27 ნოემბერს, კლუბ მტკვარზე, მწვანეებმა პარტიის დამფუძნებელი კონგრესი გამართეს. მოძრაობა აქტივიზმიდან პოლიტიკაში მიდის და დაფუძნების შემდეგ, ევროპის მწვანე პარტიასთან გაერთიანებას გეგმავენ, რომელშიც 40 ევროპული მწვანე პარტიაა გაერთიანებული. „დღეს დავაფუძნებთ ქვიარ-ფემინისტურ ღირებულებების მწვანეთა
27 ნოემბერს, კლუბ მტკვარზე, მწვანეებმა პარტიის დამფუძნებელი კონგრესი გამართეს. მოძრაობა აქტივიზმიდან პოლიტიკაში მიდის და დაფუძნების შემდეგ, ევროპის მწვანე პარტიასთან გაერთიანებას გეგმავენ, რომელშიც 40 ევროპული მწვანე პარტიაა გაერთიანებული.
„დღეს დავაფუძნებთ ქვიარ-ფემინისტურ ღირებულებების მწვანეთა პარტიას. ამის შემდეგ ჩვენი მიზანი იქნება, რომ პირველ რიგში ევროპის მწვანეთა პარტიას მივმართოთ წევრობით, რომ გავხდეთ დიდი მწვანე ევროპული ოჯახის ნაწილი, ვისარგებლოთ ამ ოჯახში არსებული მხარდაჭერით, როდესაც ვთქვათ, აქ გარემოსდაცვით კონფლიქტებთან გვექნება საქმე“, — აღნიშნა თორნიკე კუსიანმა, მწვანეების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და უკვე აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა.
კონგრესზე კენჭი უყარეს აღმასრულებელი კომიტეტის კიდევ ორი წევრის, თამარ ჯაყელის და ნინო გოგოჭურის არჩევას.
„თავმჯდომარე არ გვეყოლება, რადგან გვჯერა, რომ სამივე უნდა ვიყოთ თანაბრად მნიშვნელოვანი და თანაბარუფლებიანი ადამიანი. სარევიზიო კომისიაში იქნებიან სოფო შუბითიძე, მარიამ კვარაცხელია და გიორგი ჩემინავა“,— განაცხადა თამარ ჯაყელმა.
სარევიზიო კომისიის წევრების არჩევაც კონგრესზე შედგა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ღირებულებებზე ვდგავართ, ჩვენ არასდროს მივატოვებთ არც საკუთარ თავებს და არც იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიყავით და ვისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ გულწრფელები, არ მოვიკატუნოთ თავი. ვაკეთოთ პოლიტიკა მეტი გულწრფელობით, მაგრამ ამავდროულად სტრატეგიულები“ — აღნიშნა თორნიკე კუსიანმა.
თამარ ჯაყელმა კი, განაცხადა, რომ იწვევენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, სხვადასხვა მოძრაობას, რომლებიც არიან პროგრესულები, რომლებიც მუშაობენ მწვანე საკითხებზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე საქართველოში, “რათა მონაწილეობა მიიღონ ფესვებიდან ამოზრდილი პოლიტიკური პლატფორმის შენებაში”.
კონგრესზე დამსწრეებმა მწვანე ევროპარლამენტარების ვიდეომიმართვები და მხარდამჭერების სიტყვით გამოსვლები მოისმინეს, ასევე პარტიის დღის წესრიგს გაეცნენ, ღონისძიების ბოლოს კი Not So Virgin Mary-ისა და მარიამ კარდაშიანის დრეგ შოუ გაიმართა. ღონისძიების შემდეგ ქართველმა არტისტმა, Moku T-იმ დაუკრა.
Don't Miss
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
9 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გებრიელ ატალი – 34 წლის განათლების მინისტრი საფრანგეთის ახალ პრემიერ მინისტრად დაასახელა. ატალი საფრანგეთის