აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეკერი, ნედ პრაისი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ის არა ამერიკულის, არამედ — რუსულის ანალოგია. “განცხადებები იმის შესახებ, რომ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეკერი, ნედ პრაისი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ის არა ამერიკულის, არამედ — რუსულის ანალოგია.
“განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება ამერიკულ უცხოურ რეგისტრაციის აქტს, აშკარად მცდარია. სინამდვილეში, ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთისა და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს”, — აცხადებს ნედ პრაისი.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
- “საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არის რუსულის მსგავსი” — სენატორი შაჰინი
- “კანონპროექტი რუსულია და მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას” — კელი დეგნანი
- “არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს” — ევროკავშირის ელჩი რუსულ კანონზე
Don't Miss
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შვილების თვალწინ ქალი მოკლა. მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში 22-25 მაისს გამართულ შეხვედრებს აჯამებენ. მათი თქმით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. საბჭოს ცნობით, დათვლილია ხმების 75,42% –