებთ, ლუბრიკაციის გაზრდა ყოველთვის არ ჭრის პრობლემას. სექსის დროს, განსაკუთრებით ვაგინალური სექსის დროს, ტკივილი შეიძლება ბევრი დაავადებისა და ინფექციის სიმპტომი იყოს. მათ შორისაა კანის დაავადებები, ანთება, ინფექციები, ჰორმონალური ცვლილებები, ტრავმა და მრავალი სხვა. თუკი სექსის დროს ტკივილი ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პირად ექიმს ან გინეკოლოგს.
როგორ მუშაობს ლუბრიკანტი?
ლუბრიკანტი ამცირებს ხახუნს, რისი დამსახურებითაც ვაგინალური და ანალური პენეტრაცია (შეღწევა) და მასტურბაცია უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება და უფრო ნაკლები ალბათობით იწვევს გაღიზიანებას. მართალია, ერთ დროს ის მენოპაუზის ასაკის ქალების პროდუქტად მიიჩნეოდა ვაგინის სიმშრალის დასაძლევად, თუმცა დროთა განმავლობაში ლუბრიკანტი უფრო ფართო მოხმარების გახდა და დღეისთვის ის ყველა ასაკის სექსუალურად აქტიური ადამიანისთვისაა რეკომენდებული.
► პოსტმენოპაუზალურ (მენოპაუზის შემდგომ) პერიოდში მყოფი ადამიანების დაახლოებით ნახევარს აწუხებს ვაგინის სიმშრალე და დისკომფორტი სექსის დროს. მენოპაუზის შემდეგ სხეულში ესტროგენის დონის დაცემის გამო შარდსასქესო უბნები (მათ შორის ვაგინა და ვულვა) შეიძლება შეიცვალოს და გამოიფიტოს, გახდეს უფრო თხელი, ნაკლებად ელასტიკური და გამოყოს ნაკლები ვაგინალური სითხე. ლუბრიკანტის გამოყენება ამ დისკომფორტის შემცირებას უწყობს ხელს, თუმცა პრობლემის გამომწვევ მიზეზს ვერ აგვარებს. გარდა ამისა, ვაგინის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვებამ, მედიკამენტებმა (მათ შორის ანტიდეპრესანტებმა და ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა), კიბოს მკურნალობის ზოგიერთმა გზამ და შეგრენის სინდრომმა.
ლუბრიკანტი განსაკუთრებით გამოსადეგია პრეზერვატივთან ერთად, რადგან ის ამცირებს ხახუნს და, შესაბამისად, იმის რისკსაც, რომ პრეზერვატივი გაიხევა ან დაზიანდება, რაც დაუგეგმავ ორსულობას ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელებას გამოიწვევდა. მეტიც, ის ლუბრიკანტიან პრეზერვატივებთან ერთად გამოყენებისთვისაც რეკომენდებულია, რადგან ეს პარტნიორებს იმის საშუალებას აძლევს, რომ აკონტროლონ სისველის ხარისხი და მათთვის კომფორტული დონის შესაბამისი გახადონ.
როდესაც ლუბრიკანტს გარე პრეზერვატივთან (ე.წ. „კაცის“ პრეზერვატივთან) ერთად იყენებთ, ის პრეზერვატივს გარედან უნდა წაუსვათ და არა — უშუალოდ პენისის ტანს. შიდა პრეზერვატივის (ე.წ. „ქალის“ პრეზერვატივი) შემთხვევაში, მეტი კომფორტისთვის უმჯობესია, ლუბრიკანტი წაუსვათ როგორც გარედან, ისე შიგნიდან, განურჩევლად იმისა, თვითონ პრეზერვატივი ლუბრიკანტიანია თუ არა.
რამდენად უსაფრთხოა ლუბრიკანტი?
ზოგადად, ლუბრიკანტი დაბალრისკიან პროდუქტად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მაღალი ოსმოლარობის (ნაწილაკებისა და მინერალების კონცენტრაცია სითხეში) მქონე ლუბრიკანტებმა შეიძლება დააზიანონ ვაგინალური და ანალური ქსოვილების ზედა შრე. როდესაც სექსის დროს ქსოვილი ზიანდება ან იხევა, სგგი-ების, მათ შორის აივ-ინფექციის, გავრცელების შანსი იზრდება.
ამავდროულად, ლუბრიკანტმა შეიძლება კანის დაზიანება თავიდან აგარიდოთ, რადგან ის ხახუნს ამცირებს. ადამიანთა უმეტესობისთვის, ლუბრიკანტის სასარგებლო მხარეები პოტენციურ რისკზე მეტია.
ლუბრიკანტი და ანალური სექსი
ინტიმური ლუბრიკანტი რეკომენდებულია ანალური სექსისთვის, რადგან ანალურ ხვრელში ბუნებრივად არ გამოიყოფა სითხე, რომელიც პენეტრაციას გაამარტივებს. გარდა ამისა, ანუსის შესასვლელში არსებული მომჭერი კუნთი ბევრად უფრო მეტ წინააღმდეგობა წარმოშობს, ვიდრე ვაგინა, რომელიც ელასტიკური ქსოვილისგან შედგება.
გარდა ამისა, ლუბრიკანტის გამოყენება ანალურ სექსს უფრო უსაფრთხოსაც ხდის. წყლის ლუბრიკანტის გამოყენება პრეზერვატივის გახევის შანსს ამცირებს, განსხვავებით ზეთის ლუბრიკანტებისგან ან ნერწყვისგან, რომლებიც ზრდის ამის შანსს. ანალური სექსის დროს ლუბრიკაციასთანაა ასევე დაკავშირებული პრეზერვატივის მოძრობის შანსი. პრეზერვატივზე ლუბრიკანტის გარედან წასმა ამცირებს ამის შანსს, ხოლო შიგნიდან წასმა — ზრდის.
იხილეთ ჩვენი სტატია: როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს
როგორ ავირჩიოთ ლუბრიკანტი?
ლუბრიკანტი ბევრი სახის არსებობს და მისი გამოყენება ბევრი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. თქვენთვის შესაფერისი პროდუქტი დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებსა და პრეფერენციებზე. აქედან გამომდინარე, ლუბრიკანტის ასარჩევად რამდენიმე ზოგადი რჩევის გათვალისწინება შეიძლება:
-
დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ ლუბრიკანტს: რა ტიპის სექსის დროს გინდათ ლუბრიკანტი? აპირებთ ლუბრიკანტის გამოყენებას სექს-სათამაშოზე? თქვენ ან თქვენს პარტნიორს გეცმევათ პრეზერვატივი? — ლუბრიკანტის არჩევისას ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, სილიკონის ლუბრიკანტებმა შეიძლება დააზიანოს სექს-სათამაშოები, ამიტომ ისინი საუკეთესო არჩევანი არ არის სათამაშოების გამოყენებისას. ზეთის ლუბრიკანტები დიდხანს ნარჩუნდება, თუმცა ისინი ასუსტებს ლატექსის პრეზერვატივს, ამიტომაც მისი გამოყენება არაა რეკომენდებული პრეზერვატივთან ერთად.
-
გაითვალისწინეთ თქვენი კანის საჭიროებები: თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ, როგორც წესი, წყლის ლუბრიკანტი კარგი არჩევანია და ის სექსის ტიპების უმეტესობისთვის შესაფერისია. თუკი რამეზე ალერგია გაქვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ლუბრიკანტის შემცველობა. მასში შემავალმა ინგრედიენტებმა შეიძლება კანი გააღიზიანოს.
-
პრეფერენციები: ფუნქციურ ნაწილთან ერთად, ლუბრიკანტები ასევე იყოფა გემოს, სუნისა და შეგრძნებების (მაგალითად, მსუბუქი ჩხვლეტის) გამოწვევის მიხედვითაც. ესაუბრეთ პარტნიორს და გაარკვიეთ, რა მოგწონთ და რას ისურვებდით ორივე.
► ლუბრიკანტი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში ან ონლაინ მაღაზიებში.
წყაროები: Verywell Health, HelloClue
♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
პირველი ლესბოსური სექსი — რჩევები ახალბედებს
განურჩევლად იმისა, ვინ ხართ და ვისთან გაქვთ სექსი, პირველი სექსი შეიძლება ძალიან ამაღელვებელი და შიშისმომგვრელი რამ ჩანდეს.
ვინაიდან ლესბოსურ სექსზე უამრავი გავრცელებული მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს, მნიშვნელოვანია, მეტი გავიგოთ მასზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება.
რას ნიშნავს „ლესბოსური სექსი“?
სანამ ლესბოსურ სექსზე დავიწყებდეთ საუბარს, მოდით, ჯერ განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ტერმინი.
როგორც წესი, ტერმინით „ლესბოსური სექსი“ აღნიშნავენ სექსს ორ ქალს შორის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს შეიძლება ეს ქალები სულაც არ იდენტიფიცირდებოდნენ ლესბოსელებად.
მაგალითად, ისინი შეიძლება იყვნენ ბისექსუალები, პანსექსუალები, ქვიარები ან ჰეტეროსექსუალებიც კი. ქალებს შორის სექსი მხოლოდ ლესბოსელობით არ შემოიფარგლება.
გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ „ლესბოსური სექსი” ასევე მოიცავს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ვაგინა, პენისი ან ინტერსექს გენიტალიები (სასქესო ორგანოები).
ამ სტატიაში „ლესბოსურ სექსად“ მოვიხსენიებთ სექსუალურ აქტივობას ორ ინდივიდს შორის, რომლებიც იდენტიფიცირდებიან ქალებად — განურჩევლად იმისა, სისგენდერები არიან ისინი თუ ტრანსგენდერები და ექსკლუზიურად ჰომოსექსუალები თუ არა. თქვენი სექსუალობა მხოლოდ თქვენი გამოსაკვლევია და მას არ სჭირდება სხვა ადამიანების დასტური თუ მოწონება.
ამგვარად, ის, თუ რა ითვლება „ლესბოსურ სექსად“, მხოლოდ მასში მონაწილე ადამიანების განსასაზღვრია. შეგიძლიათ, სექსი იმდენად ფართოდ ან ვიწროდ განმარტოთ, როგორც ამას თავად ისურვებთ.
მითები ლესბოსურ სექსზე
ლესბოსურ სექსზე უამრავი მითი არსებობს, აქ რამდენიმე მათგანია მოცემული:
- მითი: საჭიროა, რომ ერთ-ერთმა ქალმა „კაცის“ როლი მოირგოს. ზოგ ადამიანს სჯერა, რომ ლესბოსური სექსის დროს ერთ-ერთი პარტნიორი ასრულებს ყველა სახის პენეტრაციას (შეღწევას), მეორე პარტნიორი კი ამ ყველაფრის მიმღებია. ზოგ წყვილს შეიძლება მართლაც ჰქონდეს ასეთი დინამიკა სექსში, მაგრამ არა ყველას — და გახსოვდეთ, რომ პენეტრაციის სათავეში ყოფნა „კაცად“ არ გაქცევთ.
- მითი: ლესბოსური სექსი უფრო მარტივია, რადგან ორივე ქალი ხართ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორივე ქალი ხართ, არ ნიშნავს, რომ ერთნაირი სასქესო ორგანოები გაქვთ — მაგალითად, ლესბოსურ სექსში ერთი ადამიანი შეიძლება იყოს სისგენდერი ქალი ვაგინით, ხოლო მეორე — ტრანსგენდერი ქალი პენისით. თუნდაც ერთნაირი გენიტალიები გქონდეთ, ყველა სხეული განსხვავებულია. ის, რაც მოსწონს ერთ ადამიანს, შეიძლება არასასიამოვნო ან მოსაწყენი იყოს მეორისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტიპის სექსამდე და სექსის დროს მნიშვნელოვანია პარტნიორთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთმანეთის სურვილებზე, ფანტაზიებსა და საზღვრებზე საუბარი, რათა გაიგოთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და რას ისურვებდით სექსის დროს.
- მითი: აუცილებელია „სტრაპონის“ გამოყენება. „სტრაპონი“ (ინგლ. Strap-on) არის სექს-სათამაშო, რომელსაც ხშირად პენისის ფორმა აქვს. ის ერთ-ერთი პარტნიორის მენჯის უბანზე მაგრდება ქამრით ან საცვლის მსგავსი მისაბმელით. სტრაპონი სექსის დროს ვაგინაში ან ანუსში პენეტრაციისთვის გამოიყენება. მართალია, სტრაპონი შეიძლება სასიამოვნო და სახალისო იყოს, თუმცა ის ლესბოსური სექსის აუცილებელი ნაწილი არ არის. მხოლოდ თქვენი და თქვენი პარტნიორის გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა სტრაპონს.
- მითი: ლესბოსური სექსისას აუცილებელია „სიზორინგი“. ე.წ. „სიზორინგი“ (ინგლ. Scissoring. მომდინარეობს სიტყვიდან „Scissor“ — „მაკრატელი“) არის სექსის პოზა, რომლის დროსაც ვაგინის მქონე ორი ადამიანი ფეხებგაშლილი უხახუნებს ვულვებს ერთმანეთს. მართალია, ზოგ ადამიანს ეს მოსწონს, თუმცა ძალიან დიდი მითია ის, თითქოს ამას ყველა ლესბოსელი აკეთებს. ბევრისთვის „სიზორინგი“ მოუხერხებელი და არასასიამოვნო რამაა.
- მითი: საბოლოო მიზანი ორგაზმია. ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ სექსი მაშინ მთავრდება, როდესაც ერთი ან ორივე პარტნიორი ორგაზმს მიაღწევს. ეს ასე არ არის. სექსი შეიძლება სასიამოვნო აქტივობა იყოს ორგაზმიც გარეშეც და აბსოლუტურად ნორმალურია სექსის შეწყვეტა ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორის ორგაზმის გარეშე.
- მითი: ლესბოსური სექსისას არ გიწევს დარდი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და ორსულობაზე. დაორსულება შესაძლებელია, თუკი ერთ-ერთ პარტნიორს პენისი აქვს, მეორეს კი — ვაგინა. გარდა ამისა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი-ები) შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი ტიპის სექსის დროს, განურჩევლად მასში მონაწილე ადამიანების გენიტალიებისა თუ ორიენტაციისა.
შეიცანით საკუთარი სხეული
მასტურბაციას შეუძლია დაგეხმაროთ მოდუნებასა და იმის შესწავლაში, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას.
შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ განსაზღვრულ ადგილებში და განსაზღვრული მოძრაობებით სხეულზე შეხება სასიამოვნოა. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს პარტნიორს, გაიგოთ, რა მოგწონთ.
თუკი თქვენს პარტნიორს იგივე ანატომია აქვს, რაც თქვენ, მასტურბაცია შეიძლება მისი ანატომიის უკეთ გაგებაში და მასში „ნავიგაციაშიც“ დაგეხმაროთ. ეს ასევე უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ რა შეიძლება ესიამოვნოს მას.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი და ყველა სხეული განსხვავებულია. ის, რაც მოგწონთ თქვენ, შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს თქვენს პარტნიორს და პირიქით.
მზად იყავით პარტნიორთან კომუნიკაციისთვის
თანხმობა აუცილებელია.
თუნდაც პარტნიორს თქვენთვის მანამდე ეთქვა, რომ უნდა სექსი, მნიშვნელოვანია თანხმობის გადამოწმება უშუალოდ სექსამდეც. ასევე, გახსოვდეთ, რომ თქვენს პარტნიორს (და თქვენც) უფლება აქვს, ნებისმიერ დროს თქვას უარი სექსზე, მათ შორის, სექსის პროცესშიც.
თუკი ნერვიულობთ, ესაუბრეთ პარტნიორს ამაზე. გაუზიარეთ მას, რომ სექსი ჯერ არ გქონიათ ან რომ ჯერ არ გამოგიცდიათ კონკრეტული სექსუალური აქტივობები.
ჰკითხეთ მას, რა ანიჭებს სიამოვნებას და რა არ მოსწონს, ასევე გაუზიარეთ თქვენი იდეებიც. არასდროს უნდა გააკეთოთ დაშვებები, თუ რა მოეწონება და რა არ მოეწონებოდა თქვენს პარტნიორს სექსში. სანამ რაიმეს გააკეთებდეთ, ჰკითხეთ პარტნიორს.
თუკი არ ხართ დარწმუნებული, როგორ ისაუბროთ ამ თემაზე, აი, რამდენიმე ფრაზა, რომელიც შეგიძლიათ სექსამდე ან სექსის დროს გამოიყენოთ:
- „შეიძლება, გაკოცო?“
- „შეგვიძლია, [სექსუალური აქტივობა] ვქნათ?“
- „შეიძლება, ტანზე გაგხადო?“
- „მინდა, რომ [სექსუალური აქტივობა] ვცადო(თ). რას იტყვი?“
- „შეიძლება, [სხეულის ნაწილი]-ზე შეგეხო?“
- „თავს როგორ გრძნობ?“
- „კომფორტულად ხარ?“
- „ეს გსიამოვნებს/მოგწონს?“
- „ხომ არ გავჩერდე?“
- „გინდა უფრო ძლიერად?“
პრელუდია სექსამდე
სექსს შესაბამისი შემზადება და განწყობა სჭირდება. პრელუდია არის გარდამავალი საფეხური ინტიმურობის შეთავაზებასა და სექსით დაკავებას შორის — ეს არის ინტიმური ფიზიკური სიახლოვე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კოცნას, მოფერებას, ეროტიკულ მასაჟსა და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას.
პრელუდიის მნიშვნელოვანი ნაწილია იმის გააზრება, რომ ეს არის დრო, რომელიც დადებითი ატმოსფეროსა და მოლოდინის შექმნას ემსახურება — ანუ იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენ და თქვენი პარტნიორი კომფორტულად გრძნობდეთ თავს, სანამ სექსით დაკავდებით. ძალდაუტანებლობა ინტიმურობას უფრო ნაკლებად სტრესულს, მეტად სახალისოსა და სასიამოვნოს ხდის.
პრელუდიისთვის დათმობილი დრო საშუალებას იძლევა, უფრო მარტივად შეამჩნიოთ, რას გრძნობს თქვენი პარტნიორი, რა პროცესებს გადის აღგზნების დროს და ზუსტად რა უწყობს ხელს მის აღგზნებას. ყველა ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია, თუ „რა ქმნის განწყობას“ — შესაბამისად, პრელუდიის არსებობა ურთიერთობაში შეიძლება თითოეული პარტნიორის სურვილების გამოკვლევის ამაღელვებელ გამოცდილებად იქცეს.
ძუძუ და ძუძუსთავები
გახსოვდეთ, რომ ზოგ ადამიანს მგრძნობიარე ძუძუსთავები აქვს, ამიტომ ნაზად დაიწყეთ და ჰკითხეთ პარტნიორს, რამდენად ძლიერად სურს (ან საერთოდ სურს თუ არა) ძუძუებისა და ძუძუსთავების სტიმულაცია.
ძუძუებისა და ძუძუსთავების სტიმულაციაში შეიძლება შედიოდეს:
- ძუძუსთავის თითებს შორის მოქცევა და დაზელა;
- ძუძუების ხელისგულში მოქცევა და ნაზად მოჭერა;
- ძუძუსთავების ნაზად მოქაჩვა;
- ძუძუების (ქვედა, ზედა ან გვერდითა ნაწილების) ან ძუძუსთავების (და არეოლების — მუქი შეფერილობის წრეების, რომლებიც ძუძუსთავებს აკრავს გარს) კოცნა, ლოკვა, წოვა ან კბენა (მსუბუქად, თუკი პარტნიორი გთხოვთ);
- ძუძუსთავებზე სექს-სათამაშოების გამოყენება, მაგალითად, ძუძუსთავების სარჭების (ინგლ. Nipple clamps), ასევე ვიბრატორის ან ბუმბულის საღიტინებელის (ინგლ. Feather tickler).
- ძუძუსთავებზე ყინულის ნატეხების ან მჩხვლეტი ლუბრიკანტის გამოყენება საინტერესო შეგრძნებების აღსაძვრელად
სასქესო ორგანოების ან ანუსის სტიმულაცია ხელით
სასქესო ორგანოების ან ანუსის ხელით სტიმულაციისას სცადეთ სხვადასხვა მოძრაობა, სიჩქარე და ძალა. აუცილებელია, დაიცვათ ჰიგიენა და სტიმულაციამდე კარგად დაიბანოთ ხელები.
თუ თქვენს პარტნიორს ვულვა აქვს
მისი ანატომიისა და პირადი პრეფერენციების მიხედვით, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი რაღაცები:
- მსუბუქი შეხებები კლიტორის ან ვაგინის უბნების გარშემო, აღგზნების მიზნით.
- კლიტორის სტიმულაცია წრიული და ზემოთ-ქვემოთ ტიპის მოძრაობებით. სცადეთ სხვადასხვა სიჩქარე და ძალა, სანამ ისეთს არ იპოვით, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს, შემდეგ კი შეინარჩუნეთ ტემპი. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კლიტორი აქვს და შეიძლება მისი უშუალოდ სტიმულაცია მათთვის ძალიან მძაფრი ან არასასიამოვნო აღმოჩნდეს, რა შემთხვევაშიც შეგიძლიათ სცადოთ კლიტორის ჩუჩის (კანის ფენა, რომელიც ფარავს და იცავს კლიტორის თავს) დაზელა იმავე მოძრაობებით.
- საშოს წიაღში თითის ან თითების მეშვეობით G-წერტილის (ე.წ. „ჯი-სფოთი“; ინგლ. G-spot) სტიმულაცია ოდნავ მორკალული, „მოქაჩვითი“ მოძრაობებით. G-წერტილი ეწოდება ნერვული დაბოლოებებით მდიდარ პატარა უბანს, რომელიც ვაგინის შიგნით, წინა კედლების ზემოთ, დაახლოებით 5-8 სმ-ის სიღრმეში მდებარეობს. ის ვაგინის შიდა გარსთან შედარებით ოდნავ უფრო ხაოიანია.
თუ თქვენს პარტნიორს პენისი აქვს
პენისის მქონე ადამიანის ხელით სტიმულაციის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. აი, რამდენიმე იდეა:
- შეგიძლიათ, პარტნიორს გაუკეთოთ ე.წ. „ჰენდჯობი“ (ინგლ. Handjob) — ხელში მყარად მოიქციოთ მისი პენისი და ნაზად, ზემოთ-ქვემოთ ამოძრაოთ ხელი; ჰკითხეთ, რა სიჩქარე და ძალა ურჩევნია მას. უმჯობესია, თუ ამას მშრალად არ იზამთ — ეს შეიძლება ზოგს არ მოეწონოს — და რაიმე სახის ლუბრიკაციას (სისველეს) გამოიყენებთ, იქნება ეს ბუნებრივი (მაგალითად, ნერწყვი) თუ ხელოვნურად დამზადებული (მაგალითად, ინტიმური ლუბრიკანტი ან ზეთი).
- პენისის თავის ნაზი და ნელი მასაჟი ან დაზელა; ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი (უშუალოდ პენისის თავზე შეხებით), ისე ირიბი (ჩუჩის გარედან) — იმის მიხედვით, თუ რა მოსწონს პარტნიორს და რამდენად მგრძნობიარეა მისი სასქესო ორგანო.
- სათესლე პარკისა და პერინეუმის (შორისის) — უბანი სათესლე პარკსა და ანუსს შორის — დაზელა ან მათზე შეხება.
თუ პარტნიორის ანუსის სტიმულაცია გსურთ
თუკი პარტნიორი ღიაა ანალური სტიმულაციის მიმართ და სურს ამის ცდა, შეგიძლიათ, სცადოთ:
- ანუსის ირგვლივ კანზე შეხება და ნაზი მასაჟის გაკეთება.
- ანუსის პენეტრაცია (შეღწევა) თითებით. გაითვალისწინეთ, რომ როგორც ვაგინის, ისე (განსაკუთრებით) ანუსის პენეტრაციისას უმჯობესია დაჭრილი გქონდეთ ფრჩხილები, რადგან დაუჭრელი ფრჩხილები ზრდის იმის ალბათობას, რომ ანუსის თხელი და ფაქიზი კანი დაზიანდება და ბაქტერიების გავრცელების შანსი გაიზრდება.
- თუკი თქვენს პარტნიორს პენისი აქვს, ანუსის პენეტრაციისას ასევე შეგიძლიათ მისი პროსტატის სტიმულაცია, რომელიც ანალურ ხვრელში დაახლოებით 5 სმ-ის სიღრმეზეა, წინა კედელზე, და შეგრძნებითად პატარა ბურთულას წააგავს. შეგიძლიათ სცადოთ წრიული მოძრაობა, დაჭერა/მიწოლა (სცადეთ სხვადასხვა ინტერვალი და იპოვეთ ისეთი, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს) ან მორკალული თითებით ნაზი „მოქაჩვითი“ მოძრაობა.
იხილეთ აგრეთვე ჩვენი სტატია როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს
სასქესო ორგანოების ან ანუსის ორალური სტიმულაცია
ორალური სტიმულაცია ნიშნავს პარტნიორის სექსუალურ სტიმულაციას პირისა და ენის მეშვეობით. ორალური სექსი შეიძლება სასიამოვნო იყოს როგორც მიმღებისთვის, ისე გამცემისთვის, თუკი ორივე კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს.
გახსოვდეთ, რომ ყველა სხეულს თავისებური სუნი და გემო აქვს. რამდენიც არ უნდა იბანოთ, ფეხებს შორის რაღაც სუნი მაინც დაგრჩებათ — ეს თქვენი ბუნებრივი სუნია და მისი ქონა სრულიად ნორმალურია. რაც შეეხება გემოს, თუკი ჯანმრთელი ხართ და ჰიგიენას იცავთ, წესით, გემოს არ უნდა უჩიოდეთ. ბევრს ნუ იდარდებთ ამაზე, სუნი და გემო სექსის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, დაიცავით ჰიგიენა და სექსამდე მიიღეთ შხაპი ან აბაზანა, ან, როგორც მინიმუმ, საპნითა და წყლით ჩამოიბანეთ სასქესო ორგანოს მიდამოები. თუ დაუგეგმავად მოგიწიათ ორალურ სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, სწრაფად მოსაწესრიგებლად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თქვენს სასქესო ორგანოზე სუნამო ან დეოდორანტი — ისინი არც გათვლილია საამისოდ და არც საჭირო.
ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, რამე ისეთით დაკავდეთ, რაც არ გინდათ ან რისთვისაც კომფორტულად არ გრძნობთ თავს. და გაითვალისწინეთ, რომ არც თქვენს პარტნიორს უნდა აიძულოთ ასეთი რაიმეს გაკეთება.
თუკი თქვენს პარტნიორს ვულვა აქვს
ვულვის ორალურ სტიმულაციას კუნილინგუსი ეწოდება. შეგიძლიათ სხეულის შემდეგი უბნების კოცნა, ლოკვა ან წოვა:
- კლიტორი
- კლიტორის ან ვაგინის გარშემო არსებული უბანი
- საშოს შესასვლელი
- ბარძაყების შიდა ნაწილი
- შეგიძლიათ სცადოთ ანილინგუსი (ე.წ. „რიმინგი“; ინგლ. Rimming), ანუ ანუსის ორალური სტიმულაცია.
ხშირად დასმული კითხვები
- კლიტორზე ენის „მირტყმა“ საჭიროა? შეგიძლიათ. ენით მსუბუქი „წკიპურტების“ კეთება შეიძლება სიამოვნების დაგროვების კარგი გზა იყოს. გააკეთეთ ეს ისე, როგორც ლეკვი ალოკავდა ნაყინს და არა ისე, როგორც კოდალა უკაკუნებს ნისკარტით ხეს.
- ვაგინაში ენის შეყოფა საჭიროა თუ პენეტრაციის (შეღწევის) გარეშე სჯობს? ეს თქვენი პარტნიორის სურვილზეა დამოკიდებული. ზოგი ადამიანისთვის ძალიან აღმგზნებია ის ფიქრი, რომ მათში ენით აღწევენ. თუმცა, აქ ნაკლები ნერვული დაბოლოებაა, რაც ნაკლებ ფიზიკურ სიამოვნებას ნიშნავს. თუ თქვენს პარტნიორს ეს მოსწონს, სცადეთ.
- რა ხდება, თუ პარტნიორს მენსტრუაცია აქვს ან ორსულადაა? თუკი პარტნიორი თანახმაა და თქვენც არ ხართ წინააღმდეგი, საქმეს შეუდექით. იმის ალბათობა არსებობს, რომ პროცესი შეიძლება ცოტა უსუფთაო იყოს, ამიტომაც, ალბათ, საუკეთესო გზა კლიტორზე ფოკუსირებაა. გახსოვდეთ, რომ სისხლს შეიძლება ჰქონდეს თავისებური სუნი და რკინის გემო. მეტი სისუფთავისთვის სტომატოლოგიური კაშხლის გამოყენებაც შეგიძლიათ (იხილეთ უსაფრთხო სექსის ქვეთავში).
ტექნიკა
სცადეთ ეს:
- ენა ბრტყლად, გრძელი მოძრაობებით აუსვით საცვალს, სანამ ქსოვილი — და თქვენი პარტნიორი — არ დასველდება.
- როდესაც პარტნიორი „ენით კანზე“ მოქმედებებისთვის იქნება მზად, ცოტა დრო დაუთმეთ კლიტორის ზემოთ არსებული რბილობიანი ბორცვის ლოკვას. კარგი იქნება, ბარძაყის შიდა ნაწილებსაც თუ მოეფერებით.
- სველი ენა ვულვის ქვედა ნაწილს ბრტყლად მიაბჯინეთ და ალოკეთ მთელს სიგრძეზე. გაიმეორეთ.
- ენა გაამაგრეთ და ენის წვერით პატარა წრიული მოძრაობებით ალოკეთ კლიტორის ჩუჩა — პატარა კანი კლიტორის თავის ზემოთ.
- თითებით ნაზად გადაწიეთ ჩუჩა ზემოთ, რათა დაჭიმული ენის წვერით კლიტორზე ფოკუსირება მოახერხოთ. დაიწყეთ უფრო მსუბუქად და ნელა, შემდეგ კი თანდათანობით გაზარდეთ მიწოლის ძალა და სიჩქარე.
- როდესაც ისეთ ტემპს იპოვით, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს, შეინარჩუნეთ ის, სანამ პარტნიორი ორგაზმს არ მიაღწევს.
თუკი თქვენს პარტნიორს პენისი აქვს
პენისის ორალურ სტიმულაციას მინეტი ეწოდება. შეგიძლიათ სხეულის შემდეგი უბნების კოცნა, ლოკვა ან წოვა:
- პენისის ტანი და თავი
- სათესლე პარკი და შორისი
- ბარძაყების შიდა ნაწილი
- ანუსი
ხშირად დასმული კითხვები
- როგორ მოვიქცე, თუ პარტნიორს ჩუჩა აქვს? მინეტის ტექნიკებში დიდი განსხვავება არ არის იმის მიხედვით, აქვს თუ არა პარტნიორს წინადაცვეთა — ჩუჩის მოჭრა — გაკეთებული. თუკი პარტნიორს ჩუჩა აქვს, შეგიძლიათ დაიწყოთ ე.წ. „ჰენდჯობით“, რომლის დროსაც ჩუჩა თქვენი ხელის მოძრაობების კვალდაკვალ უნდა ჩამოვიდეს და ავიდეს პენისის თავზე. როდესაც ორალურ სექსზე გადასვლისთვის იქნებით მზად, ნაზად ჩამოწიეთ ჩუჩა ქვემოთ, რათა გამოჩნდეს პენისის თავი.
- საჭიროა თუ არა ღრმა მინეტის გაკეთება? ღრმა მინეტი (იგივე „დიფსროუთი“; ინგლ. Deep Throat; სიტყვა-სიტყვით „ღრმა ყელი“) არის მინეტის ფორმა, როდესაც ერეგირებული პენისი მთელი სიგრძით შედის პარტნიორის პირის ღრუსა და ყელში. ამის გაკეთება საჭირო არ არის, თუ თქვენ ეს თავად არ გსურთ. სიღრმეებში გადასვლა ორალური სესიის სიკარგეში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ამის მარტივად იმიტირება შეგიძლიათ ენის წვერის სასაზე (პირის ღრუს „ჭერზე“) მიბჯენით.
- სპერმა უნდა გადმოაფურთხო, გადაყლაპო თუ საერთოდ არ გააკარო პირს? ეს ისეთი რამაა, რაც პარტნიორთან უნდა განიხილოთ ორალური სექსის დაწყებამდე — თუმცა, ზოგადად, საჭირო არ არის ისეთი რამის გაკეთება, რაც არ გსურთ. თუ თქვენს პარტნიორს ეს ვიზუალურად აღაგზნებს, საკმარისი უნდა იყოს დამუწულ ტუჩებზე ან ნიკაპზე გათავება — ან იმ ადგილას, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.
ტექნიკა
სცადეთ ეს მოძრაობები:
- დაიწყეთ პენისის ტანის ქვედა ნაწილზე ენის წვერის გამოყენებით, ზემოთ და ქვემოთ. პენისის თავთან ოდნავ შეჩერდით და ენით წრე შემოხაზეთ.
- პენისის ტანის ქვედა ნაწილს უფრო მეტად მოეფერეთ და შემდეგ ენის წვერი მსუბუქად აუსვით პენისის ლაგამს — კანის პატარა ნაოჭს, სადაც პენისის ტანი და თავი ერთდება.
- ალოკეთ პენისი მთელს სიგრძეზე და გაიმეორეთ. კარგი იქნება, თან თუ ეტყვით პარტნიორს, რამდენად მოგწონთ ამის კეთება.
- პენისის ტანი ხელით დაიჭირეთ და გააჩერეთ, დანარჩენი ნაწილი კი პირში ჩაიდეთ და ნელა აუყევით ზემოთ და ქვემოთ, თან მსუბუქად მოწოვეთ.
- სიამოვნების ზრდასთან ერთად გაზარდეთ სისწრაფე.
„ფინგერინგი“, „ფისთინგი“ და სხვა პენეტრაცია
პენეტრაცია ხშირად ასოცირდება პენისთან, თუმცა ვაგინის ან ანუსის პენეტრაცია ბევრი სხვადასხვა რამითაა შესაძლებელი, მათ შორის თითებით, მუშტით ან სექს-სათამაშოთი.
ვაგინალური
გახსოვდეთ, რომ „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსს შეიძლება ორსულობა მოჰყვეს, ამიტომ ესაუბრეთ პარტნიორს თავის დაცვის საშუალებებზე.
შეგიძლიათ სცადოთ:
- „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსი
- ვაგინის ე.წ. „ფინგერინგი“ (იგივე „თითაობა“; ინგლ. Fingering)
- ვაგინის ე.წ. „ფისთინგი“ (ინგლ. Fisting; მუშტით პენეტრაცია), თუკი პარტნიორს სურს ასეთი რამ და მზადაა ამისთვის
- ვაგინის პენეტრაცია დილდოს, სტრაპონის ან ვიბრატორის მეშვეობით
ანალური
თუ აპირებთ, რომ ანალური სექსით დაკავდეთ, ამისთვის ცოტა მეტი შემზადებაა საჭირო. ანუსი არ აწარმოებს ბუნებრივ ლუბრიკაციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლუბრიკანტის გამოყენება. ანალური პენეტრაცია აუცილებლად დაიწყეთ ნელა და ნაზად. ანუსის კედლები უფრო თხელი და ფაქიზია, ვიდრე ვაგინის და ის უფრო მარტივად ზიანდება.
შეგიძლიათ სცადოთ:
- „პენისი ანუსში“ ტიპის სექსი
- ანუსის „ფინგერინგი“
- ანუსის „ფისთინგი“, თუ პარტნიორს სურს ასეთი რამ და მზადაა ამისთვის
- ანუსის პენეტრაცია დილდოთი ან ვიბრატორით
- ანალური საცობის (ე.წ. „ბატ-პლაგის“; ინგლ. Butt-plug) ან სხვა, სპეციფიკურად ანუსისთვის დამზადებული სექს-სათამაშოს გამოყენება
სექსის პოზები
სექსის ასობით სხვადასხვა პოზა არსებობს, თუმცა როდესაც სექსით პირველად კავდებით, ეროტიკული ტანვარჯიშისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამიტომ, უმჯობესია, თუკი კარგად ნაცადი და მარტივი პოზებით დაიწყებთ, როგორებიცაა:
- ორალური ან ხელით სტიმულაციისთვის, სცადეთ ზურგზე დაწოლა, ფეხები კი გაშლილი გქონდეთ — შეგიძლიათ, მუხლებიც მოხაროთ, თუ ეს თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. თქვენს პარტნიორს შეუძლია, ამ დროს მუცელზე გაწვეს და თავით თქვენს ფეხებს შორის მარტივად მოექცეს.
- „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსისთვის, როგორც წესი, მისიონერული პოზა კარგად მუშაობს — მისიონერულს ცოტათი „მოსაწყენის“ რეპუტაცია აქვს, თუმცა აუცილებელი არაა, ასე იყოს. ამ პოზაში ადამიანი, რომელსაც ვაგინა აქვს, წვება ზურგზე, ხოლო პენისის (ან სტრაპონის) მქონე ადამიანი წვება ზემოდან, სახით ქვემოთ და პენისით (ან სტრაპონით) ვაგინაში ახდენს პენეტრაციას.
- პენეტრაციული ანალური სექსისთვის, ყველაზე კომფორტული „დოგი-სთაილია“ (ინგლ. Doggy-style) — საამისოდ ის, ვინც პენეტრაციის მიმღებია, დგება ოთხზე და მუხლებს ოდნავ განზე შლის. მას შეუძლია, ხელები ბოლომდე გაშალოს, დაეყრდნოს მათ და უკანა ტანი უფრო სწორად დაიჭიროს, ან წინ გადაწვეს, თავი ჩამოდოს ხელებზე ან ბალიშზე და ზურგი უფრო მეტად „ჩატეხოს“. პენეტრაციის გამცემს შეუძლია პარტნიორის უკან მუხლებზე დადგეს და ანუსის პენეტრაცია მოახდინოს თითებით, პენისით ან სექს-სათამაშოთი. ეს პოზა ასევე მოსახერხებელია ანუსის ორალური სტიმულაციისთვისაც.
გახსოვდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ანუ სგგი-ები, არის ის პათოგენები, რომლებიც სქესობრივი კავშირით გადადის. სგგი-ები გადაიცემა სხეულის დაინფიცირებული სითხეების მიმოცვლით, ყველაზე ხშირად ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. გადაცემის რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა:
- რა სექსუალური აქტივობებით კავდებით
- თქვენი და თქვენი პარტნიორის სექსუალური ისტორია
- იყენებთ თუ არა პრეზერვატივებს ან სხვა ბარიერულ კონტრაცეფციას
გახსოვდეთ, რომ სგგი-თ დაინფიცირება შესაძლებელია იმისგან განურჩევლად, თუ როგორია თქვენი და თქვენი პარტნიორის ანატომია.
უსაფრთხო სექსი — როგორ დავიცვათ თავი სექსის დროს?
სექსის დროს სგგი-ებისა და სხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად არსებობს რამდენიმე მეთოდი:
- სტომატოლოგიური კაშხლები. ეს არის ლატექსის ან პოლიურეთანის ნაჭერი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ კუნილინგუსის ან რიმინგის დროს.
- გარე პრეზერვატივი. ის ფარავს პენისის თავსა და ტანს და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს, ასევე, მინეტის გაკეთებისას.
- შიდა პრეზერვატივი. იდგმება ვაგინის ან ანუსის შიგნით და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს.
- ხელთათმანები ან თითის პრეზერვატივები. მათ შეუძლიათ დაგიცვან სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციის დროს, მაგალითად, თითაობის, „ჰენდჯობის“, კლიტორის ან ანუსის სტიმულაციისას. მათი გამოყენება უფრო კომფორტულია ლუბრიკანტთან ერთად.
- ხელის ჰიგიენა. როდესაც საქმე სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციას ეხება, ხელის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის დაიბანეთ ხელები სექსამდე, რათა ხელი არ შეუწყოთ მიკრობების გავრცელებას. ასევე, მიზანშეწონილია ფრჩხილების დაჭრა, თუკი თითებით აპირებთ პარტნიორის პენეტრაციას. ეს ამცირებს შიდა ქსოვილების დაზიანების რისკს, რაც ხშირად მტკივნეულია და ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას.
- ლუბრიკაცია. ინტიმური ლუბრიკანტი ძალიან გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის პენეტრაციული სექსის დროს, რადგან ის ამცირებს ვაგინისა თუ ანუსის შიდა კედლების დაზიანებისა და გაღიზიანებს რისკს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალური სექსის დროს, რადგან ანუსს, ვაგინისგან განსხვავებით, არ აქვს ბუნებრივი სისველე.
- გაასუფთავეთ სექს-სათამაშოები. სექს-სათამაშოებით შეიძლება გავრცელდეს ინფექციები, ამიტომაც მნიშვნელოვანია გამოყენებებს შორის მათი კარგად გაწმენდა. გარდა ამისა, დილდოებსა და სხვა პენეტრაციულ სათამაშოებზე ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეზერვატივები — ეს გაამარტივებს მათ გაწმენდას და თქვენს პარტნიორს განსხვავებულ შეგრძნებებსაც შესთავაზებს.
- გაიტესტეთ რეგულარულად. განურჩევლად იმისა, ერთი მუდმივი პარტნიორი გყავთ თუ სხვადასხვა ხალხთან კავდებით სექსით, ტესტირება მნიშვნელოვანია. გაიტესტეთ წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ასევე, მას შემდეგ, რაც დაუცველი სექსი გექნებათ ადამიანთან, ვისთანაც მანამდე არ გქონიათ დაუცველი სექსი, ან სექსი გექნებათ ახალ პარტნიორთან. ამისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ადგილობრივ პოლიკლინიკას. თუკი ტესტზე დადებითი პასუხი იქნება, ექიმი მოგცემთ ინსტრუქციებს, თუ როგორ უმკურნალოთ ინფექციას.
მართალია, სექსის პირველად ქონა შეიძლება ამაღელვებელი და შიშისმომგვრელი ჩანდეს, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ მის შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა ქართული თუ არაქართული წყაროდან. რაც კიდევ უკეთესია, სექსი, უბრალოდ, ერთ-ერთი უნარია, რომელშიც გამოცდილებასთან ერთად გაიწაფებით. მთავარია პარტნიორთან ღიაობა, კომფორტი და ურთიერთპატივისცემა და ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის.
წყაროები:
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ალბათ, Tinder-ზე, Grindr-ზე ან ონლაინ გაცნობის სხვა აპლიკაციებში ხშირად შეგიმჩნევიათ პროფილში მითითებული ფრაზა „აქტი ვარ“ ან „პასი ვარ“. შესაძლოა, იცოდეთ, რომ ეს რაღაცნაირად სექსუალურ პრეფერენციებს უკავშირდება, თუმცა ზუსტად რას ნიშნავს, იყო „აქტი“, „პასი“ ან „უნი“ სექსის დროს?
„აქტი“, „პასი“ და „უნი“ არის ტერმინები, რომლებითაც ადამიანის სექსუალური პრეფერენციები აღიწერება. ყველაზე პირდაპირი და მარტივი განმარტებაა, რომ „აქტს“, ანუ „ტოპს“, მოსწონს, როდესაც თვითონ აკონტროლებს სიტუაციას, რაც ხშირად გულისხმობს პენეტრაციულ (შემღწევ) სექსში აქტიურობას და გამცემობას, ხოლო „პასს“, ანუ „ბოთომს“, უნდა, რომ კონტროლის სადავეები რაღაც დონეზე სხვას დაუთმოს, რაც ხშირად გულისხმობს პენეტრაციულ სექსში პასიურობას და მიმღებობას. მათთვის, ვინც „უნი“, ანუ „ვერსია“, ორივე პოზიცია და ძალაუფლების დინამიკა თანაბრად სასურველია. ცხადია, ეს მხოლოდ გამარტივებული (და ცოტა მოძველებული) პასუხია, რადგან ყველა ადამიანს თავისი პირადი საზღვრები და პრეფერენციები აქვს.
ზოგი თეორიის თანახმად, ქვიარ თემმა სექსუალური პრეფერენციების აღსაწერად „ტოპისა“ და „ბოთომის“ გამოყენება 1960-იან და 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქვიარებმა შეიმუშავეს „საიდუმლო ენა“ — ერთგვარი მანიშნებლები, მაგალითად, სხვადასხვა ფერის ცხვირსახოცები და ბენდენები — საკუთარი სექსუალური პრეფერენციების გასამჟღავნებლად ყველა დაინტერესებული პირისთვის. ეს დაახლოებით იმავე დროს მოხდა, როდესაც ტერმინი „ვერსი“ ქვიარ-ლექსიკონის ნაწილი გახდა.
გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ტერმინები „ტოპი“, „ბოთომი“ და „ვერსი“ ექსკლუზიურად ქვიარ კაცებისთვის არ არის და ისინი შეიძლება ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობაში გამოიყენოთ — ზოგჯერ სისგენდერ ჰეტეროსექსუალ კაცებსაც მოსწონთ სტრაპონი. გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი „აქტობს“ და „პასობს“ პენეტრაციის გარეშე და არცერთი კატეგორიზაცია თუ ტერმინი არ არის ყოვლისმომცველი. იმ ადამიანების აღსანიშნავად, ვისაც პენეტრაცია საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა, ასევე გამოიყენება ტერმინი „საიდი“, რომელზეც ამ სტატიაში მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ საბაზისო ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს, იყო „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“.
რას ნიშნავს „აქტი“, ანუ „ტოპი“?
„აქტით“ („აქტიური“, იგივე „ტოპი“; ინგლ. Top), როგორც წესი, აღიწერება ის ადამიანი, რომელსაც სექსის დროს სურს, თვითონ აკონტროლებდეს სიტუაციას.
Carly S.-ის, Spectrum Boutique-ის სიამოვნების პედაგოგის თანახმად, აქტობას შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მათ შორის, ე.წ. „თითაობა“ („ფინგერინგი“; ინგლ. Fingering), ორალური სექსის გაცემა ან მიღება, პენისით ან სტრაპონით პენეტრაცია (შეღწევა) პარტნიორის სხეულში და სხვა აქტები, რომლებშიც ადამიანი ფლობს კონტროლს პარტნიორის სიამოვნებაზე.
„აქტობა აუცილებლად იმის მექანიკას არ გულისხმობს, თუ როგორ აქვს ვიღაცას სექსი, არამედ ძალაუფლების ისეთ დინამიკას, სადაც ერთი ადამიანი „უძღვება“ სექსს და უფრო მეტად განსაზღვრავს იმას, თუ რა აქტივობები მოხდება სექსში“, — ამბობს Carly S.
მართალია, სექსში კონტროლის ქონის იდეა „აქტობის“ ზოგადი გააზრებისთვის ხელშემწყობია, მაგრამ Spectrum Boutique-ის დამაარსებელი, ზოი ლიგონი ამბობს, რომ „აქტობის“ სტანდარტული განმარტებები არასაკმარისია სექსუალური იდენტობების ნიუანსების აღსაწერად.
ასეთ განმარტებებს, მისი თქმით, „აკლია ისეთი ნიუანსები, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. „Power bottom“, რომელიც სექსუალური აქტების მიმღებია, მაგრამ სიტუაციას აკონტროლებს, ან ე.წ. „Service top“, რომელიც ასრულებს ამ აქტებს, მაგრამ იღებს ბრძანებებს. ზოგჯერ, სულაც არ ხდება არავითარი „ძალაუფლების მიმოცვლა“ და სექსი, უბრალოდ, სექსია, ან ზოგჯერ სქესობრივი აქტი არ ხდება და არის მხოლოდ ძალაუფლების მიმოცვლა“.
საბოლოოდ, „აქტობა“ არის სპექტრი, რომელიც სექსუალური იდენტობების დიდ დიაპაზონს მოიცავს. მაგალითად, „Stone top“ არის ისეთი აქტი, რომელიც ასრულებს მოქმედებებს და „გასცემს“, მაგრამ არ სურს საპასუხოდ რაიმეს მიღება. განურჩევლად იმისა, თუ რა არის თქვენი პარტნიორის როლი და პრეფერენცია, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფორმის სექსამდე ისაუბროთ და განსაზღვროთ ზუსტი საზღვრები.
როგორ ვიყოთ „აქტი“ სექსის დროს
არ არსებობს „აქტობის“ სწორი გზა — ყველას განსხვავებული სურვილები აქვს და მთავარი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, არის პარტნიორთან კომუნიკაცია. თუკი სექსში კონტროლის ქონა გსურთ, ჰკითხეთ პარტნიორს, რა აინტერესებს და რა არის მისი საზღვრები.
მნიშვნელოვანია, რომ სექსში „აქტად“ ყოფნის დროს ხშირად გადაამოწმოთ პარტნიორთან, როგორ გრძნობს თავს, რადგან პენეტრაცია შეიძლება მტკივნეული იყოს. დაიწყეთ ნელა და პატივი ეცით პარტნიორის ტკივილის ამტანობას, მოდუნებულობისა და კომფორტის დონეს.
„მხოლოდ იმის თქმა, რომ „აქტი ვარ“, საკმარის ინფორმაციას არ იძლევა საიმისოდ, რომ გაიგო, რა მოსწონს და არ მოსწონს ადამიანს სექსში. სწორედ ამაშია კარგი სექსის საიდუმლო — საუბარში“, — ამბობს ლიგონი.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ არსებობს „აქტობის“ უამრავი სხვადასხვა გზა. პერფორმანსზე შფოთვა და დარდი აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერექციის ქონა ან დომინანტობა „აქტობისთვის“ აუცილებელი არ არის.
რას ნიშნავს „პასი“, ანუ „ბოთომი“?
აქტობის საპირისპიროდ, „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ. ეს საკმაოდ ზოგადი დეფინიციაა და ბუნდოვანია, მაგალითად, ორალურის დროს, ვინ შეიძლება იყოს „პასი“ და ვინ „აქტი“.
„როდესაც პასზე ვფიქრობ, უფრო ისეთ ადამიანს წარმოვიდგენ, რომელსაც სურს, იყოს მეტად მორჩილი და/ან მიიღოს მითითებები“, — ამბობს ჯიმანეკია ებორნი, ტრავმების სპეციალისტი და სექსუალობის პედაგოგი.
მიუხედავად ამისა, Carly S. განმარტავს, რომ ზოგი „პასი“ მაინც შეიძლება იყოს უფრო დომინანტური და ჰქონდეს კონტროლი სექსში. აქტობის მსგავსად, პასობაც სპექტრია. მაგალითად, ე.წ. „Power bottom“ არის ისეთი „პასი“, რომელიც სექსის დროს პარტნიორს ეუბნება, რა გააკეთოს. ე.წ. „Bratty bottom-ებს“, როგორც წესი, მოსწონთ სექსის დროს აქტების „წვალება“ და მათი დაკნინება. პასობის სხვა ქვეკატეგორიებს შორისაა ე.წ. „Stone bottom-ები“, იგივე „ბალიშის პრინცესები“ (ინგლ. Pillow Princess), რომლებსაც, როგორც წესი, სექსის დროს მხოლოდ სიამოვნების მიღება სურთ და გაცემით არ არიან დაინტერესებულები.
მიუხედავად ამისა, როგორც ყოველთვის, ადამიანის სექსუალური იდენტობისგან განურჩევლად, საკვანძო ასპექტია კომუნიკაცია და იმაში გარკვევა, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს პარტნიორს სექსის დროს, რაც იმის წინაპირობაა, რომ სექსში ყველამ დაცულად და კომფორტულად იგრძნოს თავი.
როგორ ვიყოთ „პასი“ სექსის დროს
ლიგონის თქმით, ისევე, როგორც ყველა სხვა ფორმის სექსის შემთხვევაში, პარტნიორთან სექსამდე და სექსის დროს კომუნიკაცია აუცილებელია. დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო საზღვარი დაადგინეთ და ესაუბრეთ პარტნიორს იმაზე, თუ რა გსიამოვნებთ და პროცესის დროსაც გააგრძელეთ ამაზე კომუნიკაცია. იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი და სიამოვნება მიიღოთ, აუცილებელი არაა, სექსში კონტროლს თქვენ ფლობდეთ.
ლიგონის თქმით, არცერთ კატეგორიასა თუ „იარლიყს“ არ შეუძლია ადამიანის იდეალურად აღწერა და სწორედ ამიტომაა კომუნიკაცია საკვანძო, განურჩევლად სექსუალური იდენტობისგან.
„ადამიანებს ვურჩევ, თავად განსაზღვრონ, რას ნიშნავს ეს ტერმინები მათთვის, რათა პარტნიორებს უფრო დაწვრილებით მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების შესახებ, რადგან ფიქრების წაკითხვა არავის შეუძლია. ეს ტერმინები კარგი საწყისი წერტილია დისკუსიის დასაწყებად, მაგრამ არასწორია რაღაც დასკვნების გამოტანა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი ვიღაცისთვის, თუკი ამას არ კითხავთ“, — ამბობს ის.
თუკი ჯერ კარგად არ იცით, რა საზღვრები გაქვთ სექსში, კარლი გთავაზობთ, გამოიკვლიოთ საკუთარი სხეული მასტურბაციის მეშვეობით. პენეტრაცია, შესაძლოა, თავიდან მტკივნეული იყოს, ამიტომაც თუკი ეს ისეთი რამაა, რაც გინდათ სცადოთ, როგორც პასმა, შეიძლება წინასწარ სექს-სათამაშოების გამოყენება და ვარჯიში დაგეხმაროთ.
„თავიდან მარტომ გამოიკვლიეთ საკუთარი სხეული, იქნება ეს თითებისა თუ სექს-სათამაშოების დახმარებით, ან, უბრალოდ, ამ თემაზე წიგნების კითხვით. სექსამდე გარკვეული ცოდნის ქონა საშუალებას მოგცემთ, უფრო თავდაჯერებული იყოთ და უკეთ გამოთქვათ თქვენი საზღვრები, სურვილები, საჭიროებები“ — ამბობს კარლი.
რას ნიშნავს „უნი“, ანუ „ვერსი“?
„უნი“ („უნივერსალი“), იგივე „ვერსი“ (ინგლ. Verse/Versatile) ან „სვიჩი“ (ინგლ. Switch), არის ადამიანი, რომელსაც აქტობაც მოსწონს და პასობაც. „უნის“ ასევე შეიძლება მოსწონდეს აქტობის კონკრეტული ნაწილები და პასობის კონკრეტული ნაწილები, მაგრამ არ სურდეს „აქტის“ ან „პასის“ როლის სრულად შესრულება.
„უნი არის ადამიანი, რომელსაც ორივე როლს შორის მონაცვლეობა შეუძლია, რადგან ის უნივერსალურია. უნივერსალები ბევრი მიზეზით ცვლიან თავიანთ როლს, იქნება ეს აქტივობა, პარტნიორი, კვირის დღე თუ თავიანთი საცვლის ფერი. მათთვის, შესაძლოა, მოტივაცია იყო საკუთარი თავისა და პარტნიორისთვის ყველაზე დიდი სიამოვნების მინიჭება“, — ამბობს შანაი ადამსი, სექსუალობის პროფესიონალი.
როგორ ვიყოთ „უნი“ სექსის დროს
ადამსის რეკომენდაციაა, რომ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ განასახიერებთ აქტობისა და პასობის ენერგიას სექსს მიღმა და ეს სექსში შემოიტანოთ უნივერსალობის დროს.
„თუკი გინდათ, რომ „აქტი“ იყოთ, და ყველაზე დომინანტური რამ, რასაც აკეთებთ, Starbuck-ის შეკვეთაა, ეს ენერგია სექსში შემოიტანეთ. ესაუბრეთ პარტნიორს ბრძანებების მიცემაზე ან იმის თქმაზე, თუ რა გააკეთოს. თუკი გინდათ, რომ უფრო მორჩილი იყოთ და გიყვართ ის შეგრძნება, როდესაც სხვების სიამოვნებაზე ფოკუსირდებით და არა — თქვენსაზე, შემოიტანეთ ეს ენერგია სექსში. ფოკუსირდით თქვენს პარტნიორზე“, — ამბობს ადამსი.
Carly S.-ის თქმით, სექსის დროს უნივერსალობისთვის ფლუიდურობა და კომუნიკაცია საკვანძოა.
„იყავით მოქნილი და ღია იმის მიხედვით, თუ როგორ გრძნობთ თავს და როგორია დინამიკა სხვა ადამიანთან“, — ამბობს ის.
საბოლოოდ, „აქტი“, „პასი“ და „უნი“ არის სპექტრი, რომლის ზუსტი დეფინიციებიც ყველასთვის სხვადასხვაგვარია. თუკი არ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტერმინი შეგეფერებათ, ნუ იფიქრებთ, რომ აუცილებლად მათგან რომელიმეს უნდა მოერგოთ, რათა სრულფასოვანი სექსი გქონდეთ.
„ზედმეტად ნუ მიეჯაჭვებით სახელსა თუ იარლიყს. საერთოდაც არ არის საჭირო, ის გქონდეთ, ამიტომ ჩამოაშორეთ ეს ტვირთი საკუთარ თავს. ეს ტერმინები შეიძლება გამოგადგეთ, როდესაც გამოხატავთ, თუ როგორ გსურთ სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, მაგრამ თუკი არცერთი ტერმინი არ მოგწონთ, არ ხართ ვალდებული, ისინი გამოიყენოთ“, — ამბობს ებორნი.
რას ნიშნავს „საიდი“?
რა ხდება, თუკი ადამიანი არც „აქტია“, არც „პასი“ და არც „უნი“ — თუკი მას საერთოდ არ სურს ანალური სექსით დაკავება? სწორედ ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი როლების გარდა, 2013 წელს ასევე შეიქმნა ტერმინი „საიდი“ (ინგლ. Side — „გვერდი(თი)“), რომელიც 2022 წლის მაისში ოფიციალურად დაემატა Grindr-ის როლების სიას.
Urban Dictionary-ს განმარტებით, „საიდი“ აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს ან არ უნდა ანალური პენეტრაცია — არც მიღება და არც გაცემა — და რომელიც უპირატესობას ანიჭებს სხვა სექსუალურ აქტივობებს, მაგალითად, ორალურ სექსს, ორმხრივ მასტურბაციას ან ე.წ. „მშრალად ხახუნს“ (ინგლ. Frottage ან Dry humping).
„საიდებს“, როგორც წესი, სექსის დროს ურჩევნიათ კოცნა, ჩახუტება, ორალური სექსი (მინეტი და ე.წ. „რიმინგი“), ორმხრივი მასტურბაცია და მშრალად ხახუნი — ერთი სიტყვით, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სხვა სექსუალურ აქტივობებს, გარდა ანალური პენეტრაციისა. შესაძლოა, მათ გამოცდილი ჰქონდეთ ანალური სექსი, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ეს მათთვის არ არის ეროტიკული ან სასურველი. ზოგს ასევე შეიძლება მოსწონდეს ანალური სტიმულაციის მიღება ან გაცემა თითით, მაგრამ არა — ამაზე მეტი.
გახსოვდეთ, რომ პენეტრაციული სექსი არ არის ვალდებულება და აუცილებლობა. სექსი პენეტრაციის გარეშე ისეთივე სრულყოფილი სექსია, როგორიც ნებისმიერი სხვა. ყველა ადამიანი განსხვავებულია და სექსში ყველას თავისი ფანტაზიები, სურვილები და პრეფერენციები აქვს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სექსუალური განათლება, განსაკუთრებით კი ლგბტქი სექსუალური განათლება, თითქმის არ არის ხელმისაწვდომი მოზარდებისთვის საქართველოში, სადაც სექსიც და ქვიარობაც ტაბუდადებული თემებია.
კვლევები აჩვენებს, რომ ლგბტქი მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პარტნიორის მხრიდან ძალადობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა (სგგი-ებისა) და თინეიჯერობისას ორსულობის მიმართ, როდესაც მათ არ აქვთ წვდომა მრავალმხრივ სექსუალურ განათლებასთან. ასევე, უფრო მაღალია ალბათობა, რომ მათ დაიწყონ ინფორმაციის ძიებას არასანდო წყაროებში.
მრავალმხრივ და დაწვრილებით სექსუალურ განათლებასთან წვდომას ყველა იმსახურებს და საჭიროებს. არავის უნდა უწევდეს საკუთარი ცხოვრების ისე გავლა, რომ საკუთარი სხეულის, სექსუალური ჯანმრთელობისა და იდენტობის საბაზისო ასპექტებზე არ ჰქონდეს ცოდნა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში თავმოყრილია სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის.
#1. მასტურბაცია შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს იმის გასაგებად, თუ რა სიამოვნებს თქვენს სხეულს
სექსის გააზრება ხშირ შემთხვევაში იმის გააზრებით იწყება, თუ რა ანიჭებს თქვენს სხეულს სიამოვნებას. ეს, როგორც წესი, ჯერ კიდევ მაშინ იწყება, სანამ თქვენს პირად ცხოვრებაში ვინმე სხვა ადამიანი შემოვა. დოქტორ ევან გოლდშტაინი, გეი კაცების სექსუალური ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მასტურბაცია შეიძლება მნიშვნელოვანი საშუალება იყოს იმის გასაგებად, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, თანაც ისე, რომ ამას სხვა ადამიანთან ერთად ყოფნის წნეხი არ ემატება.
„როდესაც საკუთარ თავთან განმარტოებასა და თვითსიამოვნებას უთმობთ დროს, არ გიწევთ დარდი პერფორმანსზე და თქვენი პარტნიორის დაკმაყოფილებაზე“, — ამბობს გოლდშტაინი.
#2. პორნოგრაფია ყოველთვის არ ასახავს რეალურ ცხოვრებას და ის სექსუალური განათლების მთავარ წყაროდ არ უნდა გამოიყენოთ
ბევრი ადამიანისთვის პორნოგრაფია პირველი „შესავალია“ სექსში. მართალია, პორნოს ყურება და კითხვა კარგი ხელშემწყობია მასტურბაციისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ პორნოგრაფიის უდიდესი ნაწილი არ ასახავს იმას, თუ როგორ და როგორი სექსი აქვთ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში. პორნომსახიობები უბრალოდ სცენაში მონაწილეობენ და ასრულებენ როლებს იმ საზღვრებზე დაყრდნობით, რომლებიც კამერის მიღმა დადგინდა.
„როდესაც ქვიარ ახალგაზრდებს (და, ზოგადად, ახალგაზრდებს) არ აქვთ წვდომა სანდო სექსუალურ განათლებასთან, რომელიც ფარავს ყველა თემას და არა მხოლოდ ვაგინალურ სექსს, ისინი მიმართავენ პორნოგრაფიას, Google-სა და Reddit-ს, ან ტიკტოკის „ინფლუენსერებს“, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო კვალიფიკაცია ამ თემაზე ზუსტი რჩევის გასაცემად. მართალია, პორნოგრაფია ნამდვილად შეიძლება დაეხმაროს ადამიანს იმის გაგებაში, თუ რა არსებობს, მაგრამ ის საუკეთესო გზა არაა სხეულზე რეალისტური წარმოდგენების შესაქმნელად ან იმის სასწავლად, თუ როგორ გქონდეთ სექსი. თქვენ კამერის მიღმა ვერ ხედავთ მთელ რიგ მოსამზადებელ სამუშაოებს, მაგალითად, დილატაციას (გაგანიერებას, გაფართოებას) ან ლუბრიკაციას (ლუბრიკანტით დასველებას), ვერც იმას იგებთ, რომ ყველა პენისი თქვენს ხელზე უფრო განიერი არ არის და ვერც იმას, რომ სექსში ძალაუფლების სხვანაირი დინამიკებიც არსებობს“, — ამბობს დოქტორი გოლდშტაინი.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ სექსის, თანხმობისა და საზღვრების შესახებ, პორნოგრაფიის ნაცვლად შეგიძლიათ გაეცნოთ ისეთ ონლაინ რესურსებს, როგორებიცაა Sex, etc., Amaze და The Trevor Project. ეს წყაროები ინგლისურენოვანია, ამ თემაზე სტატიებს ქართულად კი შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდებზე allaboutyou.ge და ფემეა.
#3. კომუნიკაცია და თანხმობა აუცილებელია
თუკი გგონიათ, რომ მზად ხართ, შემდეგი ნაბიჯი გადადგათ და სექსი სხვა ადამიანთან ერთად გამოიკვლიოთ, პირველი საკვანძო საფეხურებია კომუნიკაცია და თანხმობა. ესაუბრეთ მას და შეთანხმდით ერთმანეთის საზღვრებზე.
რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხიც უნდა იცოდეთ, არის:
- გაქვს თუ არა სექსი სხვა ადამიანებთან? თუკი ასეა, შემოწმებული ხარ თუ არა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე?
- შენ ან ჩვენ ვაპირებთ თუ არა რაიმე სახის კონტრაცეფციის გამოყენებას?
- რომელი აქტებია შენთვის კომფორტული?
- რამდენად სწრაფად ან ნელა გინდა პროცესის წარმართვა?
- რა არის შენი საზღვრები? ხომ არ არის სხეულის ისეთი ნაწილი, რომელსაც არ გინდა, რომ შევეხო?
- ტანსაცმელი გვეცვას თუ არა?
მართალია, ამ კითხვების წინასწარ დასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვადასხვა საკითხის გადამოწმება პროცესის დროსაც საჭიროა. ისეთი პატარა კითხვები, როგორებიცაა „შეიძლება, აქ შეგეხო?“, „გსიამოვნებს, როდესაც აქ გეხები?“ და „შეიძლება, [ტანსაცმლის რომელიმე ნაწილი] გაგხადო?“, ძალიან კარგი გზაა საიმისოდ, რომ გაიგოთ, რასთანაა კომფორტულად თქვენი პარტნიორი და თან ინტიმური განწყობაც შენარჩუნდეს.
გახსოვდეთ, რომ თანხმობა იმაზე მეტია, ვიდრე კონკრეტულ მომენტში სექსზე დათანხმება. ეს ნიშნავს, რომ თუკი თქვენ ან თქვენს პარტნიორს თანხმობის გაცემის შემდეგ მოგინდებათ, რომ სექსი შეწყდეს, ამის გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ.
„თანხმობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „კი“ ან „არა“. თანხმობა უნდა გამოითქვას ზეწოლის გარეშე, ის უნდა იყოს გულწრფელი და სურვილისმიერი, თანხმობის გამცემი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული (მაგალითად, თუ ადამიანი თანახმაა სექსზე იმ პირობით, რომ პარტნიორი გამოიყენებს თავდაცვის საშუალებას, ხოლო პარტნიორი ამას არ გააკეთებს, ესე იგი, მას არ აქვს მეორე მხარის თანხმობა), ის არ არის სამუდამო — გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება და ერთ ქმედებაზე თანხმობის გაცემა არ ნიშნავს, რომ პარტნიორი სხვა რამეზეც ავტომატურად თანახმაა”, — ამბობს რეიჩელ ვრაითი, ქვიარ სექსისა და ურთიერთობების თერაპევტი.
თანხმობის გარდა, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა დაამყაროთ კომუნიკაცია იმაზე, თუ რა გსიამოვნებთ და რა არ გსიამოვნებთ. პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ რაიმე შეცვალოს ან სხვანაირად გააკეთოს, სამარცხვინო არ არის — ეს სექსის ნაწილია.
„პარტნიორისთვის იმის თქმა, თუ რა მოგწონთ/არ მოგწონთ, რა გაინტერესებთ/არ გაინტერესებთ და რას ცდიდით/არ ცდიდით, არამხოლოდ ნორმალურია, არამედ სასურველიც კი. სექსის მიზანი სიამოვნებაა და როგორც თქვენი, ისე თქვენი პარტნიორის სიამოვნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ყველას საჭიროებები დაკმაყოფილდეს“,— ამბობს გოლდშტაინი.
#4. უსაფრთხო სექსი მხოლოდ პრეზერვატივის გამოყენებას არ გულისხმობს
მართალია, პრეზერვატივები თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ უსაფრთხო სექსი ბევრად უფრო მეტ რამეს მოიცავს.
„ხშირად უსაფრთხო სექსზე საუბრისას პრეზერვატივები გვახსენდება ხოლმე და, მართალია, პრეზერვატივები აუცილებელია პენეტრაციული (შემღწევი) სექსისთვის (პენისებით ან დილდოებით), მაგრამ სგგი-ები მაინც შეიძლება გავრცელდეს ვულვებიდან ორალური და სხვა ტიპის სექსის დროს“, — ამბობს დანიელა კრამერი, ქვიარ ურთიერთობების კლინიკური სექსოლოგი.
უსაფრთხო სექსისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტიპის გენიტალია (სასქესო ორგანო) გაითვალისწინოთ.
„სტომატოლოგიურ კაშხლებს შეუძლიათ დაგიცვათ ვულვაზე ან ანუსზე ორალური სექსის დროს. ეროგენული უბნების დასაცავად ასევე შეგიძლიათ თავად დაამზადოთ პატარა ნაჭრები ლატექსის ხელთათმანებისგან ან პრეზერვატივებისგან“, — ამბობს იელ გონსალესი, ქვიარ სექსოლოგი და იდენტობის ტრენერი.
#5. არ არსებობს სექსის ქონის „სწორი“ გზა
„უამრავი აქტივობა არსებობს, რომელიც შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად სცადოთ. ნუ შეიზღუდავთ თავს საზოგადოების დაშვებებითა თუ სტერეოტიპებით ე.წ. „სიზორინგისა“ (ინგლ. Scissoring) და ანალური სექსის შესახებ — შეგიძლიათ, ეს აქტები სრულად უგულებელყოთ და მაინც ფანტასტიკური და სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება გქონდეთ“ — ამბობს გონსალესი.
გახსოვდეთ, რომ ქვიარ სექსი იმდენადვე მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია, რამდენადაც თვითონ LGBTQ+ აკრონიმი. აუცილებელი არ არის, ის რაღაც ერთი ფორმით ვლინდებოდეს. სექსი შეიძლება იყოს ზუსტად ის, რადაც მას თქვენ და თქვენი პარტნიორი აქცევთ და რაც გინდათ, რომ იყოს.
„იმ აქტივობებს შორის, რომლებიც შეიძლება სექსად განვიხილოთ, არის: ვაგინალური, ორალური და ანალური სექსი, კოცნა, სექსუალური შეხება, როლური თამაშები, ეროტიკის კითხვა, ფანტაზიების გაზიარება, საკუთარი სხეულის ჩვენება სხვა ადამიანისთვის (თანხმობით), ე.წ. „სექსტინგი“, ვინმესთან ერთად აბაზანის მიღება, ერთმანეთისთვის მასაჟის გაკეთება, სუნთქვითი ვარჯიშების ერთად კეთება, შიშველზე ჩახუტება და ა.შ. სექსი შეიძლება იყოს სიამოვნებისთვის და/ან გამრავლებისთვის — და როდესაც ის სიამოვნებისთვისაა, სექსის მიზანი მხოლოდ ორგაზმი არ არის“, — ამბობს ვრაითი.
#6. ანალურ სექსს მოთმინება და დრო სჭირდება
„კუზიანი მთის“ იმ საკულტო სცენამ კი შეიძლება სხვაგვარად გაფიქრებინოთ, მაგრამ ანალურ სექსს ბევრად მეტი მომზადება სჭირდება, ვიდრე ხელზე დაფურთხებაა.
„ანალური სექსი ის არ არის, რასაც ფილმებსა და სერიალებში ხედავთ — წინასწარი პრაქტიკის გარეშე პირდაპირ ე.წ. „ბოთომობა“ (ან „პასობა“) არ შეგიძლიათ“, — ამბობს გოლდშტაინი.
თუკი ანალური სექსის ცდა გსურთ, გოლდშტაინი გირჩევთ, ნელა დაიწყოთ და წინასწარ მოემზადოთ. ნებისმიერი ტიპის ანალური სექსუალური აქტივობა, იქნება ეს უბრალოდ ე.წ. „ფინგერინგი“ („თითაობა“), სექს-სათამაშოების გამოყენება თუ პენისით პენეტრაცია, საჭიროებს ბევრ ლუბრიკანტს (სასურველია, სილიკონის საფუძველზე დამზადებულს) და, იდეალურ შემთხვევაში, რამდენიმეკვირიან შემზადებას.
ამისთვის საჭიროა ანალური ვარჯიშები, რისთვისაც შეიძლება გამოგადგეთ სპეციალური დილატაციის (გაფართოების) ნაკრები, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ზომის ანალური საცობებისგან, ე.წ. „ბატ-პლაგებისგან“ (ინგლ. Butt-plug), შედგება, თუმცა თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ, დაიწყოთ ექსპერიმენტირება და ვარჯიში ერთი თითით და ნელ-ნელა გაზარდოთ რაოდენობა.
მათთვის, ვისაც პირველად სურს ანალური სექსის ცდა, ხშირი სადარდებელია ხოლმე არსებული მოსაზრება პროცესში განავლის შესაძლო შეუკავებლობის შესახებ. დიდი ალბათობით, ეს პრობლემა არ გექნებათ, თუნდაც წინასწარ არ გაიკეთოთ გამორეცხვა, მაგრამ თუკი ეს მაინც გადარდებთ, შეგიძლიათ თბილი წყლისა და ოყნის გამოყენებით წინასწარ გამოირეცხოთ ანუსი.
#7. ორსულობა შეიძლება დადგეს გენდერისგან განურჩევლად. დაიცავით თავი
მნიშვნელოვანია, სანამ სექსი გექნებათ, კარგად გაერკვეთ, როგორ დგება ორსულობა. თუკი ორ ადამიანს, რომელთაგანაც ერთის სხეული სპერმას აწარმოებს, მეორის კი — კვერცხუჯრედებს, ექნება სექსი, მნიშვნელოვანია, დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომები დაიცვათ. ეს შეიძლება მოიცავდეს პრეზერვატივების გამოყენებას, ჰორმონალურ კონტრაცეფციას ან კონტრაცეფციის რამე სხვა ფორმას.
„იმის ცოდნა, თუ როგორ დგება ორსულობა და როგორ მუშაობს ის, აუცილებელია ყველა ლგბტქი თინეიჯერისთვის“, — ამბობს შერონ სანდერსი, კლინიკური სექსოლოგი და სექსუალური განათლების სპეციალისტი.
#8. იდენტობა ფლუიდურია. ნორმალურია ახალი რაღაცების ცდა და შემდეგ მათზე უარის თქმა, თუკი არ მოგეწონათ
მოზარდობის დიდი ნაწილი იმის გარკვევაა, თუ ვინ ხართ თქვენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმის გააზრებას, ვინ გიზიდავთ და რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი გენდერის მიმართ. ექსპერიმენტირება აბსოლუტურად ნორმალურია. სხვადასხვა სახელის, ნაცვალსახელისა თუ სექსუალობის გამოცდა თვითგამორკვევის პროცესის ნაწილია.
„გამოცდილებებისა და იდენტობების გამოკვლევა და მათში ექსპერიმენტირება სრულიად ნორმალურია. ზოგჯერ რაღაცები უნდა გამოვცადოთ, სანამ სიმართლეს დავადგენთ. გარდა ამისა, იდენტობები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ამიტომაც მიჰყევით იმის დინებას, რაც თქვენთვის უფრო შესაფერისია“, — ამბობს გონსალესი.
წყარო: Them.us
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ბოთლცხვირა დელფინებს ლესბოსური სექსი აქვთ
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდედრი ბოთლცხვირა დელფინების კლიტორი იმდენად არის განვითარებული, რომ სიამოვნების განცდა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, დელფინებს ლესბოსური სექსი მთელი წლის განმავლობაში აქვთ.
აკადემიურ გამოცემა – Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა 11 მდედრი ბოთლცხვირა დელფინის გენიტალიების შესწავლას ემყარება, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ მათი კლიტორის კავერნოზულ სხეულს ნერვული დაბოლოებები აქვს.
„აქამდეც ვიცოდით, რომ დელფინებს სექსი უწყვეტად აქვთ, არამხოლოდ გამრავლების მიზნით, არამედ სოციალური მიზეზებითაც. აღნიშნული კვლევა ამ ფაქტის უკეთ გაგებაში გვეხმარება, მათი ადამიანის მსგავსი კლიტორი ხომ სიამოვნების მიღების შესაძლებლობას იძლევა. მამრ დელფინებს კი გეი სექსი აქვთ. ბოთლცხვირა დელფინები ჰიპერსექსუალური არსებები არიან“, – აღნიშნა პატრისია ბრენანმა, კვლევის ავტორმა.
ბრენანის თქმით, ცხოველების სექსუალობა ნაკლებად არის შესწავლილი, არადა ეს ევოლუციის პროცესის უკეთ გასაგებად აუცილებელია.
მკვლევარი მომდევნო კვლევის ჩატარებას ალპაკებზე დაკვირვებით აპირებს, რადგან ამ ცხოველებს ჩლიქოსნებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ნახევარსაათიანი სქესობრივი აქტიც კი აქვთ.
წყარო: Advocate
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური