უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ ონლაინ პეტიციას ერთ დღეში 50 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ამასთან, პეტიციის ავტორები ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროკავშირის
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ ონლაინ პეტიციას ერთ დღეში 50 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ამასთან, პეტიციის ავტორები ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს მიმართავენ, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივასაც გაუხსნან კარი.
„საქართველოს მოქალაქეები სრულად უცხადებენ სოლიდარობას უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მისწრაფებისთვის. ჩვენი ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტრიო – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა განიხილონ ერთიან და განუყოფელ რეგიონად, რომელიც თანაბრად დგას რუსეთის აგრესიით, ოკუპაციით და ანექსიით გამოწვეული პრობლემების წინაშე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დააკმაყოფილებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და, ანალოგიურად, კარს გაუხსნის საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას.“ – ნათქვამია განცხადებაში.
პეტიციის ავტორები საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ფონდი – ღია საზოგადოება-საქართველო, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი და სხვა ორგანზიაციები არიან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 28 თებერვალს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ სურს, უკრაინა ევროკავშირში იხილოს.
ონლაინ პეტიციაზე ხელის მოწერა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.
Don't Miss
ერევანში მიმდინარე დემოკრატიის ფორუმის მონაწილეებისთვის სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. მისი
ბოლო პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი ,,არა ნამახვანჰესს!” 2020 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაიშალა პირველი საპროტესტო კარავი ჰესების
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი გაასაჯაროვა, რომლის დიდი ნაწილი ადამიანის უფლებებს, თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შესახებ
მოლდოვური პროევროპული მმართველი პარტიის ლიდერმა, დენ პერსიუნმა თქვა, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა ლგბტქი ადამიანებმა თავიდან აიცილონ ბულინგი და დამცირება.