27 ნოემბერს, კლუბ მტკვარზე, მწვანეებმა პარტიის დამფუძნებელი კონგრესი გამართეს. მოძრაობა აქტივიზმიდან პოლიტიკაში მიდის და დაფუძნების შემდეგ, ევროპის მწვანე პარტიასთან გაერთიანებას გეგმავენ, რომელშიც 40 ევროპული მწვანე პარტიაა გაერთიანებული. „დღეს დავაფუძნებთ ქვიარ-ფემინისტურ ღირებულებების მწვანეთა
27 ნოემბერს, კლუბ მტკვარზე, მწვანეებმა პარტიის დამფუძნებელი კონგრესი გამართეს. მოძრაობა აქტივიზმიდან პოლიტიკაში მიდის და დაფუძნების შემდეგ, ევროპის მწვანე პარტიასთან გაერთიანებას გეგმავენ, რომელშიც 40 ევროპული მწვანე პარტიაა გაერთიანებული.
„დღეს დავაფუძნებთ ქვიარ-ფემინისტურ ღირებულებების მწვანეთა პარტიას. ამის შემდეგ ჩვენი მიზანი იქნება, რომ პირველ რიგში ევროპის მწვანეთა პარტიას მივმართოთ წევრობით, რომ გავხდეთ დიდი მწვანე ევროპული ოჯახის ნაწილი, ვისარგებლოთ ამ ოჯახში არსებული მხარდაჭერით, როდესაც ვთქვათ, აქ გარემოსდაცვით კონფლიქტებთან გვექნება საქმე“, — აღნიშნა თორნიკე კუსიანმა, მწვანეების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და უკვე აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა.
კონგრესზე კენჭი უყარეს აღმასრულებელი კომიტეტის კიდევ ორი წევრის, თამარ ჯაყელის და ნინო გოგოჭურის არჩევას.
„თავმჯდომარე არ გვეყოლება, რადგან გვჯერა, რომ სამივე უნდა ვიყოთ თანაბრად მნიშვნელოვანი და თანაბარუფლებიანი ადამიანი. სარევიზიო კომისიაში იქნებიან სოფო შუბითიძე, მარიამ კვარაცხელია და გიორგი ჩემინავა“,— განაცხადა თამარ ჯაყელმა.
სარევიზიო კომისიის წევრების არჩევაც კონგრესზე შედგა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ღირებულებებზე ვდგავართ, ჩვენ არასდროს მივატოვებთ არც საკუთარ თავებს და არც იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიყავით და ვისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ გულწრფელები, არ მოვიკატუნოთ თავი. ვაკეთოთ პოლიტიკა მეტი გულწრფელობით, მაგრამ ამავდროულად სტრატეგიულები“ — აღნიშნა თორნიკე კუსიანმა.
თამარ ჯაყელმა კი, განაცხადა, რომ იწვევენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, სხვადასხვა მოძრაობას, რომლებიც არიან პროგრესულები, რომლებიც მუშაობენ მწვანე საკითხებზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე საქართველოში, “რათა მონაწილეობა მიიღონ ფესვებიდან ამოზრდილი პოლიტიკური პლატფორმის შენებაში”.
კონგრესზე დამსწრეებმა მწვანე ევროპარლამენტარების ვიდეომიმართვები და მხარდამჭერების სიტყვით გამოსვლები მოისმინეს, ასევე პარტიის დღის წესრიგს გაეცნენ, ღონისძიების ბოლოს კი Not So Virgin Mary-ისა და მარიამ კარდაშიანის დრეგ შოუ გაიმართა. ღონისძიების შემდეგ ქართველმა არტისტმა, Moku T-იმ დაუკრა.
Don't Miss
გაეროს ექსპერტებმა რუსეთის მთავრობას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილ დარღვევებს საკუთარი ქვიარ მოქალაქეების მიმართ. ბოლო
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (FNF) მხარდაჭერით გამოიცა ქვიარის პირველი ბეჭდური ჟურნალი, რომლის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: QUEER Magazine
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ილაპარაკა. მისი თქმით, დისტანციურად სწავლა გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან
ფლორიდის შტატში ინიცირებული კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაფინასებაზე არსებულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ ნებისმიერი აქტივობა, რომლის თემატიკა ადამიანის გენდერულ იდენტობას თუ სექსუალურ ორიენტაციას