რუსული კანონი - Page 7

/

ვის ეხება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და ხალხის ძალა დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“

/

რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ. მათი მტკიცებით,

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი — 286 მედიისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

/

მედიაორგანიზაციები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნებიდან ოფიციალურად წასული და ანტიდასავლური მოძრაობის დამფუძნებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი

ანტიდასავლური მოძრაობა კანონპროექტის “ამერიკულ” ვარიანტს აანონსებს — მდინარაძის თქმით, მხარს არ დაუჭერენ

/

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა და ანტიდასავლური მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავენ. ხალხის ძალის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს“ — შოთა არველაძე

/

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე თავის Facebook გვერდზე ეხმაურება ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილ რუსულ კანონპროექტს:

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს — არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს — არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება“.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ, რის პარალელურადაც პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ხალხის საპროტესტო აქცია იმართება.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

ქართული ოცნების მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც “უცხოური ძალისგან” ფინანსდებოდნენ

/

ქართული ოცნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას ცდილობს და აპირებს მიიღოს რუსული კანონი — დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და “ხალხის ძალა” დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტები, რომელთა მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ. ამ ინიციატივის ერთ-ერთ ავტორად საჯაროდ პოზიციონირებს ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი, რომელიც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, არაერთხელ დაფინანსებულა “უცხოური ძალებისგან”, რადგან წლების განმავლობაში მუშაობდა ორგანიზაციებში, რომელთა დონორები დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

ქვიარმა მოიძია ქართული ოცნების მთავრობისა და დეპუტატების ბიოგრაფიები და შეაგროვა ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ არაერთი მათგანი მუშაობდა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებში, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ და რომლებსაც ახლა საფრთხე სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით ემუქრებათ. ყველა მონაცემი ამოღებულია ოფიციალური წყაროებიდან, მათ შორის, მთავრობისა და პარლამენტის ვებგვერდებიდან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პარლამენტის ვებგვერდზე თუ შეხვალთ, მარჯვენა ქვედა კუთხეში დაგხვდებათ USAID-ის ლოგო, წარწერით, რომ ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. დასავლური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ვრცლად მომდევნო სტატიებში მოგიყვებით.

ეს ჩამონათვალი კი დავიწყოთ იმ ადამიანებით, რომლებიც საჯაროდ პოზიციონირებენ, როგორც ამ კანონპროექტის ავტორები.

სოზარ სუბარი

  • 1996-2004 წლებში იყო კორესპონდენტი რადიო თავისუფლებაში, რომელსაც აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს​.
  • 1998-2001 წწ. — ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი;
  • 2003-2004 წწ. — არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტ კანონის უზენაესობის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში თავისუფლების ინსტიტუტი არ ჩანს;
  • 2004 წელი — ნეტგაზეთის ინფორმაციით, 2004 წელს სოზარ სუბარს ღია საზოგადოების ფონდისგან მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთ სპექტრის პროექტ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ტრენერობისთვის. ღია საზოგადოების ფონდი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა;
  • 2010-2015 წწ. — გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი.

გურამ მაჭარაშვილი

  • 1994-1994 — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. 

ეკა სეფაშვილი

  • 1997-1998 წწ. — გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი “ქალები განვითარების პროცესში”;
  • 1999-2002 წწ. — გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის ეროვნული პროექტი “გენდერული განვითარების პროცესში”;
  • 2020-2020 წწ. — ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის მრჩეველი.

რაც შეეხება ქართული ოცნების სხვა დეპუტატებს, რომლებიც მუშაობდნენ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში, ჩამონათვალი არც ისე მცირეა. იხილეთ სია:

ირაკლი კობახიძე

  • 2000-2001 წწ. — შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი;
  • 2006-2014 წწ — გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.

გივი მიქანაძე

  • 2000-2001 წწ. —გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი;
  • 2004-2005 წწ. — ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში;
  • 2005-2005 წწ. — ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი;
  • 2009-2010 წწ. — გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“;
  • 2010-2013 წწ. — ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი;
  • 2013-2015 წწ. — ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი;
  • 2015-2016 წწ. — ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი.

ბექა დავითულიანი

  • 2010-2012 წწ. — შპს „მედიაჰაუსი დეკომი“, იურისტ-კონსულტანტი;
  • 2010-2013 წწ.— ჟურნალი „ლიბერალი“. ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდზე 2010 წელს გამოქვეყნებულ სიახლეში ვკითხულობთ, რომ ჟურნალის გამოცემა საწყის ეტაპზე სწორედ მათ მიერ არის დაფინანსებული. ღია საზოგადოების ფონდი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2010 წელს ლიბერალმა, სადაც მუშაობდა დავითულიანი, ფონდისგან გრანტის სახით 47 767 დოლარი მიიღო, ხოლო 2013 წელს — 40 000 დოლარი.

რატი იონათამიშვილი

  • 2005-2014 წწ. კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, პოლიტიკური პროექტების დირექტორი. ორგანიზაციის ვებგვერდზე, დონორების ჩამონათვალში 10-მდე დასავლურ ორგანიზაციას იპოვით. მათ შორისაა, ევროკავშირი, USAID და ა.შ. 

ირაკლი ჩიქოვანი

  • 2016-2018 წწ. — მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.

ირაკლი ბერაია

  • 1999-2001 წწ. — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი;
  • 2001-2001 წწ. — წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი.

მაია ბითაძე

  • 2001-2003 წწ. — „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი;
  • 2003-2004 წწ. — „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი;
  • 2004-2005 წწ. — „საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების პროექტი“ (UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი;
  • 2004-2005 წწ. — „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი;
  • 2006-2011 წწ. — ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში – „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში;
  • 2015-2021 წწ. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.

ზაურ დარგალი

  • 2008-2011 წწ. — მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი, პროგრამის მენეჯერი;
  • 2012-2013 წწ. — მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

ირაკლი ზარქუა

  • 2003-2006 წწ. — ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. ნეტგაზეთის ინფორმაციით, 2003 წელს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით აფბამ „ქვემო ქართლში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის“ სამთვიანი პროექტი განახორციელა.

არჩილ თალაკვაძე

  • 2006-2007 წწ. — აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, პროექტის კოორდინატორი;
  • 2007 წელი — ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია არ ჩანს პარლამენტის ამჟამინდელ ვებგვერდზე, თუმცა იძებნება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე;
  • 2011-2012 წწ — აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, დირექტორის მოადგილე;

კახა კახიშვილი

  • 2011-დღემდე — არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” სამართლებრივი დირექტორი. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ორგანიზაცია პროექტებს ძირითადად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს, მათ შორისაა „ფონდი ღია საზოგადოება — საქართველო“ და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

ირაკლი კოვზანაძე

  • 2007-2008 წწ. — ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში.
  • 2008-2012 წწ. — ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი;
  • 2009-2012 წწ. — ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენელი დირექტორი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებში;

ბაია კვიციანი

  • 2018-2019 წწ. — ბრიტანეთის საბჭო (British Council) — დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი, ახალგაზრდული ბორდის წევრი.

მარიამ ლაშხი

  • 2007-2007 წწ. — USAID არქეოლოგიური გათხრები;
  • 2012-2014 წწ. — მსოფლიო ბანკი.

გოგი მეშველიანი

  • 2005-2014 წწ. — გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი.

შალვა პაპუაშვილი

  • 2003-2007 წწ. — გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი;
  • 2007-2015 წწ. — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • 2015-2017 წწ. — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;
  • 2017-2020 წწ. — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

ანრი ოხანაშვილი

  • 2008-2009 წწ. — მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
  • 2010-2010 წწ. — მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
  • 2015-2017 წწ. — საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) მთავარი რედაქტორი (Schriftleiter).

 ნიკოლოზ სამხარაძე

  • 2005-2010 წწ. — სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი;
  • 2010-2016 წწ. — გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი.

ლევან ქარუმიძე

  • 2011-2012 წწ. — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

  • 2015-2016 წწ. — უფროსი სამხედრო მრჩეველი, ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA)

ხატია წილოსანი

  • 2011-2011 წწ. — საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი;
  • 2011-2012 წწ. — საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი.

გიორგი ხელაშვილი

  • 1997-1998 წწ. — მონტერეის (აშშ) საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი;
  • 2000-2001 წწ. — ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის ასისტენტი;
  • 2003-2004 წწ. — საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი;
  • 2004-2007 წწ. — სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი;
  • 2007-2009 წწ. — ოქფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო დეპარტამენტის კვლევითი ასისტენტი;
  • 2008-2008 წწ. — ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი;
  • 2010-2010 წწ. — ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი;
  • 2010-2010 წწ. — ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანას კოლეჯის დეკანის თანაშემწე.

რაც შეეხება მტავრობას, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი 1999-2001 წლებში მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრში (CERMA) მთავარ ბიზნეს-კონსულტანტად მუშაობდა, 2007-2009 წლებში კი USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის, Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 2008-2013 წლებში საერთაშორისო კომპანია Ernst & Young (ერნსტ ენდ იანგ) თბილისის ოფისში, საგადასახადო და იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა, 2016-2020 წლებში კი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) არჩეული წევრი იყო.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბიოგრაფიაში კი ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, ასევე, სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა ზაარლანდის უნივერსიტეტში და რომ “საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის და კონრად-ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი”.


2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.

პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. ისინი ღამითვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

8 მარტს, ქალთა მოძრაობა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავს

8 მარტს, საქართველოს 13 ქალაქში გაიმართება მარში — „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“. მარში რუსული კანონის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მიზნად ისახავს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის დაცვას.

ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ საქართველოში მცხოვრები ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და ქვეყანაში მცხოვრები სხვა მრავალი ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ და რუსული კანონი აღნიშნულის დაკნინებასა და აკრძალვას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს მოსახლეობას დააზიანებს.

„[რუსული კანონის მიღების შემთხვევაში] არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი — შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია! სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე“, — ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

მარში 8 მარტს, 15 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნისში, გორში, თელავში, მარნეულსა და ნინოწმინდაში გაიმართება. თბილისში დაგეგმილი მარში პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

მარშის უერთდებიან ქალთა მოძრაობა, ქალები საქართველოდან, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანი”, ფონდი ფემინა, ქალთა ფონდი, Tbilisi Pride,  ქალთა ფონდი “სოხუმის” თბილისის ოფისი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”, ფემეა, WECF Georgia, საფარი, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის”, ახალგაზრდა ფემინისტები და ასოციაცია “მერკური”.

2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.

პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. ისინი უკვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი გაათავისუფლეს

/

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის შემდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები, პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი გაათავისუფლა. პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ზურა ვარდიაშვილმა პუბლიკასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის არ აუხსნიათ, რა მუხლით დააკავეს. მან Facebook ლაივში დაკავების დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნიღბიანმა ტიპებმა“ დააკავეს, მოულოდნელად სტაცეს ხელი და მანქანაში ჩატენეს.

“პატარ-პატარა ნიუანსებით ცდილობდნენ, რომ წყობილებიდან გამოეყვანე. ისევ და ისევ, ვცდილობდი გასაუბრებას, რომ რა გინდათ? რა არის თქვენი მოვალეობა? გჯერათ თუ არა იმის, რასაც აკეთებთ? ამაზე მწარდებოდნენ და იწყებდნენ ჩვეულებრივ ძველბიჭურ „კაჩაობას“. ამათ პოლიციელის, ფორმიანისა და მოქალაქეების დამცველის არაფერი ეცხოთ, იბრიქებოდნენ: „შენ ბიჭო, ამას იცნობ, იმას იცნობ?“ ასეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა ამ ხნის მანძილზე“, — იხსენებს ზურა ვარდიაშვილი განყოფილებაში ყოფნის დეტალებს და ამბობს, რომ მერე ვიღაცებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტები გაეყვანათ და გაათავისუფლეს ისე, რომ ხელწერილზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

ტაბულას ჟურნალისტმა, ბექა ჯიქურაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციელებმა თქვეს, რომ ისიც დაეკავებინათ და ამის შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მიზეზი არც მისთვის აუხსნიათ.

დღეს, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.

პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. გარდა ამისა, დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. მანამდე კი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პარლამენტის საშვებიც ჰქონდათ, საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

პარლამენტიდან On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი ძალის გამოყენებით გაიყვანეს

/

პარლამენტის ეზოდან On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი პროფესიული მოვალეობის დროს ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც On.ge-ის რედაქტორი, თამუნა გეგიძე ქვიართან ამბობს, კოლეგებთან ერთად, გადაწყვიტა, პარლამენტის ეზოდან გადაეღო შენობის გარეთ მიმდინარე აქცია და ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად მივიდნენ.

“ვიყავი პარლამენტის ეზოში და გადავწყვიტე, გადამეღო პარლამენტის გვერდითა შესასვლელები, საიდანაც ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილები. დაუბრკოლებლად და უპრობლემოდ მივედი, გადავიღე და გამოვაქვეყნე. ამის შემდეგ ჩემთან ერთად მყოფმა ფორმულას ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ, გვიღებდა ფოტოს ან ვიდეოს. ვიკითხეთ, რატომ გვიღებდა, რის შემდეგად, დაცვის სხვა თანამშრომელი მოვიდა და მოგვთხოვა ტერიტორიის დატოვება. ვკითხეთ მიზეზი, მაგრამ არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეს. შემდეგ გადავინაცვლეთ მოპირდაპირე მხარეს, სადაც ასევე დაუბრკოლებლად მივედით, გადავიღეთ და ამ დროს დაცვის კიდევ ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. ვუთხარი, რომ ფორმულას ფოტოგრაფი ჯერ კიდევ იღებდა ფოტოს და შემდეგ გავიდოდით. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ნეტგაზეთის ჟურნალისტიც. როგორც კი ფოტოგრაფმა ფოტო გადაიღო, გამოვედით და შეგვხვდა რამდენიმე პირი, რომლებმაც გვკითხეს, ვინ ვიყავით, ასევე, მოითხოვეს საშვები. ფორმულას ფოტოგრაფმა აუხსნა, რომ ქურთუკი დატოვა შენობაში და იქ ჰქონდა საშვი. შემდეგ მომთხოვეს მე. ვაჩვენე საშვიც და პიადობის მოწმობაც, რაზეც მითხრეს, რომ ეს იყო დროებითი საშვი და ტერიტორია უნდა დამეტოვებინა”, — ამბობს თამუნა გეგიძე.

მისივე თქმით, დაცვის სამსახურს აუხსნა, რომ პარლამენტის გრძელვადიანი აკრედიტაციები ახალდამზადებულია და დღესვე უნდა გამოეტანა, თუმცა პარლამენტში მუშაობის გამო ვერ მოახერხა და ერთჯერადი საშვიც, რომლითაც იმჟამად სარგებლობდა, პრესსამსახურის მიერ სამუშაოდაა გაცემული. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ საკითხს გაარკვევდნენ, თუმცა რამდენიმე წამში ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.

“მოვუწოდე, მეც მომესმინა, რასაც ეტყოდნენ, რადგან მცოდნოდა, რომ ტყუილად არ გამიშვებდნენ ტერიტორიიდან, ასევე, გავიმეორე, რომ გასვლას არ ვაპირებდი. გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, არვისთან არ დაურეკავს, ეს ჩანს კიდეც ვიდეოში, გვერდით მდგომ პირს გადაულაპარაკა, მობრუნდა და ძალის გამოყენებით გამომაგდო პარლამენტიდან. ერთი პირი, რომელიც მას ახლდა, ქურთუკზე მექაჩებოდა და იქ, პარლამენტის გასასვლელთან კიბეებია, რომელზეც პირდაპირ გადამაგდეს. აღმოვჩნდი ხალხის მასაში, სადაც პოლიციელებმა ხელი მკრეს. პოლიციას არაერთხელ მივმართე, მოვუწოდებდი, რომ ჰქონოდათ რეაგირება, ხელს მიშლიან და მაქვს საშვი, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ”, — ამბობს თამუნა გეგიძე.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჟურნალისტებს პარლამენტის ეზო ძალის გამოყენებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა, თორნიკე ჯანელიძემ დაატოვებინა.

პარლამენტიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია.

“დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა. დღეს საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა რუსულ კანონს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ და კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. აღნიშნული კანონპროექტის მიზანი საზოგადოებაში კრიტიკული ხმის ჩახშობაა. დღესვე, პარლამენტთან იმართება საპროტესტო აქცია. შესაბამისად, მედიის ინტერესი ბუნებრივია. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა ჟურნალისტებისთვის პარლამენტში დაშვების შეზღუდვას.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები და მოახდინოს მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება”, — წერია ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

დღესვე, პარლამენტთან, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების მიერ რუსული კანონის განხილვის შემდეგ მიმდინარე აქციაზე პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. დაკავებულია აქციის მონაწილე სხვა რამდენიმე ადამიანიც, რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი დააკავეს

/

პარლამენტთან, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების მიერ რუსული კანონის განხილვის შემდეგ მიმდინარე აქციაზე პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. დაკავებულია აქციის მონაწილე სხვა რამდენიმე ადამიანიც, რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პუბლიკის რედაქტორის, ლიკა ზაკაშვილის თქმით, ისინი უბრალოდ იდგნენ და სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს”, რასაც დაკავება მოჰყვა.

„ვაპროტესტებდით იმას, რასაც მთელი დღეა ვაპროტესტებთ და ამის ნიადაგზე მოჰკიდეს ხელი და ჩატენეს“, — აღნიშნა ლიკა ზაკაშვილმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, ეს არის ზუსტად ის, რაც სურთ — ქვეყანაში კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობა.

„არ ვიცი, მიზეზი რა იყო. უბრალოდ ეცნენ, ჩატენეს მანქანაში და არ ვიცით, სად წაიყვანეს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ვამბობდით, კრიტიკული ხმის ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში. ზუსტად ის ხდება, რაც მოხდა რუსეთში ამ კანონის მიღების შემდეგ და დღეს უკვე ვნახეთ, რომ კომიტეტებმა მწვანე შუქი აუნთეს ამ კანონს. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რომ ეს არ არის მხოლოდ მედიის ან სამოქალაქო სექტორის დევნა, ეს ეხება თითოეულ მათგანს. რაც დღეს, ახლა ვიხილეთ, შეეხება ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ექნება კრიტიკული აზრი, გააპროტესტებს რამეს, ან, თუნდაც, სოციალურ ქსელში დაწერს საკუთარ პროტესტთან დაკავშირებით ინფორმაციას“, — აღნიშნა პუბლიკასთან მარიამ გოგოსაშვილმა.

ჟურნალისტების დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და დაგმო მედიის წარმომადგენლების დაკავება და მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.

„ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა“, — აღნიშნულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს

/

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპს, ხოლო კანონპროექტში ნახსენებ ტერმინებს სჭირდება გადახედვა. მისივე თქმით, კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება.

განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დარბაზში მიმდინარე პროცესის ნახვა ოპოზიციის დეპუტატების Facebook ლაივების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რომელთა ნაწილს განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა აღარ მისცეს. აღსანიშნავია, რომ განხილვაზე დასწრების უფლება მისცეს ქართულ ოცნებასთან აფილირებულ პირებს, მათ შორის, ე.წ. უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს. 

განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო შეკრება გაიმართა. ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.

კანონის მიღების შემთხვევაში, საფრთხე ექმნება თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას, შესაბამისად, მოსახლეობას არ ექნება წვდომა ბევრ სერვისზე და ასევე, ინფორმაციაზე, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აფინანსებენ ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს, რომლებითაც საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ამ სერვისებსაც ექმნება საფრთხე.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად.

“საგანგაშოა დეპუტატის ანტიკონსტიტუციური განცხადებები” — ზურაბიშვილი

/

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას.

აღნიშნული კომენტარი უკავშირდება უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირი მათი თვითმიზანი არ არის.

საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, — ვკითხულობთ ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

თავდაცვისა და საგარეო კომიტეტებზე რუსული კანონის განხილვა პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

/

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას „უცხოეთის გავლენის აგენტად“ მოუწევთ დარეგისტრირება.

სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დარბაზში მიმდინარე პროცესის ნახვა ოპოზიციის დეპუტატების facebook ლაივების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ განხილვაზე დასწრების უფლება მისცეს ქართულ ოცნებასთან აფილირებულ პირებს, მათ შორის, ე.წ. უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს. 

ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რომელთა ნაწილს განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა აღარ მისცეს.

განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო შეკრება გაიმართა. ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.

კანონის მიღების შემთხვევაში, საფრთხე ექმნება თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას, შესაბამისად, მოსახლეობას არ ექნება წვდომა ბევრ სერვისზე და ასევე, ინფორმაციაზე, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აფინანსებენ ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს, რომლებითაც საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად სარგებლობს. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ამ სერვისებსაც ექმნება საფრთხე.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად.

როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო ორგანიზაციები რუსულ კანონს

/

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. რუსულ კანონს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა და ყველამ ერთხმად დაგმო ტოტალიტარული რეჟიმის ანალოგიური კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

წაიკითხეთ, როგორ გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები რუსულ კანონს.

ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიული კოალიცია (ECOM)

ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიული კოალიციის (ECOM) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია იმ საერთაშორისო ნორმებზე, რომლებსაც რუსული კანონი ეწინააღმდეგება, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის ნაწილი საქართველოც არის, ასევე OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ დირექტივებს გაერთიანების თავისუფლების შესახებ. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა საქართველოს უსაფრთხო ტურისტული მიმართულების რეიტინგზე იქონიოს გავლენა და ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველ დანიშნულებად იქცეს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.

ECOM-ის განცხადებაში საუბარია იმ გავლენაზეც, რაც რუსულ კანონს მარგინალიზებულ ჯგუფებზე ექნება.

„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათ შორის, ლგბტქი თემს, ასევე აივ-დადებით ადამიანებსა და სექს-მუშაკებს. კანონპროექტში აღნიშნული დათქმები შესაძლოა ჯანდაცვის პროგრამების შემცირებით, აივ-ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისების დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს მარგინალიზებული ჯგუფების მდგომარეობას“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია ისიც, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.

ECOM გმობს კანონპროექტს და საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტს მოუწოდოს, არ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონი, ასევე მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების სპეციალური მომხსენებლისგან ინიციატივის დაგმობას ითხოვს, საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებს კი კანონპროექტის ხარისხიანი, დამოუკიდებელი შესწავლისკენ და შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას საფრთხეს უქმნის.

„საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვაა.

გაეროს ქართული წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა შეაფერხოს, ამიტომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია კანონპროექტით და ის წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მოთხოვნებთან.

„კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება ნორვეგიულ-ქართულ თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონშემოქმედებს, რომ დემოკრატიული ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ“, — აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტვიტში.

Civic Solidarity

პლატფორმა Civic Solidarity, რომელიც ადამიანის უფლებათა მიმართულებით მომუშავე ევროპულ, ევრაზიულ და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს განცხადებით გამოეხმაურა რუსულ კანონს. განცხადებას 41 ორგანიზაცია აწერს ხელს.

Civic Solidarity-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი კონტროლის დამყარებასა და შეზღუდვებს მოასწავებს და იმეორებს ავტორიტარული ქვეყნების მიდგომებს, რაც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

„მსგავსი კანონების გამართლებად ხშირად ეროვნულ სუვერენიტეტსა და დამაზიანებელ უცხოურ გავლენას მოიხსენიებენ, თუმცა, რეალურად არასამთავრობო სექტორის მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად და არღვევს გაერთიანების თავისუფლებას. ისეთი ქვეყნები, როგორიც რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია განსაკუთრებით აქტიურები არიან მსგავსი კანონების მიღების მიმართულებით“, — ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყანას რუსული პოლიტიკური გავლენის სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოვებს და დააშორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ და საუბარია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელ 12 პრიორიტეტზე, რომლის შესრულებას რუსული კანონი საფრთხეს შეუქმნის.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.  ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის  12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება… კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ნახსენებია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიმართ მოწოდება, რომ მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE)

ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია ქართული პარლამენტის სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლის ახალი ეტაპია.

„კანონპროექტი კიდევ უფრო შეზღუდავს სივრცეს სამოქალაქო ჩართულობისთვის, გამოიწვევს მათ სტიგმატიზებას, პოლარიზაციას შეუწყობს ხელს და საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობას შეამცირებს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც მაგალითად მოშველიებულია რუსეთში ანალოგიური კანონის მიღება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების გარდაუვალი ლიკვიდაცია გამოიწვია.

EPDE-ის განცხადების თანახმად, რუსული კანონის მიღება შექმნის პრეცენდენტს, რომელიც რამდენიმე წელში კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიკვიდაციას გამოიწვევს, უპირველესად კი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალობას იცავენ, ამასთან, გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების პარალელურ სტრუქტურებს, რომლებიც დამოუკიდებელი მოქალაქეობრივი საარჩევნო დამკვირვებლის იმიტაციას ეწევიან, რეალურად კი სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების მიერ კონტროლდებიან — იგივე რუსეთშიც მოხდა.

EPDE ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემავიწროებელი სამართლებრივი ცვლილებები გაითვალისწინონ, როცა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო 12 პრიორიტეტის განხორციელების გზაზე მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ღრმა შეშფოთებას” გამოთქვამენ, რადგან აღნიშნული სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიას გამოწვევებს შეუქმნის.

„კანონპროექტი გააძლიერებს სტიგმას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი სოციუმისთვის უკეთესი მომავლის შენებას ცდილობენ. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს“, — აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ მტკიცება კანონის ამერიკულ ვერსიასთან მსგავსებაზე, სიცრუეა და ის დაფუძნებულია რუსულ და უნგრულ ვერსიაზე.

ევროპელი ჟურნალისტების ფედერაცია (EFJ)

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპელი ჟურნალისტების ფედერაციამ (EFJ) და მისი მიღების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.

„ეს ცუდი სიგნალია ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. გამჭვირვალობით შეფუთული კანონი ფინანსურ და ადმინისტრაციულ წნეხს მიმართავს მათზე, ვინც ქართული საზოგადოების დემოკრატიული გარემოსთვის შრომობს“, — აღნიშნა EFJ-ის პრეზიდენტმა, მაჰა სევერმა.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ქართველ პარლამენტარებს მოუწოდებს, არ მიიღონ კანონი, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოების მიდგომას იმეორებს და აღნიშნავს, რომ არსებობს რისკები, კანონი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტების იარაღად იქნეს გამოყენებული.

„IPI ღრმად შეშფოთებულია, რომ ქართველი კანონშემოქმედები რუსეთის ავტორიტარული სახელმძღვანელოს გადაწერას განიხილავენ. პუტინის „უცხოეთის აგენტების“ კანონი კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რათა პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება გაანადგურონ, სხვა უფლებებთან ერთად. მსგავს კანონს არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს იზიარებს“, — აღნიშნავს IPI-ის დირექტორი სკოტ გრიფენი.

არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO)

არჩევნების მონიტორინგის 22 ორგანიზაციისგან შემდგარი ევროპული ქსელი, ENEMO „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს კანონპროექტთან დაკავშირებით და უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც რუსული კანონის მიღებას გმობს.

„ეს გზას გაკვალავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და უფლებადამცველებისკენ მიმართული უპრეცენდენტო ზეწოლისთვის. შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ქვეყნის დემოკრატიული გარემო და მოქალაქეების უფლებები სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებლებისა და ფუნდამენტური ადამიანისა და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის გზით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ENEMO აკრიტიკებს გამოყენებულ ტერმინოლოგიასაც და მიიჩნევს, რომ მასტიგმატიზებელი და შეცდომაში შემყვანია, რადგან ორგანიზაციებსა და ინდივიდებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლის იარლიყს აწებებს. ქსელი პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ მიიღონ კანონი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევს.

არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL)

ICNL-ის განცხადებით, ახალი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს კონტროლის ძალაუფლებას აძლევს და სტიგმის გაძლიერებასთან ერთად, ორგანიზაციებს დამატებით ტვირთს აკისრებს.

„საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განაცხადეს იმ საფრთხის შესახებ, რომ კანონპროექტი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ავნებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კანონის მიღება მოწყვლად ჯგუფებს დააზიანებს, როგორიც შშმ პირები არიან, რადგან შეიძლება შეეზღუდოთ წვდომა აუცილებელ სოციალურ სერვისებზე და სხვა მხარდაჭერაზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს. კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც დემოკრატიის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა

კორუფციის საწინააღმდეგო გლობალური კოალიციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება სერიოზულ უარყოფით გავლენას იქონიებს ისედაც შევიწროებულ სივრცეზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, ასევე შეაფერხებს კორუფციის საწინააღმდეგო პროგრესს ქვეყანაში.

„შეთავაზება, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით მონიშნონ წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან. კორუფციის მაღალი დონის საწინააღმდეგოდ მოქმედება, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების არსებითი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ის მოცემულობებია, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეა (PACE)

PACE-მა ყველა ქართულ პოლიტიკურ დაჯგუფებას მოუწოდა, რომ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს, რომლის მიღება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას დააზიანებს.

„კანონპროექტს რიგი შეუსაბამობები აქვს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“, — აღნიშნეს PACE-ის წარმომადგენლებმა საქართველოში.